გზააბნეულის აღსარება

by Sweety on 4 თებერვალი, 2010 · 26 comments

in დღიური

Drunk Goat

ბოლო ორ დღეში დავასკვენი, რომ ცხოვრება მიყვარს. ცხოვრება – მთელი თავისი სიტკბოებით, სიმწარით, სინანულით, სიყვარულით, სიძულვილით, დამარცხებებითა და გამარჯვებებით.

უბრალოდ მიყვარს და ამას არაფერი შეცვლის…

სამაგიეროდ გარშემო დანარჩენი ყველაფერი იცვლება. თანაც ისე სწრაფად, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ ხოლმე.

ორშაბათ დილით სახლიდან წამოვედი.

მომბეზრდა ჩხუბები. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მინდოდა. ყოველთვის იყო ვიღაც ან რაღაც ვინც ხელს მიშლიდა ჩემს მეორე მესთან საუბარში. ტელეფონის ზარები, ვინმეს გადამეტებული ყურადღება, ყიველდღიური ვალდებულებები, ხადახან სიჩუმეც…

მეორე დღეა ძიებაში ვარ.

წინასწარვე გეტყვით, მაინც ვერ ავისრულე სურვილი. მაინც ვერ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. რაც არ უნდა გულისყურით ვეძებდე ჩემს თავს, ის მაინც უფრო და უფრო შორს მირბის. მინდა დავეწიო, მაგრამ არ ჩერდება. მე კი უკვე გული ამომიჯდება ამდენი დევნით…

ჩემს ბარგს მხოლოდ ლეპტოპი და ერთი წყვილი წინდა შეადგენს. და კიდევ წიგნი – ჯეკ ლონდონის  „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“. იქნებ რაში დამჭირდეს.

სხვა არაფერი. არც ტანსაცმელი. არც სავარცხელი. არც კბილის ჯაგრისი.

სიცარიელე.

გუშინ დასალევად წავედი. ჩემს მეგობართან ერთად.

მინდოდა, ისე დამელია, რომ საკუთარ თავს პირისპირ შევხვედროდი, თვალებში ჩამეხედა, იქნებ მას მაინც ეთქვა რამე, იქნებ მივეხვედრებინე რა მინდა ცხოვებაში.

არ მინდოდა, დღეს გამეღვიძა და რამე მაინც მხსომებოდა გუშინდელი ღამიდან.

ვაი, რომ ყველაფერი მახსოვს. ახლაც თვალწინ მიდგას. დეტალებში.

პეროვსკაიას ქუჩაზე ფეხი შედგმულიც არ გვქონდა, წინ ორი ბიჭი აგვეტუზა. მომენტალურად დაგვპატიჟეს სასმელზე.

მე ეგრევე უარი წამომცდა. არადა ამისთვის არ წავედით?

ბარის „სტოიკასთან“ დავმსხდარიყავით, ფეხი ფეხზე გადაგვედო, „გვეტიპა“, ვიღაცეებს სასმელზე დავეპატიჟეთ, გვეფლირტავა, გვეცეკვა, დრო გაგვეტარებინა, თავზე დაგვემხო…

მე კი უარით გავისტუმრე ის ბიჭები. ალბათ საღი აზრი ჯერ კიდევ ღვიოდა ჩემს ტვინში.

რას ვიზამთ, Bad Habits…

მერეც ყველაფერი მახსოვს.

კოქტეილი.

ტეკილა შოთები.

ტვინის წამღები სიმთვრალე.

გადარეული ცეკვა.

ძალიან მაგარი ბენდი, რმელიც Pulp Fiction-ის საუნდტრეკებს უკრავდა.

ამ ბენდის სიმპათიური ბასისტი.

ლუდზე დაგვპატიჟა. აშკარად მეფლირტავებოდა კიდეც…

შერლოკ ჰოლმსი, რომელმაც თავისი ქუდი მათხოვა.

ისევ გზააბნეული ცეკვა. როცა ოთახი ტრიალებს, მე კი ყველა ფეხებზე მკიდია.

უცხო მზერები. ნაცნობი მზერები. ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჩურჩული და ყვირილი.

არეული სუნები. სიგარეტის კვამლი. თითქმის ვერც ვგრძნობდი.

შეგრძნება… როცა არ ვიცი, მიყვარს თუ არა.

შეგრძნება… როცა ვიცი, რომ ვუყვარვარ.

კითხვები, რომლებზეც პასუხები სასტიკად მესაჭიროება. თანაც აქვე და ახლა!

