გვიშველეთ. მოგვკლეს.

by Sweety on 23 დეკემბერი, 2009 · 18 comments

in ცხელი პოსტები

წეღან ფეისბუქზე წავიკითხე თუ როგორ დაესხნენ თავს ფონდი “ინკლუზივის” ოფისს და ხასიათი წამიხდა.

როდემდე შეიძლება ასეთ ქვეყანაში ცხოვრება?… ნუთუ არ არსებობს რამე ან ვინმე, ვინც ამ ყველაფერს ბოლოს მოუღებს?!

აღარ მინდა აქ ცხოვრება, აღარ მინდა საქართველოს მოქალაქეობა…

მინდა რომ ყველა ქართველმა დაწეროს დიდი საჩივარი საკუთარი თავის წინააღმდეგ და მერე ვინმე კეთილმა მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯოს!

აღარ მინდა ამდენი პრობლემები, აღარ მინდა ამდენი გაჭირვებული ადამიანის ნახვა, აღარ მინდა ომი!

მინდა დალაგებული ცხოვრება, მინდა მშვიდობიანი და ნათელი დღეები ყოველგვარი თავდასხმების გარეშე, მინდა  ვცხოვრობდე ლამაზ, მდიდარ და თავისუფალ ქვეყანაში!

სადაც შემიძლია ვიყო ნებისმიერი მრწამსის, კანის ფერისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანი და ამისთვის არავინ მომკლავს, არავინ დამარბევს, არავინ ჩამსვამს ციხეში!

იმიტომ რომ მე ვარ – მე, და არ შემიძლია ვიყო ვინმე სხვა.

ისევე როგორც შენ – შენ ხარ! მე კი პატივს გცემ ამის გამო და მოვითხოვ, რომ შენც ზუსტად ისევე მცე პატივი!

ჩემი აშენებული ცხოვრების დანგრევას კი ნუ ცდილობ, შენი საკუთარი დანგრეულის აშენება სცადე!

საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
საქართველოს სახალხო დამცველს

მ ი მ ა რ თ ვ ა
ქართულ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის გამო

