მაგარი ამინდი

Fire FM-ის რადიოს ვუსმენდი ახლა და Six Pens none the reacher-ის Kiss Me გავიდა უცებ, თან ფანჯარა მაქვს გაღებული ჩაის ვსვამ და გარეთ ისეთი მაგარი ამინდია, ეგრევე მომინდა პოსტის დაწერა.

და კიდევ ბლოგის დიზაინის გადახალისება… :) რამე საგაზაფხულოთი მინდა შევცვალო. იქნებ რამენაირად დავეხმარო გაზაფხულს მოსვლაში :) თუ არა და განწყობას მაინც შევიქმნი :)

გუშინწინ ოფისში ვარდები მაჩუქეს  და 1 დღიანი შვებულება მომცეს დაბადების დღის აღსანიშნავად. მაგარია…

თან ვარდები ისეთი ლამაზია…

05022009819 05022009818 07022009824

გუშინ მეგობრები მყავდა დაპატიჟებული Le Cafe-ში. ჩემი პირადი აზრით, მუსიკალური ფონი მოიკოჭლებდა ძალიან. მაგრამ ხილის და შოკოლადის ფონდიუმ მომხიბლა :D უკვე დაშლას ვაპირებდით, სურათების გადაღება რომ გამახსენდა. აი, ორი ცალი უხარისხო, მაგრამ საყუარელი სურათი… ძალიან მომწონს ლოლას ახალი ვარცხნილობა… ისე მომწონს რომ Facebook-ზე სულ Lesbian Kiss-ებს ვუგზავნი ^_^ (Application-ია ეგეთი)

06022009821 06022009823

დღეს სტუმრებს ველოდები :)

დედაჩემი მოვა ახლა და თავისი არა ჩვეულებრივი განწყობის ვარდისფერ ფურცლებს შემომაყრის… :love: ყველაზე ხალისიანი დედა მყავს ამ ქვეყნად! ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი! ACCA-ის გამოცდა ჩააბარა! წეღან მახარა ავიღე სერთიფიკატიო! ისეთი გახარებული იყო, “იუიუიუიუიუ” ეგეთ ხმებს გამოსცემდა :D გილოცავ, დე..

კიდევ დღეს გარდერობს მომიტანენ მუშები. დედაჩემი მჩუქნის დაბადების დღის ამბავში! ჩემი პროექტით გაკეთებული გარდერობი, თავის სარკით და ყველანაირი კაუჭ-უჯრით, რაც მჭირდება ტანსაცმლისთვის!!!

მეც “იუიუიუიუიუიუ” ესეთ ხმებს გამოვცემ ახლა. :D

მაგარი დღეა. :)

 

13 Comments

  1. ფონდიუში რა თევზაობები დაიდო :D

    le cafe-ს მუსიკაზე მეც გეთანხმები.. არადა რა კარგი დიზაინი იყო…

  2. რა კარგი ცვეტოჩკებია!
    ნეტა მე ვინ რას მაჩუქებს? ალბათ ერთი საჩუქრის მეტს არ მიღებ :(
    სახში მინდა და ბევრი საჩუქრები :(

  3. ისა სვით, მე მომეჩვენა თუ შენი ძმა ჯასტინ ტიმბერლეიკს გავდა ძალიან ? :user:

  4. Justin Timberlake

    აი ეგ სურათი ნახე როგორ გავს :love:

    უჰუ..სიმპაწიური მაგი, მაგ მაიმუნი კაცი მაგი, მაგ სექსუალური :D :D :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.