საკუთარი თავი კი ისევ არ ჩანს… სადღაც გონების მიღმა მიკუნჭულა. ან სახლში დატოვებულ ტანსაცმლის კარადაში…

გარეთ არ გამოდის. არადა როგორ ვთხოვე… ნუთუ შეიძლება საკუთარმა თავმა ასე მიღალატოს?

დილით ისევ ყველაფერი მახსოვს. ვწითლდები და არ ვიცი, ეს სირცხვილისგან მემართება თუ თვითკმაყოფილებისგან.

მინდა ცხელი შხაპი. ნოყიერი საუზმე. ბევრი ნაბეღლავი. ბორჯომიც წავა…

მაგრამ მე ვალაგებ ჩემს ბარგს: ლეპტოპსა და ერთ წყვილ წინდას. წიგნს ვტოვებ! უახლოეს ნერვულ შეტევამდე.

მივდივარ ყველაზე ახლომდებარე კაფეში და ვიწყებ წერას.

სულ ბოლოდან

ან

სულ თავიდან…

ბოლო ორ დღეში დავასკვენი, რომ ცხოვრება მიყვარს. ცხოვრება – მთელი თავისი სიტკბოებით, სიმწარით, სინანულით, სიყვარულით, სიძულვილით, დამარცხებებითა და გამარჯვებებით.

უბრალოდ მიყვარს და ამას არაფერი შეცვლის…

{ 26 comments… read them below or add one }

1 mr.picasso 4 თებერვალი, 2010 at 4:03 am

მესმის შენი მარი . მეც გზააბნეული ადამიანი ვარ ვერ ვხვდები ცხოვრებისგან რა მინდა ან უბრალოდ ცხოვრებას რა უნდა ჩემგან . ხშირად მიჩნდება განმარტოების და ჩემს თავთან დარჩენის სურვილებიც . სწორი დასკვნაა ცხოვრება უნდა გიყვარდეს . იმაზე მეტადაც ვიდრე მას უყვარხარ შენ.

პასუხი

2 Agasfer 4 თებერვალი, 2010 at 4:19 am

“დიდი სახლის პატარა დიასახლისი” <3
ეგ კი აგირევდა ტვინს//
და საკუთარი თავის ძებნასაც დაიწყებდი, უშედეგოდ ))

პასუხი

3 Dv0rsky 4 თებერვალი, 2010 at 11:22 am
4 Sweet 4 თებერვალი, 2010 at 1:03 pm

სიმართლე გითხრა, ხელში არც ამიღია :D

უბრალოდ წავიღე ^_^

პასუხი

5 Agasfer 4 თებერვალი, 2010 at 1:28 pm

უი..
მაშინ აიღე, ისიამოვნებ ))

პასუხი

6 mari 4 თებერვალი, 2010 at 10:18 am

ძალიან საინტერესო დღე გქონია , მაგრამ მგონი სინანული არ ღირს. სიამოვნება უნდა მიიღო საკუთარი თავის ძიებაშიც კი

პასუხი

7 Candy 4 თებერვალი, 2010 at 10:23 am

მოიცა, სულ წამოხვედი? ნა სავსემ???

პასუხი

8 Sweet 4 თებერვალი, 2010 at 1:04 pm

ჯერ არ გადამიწყვეტია ეგ :)

პასუხი

9 თაა 5 თებერვალი, 2010 at 1:30 pm

კარგად დაფიქრდი

სისულელეები არ ჩაიდინო
მეგობრულად გირჩევ

იცხოვრეთ რარაც პერიოდი ცალცალკე და უფრო კარგად მიხვდებით ორივე რა და როგორ

პასუხი

10 ეკუსი 4 თებერვალი, 2010 at 12:41 pm

ზნაჩით ვეცდები სწორად დავალაგო აზრები – აკეთე მსგავსი რაღაცეები იქამდე სანამ სახლში და შენს ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნება არ მოგინდება :) რომელიც დამიჯერე ადრე თუ გვიან მოგინდება, უბრალოდ მსგავსი არდადაგები აუცილებელია :)

პასუხი

11 ბაბისა 4 თებერვალი, 2010 at 1:14 pm

დროებით თუ ქენი და 2 დღით კარგიცაა ეგ
მესმის, როგორ შეიძლება მოგინდეს მასეთი რამის გაკეთება, მეც მინდება ხშირად
და ალბათ კარგი გრძნობაა, რსაცა გინდა , იმას რომ ასრულებ კიდეც
ახლა გგონია, რომ ვერ ჩახედე საკუთარ თავს, მარა ეს ორი დღე შედეგს გამოიღებს, უკეთ გაუგებ შენს თავს
მარა იმედია მხოლოდ 2 დღით განმარტოვდი :)

