Gravatar

გილოცავთ!

ჩემს ბლოგზე კომენტარები შეგიძლიათ ახლა უკვე ქართულად წეროთ :)

დიდი მადლობა ლანდიშა ბიძიას.

ხოოოდა, ახლა რაც შეეხება სათაურს: რა არის Gravatar -ი?

გრავატარი არის ძალიან კარგი საავატარო მომსახურება ვორდპრესის ბლოგების მკითხველებისთვის.

სიტყვა გრავატარი იშიფრება როგორც Globally Recognized Avatar.

გრავატარის ავატარს ირჩევთ თქვენი საკუთარი იმიჯების ბიბლიოთეკიდან და იგი დაგყვებათ ყველა ვორდპრესის ბლოგზე კომენტირებისას, სადაც გრავატარზე რეგისტრაციის დროს მითითებულ ი-მეილს გამოიყენებთ..

და ეს ყველაფერი არ არის!!!

ვინაიდან გრავატარის ავატარი თქვენს ი-მეილზეა მიბმული, თქვენ საშუალება გეძლევათ რამოდენიმე იმეილი დაარეგისტრიროთ, შესაბამისად რამოდენიმე ავატარი იქონიოთ სხვადასხვა ბლოგებისთვის.

თუ თქვენ დაიღალეთ ავტომატურად გენერირებული ურჩხულებისა და მოზაიკური გამოსახულებებისგან გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია გრავატარზე.

რეგისტრაციის გავლა რა თქმა უნდა უფასოა.

აქვე მინდა დავამატო რომ ჩემს ბლოგზე ურჩხულები და მაიმუნობები მოვხსენი. შესაბამისად, ვისაც გრავატარზე რეგისტრაცია არ აქვს გავლილი, იმას mystery man-ის [ეს ცალკე ფენომენია] გამოსახულება ექნება კომენტარებში.

გრავატარის მადლი და ძალი შეგეწიოთ!

კის-ხაგ-ლუვ! ახლა წავედი ჩემს კუთვნილ კინოს ვუყურებ!

23 thoughts on “Gravatar”

      1. და კიდევ, მისტერი მენი საკზ…
        რაა ეს, აკუთარი ნაწერი ვერ დამიედიტებია :)

          1. Yო მან…
            რამდენი მე ვარ :D

            სვიტ, რამდენ რიფლაის აიტანს ერთი კომენტი, არ გაინტერესებს?

              1. ჰოო, ზნაჩიტ თუ ცოტას ვიჩიტერებთ, შემიძლია ერთი კომენტის პასუხად უსასრულოდ ვპოსტო… თუნდაც მთელი ის მონოდიალოგი ჩამოვწერო, ცნობილ “Красная кнобка”-ს რომ აქვს :) რა მაგარია… არ იცი ეგ წითელი კნოპკა? მეორეც გამოვიდა, ლურჯი და უფრო ტვინის მბურღველი… დაჟე იმაზე უფრო ტვინის მბურღველი, ვიდრე ჩემი ყველა კომენტარი ერთად…

            1. ეგ დაყენებული მაქვს მაინტერესებს კი არა :D
              7 არის ბოლო დონე. :D

              შენის ნებართვით წავშლი ამ საზიზღრობას :D

      2. …არ გინდა ამდენი სისულელის წაკითხვა?
        დააჭირე პირველივე კომენტარის გვერდზე მყოფ მინუსს [-] და მომაკეტინე ყველა მეს ერთდროულად…

      1. აჰაა!
        ცენზურა გაქვს ხომ ბლოგზე?

        იუ ზაქ!
        დააბრუნე ჩემი გენიალური ნაშრომი :D

  1. Pingback: Blog Sweet Blog!
  2. ოი ოი..რა ნავაროტკებიანი ბლოგი გაქვს :evil:

    მომწონს ქართულ შრიფტიანი .. :)

    გრავატარ კიდე იესწ უ მენია..არ მიყვარს უგრავატაროდ :user:
    ოღონდაც, ამას წინად ჩემს ბლოგზე ვიღაცამ მოაკომენტა და ჩემი მაილი ჩაწერა, ხოდა ჩემი გრავატარით დაკომენდტდა :(

    1. ხო, სამწუხაროდ მაგისგან დაცვა არ არსებობს. იმეილის გამოყენება ყველას შეუძლია… :(

      p.s. :evil: სმაილიც დავამატე :)

  3. დოდკასტან მაქვს სამაგიეროოოდ
    მარა აქ არ მაააქვს ბლააჰ!!

    მარ ეგ გამოსასწორებელია :D

Leave a Reply