I wanted to be like Grace Kelly (c) Mika

by Sweety on 23 მაისი, 2009 · 37 comments

in ბლოგოსფერო,დღიური,სვითის ვნებანი

დილის 5-ის ნახევარზე დავწექი. პრეზენტაციას და სტატიას ვაკეთებდი.

Audrey

Audrey

სტატიის დამთავრება მოვასწარი კიდევ კარგი. პრეზენტაცია – არა!

დღისით 2-ზე გამეღვიძა. ვეცი და როგორღაც გავიყვანე ბოლოში. მერე ტაქსით გავვარდი რედაქციაში. სტატია უნდა მიმეტანა. 2 დღეში ჟურნალი რომ არ დამთავრდეს ვერ გამოვა შემდეგი ნომერი და მოკლედ ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამ სტატიის მიტანა.

ტაქსს გარეთ დავალოდებინე და ჩქარ-ჩქარა ვალაგებდი ამ სტატიას კომპიუტერზე იმ პროგრამაში, რაშიც ჟურნალს ვაწყობთ. ძლივს გადავაკოპირე და გამოვვარდი ისევ ჩავხტი ტაქსში და გავვარდი სოროსში.

Grace Kelly

Grace Kelly

იქ ბლოგკემპი ტარდებოდა 5 საათზე. 6-ის ნახევარზე მივაღწიე.

მაგრად წვიმდა! ცისფერი შარფი და დიდი შავი სათვალე მეკეთა. ნუ ეს ცალკე სტილია! ამ დროს თავი გრეის კელი ან ოდრი ჰეპბერნი ან მინიმუმ ბრიჯიტ ჯონსი მგონია!

სპეციალურად ვიყიდე ასეთი დიდი სათვალე და ეს შარფებიც მაგარი გატაცებაა. კოტეს დედა მამარაგებს საბერძნეთიდან და ჭკუაზე არ ვარ ისე მიყვარს! კარგად მესმის გრეის კელისი, აბრეშუმის შარფების მთელი კოლექცია ჰქონდა, როგორც ვიცი…

Bridget Jones

Bridget Jones

თემას გადავუხვიე და…

იმას ვამბობდი რომ ბლოგკემპი ძლაიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. სხვების შთაბეჭდილებებზე პასუხს არ ვაგებ, მაგრამ მე მომეწონა. რეალურად, არაფერი ახალი და გასაგიჟებელი არ გვილაპარაკია, მაგრამ ინფორმაციის ასეთი გზით გაზიარება სასარგებლოა აზრთა სხვადასხვაობების წარმოსაქმნელად, დისკუსიისთვის, ახალი იდეები მოგდის ადამიანს და ა.შ. ა, ხო… კიდე ლამაზი ბიჭები სხედან და ყურადღებით გისმენენ  :D

ჩემი ჩატარებული პრეზენტაცია შეეხებოდა Self Hosted VS. Free Hosted Blogs. ის ვიზუალური გაფორმება, რაც მქონდა გამოყენებული შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://prezi.com/72101/

ბლოგკემპის მერე პრაგოსში წავედით და 3 დიდი პიცა დავაყუმბარეთ :D

სანამ ჩვენ ზემოთ ვ-Hangout-ობდით [ :D ] ქვევით ბენდმა დაიწყო დაკვრა. ძაან კარგ რაღაცეებს უკრავდნენ… აგვაცეკვეს ადგილებზე…

აუ აი ძააან, ძააან, ძააან მომინდა სიმღერა!

ჰოდა შემთხვევით ვთქვი იქვე და აუ ხალხი ატყდა რო მიდი იმღერე და იმღერე! მერე აღმოჩნდა რო თინი იცნობდა იმ ბენდის ვოკალისტს და ნუ პრაგოსის მენეჯერიც უარს არ მეტყოდა, მარა ძაან შემრცხვა… თან ავნერვიულდი და მეთქი რა ვიმღერო… ხოდა უცემ მოიფიქრეს What’s Up-ი იმღერეო … თან ხალხიც აღარ იყო უკვე ზავიძენიაში… მარტო ჩვენები ვიყავით და კიდე ერთი კუტოკი.

