I Hate You

by Sweety on 26 დეკემბერი, 2005 · 0 comments

in დღიური

კიდევ ერთხელ გამიცრუვდა იმედი…არადა მართლა მინდოდა ყველაფერი კიდევ ერთხელ გვეცადა.
მეორე შანსს ხომ ყველა იმსახურებს…
არა.
არაფერი გამოვა.

მხოლოდ სიბრძნეს მოვითხოვდი, და ცოტა სიძლიერეს.

შენ კიდევ ერთხელ შეეცადე თავი დამნაშავედ მეგრძნო, მაგრამ ზიზღის მეტი არაფერი გამოიწვიე…შეცდომას შეცდომით ვერ გამოასწორებ. პირველი რეაქცია შენს ნაბიჯზე იყო: “ვაიმე საწყალი” რატომ გინდა ასეთ შეგრძნებას იწვევდე ჩემში? შენ მითხარი არავის შესაცოდი არაფერი მჭირსო.
იცი რა? კარგად დაუფიქრდი შენს საქციელს. ჩვეულებრივი განებივრებული მოზარდივით მოიქეცი, ყველანაირ საღ აზრს მოკლებული მოზარდივით.
შეიძლება ტკივილი რაღაცით გამოხატო… თუნდაც ფიზიკურ ტკივილში გადაიტანო, მაგრამ ადამიანებს არ უნდა აჩვენო რომ საწყალი ხარ და შენზე უბედური არავინაა…
ცოტა ძლიერი ხომ უნდა იყო…
ეს იყო შეცდომა რომელიც არ უნდა დაგეშვა…ამ განშორებამ ერთადერთი ის მაჩვენა რომ ჩემს დასაბრუნებლად ვერაფერი მოახერხე იმის გარდა, რომ საკუთარ თავს ზიანი მიაყენე და შეეცადე ამაშიც მე გამოგეყვანე დამნაშავედ.

რუსები იტყვიან… და პაშოლ ტი!

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</