ცხოვრება კალაპოტში ჩამიდგა.
კალაპოტი ისეთი რამეა: ბევრჯერ ნავალი, გაგნებული, წინასწარ დაგეგმილი, ძალდატანებული, აუმცდარი, დაღმა მავალი, შემოსაზღვრული, სწორი, სხვის შეცდომებზე ნასწავლი, ნაკლებ შეუმცდარი…
კალაპოტი ყველას სჭირდება: რომ არ იდარდოს, რომ არ იფიქროს, რომ არ გაგიჟდეს, რომ არ იტიროს, რომ არ შეწუხდეს, რომ არ ეტკინოს…
მე არ მინდა კალაპოტი. იმდენი ფული მინდა, ეს სტაბილურობა რომ მოვიშორო.
შემოქმედებითი წვა მინდა. მინდა ვიყიდო ზეთის საღებავები და ვარდისფრად შევღებო ორი წლის წინ ნაყიდი თეთრი ტილო, ჩემს კარადაში რომ იმტვერება.
მინდა შეყვარებულს გადავუღო ფოტოსურათები სამოყვარულო კამერით და ჩემსავე ოთახში მოვაწყო ფოტოგამოფენა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.
დილით რომ გავიღვიძებ, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მომიცავდეს ნაზი მუსიკა. მინდა ვსვამდე ხარისხიან ჩაის. შემეძლოს ჩემი იდეების თუნდაც მცირე ნაწილის განხორციელება. ბევრი ვწერო. ბევრი ვიკითხო და ისევ ბევრი ვწერო და სხვა არაფერი.
მაშინ ჩემი გზა სულ სხვანაირი იქნებოდა.
მაგრამ სუსტი აღმოვჩნდი. შიშებით ვარ მოცული, ისევე როგორც ყველა.
მეშინია გუშინდელი ლატარიის გათამაშების შედეგებს თუნდაც ცალი თვალით შევხედო, მაშინ როდესაც ორი ბილეთი მიდევს ჩანთაში.
მინდა, რომ იმედი მიკიაფებდეს. სანამ იმედი მაქვს ეს ტექსტიც ხომ იწერება. რადგან იმედი ყველაზე დიდი შთაგონებაა.
სასაცილოა?
მე კი ვფიქრობ, უფრო სასაცილო მარკ ცუკერბერგის ადიდასის ფლოსტებია. 2004-წლიდან.
მესმის შენი. ალბათ ყველა ადამიანი გადის ამ პერიოდს, ამ ეტაპს. მეც გავიარე. მაგრამ ჩემი ასაკიდან და ცოტა მეტიდან სტაბილურობა ბევრად მნიშვნელოვანია.
თუმცა შენსავით არ მინდა ის. ცეცხლი მჭირდება! ბევრი ცეცხლი!
ცხოვრება (სიცოცხლე) თავისი ბუნებით არასტაბილური, არაპროგნოზირებადი და ცვალებადია… იმისი გარანტიაც კი არ გვაქვს, რომ ხვალ ისევ აქ ანუ ამქვეყნად ვიქნებით (პესიმისტური ტონის გარეშე :)). თქვენ როგორ აღმოჩნდით კალაპოტში? ისეთი განწყობა დამრჩა, თითქოს არასტაბილურობას კი არა, უბრალოდ, ახალ კალაპოტს ეძებთ :).
ეგ პესიმისტური ტონის გარეშე როგორ? :)
მინდა, რომ იმედი მიკიაფებდეს. სანამ იმედი მაქვს ეს ტექსტიც ხომ იწერება. რადგან იმედი ყველაზე დიდი შთაგონებაა.
მართალია, იმედი ყველაზე დიდი შთაგონებაა. იმედი ბოლოს კვდებაო, ჩემთან კი არასდროს კვდება…
რა კარგია ადამიანები სხვის შEცდომებზე თუ სწავლობენ რამეს….მე მაგალითად საკუთარ შეცდომებზეც იშვიათად ვსწავლობ:)
მიყვარხარ :*
სვით გიჟი ხარ
ეს სურათი “მესამე თვალი” მეგონა და ნახევარი საათი შევცქეროდი იმ იმედით, რომ ქაფქეიქი გამოჩნდებოდა :D :D
:D :D :D :D
rogorc koveltvis arachveulebrivi ikoo <3
მარიშ რამდენი ხანია არ შემოვსულვარ აქ! :) ჭკვიანი გოგო ხარ!+ ძალიან საყვარელი :D
მარიშ :)
ეჰ. ფული მეც მინდა, მაგრამ არ არის.
მარკ ცუკერბერგის ფლოსტები კი ნამდვილად ძალიან სასაცილოა. მაგრამ სამაგიეროდ მარკს ფული აქვს. :(
მესმის ,მესმის.
ბევრი რამე მინდა ,მაგრამ ყველაფრის განხორციელება უბრალოდ შეუძლებელია :))) ….
პ.ს უზომოდ გამახარებს შენი სტუმრობა :*