I don’t wanna see you die

თქვენ როგორ ფიქრობთ, გვინდა თუ არა საქმიანი ურთიერთობა ვიღაცასთან, ვისაც ჩვენი იდეის საერთოდ არ ესმის და ჩვენ – მისი იდეის?… პასუხი ვგონებ უარყოფითია. (თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს ახსნას!)

ერევანზე ვაპირებდი კიდევ ერთი გრძელი საინტერესო და სურათებიანი პოსტის დაწერას, მაგრამ სკაიპში ჩემმა “პარტნიორმა” გამომატვინა საქმის გარჩევით და I am unable to do so.

სამაგიეროდ მოშნად გრუზი ავიკიდე და მერე სხვა გრუზებმაც წამოყო თავი…

* * *

წუხელ ვიტირე მწარედ და გულამოსკვნით. არც ვაპირებ მიზეზის კონკრეტულად დაწერას, რომ ზოგიერთებმა პირად შეურაცხყოფად არ მიიღონ, რადგან ისეთ გრძნობებს ეხება საუბარი როგორიც სიბრალული და თანაგრძნობაა… ზოგს არ სჭირდება არცერთი და თავზეც დაგამხობს ყველაფერს, რომ უთხრა მეცოდებიო…

მაგრამ ბავშვობიდან ღრმად მწამდა, რომ სიკეთის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა სიყვარული, სიბრალული და/ან თანაგრძნობა იყო, ამიტომაც ახლა ჩემთვის მაინც ვიცი, რომ არ ვარ ისეთი ბოროტი, როგორადაც ხანდახან თავს ვაჩვენებ. ჩემი ცრემლებით საკუთარ თავს მაინც ვერ მოვატყუებ.

იმაზეც კი თანახმა ვარ, ყველას ეგონოს, რომ ცუდ რაღაცეებს ვუკეთებ სხვა ადამიანებს, მაგრამ ჩემთვის მთავარია მე ვიცოდე როგორი ვარ სინამდვილეში. სინდისის ქენჯნა, რაც წუხელ ამიტყდა ამ წუთამდე ვერ დავიმშვიდე, მაგრამ მაინც არ ვაპირებ რამე გავაკეთო მის დასაოკებლად, რადგან ყველა მეუბნება, რომ მე ჩემს თავთან მართალი ვარ. ლოგიკურად თუ მივუდგებით, ამ შემთხვევაშიც მართალი გამოვდივარ, მაგრამ ემოციებს მაინც ვერ ვიკავებ.

ყველაზე ცუდია როცა ადამიანს არ ესმის რომ მისი ნეგატიური და დაუდევარი დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ დღეების, თვეების, წლების განმავლობაში გროვდება და მერე მხოლოდ პატარა ნაპერწკალია საჭირო რომ აფეთქდეს.

ხანდახან საკუთარ თავს გვერდიდან რომ ვუყურებ, მეჩვენება რომ ძალიან სუსტი ვარ ცხოვრებისთვის. “I am one of those who can’t enjoythe victory”.

ერთი საქმეა ის, რომ შემიძლია, ვინმეს რამე დავუთმო,  მაგრამ თუ არ დამაფასებენ/შემაფასებენ და მაწყენინებენ მერე მინდა ირგვლივ ყველაფერი დავანგრიო და აბჯარასხმული გავდივარ ბრძოლის ველზე…

მაგრამ მეორე საქმეა შემწევს კი ბრძოლის უნარი? მგონი საბრძოლველად სუსტი ვარ. როგორ შეიძლება შენს წინ დაჩოქილი არ შეგეცოდის და ხელი არ გაუწოდო? ან როცა აპირებ ვიღაცას ცხოვრების ძალიან დიდი მიზანი და სიყვარული წაართვა, მაშინ როცა შენ ამის გარეშეც ბედნიერი ხარ და თავი მის ადგილას ერთი წუთით მაინც არ წარმოიდგინო? როგორ შეიძლება, ვიღაცისთვის წლობით ნაშენის დანგრევას აპირებდე, ისე რომ ეს არაფერში გჭირდებოდეს და არ იფიქრო, ამ დროს შენ მის ადგილას რას იგრძნობდი?

დედა, რატომ გამზარდე ასე?
რატომ მასწავლე, რომ სხვებს ისევე უნდა მოვექცე, როგორც მინდა, რომ მომექცნენ?
რატომ არ შემიძლია, ბოროტება სინდისის ქენჯნის გარეშე ვაკეთო?
ამის სანაცვლოდ გესწავლებინა უფრო მეტი სიცივე, უფრო მეტი მრისხანება, უფრო მეტი სიძულვილი!!!

იქნებ უფრო გამადვილებოდა ცხოვრებაში…

* * *

ტექსტი ძალიან გამძაფრებულია. ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ… sorry

9 Comments

  1. თუ შენი სისუსტე ნერვებს და ხელს გიშლის ცხოვრებაში, შეგიძლია შეიცვალო. დამერწმუნე.
    მაგრამ გოგოებს გვიხდება ხოლმე ეს :)

  2. სუფთა Drama Queen ხარ რა.

    ისე რო იცოდე, სხვა ნებისმიერ ადამიანს უფრო ნაკლებად შეგიძლია ავნო ვიდრე გგონია. აი ბოლომდე რო მიაწვე, მერე მობეზრდება ეს დაჩაგრულობანას თამაში და ფეხებზე დაიკიდებს ყველაფერს. ჰოდა, ნე პერეაცენივაი სამუ სებია :D

  3. ბიჭოს, სულ პაუჩიწელნი ტონი რატომ გამომდის. “ისე რო იცოდე” შეგიძლია იმჰო-თი ჩაანაცვლო :D

  4. სანაბ ბოლოში ჩავედი უკვე მივიდა გულამდეც… აი მართლა გულახდილად ნერვები მეშლება მაგ გამოთქმაზე, რომ როგორც მოექცევი ისე მოგეგცევიან არადა არ ხდება ეგრე… ხშირად მტკივა მაგის გამო გული არადა უნდა მეკიდოს როცა ძლიერი ხარ მაგრამ ძალიან სუსტი ვარ მაგ საკითხში… მაგრამ რომ არ ვიგებ და მტკივა მეც იგივე მემართება თუმცა მერე რა მაინც ვერ ვიბრძვი ბოლომდე… :(

  5. ოკა ზა ოკა… ზუბ ზა ზუბ…!!!!1111ერთიერთი…

    არავინ არაა დანდობის ღირსი, ვინც არ გინდობს!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.