პასუხი

12 Katiee 4 თებერვალი, 2010 at 2:03 pm

ჰმ, იმედია მალე იპოვი და დალაგდები და ისევ ბედნიერი იქნები :) )

პასუხი

13 კიკიტო 4 თებერვალი, 2010 at 2:07 pm

ხანდახან საკუთარ თავსაც უნდა მისცე ისეთი დღეები, როცა არაფერზე არ აფიქრებ, არ გადაღლი და უბრალოდ “გათიშავ” რეალობისგან და მოვლენებისგან,დარესტარტდები და უფრო კარგად “იმუშავებ”. მეც ხშიარად ვარ ასე, როცა არცერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი ან გამოსავალს ვერ ვხედავ, არადა უამრავია, გაითიშებბი, მოხვალ აზრზე და იცი რაც გინდა…

პასუხი

14 ანა 4 თებერვალი, 2010 at 4:02 pm

ყველაფერი კარგად იქნება :)

პასუხი

15 ნაკო 4 თებერვალი, 2010 at 4:27 pm

არაუშავს, მალე ყველაფერი კარგად იქნებაა!

პასუხი

16 ქისო 4 თებერვალი, 2010 at 7:01 pm

mari დზაან gtxov raa chemi saiti megobrebshi daimate da me shens siats gavueketb chems sitize reklamasss

პასუხი

17 :) 5 თებერვალი, 2010 at 12:17 am

araushavs, gaizdebi da mixvdebi rom is rsac axla tragikulad, mdzafrad agiqvam turme marto asakis brali yopila, tandatan kitxvebic naklebad shegawuxebs da mshvid cxovrebas sheechvevi.
da zogjer shens nawerebs tvals rom gadaavleb gagecinos..
moklesd, gardatexis asaks+ cot-cota ragac ragaceebi :)

პასუხი

18 tomushka 5 თებერვალი, 2010 at 8:32 pm

ნდა

პ.ს. საკუთარ თავს ორ დღეში ვერ იპოვი. ზოგი სიე კვდება საერთოდ ვერ პოულობს. არც ისე ადვილია რომცა არეული ხარ შინაგანად.

ყოველივე კარგს გისურვებ.

პასუხი

19 Kate 6 თებერვალი, 2010 at 12:41 am

წამოხვედი და იმავე დღეს სხვებთან ფლირტაობა დაიწყე???

ლოლ…

პასუხი

20 Sweety 6 თებერვალი, 2010 at 8:52 pm
21 Kate 6 თებერვალი, 2010 at 11:05 pm

საღოლ შენ…

პასუხი

22 ნატალი 7 თებერვალი, 2010 at 5:51 pm

უფ, შენ ის მაინც მოახერხე რო წახვედი და ისვენებთ ორივე..
მე მაგასაც ვერ ვახერხებ :)

ეგეც გაივლის ხო იცი…

მაგრამ.. ალბათ იმისაც მეშინია რომ ბრეიქს დავარქმევ და მერე შეიძლება დაბრუნება აღარ მომინდეს… ან იმას.. იევიც..

პასუხი

23 Sweety 8 თებერვალი, 2010 at 12:59 am

თუ აღარ მოგინდება ხო საერთოდ აღარც უნდა დაბრუნდე :)

ეგეთი ბრეიქები იმისთვის არსებობს რომ საკუთარ თავში გაერკვე :)

პასუხი

24 ოთო 11 თებერვალი, 2010 at 11:32 am

ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი
და ყველაფერი გააკეთოს ბედნიერებისთვის

პასუხი

25 nutsiko 17 თებერვალი, 2010 at 1:54 pm

ორ დღეში საკუთარ თავს ვერ იპოვი, ვერც სამში და ალბათ უფრო დიდი ხანი დაგჭირდება. მეც ამ პროცესში ვარ. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მშველის….ჩაალაგე ჩემოდანი (ოღონდ პატარა) და სადმე წადი საზღვარგარეთ! თუ შეგიძლია დიდი ხნითაც, ყველაზე მაგარია! საკუთარ თავს ვერ იპოვი, მაგრამ აშკარად დაინახავ რა გინდა შეცვალო შენს ცხოვრებაში.

პასუხი

26 tinatinfotola@gmail.com 19 თებერვალი, 2010 at 4:25 pm

ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობია, მსგავსი რამ ალბათ ბევრს გამოუცდია,იცოდე, რომ ბედნიერი ხარ,თუ გიყვარს!მაგრამ მეგობრული რჩევაა ძალიან ნუ აჰყვები გრძნობებს,ბარში წასვლას ტაძარში წადი ხოლმე, როცა მსგავსი შეგრძნებები დაგეუფლება.სასმელი ეს საცდურია …

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</