ხოდა აბა ვცადოთ მეთქი…

ჩავედით მე და თინი ქვევით. ბენდის შემადგენლობა გარეთ იყო გასული სიგარეტზე და ერთი მათგანი იდგა მარტო ბართან. მივედი ძალიან :user: სახით და ვთხოვე თუ შეიძლება რო ერთი სიმღერა ვიმღერო… კიო, მაგრამ აბა რომელიო? ვუთხარი რაც მინდოდა და აღმოჩნდა რო გარჩეული ჰქონიათ და ააააააა!!!

დამიწყო გულმა ბაგაბუგი!

მე! უნდა ვიმღერო! ბენდთან ერთად!

გამახსენდა ნახევარი წლის წინ რომ ვწერდი ბლოგზე… ნეტა რამე ბენდი მაპოვნინა თქო…

და იმ ბიჭს, ბენდის წევრს, ვეუბნები, რომ ჩემი ოცნებაა, ბენდთან ერთად სიმღერა ოდესმე მეთქი.

ხოდა ეხლა აგიხდებაო! :user:

უცებ დამავიწყდა ყველა სიტყვა ამ სიმღერიდან! არადა ერთი 1900-ჯერ მაქვს ნამღერი სახლში თუ გარეთ!

ხელები გამიოფლიანდა! ჩავაფრინდი მიკროფონს და …!!

ჯერ გიტარის ხმა გაისმა! ზუსტად ის ტონი მომცეს, რომელიც მაწყობდა!

ხმა ძლივს ამოვიღე.

ჩვენებიც ჩამოვიდნენ ზემოდან და მბალეშიკობდნენ.

Band <3

Band <3

ძალიან ცუდად ვიმღერე! :D   სიტყვები ამერია, ხმა ჩამიწყდა, მიკროფინს ვუჭერდი, ხმა მიკანკალებდა, სახეზე საშინელი მიმიკა მქონდა, გიტარის სოლო პარტიაზე სიმღერა გავაგრძელე და ბოლოში ვაფშე ქართული ხალხური კრიმანჭულით დავასრულე! მოკლედ რა….

რესტორნებში მთვრალი ბიძა-კაცები რომ მრავალჟამიერს მღერიან და ცხოვრება ფეხზე ჰკიდიათ ისე დამემართა!

მაგრამ ვინღა დაეძებდა.

უკან ბენდი მედგა! ბ-ე-ნ-დ-ი! ყველა შემიყვარდა! ოთხივე :love:

მერე აპლოდისმენტები დამიკრეს…

აჩიკომ (ვკალისტმა) მითხრა რომ პირველი ჯერისთვის კაი იყოო :D

ვუთხარი, ამაზე უკეთესადაც ვმღერი პროსტა ძაან ვნერვიულობდი მეთქი და შემიძლია ხანდახან მოვიდე და გოგოს ვოკალი თუ გჭირდებათ გიმღეროთ მეთქი. კაიო. გვჭირდებაო.  :love: ჩემი ტელეფონი ჩავაწერინე და დამირეკავენ როცა გაარჩევენ გოგოს სიმღერას…

აი ვიდეოც გადამიღეს. უყურეთ და კაი კომენტარები დამიწერეთ რააააააა…  რო კიდე შევძლო სიმღერა :user:

p.s. 1:50-რა მაგარი მომენტიააა :D პიკო და ნატოშა როგორ მბალეშიკობენ

{ 1 trackback }

tiny.ge » Blog Archive » ბლოგკემპიN1
23 მაისი, 2009 at 9:01 pm

{ 36 comments… read them below or add one }

1 ხატუსია 23 მაისი, 2009 at 12:45 am

მაგარი ხარ სვიიიიიიიიიიიიიტ……. :) იმენნა მევასები რა :D :*

პასუხი

2 Sweety 23 მაისი, 2009 at 1:18 am

მადლობაა!!! მეც მევასები ხატუს :2kiss:

პასუხი

3 ანა 23 მაისი, 2009 at 12:53 am

ძაან კარგი იყო,რას ერჩიიიი!! მაგრად მომეწონა!!! :D :D კიდევ იმღერე და დადე ვიდეოები!!!

