ჟურნალი ”გზა” და ჩემი ინტერვიუ

ჟურნალ “გზაში” ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა!!! :jump:

გუშინწინდელ ნომერშია და ხუთშაბათამდე იქნება კიოსკებში.

ვისაც გაინტერესებთ იყიდეთ და წაიკითხეთ. გვერდი 13. :D

მოგვიანებით მთლიანად დავპოსტავ. ახლა იმიტომ არა, რომ ძალიან გრძელია დაახლოებით 2 გვერდნახევარი. ჩაუსწორებელი ტექსტო კი მაქვს მაგრამ ჩასწორება მეზარება. ამ დღეებში ჩავასწორებ და დავდებ აუცილებლად. მანამდე კი ვისაც გული არ უთმენს (ლოლ) იყიდეთ და წაიკითხეთ.

ან უკვე ვინმეს ხომ არ წაგიკითხავთ? გამოთქვით თქვენი აზრი.

აქვე უნდა აღვნიშნო ფაქტები რაც არ მომეწონა მასალაში:

  • არსად არ არის ნახსენები ჩემი ბლოგის ბმული. WTF?
  • WordPress-ის მაგივრად ერთ ადგილას წერია ”’უორლდპრესი”. WTF? (თუმცა ამაზე დიდად არ მინერვიულია, რადგან ვინც ერკვევა ბლოგებში ის მიხვდება რომ მაგას მე არ ვიტყოდი და ვინც არ ერკვევა იმისთვის სულ ერთია უორლდპრესი იქნება თუ ვორდპრესი :D
  • ბლოგიდან არის აღებული რაღაც სურათები, თანაც პირველივე გვერდიდან. იდეაში ვარდისფერი ნივთების, არადა უფრო კაი რაღაცეებიც მაქვს და გული დამწყდა რომ რაღაც ნესვი გამოჩნდა და ჩემი ვარდისფერი ფოტოაპარატი ან მობილური დაიჩაგრა. თუმცა ესეც no such big deal იმიტომ რომყველა სურათი მაინც შავ-თეთრია. :D

წესით და რიგით ცხელ შოკოლადში უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი ინტერვიუ მაგრამ გადაგვაგდეს შოკოლადელებმა და აჰა! გზამ დაასწროთ. :P

იმედია სექტემბერში ან ოქტომბერში მაინც გამოაქვეყნებენ იმ მასალას რაც აქვთ ჩვენზე.

7 Comments

  1. ესეიგი, ვინაიდან მაგ ჟურნალს მე ვერ წავიკითავ, გთხოვთ დააკანერო და დადოთ ბლოგზე :)

  2. შენ “გზა” ეძახე და… ანუ, შენ კი არა, გამოთქმაა ასეთი, ხო ხვდები :ლოლ:
    ჰოდა, “ცხელი შოკოლადი” ყოფილა გადამგდები და უპირო ჟურნალი, რცხვენოდეთ, წერონ რაღაც “ამაღლებულ” თემებზე და ქართულ ინტერნეტში რა ხდება, ის დაიკიდონ. უპასუხისმგებლობა ღუპავს ამ ქვეყანას, მე მითქვია და აჰა :დიდისოციალისტისოფიგოლდენ:

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.