Google Calendar

ჩვენმა წინა დავალებამ აუცილებელი გახადა ამ ტუტორიალის არსებობა.

მოდით ფეხდაფეხ მივყვეთ კალენდრის პარამეტრებს და და-Share-ების საიდუმლოებებს. :D

(ყველა სკრინშოტი დიდდება მასზე დაკლიკვით)

1. ვთქვათ ეს არის ჩვენი კალენდარი.

cal-1

ალბათ გარკვევით ხედავთ ორ დიდ ისარს. მარცხენა ისარი მიუთითებს იმ მინი-კალენდრებზე რაც ამ წუთას არსებობს ჩემს კალენდარში. მინი-კალენდრები შეგიძლიათ გამოაჩინოთ ან დამალოთ. ამისთვის მხოლოდ ზედ დაკლიკვაა საჭირო.

ამ სკრინზე ყველა მინი-კალენდარი დამალულია ბლოგინგის გარდა. (იმიტომ რომ ზოგიერთი ძალიან პირადია – მაგალითად გინეკოლოგთან ვიზიტები :D )

მარჯვენა ისარი მიუთითებს მაგიურ ლინკზე რომელიც გადაგვიყვანს კალენდრის პარამეტრებთან.

2. ეს არის კალენდრის პარამეტრების გვერდი

cal-2ისრით მითითებულია ის ბმულები რომლითაც ხდება თითოეული მინი-კალენდრის Sharing-ის ჩართვა/გამორთვა.

დააჭირეთ Share This Calendar-ს იმ მინი კალენდრისთვის რომლის საქვეყნოდ ჩვენებაც გინდათ ბლოგზე ან სხვაგან…

3. ეს არის Sharing-ის პარამეტრები

cal-3აუცილებლად მონიშნეთ პირველი და მეორე “თოლია”. მესამე “თოლიის” მონიშვნის შემთხვევაში, თქვენს კალენდარს დაინახავს მხოლოდ თქვენს დომენში მყოფი ადამიანი.

ჩემს შემთხვევაში, ისინი ვისი email-იც მთავრდება @sweet.ge-ზე, ხოლო თქვენს შემთხვევაში ისინი, ვისი email-იც მთავრდება @gmail.com-ზე.

შედეგები შეინახეთ Save-ღილაკზე დაწკაპუნებით.

4. რადგან კალენდარი წარმატებით და-share-და, გადავიდეთ მისი გამოქვეყნების პარამეტრებთან.

cal-4თუ დააჭერთ იმ მინი-კალენდრის სახელს რომელიც წინა “ნაბიჯში” დავა-Share-ეთ, მოხვდებით მის ძირითად პარამეტრებში.

5. კალენდრის ძირითადი პარამეტრები.

cal-6

როგორც ხედავთ, ამ გვერდიდან შეგიძლიათ მინი-კალენდარს შეუცვალოთ სახელი, აღწერა, ადგილმდებარეობა, სასაათო სარტყელი და რაც მთავარია მიიღოთ კოდი რომლის საიტზე/ბლოგზე ჩასმის დროს თქვენი კალენდარი ძალიან საყვარლად გამოჩნდება.

სკრინშოტზე აღნიშნული პირველი ისარი მიუთითებს ბმულზე რომელზე დაჭერისას ახალ ფანჯარაში გაიხსნება კალენდრის ბლოგზე გამოქვეყნების პარამეტრები. იხილეთ ნაბიჯი 6.

მეორე ისრით აღნიშნულია სამი მისამართი.

  • XML-ზე დაჭერისას მიიღებთ ლინკს რომელიც შეგიძლიათ ჩასვათ Google Reader-ში და მიიღოთ განახლებები feed-ის სახით.
  • ICAL – გვაძლევს ბმულს რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გარეშე აპლიკაციებში და პროგრამებში (მაგალითად ical-ში) – ეს ჯერ-ჯერობით არ გვჭირდება
  • HTML -ეს ბმული კი ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი HTML ბმულია რომელიც შეგიძლიათ ჩასვათ ბლოგებზე, ფორუმებზე, დაიყენოთ facebook-ის სტატუსად ან ამობეჭდოთ და კედელზე ჩამოიკიდოთ :D

6. მინი-კალენდრის დიზაინი და პარამეტრები

cal-7ამ გვერდიდან შეგიძლიათ მინი-კალენდარს მოაშოროთ ზედმეტი ელემენტები, შეუცვალოთ ფერი, დაარქვათ სახელი და ა.შ. ასევე შეგიძლიათ გამოაცინოთ რამდენიმე მინი-კალენდარი ან დამალოთ ისინი.

პარამეტრების დაყენების შემდეგ დააჭირეთ Update HTML-ს, დააკოპირეთ კოდი და ჩასვით ის სასურველ გვერდში.

N.B. როგორც აღმოჩნდა WordPress.com-ის მომხმარებლები ამ ტიპის კოდს ვერ სვამენ პოსტებში, ამიტომ მხოლოდ HTML ბმულით უნდა დაკმაყოფილდეთ.

2 Comments

  1. რავიცი თითქოს ზუსტად ასე მაქვს გაკეთებული, ეხლა ისევ თავიდან გავაკეთე და გამოჩნდა, ცოტახანში თუ არ გაქრა კაი იქნებაა :D

Leave a Reply