2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 7 სათზე ფონდ “ინკლუზივის” ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ფონდში, ხელმძღვანელის გარდა იმყოფებოდნენ ქალთა კლუბის წევრები. უცნობმა პირებმა ისინი გააფრთხილეს არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ “მათი უფროსი” აინტერესებდათ. ფონდის ხელმძღვანელი რამდენიმე პირმა სხვა ოთახში გაიყვანა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონზე დარეკეს და 8 საათისათვის ოფისში უცხო პირთა რიცხვი უკვე 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, შემომჭრისას მათ არ ეცვათ პოლიციელთა ფორმები (რამდენიმე მათგანმა მხოლოდ ოფისში შემოიცვა ქურთუკი შესაბამისი წარწერით), არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და იდენტობის გამჟღავნებაზე.
თვითმხილველთა თქმით, მათ შეახსენეს ოფისში შემოსულ პირებს, რომ ჩხრეკას, რომელიც მეორე ოთახში დაიწყო, მოწმეები სჭირდებოდა. ყველას ჩამოართვეს ტელეფონები, ცალკე ოთახში გადაიყვანეს და რამდენიმე “პოლიციელი” მიუჩინეს. გოგონები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, არ მისცეს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას – ეძახდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს, სატანისტებს, დასცინოდნენ და აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გადაუღებდნენ და გაავრცელებდნენ სურათებს. ჩამოხიეს კედლებზე გაკრული პლაკატიც. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც, განსაკუთრებით ფონდის თანამშრომლების ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩხრეკის ორდერის ან რაიმე საბუთის წარდგენას. ამ მოთხოვნაზე ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, რომ “ორდერსა და საბუთს მხოლოდ იმას აჩვენებენ, ვისაც საჭიროა.” ამ თავდასხმის შემდეგ დაკავებულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი.
ერთ-ერთმა პირმა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობითა და ჰომოფობიით გამოირჩეოდა, ფონდის თანამშრომელს თავი კუდი-ის ოპერატიულ თანამშრომლად, გიორგი გეგეჭკორად წარუდგინა. თუმცა, 18 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე იგი გამომძიებლის როლში წარსდგა სასამართლოს წინაშე დავით ხიდეშელის სახელითა და გვარით. ამას გარდა, მეორე პირი (როგორც მოგვიანებით გაირკვა პოლიციის ქვეგანყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი), რომელიც განსაკუთრებით ბილწსიტყვაობდა, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა ეკა აღდგომელაშვილს თუ ის არ დაუყოვნებლივ გაჩუმდებოდა (“მოგსპობ, მიწასთან გაგასწორებ”, “გააჩუმეთ ეს ქალი, თორემ მოვკლავ” და სხვ.). ფონდის თანამშრომლის რეპლიკაზე, რომ ისინი აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას და პასუხს აგებენ ასეთ საქციელზე, მან უპასუხა: “მიჩივლე, ფეხები არ მომჭამო”; “მე ვარ კანონიცა და სასამართლოც”.
გაჩხრიკეს ფონდის ოფისში მყოფი ყველა გოგონას ხელჩანთა. რამდენიმე მათგანის ჩანთა გაიჩხრიკა სხვა ოთახში, ისე, რომ მათი მფლობელები არ ესწრებოდნენ ამ პროცედურას და მხოლოდ ამის მერე დაუბრუნეს ის პატრონს. ორ ქალს შეჰყავდა გოგონები საპირფარეშოში (ზოგი ცალკე, ზოგი ორ-ორად), აშიშვლებდნენ მათ და ჩხრეკდნენ, პარალელურად მათ უწოდებდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს. არც ერთი მათგანის ჩხრეკვის ოქმი ადგილზე არ შეუდგენიათ. პროცედურის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი “პოლიციელი” ქალბატონი პირჯვრისწერით ამბობდა, რომ “ამათ ქალის სხეული შეაზიზღეს”.
ოფისსა და ოფისის თანამშრომლებზე დღემდე ხდება ზეწოლა – გაურკვეველი პირები ღიად უთვალთვალებენ და დაყვებიან მათ. ოფისთან მუდმივად მორიგეობს მანქანა; ასევე რამდენიმე პირი დგას ერთ-ერთი თანამშრომლის სადარბაზოსთანაც რომელიც ოფისის მახლობლად ცხოვრობს.
ფონდში შემოჭრის მიზეზის მიუხედავდ, “ინკლუზივის” დარბევა იმ ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში ადამიანთა უფლებათადაცვითი ორგანიზაციების მიმართ ხორციელდება და მათ დისკრედიტაციას ემსახურება. Aმ მხრივ საყურადღებოა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მანამდე გავრცელებული სიუჟეტი “ადამიანთა უფლებების პრიორიტეტის” წევრთა მიერ დევნილებისათვის თანხის გამოძალვის თაობაზე, რუსთავი 2-ს სიუჟეტი საია-ს მიერ სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის თაობაზე ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების კონოტაციით და სხვ. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის დაშანტაჟების მცდელობა, რომლის მონაწილენიც დღემდე დაუსჯელნი არიან.
შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ორგანიზაციის პროფილის გათვალისწინებით, მოხდეს ჰომოსექსუალობის თემით მანიპულირება და საზოგადოების რადიკალურად განწყობილ ჯგუფებში აგრესიის ხელოვნურად გაღვივება.
საგულისხმოა, რომ ხელისუფლება მსგავს შემთხვევებში განყენებულ პოზიციას იკავებს და ქვეყნის შიგნით თუნდაც დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფის ხარჯზე მართლმადიდებლური ინტერესების დამცველად, ხოლო მის საზღვრებს გარეთ ფუნდამენტალისტურ და სამოქალაქო სექტორის დაპირისპირების მსხვერპლად წარმოაჩენს თავს. აქედან გამომდინარე არსებობს საფრთხე რომ მიზანმიმართულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერთა მარგინალიზაცია, მათი კრიმინალიზაციის ან დისკრედიტაციის გზით.
ამრიგად,

1) ვაპროტესტებთ ადამიანის ღირსების, უფლებებისა და იდენტობის შეურაცხყოფას და მოვითხოვთ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ზეპირსიტყვიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სჩადიოდნენ ფონდ “ინკლუზივის” თანამშრომლების მიმართ.

2) მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ კანონით დადგენილი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა მსგავს შემთხვევაზე, მოიკვლიოს და დასაჯოს მსგავს შემთხვევებში მონაწილე ყველა პირი.

3) ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ პაატა საბელაშვილის პატიმრობის პირობებს და მისი უფლებების ზედმიწევნითი დაცვის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს.  ასევე ვთხოვთ, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ მსგავს შემთხვევებსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების შესრულებას.

3) მოვითხოვთ საინფორმაციო საშუალებებმა მკაცრად დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და პიროვნების ღირსების ხელშეულებლობა და თავი შეიკავონ ყოველგვარი დეზინფორმაციის და შესაბამისად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.

4) მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ფონდის თანამშრომლების დევნა, თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

5) ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ფონდი ინკლუზივის დარბევის საკითხს და მონიტორინგი განახორციელოს პაატა საბელაშვილის ყველა სამოქალაქო უფლებების ზედმიწევნით დაცვაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ეკა აღდგომელაშვილს.
ფონდი “ინკლუზივი”

{ 18 comments… read them below or add one }

1 თორნიკე 23 დეკემბერი, 2009 at 9:52 pm

ფონდი,,ინკლუზი”რა საქმიანობას ეწევა?(ალბათ პოსტში ესეც უნდა ყოფილიყო დაწერილი)

პასუხი

2 Dissolved Girl 23 დეკემბერი, 2009 at 9:53 pm

ვაიმეე :| ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანს :| მეშინია უკვე ასეთ განუკითხაობაში ცხოვრება, ძალიან :(

პასუხი

3 თორნიკე 23 დეკემბერი, 2009 at 10:08 pm

,,იმედის” დარბევის შემდეგ მე პირადად აღარაფერი აღარ მიკვირს!მარი ამ ფაქტზე უფრო მძიმე ფაქტები ყოფილა,მაგრამ ამის გამო საქართველოს მოქალაქეობაზე და საქართველოში ცხოვრებაზე უარის თქმა ამის მოქმედთ უფრო გააძლიერებს.

