HairHaus Experiment – After a Week

პოსტში I’m not beautiful, it’s just my HAIR! ვწერდი ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც სილამაზის სალონ HairHaus-სთან ერთად დავიწყე და შეგპირდით შედეგების ფოტოების დადებასაც.

თქვენს წინაშეა ფოტოსესია –

AFTER A WEEK:

ინტენსიური ფერი
ინტენსიური ფერი

თმამ ადვილად შეინარჩუნა საღებავის ფერი და ბზინვარება.

გასათვალისწინებელია, რომ ამ ფოტოსესიის დროს თმა ბუნებრივად მაქვს გამშრალი ყოველგვარი ხელოვნურად დახვევა/გასწორების გარეშე.

თქვენც შეამჩნევდით, რომ თმას ექსპერიმენტის დასაწყისთან შედარებით ბევრად უფრო ჯანმრთელი და ცოცხალი იერი აქვს…

მინდა მოგიყვეთ ჩემი გამოცდილება HairHaus-ის პროდუქტებთან დაკავშირებით. როგორც იცით შემირჩიეს სამი პროდუქტი:

1. შამპუნი – Selective Professionale: თმის დაბანის პროცესში, პირველს სწორედ ამ შამპუნს ვისვამ.

ამ შამპუნის ჩამობანის შემდეგ, თმა ხელის მოკიდებისას აღრჭიალდა და თითებით საერთოდ აღარ ივარცხნებოდა. ეს შამპუნი მიეკუთვნება პროფესიონალური შამპუნების კატეგორიას, მისი მთავარი მიზანია, ეფექტურად მოაშოროს ცხიმები და ჭუჭყი და თმამ სუფთად გაძლოს დიდი ხნის განმავლობაში. გაიხსენეთ, ცხიმიანი თმა ხომ ძალიან რბილი, დამყოლი და ადვილად დასავარცხნია. ამ შამპუნის წასმის შემდეგ კი გეუფლება შეგრძნება თითქოს თმა გაგიუხეშდა. თუმცა ეს უბრალოდ სუფთა თმის ეფექტია.

2. შამპუნი – Selective Professionale პროდუქციის ხაზი “On Care” – ამ პროდუქტს წინა შამპუნის გამოყენების შემდეგ ვიყენებ.

ეს არის ძალიან სახალისო შამპუნი. პირველ რიგში მისი უცნაური ბრჭყვიალა სპილენძისფერი შეფერილობის გამო. გამოყენებისას გგონია თავზე გამდნარ სპილენძს ისხამ. ქაფიც კი ასეთივე სპილენძისფერი აქვს. ვფიქრობ, რომ შეღებილი, დაზიანებული თმის გახსნილ ფორებში სპილენძისფერი ნივთიერება შეიწოვება და თმა დაბანისას აღარ ხუნდება. ამ შამპუნების სერიაში შედის შამპუნი ქერა, შავი და წაბლისფერი თმისთვის.

რა თქმა უნდა ეს პროდუქტი შეღებილი თმისთვისაა განკუთვნილი. თუ თმას არ იღებავთ, ჩემი რჩევა იქნება მხოლოდ პირველი და მესამე პროდუქტები გამოიყენოთ თმის მოსავლელად.

3. ბალზამი – Selective Professionale – წინა ორი შამპუნის ჩამობანის შემდეგ, ბალზამის წასმის ჯერი დგება.

ამ ბალზამმა თავი შემაყვარა. :love: თმას საოცრად არბილებს. ალბათ თავზე სხვა ბალზამს არასოდეს აღარ მივიკარებ. თმა მოქნილი გამიხდა და ადვილად მევარცხნება. ძალიან მომწონს ამ ბალზამის სურნელიც. ერთობ კარგი პროდუქტია.  თანაც არც ისე ძვირი ღირს. 20 ლარად HairHaus-ში უზარმაზარი ბოთლი მოგივა, რომელიც დაახლოებით 3 თვე გეყოფა.

რით სჯობს პროფესიონალური თმის მოვლის საშუალებები ჩვეულებრივს? პირველ რიგში სწორედ იმით, რომ ისინი პროფესიონალურია. შამპუნი უფრო ინტენსიურად აცილებს ჭუჭყს, ბალზამი უფრო ინტენსიურად არბილებს თმას.

გარდა ამისა, იგივე ფასად ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი პროდუქტი მოგივა. ეს იგივეა, რომ თქვენი საყვარელი შამპუნის და ბალზამის 3-4 თვის მარაგი საბითუმოდ იყიდოთ.

5 thoughts on “HairHaus Experiment – After a Week”

  1. აუ და სად შეიძლება ყიდვა ეგებ კონკრეტული რამე ადგილია? თU ყველაგნა იყიდება … ??? მართლა დიდი შედეგია და მინდა ვცადო მეც …

  2. მშვენიერი შედეგია…მე ბუნებრივად სწორი დაარაჩვეულებრივი თმა მაქვს :D

Leave a Reply