პასუხი

4 Sweety 23 მაისი, 2009 at 1:08 am

შენ პირს შაქარი ^_^

იმედია მომიწევს კიდევ…

მერე დავწერ ხოლმე ბლოგზე აი ამ შაბათს გეპატიჟებით პრაგოსში, მე ვმღერი და მოდით და მომისმინეთ-მეთქი :D

და ვიდეოებსაც დავყრი… :D

მოკლედ ავიწყვე ცხოვრება :P

პასუხი

5 Secrets 23 მაისი, 2009 at 8:46 pm

ტაკტალუჩშე

პასუხი

6 ჩეშირსკაია კოშკა 23 მაისი, 2009 at 12:57 am

:D აუ, ჩემზე და პიკოზე ძალიან ვიკაიფე )))) ისე, მაინც კარგად იმღერე ) მოკლედ, მაგარი საღამო გამოვიდა ) რაღაც დადებითად დამმუხტა )

პასუხი

7 Sweety 23 მაისი, 2009 at 1:07 am

მეეც! ძაან კაი ხასიათზე ვარ და ეხლაც კომპიუტერთან გაღიმებული გზივარ :D

“გაკრეჭილი” :D

პასუხი

8 Landish 23 მაისი, 2009 at 1:19 am

ეჰ, ამ სწავლისა და ცხოვრების დედას არ გავკარი? თორე ეხა მანდ ვიქნებოდი რა.. ნუ ვიდეოში :D

ეე გოგო უძაანმაგრესი იყო ტო… აუ როგორ მინდოდა რა ბლიად რა… :(

პასუხი

9 Sweety 23 მაისი, 2009 at 1:32 am

მადლობაა :2kiss: ჩვენც გნატრობდით მაგრამ აბა ჰა!

ისე რომ ჩააბარებ მერე ვიგრიალოთ ერთად! გპირდები კიდე იქნება ესეთი საღამოები ბევრიი ბეევრიი!!!

პასუხი

10 Landish 23 მაისი, 2009 at 1:21 am

PS. მაგ სიმღერის ორიგინალი ვარიანტი დამილინკე რა

პასუხი

11 Sweety 23 მაისი, 2009 at 1:38 am
12 piccolina 23 მაისი, 2009 at 1:28 am

ომგ, იმედი მქონდა არავინ შეამჩნევდა ჩვენს ბალეშიკობას ))) ნუ ვიდეოში ანუ
ხოდა რაც გიცნობ მაგას გეუბნები კარგი ხმა გაქვს რამე ქენითქო

პასუხი

13 ჩორვენი 23 მაისი, 2009 at 1:50 am

მე შენს ადგილას საერთოდ აღარ ვიმღერებდი :D :D :D :D

აი ლავ იუ მარუს <3 :ლოვე:

პასუხი

14 Sweety 23 მაისი, 2009 at 2:02 am

ამდენი ხალხი მეუბნება იმღერე და იმღერეო…
ბოლოს და ბოლოს ხეს რო ეუბნებიან გახმიო, მართკა ხმება და მეც ავმღერდები, რა მოხდება :D

პასუხი

15 თათია 23 მაისი, 2009 at 9:35 am

მე ვიდეოს ვიღებდი, ვერ ვინძრეოდი და ხმას ვერ ვიღებდი. :( (

მარ, სურათები გამომიგზავნე რა გუშინდელი. <3

პასუხი

16 თინი 23 მაისი, 2009 at 9:40 am

მე კიდე ისე ვნერვიულობდი გავჩუმდი და გისმენდი :user: ჩემი ვიოლინოს მასწავლებელი რომ ნერვიულობდა ხოლმე ჩემს კონცერტებზე, ზუსტად ისეთი რაღაც მომივიდა, ახლა მესმის იმ კაცის რატომ იდგა ხოლმე თავჩაღუნული და დაძაბული :D

ძაააალიან მაგარი იყო მარუს :cheer: :*

პასუხი

17 BigCrow 23 მაისი, 2009 at 10:55 am

ყოჩაღ სვიტ :)
შემდეგ გამოსვლებზე 100 გრამი ჩაარტყი ხოლმე წინასწარ და ყველაფერი კარგად იქნება.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეგ აჩიკო ის აჩიკოა, აგონიაში რომ იყო :)

პასუხი

18 BigCrow 23 მაისი, 2009 at 10:56 am

ჯგუფ “აგონიაში” ანუ.
http://agoniablog.wordpress.com

პასუხი

19 Sweety 23 მაისი, 2009 at 12:33 pm

ხო მითხრა თინიმ.
მიყვარს! :love:

დამირეკონ რა! დამირეკონ რა!

