I bawt a skinnih jeans!

ჩემთვის ზედმეტი კილოგრამები არასდროს ყოფილა შემაწუხებელი პრობლემა, ანუ ერთი სიტყვით – მეკიდა.

ვერასდროს ვიცავდი დიეტას, ვარჯიში საერთოდ გამორიცხული იყო. არც დრო მქონდა მაგის და არც ნერვები. თანაც ყოველთვის მეგონა რომ “მშვენივრად გამოვიყურები” და ამ აზრს მიმტკიცებდნენ ნაცნობ-მეგობრებიც ფრაზებით “რად გინდა შენ გახდომა“, “სულაც არ ხარ მსუქანი” და ა.შ.

ისიც უნდა ავღნიშნო, რომ მთელი ცხოვრება სტაბილურად მხოლოდ ვიმატებდი და ალბათ ჯამში სულ 2 კილო მექნებოდა დაკლებული. ვერანაირი “6-ის შემდეგ აღარ ვჭამ“, “ცომეული და ტკბილეული გამოირიცხა” და “ფეხით ბევრს დავდივარ” ვერ შველოდა ჩემს დროებით “ვაიმე, როგორ გავსუქდი” სტრესებს.

მაკდონალდსები და პიცერიები, წლების მანძილზე 10-15 საათიანი ჯდომა კომპიუტერის წინ და არაჯანსაღი ცხოვრების წესი ამ ყველაფერს ხელს უწყობდა. ასე “ბედნიერად” მიაღწია ჩემმა წონამ 70-ს.

ზუსტად 1 თვის წინ მაღაზიებში დავბოდიალობდი და რამდენიმე შარვალი რომ გავიზომე მივხვდი, რომ

აი, უბრალოდ ყელში ამოვიდა რა!!!!!!!!!!!!!!

რა უბედურებაა!!! რაც მომწონს არაფერი არ მეტევა და არ მიხდება!

მინდა, რომ ვიყო გამხდარი!!! მინდა, რომ სუუუულ ცოტათი მაინც ვგავდე ჟურნალებში დაბეჭდილ გოგოებს!!! მინდა, რომ ნორმალური ზომის შარვლები მეტეოდეს!!! მინდა, რომ ტანადი და მოხდენილი ვიყო!!!

აი უბრალოდ როგორ ვერ უნდა გავხდე?

ბლოგზე არ დამიწერია არაფერი ამის შესახებ, მაგრამ ზუსტად 3 კვირის წინ წავედი ჰომეოპათ დიეტოლოგთან და ოთხ კვირიანი დიეტა დავაწერინე. დიეტა შედგება ჩვეულებრივი საჭმლისგან ოღონდ ყველაფერი არის უმარილო და უშაქრო. ამას ემატება სპეციალური ბალახეულის ნაყენები, რომლებიც ყოველ ოთხ საათში ერთხელ უნდა მივიღო.

მოვიმარაგე ექვსი განსხვავებული ბალახი და გარკვეული პროდუქტები, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ალბათ არ ვიყიდიდი და დავიწყე შრომა ზედმეტი კილოგრამების დასაგდებად.

პირველი კვირა მართლა რთული იყო. ყველაფერი რასაც ვჭამდი, არ ჰქონდა გემო და სუნი, ვჭამდი მხოლოდ იმიტომ, მეარსება და არა იმიტომ, რომ მსიამოვნებდა.

მეორე კვირას შედარებით მივეჩვიე უმარილოს და უშაქროს, უბრალოდ საკვები არ მყოფნიდა და საღამოობით სულ მშიერი ვიყავი. როგორ არ დავარღვიე მიკვირს, მაგრამ ისე შეუდრეკლად ვიცავდი მთელი ამ ხნის განმავლობაში, ნებისმიერ მოდიეტეს შეშურდებოდა. :D

რაც შეეხება შედეგებს: პირველივე კვირაში დავიკელი 2 კილო. ჯერ მეგონა, ალბათ წყლებისგან დავიცალე, მაგრამ არა, საკმარის სითხეს ვიღებდი (დღეში 2 ლიტრამდე). კილოგრამების კლება დღემდე გრძელდება.

დღეს დილით სასწორმა მიჩვენა 62 კილო!!!!!!!!!!!!!!! FREAKING AWESOME!!!

ჰოდა, გავვარდი სასწრაფოდ პეკინზე და ვიყიდე ახალი შარვალი, თანაც ჩვეულებრივი შარვალი კი არა…

 

I bawt a skinnih jeans!

 

 

I still got some curves ^_^

29 ზომა! Damn, I’m fuckin slim! :D

ყველა ძველი შარვალი გამიდიდდა და მძვრება :D

არ ვამბობ რომ აი კატასტროფულად გამხდარი ვარ და ვაიმე და რაღაცები, მაგრამ…

წლების მანძილზე მიოცნებია ასეთი შარვლის ჩაცმა და…
აი, უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, ისეთი ბედნიერი ვარ!