პასუხი

4 Sweety 24 დეკემბერი, 2009 at 12:38 am

იმედის დარბევაც გამიკვირდა და ესეც მიკვირს და აღშფოთებულიც ვარ!

აქედან წასვლის სურვილი კი ნამდვილად მიჩნდება. ყოველ დღე.

პასუხი

5 GioMac 24 დეკემბერი, 2009 at 3:50 am

სად იმედი, რომელიც ტვინს ბურღავდა (სხვათაშორის სახელმწიფოსვე დაკვეთით, ჩერეზ ბადრიკო) და სად გეილესბო სასტავი რომელიც თავისთვის დარიხინობს? შედარება შორსაა ერთმანეთისგან :D

პასუხი

6 Agasfer 23 დეკემბერი, 2009 at 10:35 pm

სულ ცოტა ხნის წინ გავიგე და აღშფოთებისგან ვიხრჩობი უკვე.

პასუხი

7 ლილიანი 23 დეკემბერი, 2009 at 10:45 pm

,ეც გახსნილი მაქვს ბლოგის ფანჯარა და ვფიქრობ როგორ დავწერო :მად: :@

პასუხი

8 mr.picasso 24 დეკემბერი, 2009 at 12:04 am

ჩვენი ვირტუალური დემოკრატიის მორიგი error-507

პასუხი

9 გიორგი 24 დეკემბერი, 2009 at 1:29 am

ხო რას საკმიანობს და გეი ლესბის უფლებებს იცავს…და ეგეტი რამე გააკეტეს.ეს არა ადამიანები არიან..საცკალი პაატა…უნდა დავეხმაროტ

პასუხი

10 ის გილმორი 24 დეკემბერი, 2009 at 2:11 am

განუკითხაობა მანამდე იქნება საქართველოში, სანამ ხალხის ვერ შეიგნებს რომ მას აქვს ამ ქვეყანაში ძალაუფლება და არა რომელიმე პარტიას. ყოველმხრივ თავისუფლები კი მარტო გიჟები არიან და არ შეიძლება ეგეთი დასკვნების გამოტანა ამ ქმედებიდან..გეებზე და ლესბოებზე თავდასხმები მთელს მსოფლიოში ხდება და ამის გულისთვის საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა სრული აბსურდია ))

პასუხი

11 ბლოგერმანია 24 დეკემბერი, 2009 at 2:40 am

მართალია გილმორ. მაგალითად უგანდაშიც, იგივე ხდება. ჩვენც ხომ რიგითი აფრიკული სახელმწიფოს დონეზე ვართ ჯერ.

პასუხი

12 GioMac 24 დეკემბერი, 2009 at 3:53 am

გალასლა2 გაიჩითა? :D და რა საშინელებებს სჩადიან ასეთს მაგ გვიშველეთმოგვკვლეს საზოგადოებაში რომ ასე მიიქცეს ყურადღება? :D რაღაც ეჭვი მაქვს რომ ამ კივილ-წივილით უნდათ ყურადღება მიიქციონ :D

პასუხი

13 ანა 24 დეკემბერი, 2009 at 12:53 pm

ვაიმე დედა :(

პასუხი

14 ელენე 24 დეკემბერი, 2009 at 2:48 pm

წასვლა მინდა აქედაან :( ( გულს მირევს ეს ქვეყანა და ეს ხალხი უკვე :( (

პასუხი

15 მატასი 25 დეკემბერი, 2009 at 1:24 pm

ელენე, აქედან გაქცევა არ არის გამოსავალი.
სადაც კი არ უნდა წახვიდე, აქ რა ფაქტი თუ საკითხი გტკივა იქაც გეტკინება და მერე უფრო გაგიმზაფრდება ტკივილი, როცა გაიაზრებ რომ გამოიქეცი.

პასუხი

16 alex 24 დეკემბერი, 2009 at 7:17 pm

რამდენს ბედავენ

პასუხი

17 მატასი 25 დეკემბერი, 2009 at 1:21 pm

,,,გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ,
ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია,
რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია,
რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ.
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია,
რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.
შემდეგ მე მომადგნენ . . .
და აღარავინ იყო დარჩენილი.
რომ ხმა ამოეღო.”

მარტინ ნიიმიოლერი
პასტორი, გერმანიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესია.

პასუხი

18 Katiee 26 დეკემბერი, 2009 at 4:48 pm

გამოუშვეს პაატა.
ვნახოთ რას იტყვის თვითონ, ალბათ ექნება საზოგადოებას მის მიმართ კითხვები :)

თავად ასეთი ფორმით აყვანის ფაქტია აღმაშფოთებელი ყველაზე მეტად.

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</