პასუხი

20 Secrets 23 მაისი, 2009 at 8:47 pm

დაგირეკონ რა! დაგირეკონ რა!

პასუხი

21 khatusia 23 მაისი, 2009 at 11:27 pm

დაგირეკავენ ;)

პასუხი

22 hexe 23 მაისი, 2009 at 11:14 am

ყოჩაღ კაი გოგო ხარ :)

მაგარია დიდი ხნის ოცნების ახდენა :) ))

პასუხი

23 taso 23 მაისი, 2009 at 11:17 am

ძაააან საყვარლად მღერი მით უმეტეს თუ პირველად, და მით უმეტეს ჩემი ხმა და სმენა რომ მახსენდება :D
ხოდა შენგან ხელმარცხნივ ჩემი სკოლელი უკრავს მგონი..

პასუხი

24 taso 23 მაისი, 2009 at 12:55 pm

Turme ukanac :|

პასუხი

25 Natalia 23 მაისი, 2009 at 1:43 pm

ვაიმე, რა მაგარიაა! ცოცხალი ბენდიი :ლოვე:

ძალიან კარგად მღერი,პოსტში რომ გეწერა ვნერვიულობდიო,ასეთი სახით ვმღეროდიო და რაღაცეები,ვიდეოში არ ჩანს საერთოდ :P :)

წარმატებებს გისურვებ,იმედია მალე დაგირეკავენ :)

პასუხი

26 Shiela 23 მაისი, 2009 at 2:40 pm

wow is very nice and good articles in here my friends, ur typr in comment is very nice, can u teach me how to make it thats my friends?

პასუხი

27 Sweety 23 მაისი, 2009 at 4:01 pm

what typr?

პასუხი

28 თაა (TT+) 23 მაისი, 2009 at 4:02 pm

შემდეგი კოსმო როდის გამოდის?

პასუხი

29 Sweety 23 მაისი, 2009 at 4:36 pm

ივნისის პირველ რიცხვებში ;)

პასუხი

30 iasamnisferi 23 მაისი, 2009 at 9:58 pm

აუ მე რო ვერ ვნახულობ ვიდეოსს : (

პასუხი

31 Sweety 24 მაისი, 2009 at 2:03 pm

რატოო??? youtube-დან დევს პირდაპირ o_O

პასუხი

32 khatusia 23 მაისი, 2009 at 10:45 pm
33 Lekolas 24 მაისი, 2009 at 9:03 am

მადლობა სვით!!! არვიცოდი პრეზის შესახებ და დღეს (ნუ გუშინ) ჩაუჯექი და მაგარი რამეა… ორიგინალურია რაც მთავარია. სიმღერა მაგარია… სულ მინდოდა მემღერა მარა შენნაირი მუსიკალური ნიჭი არასდროს მქონია =] აუცილებლად გამოიყენე!!!

პასუხი

34 ნინი 24 მაისი, 2009 at 8:34 pm

მართალია ახალი ბლოგერი ვარ, მაგრამ მეც ძალიან მინდოდა შეხვედრაზე მოსვლა. სამწუხაროდ, კოლოკვიუმი მქონდა მაგ დროს :( ისე, ერთხელ დავესწარი შენი და დოდკას პრეზენტაციას, სახალხო დამცველის ოფისში, ია ანთაძის ინიციატივით რომ მოეწყო და მაშინდელი თქვენი რჩევები ძალიან დამეხმარა ჩემი ბლოგის გაკეთებაში:)კარგია, როცა ახალი საქმის დაწყებამდე გამოცდილი ადამიანებისგან მოისმენ რჩევებს :)

პასუხი

35 Sophie Golden 25 მაისი, 2009 at 1:35 am

კარგად მღერი, ადრეც დაგიწერე, მგონი. აუ, რა მაგარია ბენდი, აუ მე დრამებზე დამარტყმევინონ რა! :P

პასუხი

36 კუდა 26 მაისი, 2009 at 9:29 am

გუდ გუდ :*

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</