ორშაბათიდან ვიწყებ მეოთხე, ყველაზე სულწასულ კვირას, როცა გგონია, რომ უკვე საკმარისად “იტანჯე” და უფლება გაქვს აქა-იქ “მოიპარო” აკრძალული საკვები.

მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ შედეგს არ დავუკარგავ საკუთარ თავს!

1 თვეში – 8 კილო.

ეს უკვე ჩემი პირადი მიღწევაა! ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

(6 იანვარი, 2012) Update: იმდენმა მომწერა უკვე დიეტოლოგის კოორდინატებზე რომ გადავწყვიტე მისი ნომერი გამოვაქვეყნო:

599 969204 ლალი

62 Comments

  1. მთავარია მერეც განაგრძო ასე! თორე 10 -15 საათი გაუნძრევლად ჯდომა ისევ გამოწერილი გაქვს და პიცების სიყვარულიც არსად გაქრებოდა ასე რომ ჯერ ყვეელაფერი წინ გაქვს : )

    ეგრე გააგრძელე და კლება კიდევ გაგრძელდება

    1. ამ დიეტას რომ ვამთავრებ, მერე მივდივარ (მანდ კალენდარშიც მიწერია ვიზიტის დღე) და ახალ ერთ-თვიანს ვაწერინებ – შესანარჩუნებლად. ♥

  2. ყოჩაღ, მარ. მასე განაგრძე. ერთხელ მეც ვიყავი დიეტაზე. 14 წლის ასაკში, 6 კილო დავიკელი. მას მერე შევეჩვიე, სულ დიეტის რეჟიმში ვცხოვრობ და ეს სულაც არ მაწუხებს.

    1. ჰო, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც სხვა მატარებელზე გადავჯექი :D

  3. მე მინდა ოდნავ დაკლება და დიეტოლოგთან 3-4 კილოგრამის გამო მისვლა ღირს? :დ
    6 ის მერე არ-ჭამა არ შემიძლია :დ
    ახლა ვზივარ და ვაშლს ვჭამ.
    მოკლედ ასე ნელ ნელა მე გავსივდები.
    შენ კიდევ ყოჩაღ!
    ნამდვილად დიდებული შედეგია!

  4. მეც ვაპირებდი დიეტოლოგთან მისვლას და მითხრეს, რომ ძალიან ძვირი ჯდება. მართალია?

      1. კი, მინდა. და ვიზიტი და სხვა პროცედურები რა ღირს?
        მე მითხრეს, 1000 ლარამდე ჯდება და სამუდამოდ გადავიფიქრე იქ მისვლა :D

        10 კილო უნდა დავიგდო და ჩემს ძველ ფორმას დავუბრუნდე

        1. რა ათასი ლარი ღადაობ? :D ვიზიტი ღირს 50 ხო. და ვიზიტში შედის დიეტის დაწერა.
          სულ ეგაა…
          რა პროცედურები, ჩვეულებრივი დიეტაა. მთელი კვირის საჭმელებზე მაააქსიმუმ 50 ლარი დაგეხარჯოს და დავიჯერო 50 ლარისას ისე არ ჭამ? :D

          fb-ზე მოგწერ ნომერს.

  5. გახდი ჩემი სტიმული! ძალიან მაგრად გამოიყურები… ჯინსები გიხდება :) არ გაჩერდე….

  6. წავიკითხე შენი პოსტი და უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი ნებისყოფით, მშენივრად გამოიყურები. <3 ძალიან მოგიხდა დაკლება… :)
    მეც მომინდა საშინლად, რომ თავი ფორმაში მოვიყვანო… თუ შეგიძლია, რომ დიეტოლოგის საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდო, მადლობელი დაგრჩებოდი… <3

  7. Gilocav Marr! :) gamixarda dzalian. gircheb rva kilos daklebas ar dajerde da 57 kilomde mainc chamoxvide radgan iseti tani gaqvs sigamxdre mogixdeba))

      1. ძალიან კარგი მარი! მთავარია მიზნად დაისახო და მერე ყველაფრის მიღწევა ადვილია. :)

  8. ვკითხულობ, ვკითხულობ და როცა ფოტოებს მივადექი ყბა ჩამომივარდა…
    ისე დაიწყე არც ერთი ჯინსი არ ჩამეტიაო… და უცებ ასეთი შედეგი!!!!!!!!!!!!!!
    მაგარია, და მეც რომ მინდა?! მეშველება რამე?

