I am not Evil, it’s just you – who’s stupid…

OMG! რა უნდა იფიქრო ადამიანზე, ვინც მუდამ სხვის ჭკუაზე დადის? [ნუ, თუნდაც ის სხვა მე ვიყო :D ]

ვინმეს რომ თავის ბლოგზე დაეწერა, რომ ‘აი, როგორ არ მევასებიან ვიღაცეები და როგორ არ მინდა, რომ მოვიდნენ ბლოგერების შეკრებაზე’ და მე იმ ადამიანთან მთლად კარგი დამოკიდებულება არ მქონოდა, შესაძლებელია მეფიქრა, რომ პოსტი მე მეხება, მაგრამ სულაც #ლეზე დავიკიდებდი და მაინც წავიდოდი იმ შეკრებაზე.

რომც არ მდომოდა წასვლა, ჯინაზე მაინც წავიდოდი. არავის არ მივცემდი უფლებას, რომ ჩემი წასვლა-არ წასვლის საკითხი გადაეწყვიტა. ზუსტად ისევე, როგორც გუშინ გადავწყვიტე, რომ მიუხედავად იმისა რომ ვიღაც ნიტო ტიპები მოდიან, მე მაინც წავალ, იმიტო რო who the fuck are they, რომ მათ გამო სადმე არ წავიდე?!

მაგრამ სიტუაციის მთელი პრიკოლი იმაში აღმოჩნდა, რომ იმ ნიტო ტიპებმა სავარაუდოდ წაიკითხეს ჩემი წინა პოსტი და მართლაც არ მოვიდნენ სხოდკაზე. :D

აი, როგორ ვთქვა… ცოტათი გამიტყდა კიდევაც. (!)

ვიღაცასთან კონფლიქტი რომ გაქვს, ან არ გევასება, გულის სიღრმეში, 30 %-ით მაინც, შენს სიმაღლეზე განიხილავ იმ ადამიანს. ადამიანის კონკურენტული ბუნებაა ეგეთი, ‘მტერს’ უნდა ებრძოლო, მაგრამ თან პატივი უნდა სცე, და სიფრთხილე შეინარჩუნო, იმიტომ რომ ისიც ძლიერია რაღაც პონტში. ცხოვრება კატა-თაგვობანას თამაშია, ხოლო კონფლიქტები ბლოგერის ცხოვრებაში დამატებითი კლიკები და ფეიჯ-ვიუებია :D

მაგრამ აქ სულ სხვა რამესთან მქონია საქმე და ახლაღა ვხვდები, თუ რა ფუჭი ყოფილა ჩემი მცდელობა, ვიღაცასთან მაინც მქონოდა ერთი საცოდავი, კინკილა კონფლიქტი… :D

სირცხვილია ხალხო, ისეთი არარაობა და ბოროტი ადამიანის ჭკუაზე სიარული, როგორიც მე ვარ! :D ან იუმორის გრძნობა სად არის, ან სარკაზმი ან რამე… ნწ, ნწ, ნწ… :D რა დასანანია, ახლა ხომ მექნებოდა კარგი მძიმე ემოციებით დატვირთული პოსტი :mo: მოკლედ რა, ფრთების გაშლის საშუალებას არ მაძლევთ…

* * *

დღევანდელი დღის მთელი მარილი იყო ჩემი პირველი ბლოგერული ჰონორარი Weekend.ge-დან!

მართალია ბევრი არ იყო, მაგრამ მთავარია: კორპორატიული ბლოგერის სტატუსი, ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა და პირველი პრეცენდენტი! :)

თანაც ეს ჯერ მხოლოდ ორი პოსტის ფულია. Oh, I love blogging!

picture-027

იქ ოფისში რომ მივედი, ზაალ სულაკაურს გადავეყარე და Misterious Man-ს ვეუბნები, ეს კაცი მიყვარს მეთქი, ზალიკო მომიბრუნდა და მეც მიყვარხარო და ხელზე მეამბორა :user:

საიდან გიყვარვარ მეთქი-გავოგნდი :D ისეთი ლამაზი ხარ, როგორ არ უნდა მიყვარდეო :D :jump:

ეს კაცი სულ კომპლიმენტებს მეუბნება… ეტყობა მხატვრებს ჩვევა აქვთ ასეთი ან ადამიანებს სხვანაირად აღიქვამენ.

5-6 წლის წინ ჩემი კარიკატურა დახატა რიყეზე, თბილისობას. გვერდით გოგო ედგა, ალბათ მეგობარი, რომელმაც უთხრა, “რა არის ეს, კარიკატურა კი არა პორტრეტიაო“, ხოდა ამან,  “ეს გოგო ისეთი ლამაზიაო, კარიკატურა როგორ დავუხატოო” :D

ნეტა მართლა ეგეთი ლამაზი ვიყო :user:

* * *

რაც შეეხება სხოდკას, ძალიან მაგარი იყო!!!

ძალიან კი ყინავდა გარეთ, მაგრამ ეგ ასატანი იყო.

