როგორ ფიქრობთ…

ამას წინათ ერთ ფილმს ვუყურე სადაც ასეთი შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ მთავარ გმირს:

რომელს აირჩევდი, საერთოდ არ გყავდეს მეგობრები, თუ გყავდეს ბევრი მეგობარი, რომლებიც სინამდვილეში ვერ გიტანენ?

ფილმი თვითონ დიდად არაფერი (შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან) მაგრამ ამ ფრაზამ ჩამაფიქრა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…

საერთოდ რას ნიშნავს  ქალისთვის იყო კარგი მეგობარი? Doesn’t it mean, რომ იდგე მუდამ მის გვერდით, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარი დაუჭირო, თუნდაც დამნაშავე იყოს რამეში, საზოგადოებაში არასდროს დასცინო, პირიქით, უხერხულობას აარიდო,  გაუგო ყველაფერი და როცა საჭიროა, სასარგებლო რჩევები მისცე, გიხაროდეს მისი სიხარული და გაწუხებდეს მისი საწუხარი?

მე ყოველთვის ასე მესმოდა და ჩემს საუკეთესო მეგობრებთანაც ასეთი ურთიერთობები მაქვს. ხანდახან მიკვირს, ამ სამ ადამიანს, ვისაც ჩემს დაქალებს ვუწოდებ, როგორ შეუძლია, ყველაფერი მაპატიონ და ისე ვუყვარდე, როგორც ვუყვარვარ… და ამ სიყვარულს არანაირად არ ვაბრალებ ჩემს ‘იდეალურობას’, არამედ ვუმადლი მათ მეგობრობის უნარს. მე არ ვარ სრულყოფილება, მაგრამ 100%-ით ვთვლი, რომ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან.

ზოგ ქალს მეგობრობა არ შეუძლია. ხო, არსებობენ ეგეთი ქალებიც, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ სხვა მდედრის გვერდით დგომა და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მეგონა, რომ მასაც უნდოდა, და ყოველთვის ჩემზე მაღლა ვაყენებდი და დიდ პატივს ვცემდი, აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში ვერ მიტანს.

და ამას მარტო მე კი არ ვხვდებოდე, არამედ ჩემს გარშემო ყველას ეგონოს და ყველა მეუბნებოდეს, რომ  “ჰეი, ნუთუ ვერ ამჩნევ, რომ ვერ გიტანს? ნუთუ გგონია, რომ მართლა შენი მეგობარია და ამის გჯერაო?”

არადა, ბუნებით არ ვარ ორგული. თუ ადამიანი მიყვარს, ბოლომდე – მიყვარს. თუ შევიძულებ, ის ამის შესახებ აუცილებლად გაიგებს… არ მჩვევია ადამიანებზე აზრის ადვილად შეცვლა. შეიძლება ნაწყენი ვიყო ვინმეზე და ძალიან ადვილად ვაპატიო, რადგან წყენა მალე მავიწყდება, მაგრამ იმედგაცრუებას ვერასდროს ვერავის ვაპატიებ… გული თუ მეტკინა და პიროვნებაში მოვტყუვდი, იმის იქით აღარაფერი არ არსებობს… არასდროს აღარ ექნება შანსი.

თუ მე არ მაქვს გაგებული, რომ ვინმე ვერ მიტანს, ვთვლი, რომ მას მოვწონვარ. ჩემს მიერ ავტომატურად მინიჭებული იარლიყი ყოველთვის დადებითია… საკუთარი თავიდან გამომდინარე ვაფასებ სხვა ადამიანებსაც და ვერავინ ვერასდროს დამადანაშაულებს და ვერ გაიხსენებს ფაქტს, როდესაც მე ვინმე ერთი ნახვით ავითვალწუნე ან რამე მსგავსი…

ვერ წარმომიდგენია ‘თბილი’ ურთიერთობა დავამყარო ადამიანთან მხოლოდ იმის გამო, რომ ოღონდაც ჩემს წინააღმდეგ არ იყოს განწყობილი… ოღონდ ‘ჩემს კლანში’ იყოს და არა საწინააღმდეგოში. რატომ უნდა აღვიქვა ადამიანი კონკურენტად, რომელიც მეგობრობას მთავაზობს???