  9. შესანიშნავად გამოიყურები … მარ, სიმაღლეში რამდენი ხარ თუ საიდუმლო არაა

    1. ერთ კვირაში მაგდენს რო დაიკლებ ორ კვირაში ორ მაგდენს მოიმატებ :))))

  10. იმედი მომეცა! მე 60 კილოზე მაქვს ეგ პიკი. სიმაღლეში 1.55-მდე ვარ მხოლოდ და 60 კილო კატასტროფაა უკვე. 50-53 კილოზე მინდა დავიდე და ამ 7 – 8 კილოსაც ვერ ვიკლებ.. :( 6-ის მერე არ ჭამა და რაღაცეებზე უარის თქმა მეც მიჭირს, თუმცა ვარჯიშს სულ ვცდილობ, მაგრამ მაინც… სად ვიპოვო ეგ ჰომეოპათ დიეტოლოგი, მეც მომწერეთ რა :პლზ:

  11. გილოცავ მარო :))) მეც ვერასოდეც ვერ ვიცავ დიეტებს.. თუმცა 54 კილო ვარ, ამგრამ ეგ 155 სიმაღლისას და პუტკუნა ამას არ ერქმის…. :)))) ძალიან კარგად გამოიყურები, ოღონდ მართლა და თეთრი სურით მშურს შენი გაძლების და მიზანდასახულობის… :)

  12. არ დაანებო რა თავიი, მაინც არ მოიპარო აკრძალული საკვები. ბლომად რო მაქვს დაკლებული უფრო სტიმული მეძლევა ხოლმე და უფრო მკაცრად ვიკვებები

  13. სვით წონის შესანარცუნებლადაც მოგიწევს დიდი ძალის ხმევა, როცა დიეტას მორჩები, ივარჯიშე თU ამის საშუალება გაქვს

  14. ოოოოუ სვიით ყოჩააღ
    არ გაჩერდე 55 მდე ჩამოდი

  15. აუ,გილოცავ,შესანიშნავად გამოიყურები.ძალიან კარგი შედეგია.
    საერთოდ,ჰომეოპატიური მკურნალობა ერთ ერთი ყველაზე შედეგიანია,მაგრამ წონაში დაკლებაზეც თუ მიმართავდნენ არ ვიცოდი.
    მეც შენი სიმაღლისა ვარ,და 52 კილო ვარ.
    შენ მგონი 55 დაბლა არ უნდა ჩამოხვიდე,იდეალურად იქნები,ისე ეხლაც მშვენივრად ხარ,შეიძლება ითქვას ნაკლები არც გინდა!

  16. სტატიის პირველი ნახევარი მგონი ჩემი დაწერილია :D დაახლოებით ერთი სიმაღლის ვართ და ზამთარში რომ ავიწონე 71 (!) კილო ვიყავი, კინაღამ ინფარქტმა მხია.. ეხლა ვარ 68 და მაინც ძალიან ბევრია ;(
    დიეტა რის მიხედვით შეგიდგინა, რამე გამოკვლევა ჩაგიტარა???

  17. მე 1 კვირაში დავიკელი 8კილო ზუსტად :) მაგადი ვარ მაგადი. 98 კილო ვიყავი და 90ზე დავჯექი

  18. პური არა.რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული,არის ასეთი დიეტა:”დიეტა კლინიკი მაო” :)ზუსტად ერთ კვირიანი…შეიძლება არარეალურად ჟღერდეს, რომ ერთ კვირაში დაიკლოს და შეინარჩუნოს ადამიანმა საკმადო მნიშვნელოვანი წონა,მაგრამ ეგრეა რა და არც ჯანმრთელობისთვის არის მავნე :)

  19. მეც მინდა ეგეტი დიეტა ვისთან იყავი სჰეგიდზლია რომ მითხრა? :)

    1. რამდენიმე დღის წინ მეც ვიკითხე, მაგრამ :)) ეტყობა თოპ-სიქრეთ არის :))

  20. რა მაგარიაა!!!!მეც ეხლა ჩემებურ დიეტაზე ვარ 6 ის მერე არ ვჭამ და ცომეულს ვნახოთ რა გამოვა….

  21. Главное никаких перекусов и питаться, когда действительно испытываешь чувство голода. Это сложно, на самом деле. Но нужно прислушиваться к своему организму. Если так питаться, то реально сохранять вес в одном параметре. Ато если сильно худеть или поправляться – это неблагоприятно сказывается на тонусе тела, могут быть растяжки и дряблость. А это не есть good. Это правило позволяет мне сохранять вес 50-54.

  22. ჩემო კარგო, იქნებ იმ ბალახების სახელები მითხრა ეს უფრო სარწმუნო მგონია

  23. მეც მინდა დიეტოლოგის ნომერიი ფლიიზ

  24. zalian kargad gamoiyurebi mec unda davicyo axla tore saxlidan fexs var gavdgam.69 var da guli miskdeba 1.69 simagleshi.magrad dagiklia gilocav egre gaagrzele.