[თვალში მომაკლდა ნატოშა! :user: ]

სურათები და დეტალური აღწერა – LadyCrow-ს ბლოგზე.

ჩემი ფავორიტი სურათი დღევანდელი სახინკლის ალბომიდან:dsc01171

17 Comments

  1. შეგეძლო პირდაპირ დაგეწერა ჩემი სახელი :)
    რაც არ უნდა იყოს, რაც წავიკითხე, საკმარისი იყო…
    საკმარისი იმის მისახვედრად, რომ მე შენი ხასიათის გაფუჭება არ მინდოდა.
    პროსტა არ მინდოდა შენი ხასიათის გაფუჭება და შენ ამაზე ფიქრობდი მაშინ, როცა მაგ პოსტს წერდი.
    ხოდა იყავი ბედნიერი იმით, რომ მართლა არ მოვედი.
    იმედია კარგად გაერთე და სხვა დროს, უფრო ნაკლები პრობლემა როდესაც მექნება, მაშინ წამოვალ ბლოგერების სხოდკაზე შენი კი არა, ჩემი მოსისხლე მტრის მოწყობილი რომ იყოს, მაინც. რადგან მეც ბლოგერი მქვია. :)

    პ.ს. მე არავის ჭკუაზე არ დავდივარ.
    არც მუდამ და არც ახლა.
    უბრალოდ ასე გადავწყვიტე.

    1. შენ წარმოიდგინე, სხვა ადამიანს სხვა ადამიანებს უფრო ეხებოდა ის პოსტი. და ვინც თქვა მოვდივარო, კიდევ ბევრი არ მოვიდა. კარგად თუ დაფიქრდები მიხვდები ვისაც. ეგ ერთი.

      მემგონი ზემოთ დავწერე, რომ რაღაც პონტში გამიტყდა, რომ არ წამოხვედით. ეგ მეორე.

      იმედი მაქვს მომდევნო სხოდკაზე წამოხვალთ, მიუხედავად იმისა, რა განცდებშიც არ უნდა ვიყო მე და რასაც არ უნდა ვწერდე ჩემს ბლოგზე, რადგან ეს ბლოგი ისევე ასახავს ჩემს ემოციებს და გრძნობებს როგორც ნებისმიერი სხვა პირადი ბლოგი და არანაირი უფლება არ მაქვს აგიკრძალო სად წამოხვიდე და სად არა. შესაძლოა მე ბოროტულად გამომივიდეს გულახდილობა, მაგრამ გულში ჩატოვებას და თვალთმაქცობას მირჩევნია გამოვთქვა და დავწერო. ეგეც მესამე.

      :)

  2. უი, ამასთანავე, გილოცავ პირველ ვირტუალურ შემოსავალს :)
    აწი სულ მეტი და მეტი გქონოდეს.

  3. ზალიკო მასეთი ტიპია, ძაან საყვარელია. მაგან გამასუქა შაურმებით :))

  4. ხომდა..მიზეზთა გამო არ მოვედი დღეს :)
    ისე, სვით, მგონი ყველაფერი ბევრად უფრო მარტივადაა. იმ ადამიანს, ვიზეც შენ ამბობ, დილის 9 საათზე ველაპარაკე და მაშინ წვებოდა დასაძინებლად. ასე რომ, მგონი შენი პოსტი არაფერ შუაშია, უბრალოდ ეძინა.

    1. ესე იგი,

      კი შესაძლებელია, რასაც შენ ამბობ, მაგრამ ეს პოსტი მაინც ყოველი შემთხვევისთვის უნდა იყოს აქ, რომ მომავალში ღირსეულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხონ ხოლმე. გგგგ

    1. რავიცი აბა… გაჩითული როჟა ვარ :D
      3 წლის ბლოგინგის მერე კიდევ დამაგვიანდა :vis:

  5. რა კარგი იყო :უსერ:

    მაგ სურათში რაა კარგად ხარ მარ :პ და რა რამხელა თავი მიჩანს მე :D

  6. გული ამიჩუყდა სულაკაურის იმაზე რა ქვია , ქცევაზე )))
    ხოდა რა საჭიროა ეს კინკლაობები და კონფლიქტები, ხალხ )))
    და ნატოშა რომ დაგაკლდა თვალში მე არ დაგაკლდი? :უსერ:

    1. შენ ისედაც მაკლდი, ვიცოდი რო ვერ მოხვიდოდი. წიპა საორჭოფოდ გქონდა საქმე…

      ნატოშას კიდევ არაფერი უთქვამს და რაღაც ბოლომდე მეგონა რო მოვიდოდა :spy:

  7. ჰეი!!! მე არ ვიყავი, დავწერე მოვდივარ თქო მარა ვერ წამოვედი

    ჩემზე ხოარაა ბაზარი პახოდუ საბიწია? :D

  8. ზაალ სულაკაური მჭირდება
    უფრო სწორად დამჭირდება სექტემბერში

    მისი ადგილსამყოფელის ინფო დაიდოს რაააააა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.