I dunno… დაბნეული ვარ.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ კითხვით, რომელმაც ამას წინათ ძალიან, ძალიან დამაფიქრა:

როგორ ფიქრობთ, რომელი ჯობია, საერთოდ არ გყავდეთ მეგობრები, თუ გყავდეთ ბევრი, რომლებიც სინამდვილეში ვერ გიტანენ?

26 Comments

  1. დღეს ვფიქრობდი ზუსტად მაგაზე, რომ რასაც დაქალს ეძახიან ეგეთი არ მყავს
    და მერე დავფიქრდი, მარტო მე არ მყავს თუ ზოგადად არ არსებობსთქო
    ზუსტად არ ვიცი რომელია სწორი პასუხი, მარა მგონი ზოგადად არ არსებობს. ხო, მე მიყვარს, როცა ადამიანს თან ვყვები, მიყვარს, როცა ვუზიარებ ჩემს სიხარულს და სიახლეებს, მარა იმისგანაც ყოველთვის იგივეს ვერ ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ისიც მემეგობრება. ხოდა იქნებ მისი “თან გადაყოლა” სხვანაირად გამოიხატება ( ან იქნებ რეალურად, თავისი გადმოსახედიდან ისიც თან მყვება) და რამდენადაც ის არ არის, რასაც მე მოველი, ვერ ვამჩნევ ან ვერ ვაფასებ. იგივე მისგანაც, მე კი “ვყვები თან”, მარა ეს ის არ არის, რაც მას სჭირდება ჩემგან და შეიძალება ამ ჩემს თან გადაყოლას ვერ ამჩნევს ან ვერ აფასებს.
    ნუ, იმედია სწორად გამოვხატე, რასაც ვგულისხმობდი )))

    1. კარგად ვერ გავიგე, რისი თქმა გინდოდა, მაგრამ გმადლობ, ასეთი გრძელი კომენტარისთვის :D :2kiss:

    2. რა საჭიროა ადამიანების რაღაც სტატუსებში მოქცევა – მერე ამ სტატუსებიდან გამომდინარე ელი მათგან რაღაც საქციელს, რასაც თუ ვერ იღებ – ფრუსტრირდები და ა.შ.
      ხოხვდები რასაც ვამბობ. ნახუია “დაქალები”, “მეგობრები”, “ბოიFრენდები”, ‘ქმრები” და მათზე მიწერილი საქციელის პატტერნები.

      1. მოვითხოვ შენი პოსტიდან ქმრები ამოიღო! თორე დავულინკავ ვისაც სჭიროა :D

        :vik:

    3. exactly ) ურთიერთობაში, იმედგაცრუება მაშინ მოდის, როდესაც მისგან ელი ერთს, იღებ მეორეს. ყოველთვის იქნება მომენტი, როდესაც ადამიანი იფიქრებს “აი მე იმას იმდენს ვუკეთებ და ეს მე არაფერს”, ამავე დროს მეორე მხარესაც იგივე აზრები აწუხებდეს. საერთოდ, ურთიერთობა ყველაზე კარგად მაშინ ეწყობა, როდესაც ორივე მხარეს ერთნაირი ხედვა აქვს იმის, თუ როგორი უნდა იყოს ის. მაგალითად მე ვთვლი, რომ მეგობრობისთვის არაა აუცილებელი, რომ ყოველდღე მოგიკითხო და შენც თვლი, რომ ეს არაა აუცილებელი. შესაბამისად ჩვენ მაგ საკითხში სრული გაგება და კომფორტი გვაქვს. არც ერთი არ რჩება ნაწყენი. და რაც უფრო მეტი ასეთი “კომფორტის” მომენტები გაქვს, მით უფრო კომფორტულად ხარ ადამიანთან. თუმცა ეს მაინც არ გამორიცხავს, რაღაც მომენტების არსებობას, როდესაც რომელიმე ჩათვლის რომ მხოლოდ გასცემს და არ იღებს. ჩემი მოკრძალებული ჰაზრით, ეს ჩვენი პირადი ეგოს ტირილია. ნუ არის რეალურად ისეთი სიტუაციები, როდესაც მართლა ვერ იღებ იმას, რასაც გასცემ, ამიტომ რა ვიცი, კარგად უნდა დაფიქრდე და ცადო გაარჩიო. ეს შენი პირადი ილუზიაა თუ ეს მართლა ასეა. და მეორე, უნდა ცადო არ მოსთხოვო ადამიანს შენი მიცემის ტოლფასი Отдача. ანუ ტამ რაღაც სიტუაციაში, შეიძლება შენ უფრო მეტის გაკეთება შეგეძლოს მისთვის. მას კი ეს არ შეეძლოს. ნუ ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მას არ უყვარხარ. ძალიან პაპსა ფრაზაა, მაგრამ ამ სიტუაციას მოუხდება ალბათ “თუ ადამიანს არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა. ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ სრული გულით არ უყვარხარ.”

      Sweet, ძალიან “ამერიკული” კითხვაა რა )))) ნუ იდეაში, ისეთი ადამიანის გვერდში ყოლას, ვისაც მაგრად არ ევასები, სჯობს საერთოდ არავინ გყავდეს.

  2. ჯობია არ გყავდეს, მაგრამ ზოგადად ნუ სეიქმნი წარმოდგენებს, მე ამას კიდევ ერთხელ მივხვდი ცემს ბოლოს პოსტშიც აღვნიშნე. ნურაფერს დაახასიატებ ნუ მიაწებებ რამე ნიშანს, მახასიატებელს ნურაფერს. მიირე ის რაც არის!

    1. რა წარმოდგენებს მარ, ახლა რომ აღმოვაჩინო რომ ძალიან გეზიზღები შენ, ან ლოლას, ან გვანცას, იმედგაცრუებიული არ დავრჩები?

      რა წარმოდგენებზე მელაპარაკებით ხალხო? :სპყ:

    2. რომ აღმოჩნდეს რომ მზად ხარ რაღაც ისეთი ცუდი გამიკეთო რაზეც დარწმუნებული ხარ რომ გული მეტკინება…

      არ არის საწყენი???

      1. ზოგადად ცარმოდგენებს, ნუ გააგმერტებ ნურავის, ნუ გააიდეალებ. ყველა ადამიანებია და ყველა რაღაც მარაზსმ აკეტებს, შეიძლება ცუდს არა მაგრამ ვიღაცას მაინც არ მოსწონს ვირაცა შეურაწმყოფუილია
        კაროჩე ჯასთ მიირე ყველა ისე როგორც ისინი საკუთარ თავს “გაქვდიან” და ნუ დაახასიატებ და ნუ მიაიარლიყებ ნურავის :D

        თუნდაც მე ხომ ძალიან მწარე ენა მაქვს , ცუდად ვიცი ტქმა და კიდევ ბევრი რაღაცეები მაქვს
        მაგრამ შენ თუნდაც ცემი ერთი მახსაიატებელ რომ მოგწონდეს ეგეც კმარა ხო? და აღარ ვსაჭიროებ ისეთი რაღაცის მიწერას მაგალიტად როგორცაა უკეთილესი უჭკვიანესი უუუუ და ა.შ :D ანუ მიმირე ისე როგორც ვარ :D

        1. მწარე ენა სხვა არის და ჩუმად ბოროტული რაღაცეების კეთება სხვა…

          ზედაპირულად ნუ უდგები საკითხს…

          :mo:

  3. მდაჰ… რთული კითხვა.. არცერთ სიტუაციაში არ ვუსურვებ არავის ყოფნას..
    მქონია შემთხვევა როდესაც…ორივე სიტუაციაში მიგრძვნია თავი..
    და ყველაზე მწარედ უფრო მარტოობა დამამახსოვრდა…
    საერთოდ მიმაჩნია, რო გოგოებისთვის უფრო არის დაქალთან დაშორება, შემდეგ ისევ შერიგება და ამ პროცცესების რამდენჯერმე გამეორება, ვიდრე ბიჭისთვის..
    კაცი ერთხელ თუ დაუშვებს ცხოვრებისეულ შეცდომას, თითქმის არავინ პატიობს…
    გოგოზე კიდე რამდენი არ უნდა მიქარო… მაინც კარგი დაქალები, რომ იყოთ მაინც დაშორებებიან და კლავ ისევ შერიგდებიან..
    არ ვიცი ეს თვქენს ცხოვრებაში როგორ არის, მარა მე ჩემი მეგობრების შემხედვარე და საკუთარი გამოცდილების გადამკიდე მაგ აზრზე ვარ..
    ნამდვილი მეგობრობის საერთოდ მე არასდროს მჯეროდა…
    რამდენჯერმე მაქვს მე მეგობართა “სასტავვი” შეცვლილი, ასაკის ცვლასთან ერთად.. ჩვენი აზრები და გზებიც იცვლებოდა და იყოფოდა…
    მეორე ვარიანტის ყოლა უკეთესი იქნება სულელი ადამიანებისთვის, ვინც თავის მოტყუებას ცდილობს მაგ ხერხით.. თუმცა სულელს არც სიმარტოვეში გაუჭირდება…
    მოკლედ მაგ კითხვაზე, უფრო სწორად მაგ ვარიანტებიდან… შანსი თავის კარგად გრძნობის არის 0%, ხოლო ორივე თანაბრად არის გადანაწილები პრიორიტეტებით (თუ კი აქვს რომელიმეს საერთოდ რო :D)

    დოდკამ თქვა, რო სტატუსები არ უნდა მისცე პიროვნებებსო.. ვეთანხმები.. ამის გამო არაერთი პირვნება მყავს დაკარგული…
    ჩიშერინკასაც ვეთანხმები “ატდაჩის” შესახებ…

  4. “მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც უარესიაო” რათ უნდა ამას ბევრი ფილოსოფია ეხლა, რაში გჭირდება გვერდით ადამიანი რომელიც ვერ გიტანს ! რავი არ ვიცი მეგობარი როგორ უნდა ვუწოდო ადამიანს რომელსაც ვერ ვიტან და რომელიც ვერ მიტანს :(

  5. უნდა იცნობდე ადამიანებს,რომლებსაც მეგობრებად თვლი.

      1. ვაიმე! გოგო მეც დამესიზმრე ამასწინათ zegzy style-ში.
        ლოლ

    1. თქვა მან და შებრუნდა დიადი ვოვის სამყაროში…

      სად ხარ დაკარგული, ქალო?

      1. ეე ბუსა, რა მაგარი ავატარი გაქვს, რომ შევხედე, გულიდან დარდი გადამეყარა… :love:

  6. და ისე რა გითხრა აბა.

    Take it easy. მაინც ჟიზნ გავნო :D

  7. და იარლიყებს რაც შეეხება. როგორც არ უნდა ატრიალო. არსებობს მეგობრობა. არაა აუცილებელი რამე ზუსტი ჩარჩოები მისცე მას. ყველას მეტ-ნაკლებად თავისებურად ესმის, ეგაა და ეგ.

    imho უნდა დავამატო თორე დიდაქტიკურად გამომდის. :დ

  8. არა ნაღდად მირჩევნია არ მყავდეს მეგობარი მეორე ვარიანტს… როგორ ავიტანო ეგეთი ვითომ მეგობარი… :(

  9. გვეყოფა ეხლა ფიქრი, მოქმედებაზე გადავიდეთ და ახალი პოსტი შემოგვთავაზე რამე :D :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.