  25. ძალიან , გთხოვ მეც მითხარი როგორ დავუკავშირდე ? კომენტარები არ წამიკითხავს და შეიძლება ვინმესთვის ნათქვამი გქონდეს , ბოდიში თუ გამეორებინებ… :))მადლობა წინასწარ.. წარმატებები სვით :)

  26. მარი,
    გეხვეწები მომწერე რა დიეტოლოგის კოორდინატები, მეც მინდა გახდომა, მშობიარობის მერე გოჭივით ვარ :(

  27. “29 ზომა! Damn, I’m fuckin slim!”

    :D :D :D

    “გახდომა, მშობიარობის მერე გოჭივით ვარ”

    :D :D :D

  28. სვით, მეც მესროლე სადმე ნომერი. ისე, შემდეგ მისვლაზე ფული არ უნდა გამოგართვას ექიმმა, ისეთი რეკლამა გამოვიდა :D

  29. OMG!!! სიგამხდრე ძალიან მოგიხდა. :)))) გილოცავ. ეს უკვე ძველი პოსტია და ახლა რამდენი კილო ხაარრ? xD

  30. მე წელიწადი და მეოთხე თვეა დიეტაზე ვარ დავიკელი 25 კილო საერთოდ არ გამჭირვებია და ძალიანაც მივეჩვიე უმარილო და უშაქროთ და პურის გარეშე კვებას არაფერი რთული არაა ამში. (რა თქმა უნდა ექიმის მეთვალყურეობით ვაკეთებ ამ ყველაფერს)

  31. ახლა რა ხდება მე მაქ ჩემი დიეტის მეთოდი :) მეთოდი რაა იძულებითი დიეტა ყველაზე მაგარი ყოფილა 15 დღეშე დავიკელი 10 კილო :D არ დაიჯერებთ მაგრამ ეგრეა :D 15 დღის უკან ვიყავი 105 კილო და ეხლა ვარ 94.5 :) რავიცი ეგრე აჩვენა სასწორმა :D ……….. როგორი დიეტაა?? მაგარი ყბა მაქ მოტეხილი მიყენია პროტეზი ვერ ვაღებ პირს რო რაღაც შევჭამო და 2 კვირაა ვარ წყალივით დაბლენდერებულ პიურეზე და მაწონზე ოღონდ ისიც წყალში არეული :D

  32. აშკარად სხვა ხარ ამ სურათში და იმ სურათში, სტაფილოსფერი რომ გაცვია.. მოიშორე ის მაიკა:)

    შენ ეტყობა ჩემს ბლოგზე არ შემოდიხარ – დიეტის წინააღმდეგ “ომი მქვს გამოცხადებული”, თან არგუმენტირებული:)

    დიეტას რაც შეეხება: ვარ დიეტის უკიდურესად წიინააღმდეგი.. და ქართველი დიეტოლოგების თავიდან გადამზადების მომხრე ..

    1 თვეში “დაკარგე” შენი მასის 11.5 %, თან ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე – ეს არის ძალიან ბევრი..(თU გაქვს საშუალება მასის გაშლა დაწერე რა – ძვლის, კუნთის, ცხიმის მიხევით)

    ეხლა მთავარი: უარი მაკ’ს, პიცაც მხოლოდ კვირაში 1 ან 2-ჯერ..
    გაეცანი და მოირგე ჯანსაღი კვების და შემდეგ ცხოვრების (სპორტი, დასვენება და ა.შ.) რიტმი.. (ეს მართიალია მარტივად არ მიიღწევა, ეტაპობრივად და რამდენიმე თვეში)
    აკონტროლე ცხიმიანობის % და მიიღე ის საკვები, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს..

    და კიდევ უფრო მთავარი:
    … ეს შემდეგ:)

  33. ვაიმეე გთხოვ შენი რამე კორდინატი მომეცი რო დაგიკავშირდე და მომცე ამ ქალის ნომერი : )))))))) ძალიან ძაალიან გთხოვ დავიტანჯე უკვე :(((

  34. დაკლება მინდა ძააააააააააააააააააან მეც მინდა ტელეფონის ნომერი 62 კილო ვარ 10 კილოს დაკლება მინდა და მერე მაგ წონის შენარჩუნება :(

  35. Can I just say what a aid to seek out somebody who really knows what theyre talking about on the internet. You positively know tips on how to deliver a difficulty to mild and make it important. More people must read this and perceive this facet of the story. I cant consider youre no more popular since you undoubtedly have the gift.

  36. exla cavikitxe tkveni blogi da mainteresebs eore tvec gaagrdzele lalistan siaruli da sabolo shedegi shenarchunebis dieta rame gansakutrebuli mogca me ert kvirashi vamtavreb erttvians da mainteresebs titkos ver gadamickvetia mivide tu ara isev gtxov momcere :* ninomalidze@yahoo.com

Leave a Reply