როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი – ქალებისთვის

asdaasd

Casual Wear

ადრე დავწერე ამ საიტის შესახებ და კიდევ უნდა ვახსენო.

ამ საიტზე დევს ტუტორიალები და buying guide-ები აბსოლუტურად ყველაფერზე. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები საჩუქრების შესახებ და ეს ყველაფერი უფასოა!

პატარა ტუტორიალს ვდებ თუ როგორ უნდა შეარჩიოს ქალმა ოფიციალური ტანსაცმელი.

წყარო: Guide to Work Clothes for women

საუბარია პიჯაკზე და ქვედაბოლოზე, რომელსაც არა ყოველდღე, არამედ განსაკუთრებული შეხვედრების დროს იცვამ.

კონსერვატიული სტილი:

(მაგალითად გასაუბრებაზე ჩასაცმელი)

  • შეარჩიე ნეიტრალური ფერები: ხორცისფერი, ყავისფერი, მუქი ლურჯი, შავი.
  • ქვედაბოლო არ უნდა იყოს ძალიან მოკლე, ეს არამართებულ შთაბეჭდილებას მოახდენს. მუხლამდე ან ოდნავ მუხლსქვემოთ სიგრძისა საუკეთესო იქნება.
  • ტანსაცმელი ფაქიზად დაუთოებული უნდა იყოს!
  • პიჯაკი შეიკარი ღილით. ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ უფრო კომფორტულ ატმოსფეროში მოხვდები.
  • ისეთმა აქსესუარებმა, როგორიცაა ფეხსაცმელი, სამკაული და ხელჩანთა შეიძლება შენი კონსერვატული სტილი არასასურველისკენ შეცვალოს, ამიტომ გემოვნებით შეარჩიე ეს აქსესუარები. მთავარია – ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობდნენ.
  • ქსოვილებიდან შეარჩიე – შალი, ბამბა და მსგავსი ნატურალური ერთეულები.

ყოველდღიური სამოსი:

  • ქსოვილი,ფერი და სიგრძე თავად გადაწყვიტე.
  • თუ კრეატიულ სამუშაო გარემოში ხარ (მაგალითად მოდა ან რეკლამის სფერო), შეგიძლია მკვეთრი ფერებისა და გამოკვეთილი ფორმების ამორჩევაც.
  • თვით მოსაწყენი კონსერვატული სტილის სამოსიც კი შესაძლოა შესანიშნავი გახადო შესაბამისი აქსესუარებით. ჩართე კრეატივი!

Legally Blond Set on Polivore.com

Legally Blonde Set

რჩევები ნებისმიერი პიჯაკისთვის:

  • აბრეშუმის ქსოვილის პიჯაკი არასდროს არ არის მომგებიანი, გარდა საღამოს შეხვედრებისა.
  • იგივე შეიძლება ითქვას პიჯაკზე, რომელსაც ღრმად ამოჭრილი გულის პირი აქვს და შიგნით ბლუზს არ ჩაიცვამ.
  • აუცილებელია, რომ ოფიციალური ტანსაცმელი ზუსტად გერგებოდეს. მოურგებელი (ზედმეტად მოფლაშული ან ვიწრო) პიჯაკი ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას დატოვებს.
  • ეცადე, ძალიან ხშირად არ მოგიხდეს სამოსის ქიმწმენდაში ჩაბარება. ეს ქსოვილს პეწს და ბზინვარებას დაუკარგავს.

რაც შეეხება ჩვეულებრივ ტანისამოსს, რომელიც სამსახურში არაოფიციალურ დღეებში შეგიძლია ატარო – აქაც თავისებული შერჩევაა საჭირო.

წყარო: Casual Everyday clothes for working Women

როგორ ავარჩიოთ?

  • გადაამოწმე საკუთარ HR-თან დრეს-კოდი: დაშვებულია თუ არა ჯინსი? რა არის რეკომენდირებული ქვედაბოლოს სიგრძე?
  • ჩამოწერე იმ ნივთების სია, რაც მართლა გჭირდება
  • შეარჩიე ისეთი ფერები, რომლებიც გიხდება და ყოველთვის კომპლიმენტს დაიმსახურებს.
  • შეარჩიე მრავალფეროვანი ნივთები, რომლიდანაც ზოგიერთი შეიძლება უიკენდზეც ჩაიცვა.
  • უფრო მეტი დახარჯე საბაზისო და კლასიკურ ნივთებზე და ნაკლები აქსესუარებზე
  • გაარკვიე სად დაიწყო დიდი ფასდაკლებები და ეცადე ასეთ სეილებზე იყიდო ის, რაც მართლა საჭიროა

უიკენდზე ჩასაცმელი ტანსაცმლის ასარჩევად კი უბრალოდ გაარკვიე რა არის მოდაში – Weekend Casual Clothe.

Untitled

Leave a Reply