კარგი ბლოგები Blog.ge-ზე

by Sweety on 18 მაისი, 2009 · 12 comments

in ბლოგი,ბლოგოსფერო

Supernatural.blog.ge

- მარიშკას პირადი ბლოგი. ყველაზე ხშირად განახლებადი და აქტიური ბლოგია blog.ge-ზე :)

Humor.blog.ge

- ახლავე გეტყვით რა მომეწონა ამ ბლოგზე. აბა ეს ნახეთ: ახალი თამაში. მე ვერაფრით ვერ გამოვიცანი. მართალია შემიძლია ადმინკიდან ვნახო პასუხები, მაგრამ მირჩევნია ტვინი ვიჭყლიტო.
იქნებ თქვენ გადახვიდეთ შემდეგ ლეველზე???

P.S. ძალიან მაგარი იდეა მომივიდა ამ ბლოგის შემხედვარეს!

Serafim.blog.ge

- ჩემი 19 წლის ბიძაშვილის ბლოგი. არ ვარეკლამებს იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილია, არამედ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მისი ნაწერი და როგორც გაირკვა ბევრ კრიტიკოსს ჰყვარებია თურმე კიდევ. :D

ბლოგის ძირითადი თემა – მისი შემოქმედებაა… :love:

Metal.blog.ge

- Rock & Metal ~ The Dark Side Of Music.

ძირითადი კატეგორიები:

  • Avant-Garde Metal
  • Funk Metal
  • Glam Metal
  • Hard Rock
  • ახალი ამბები
  • კონცერტები

ეს არ არის საინტერესო თემა ჩემნაირი პაპსავკი ადამიანისთვის მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრ მეტალისტს დააინტერესებს :D

PrivateTalk.blog.ge

- ბლოგი სექსუალურ ცხოვრებაზე. სულ რამდენიმე პოსტია დაწერილი და საკმაოდ დიდი ხნის წინ, თუმცა მაინც არ გამჭირვებია მისი მოძებნა, ტეგები წალეკილი აქვს სექსთან დაკავშირებული ტერმინებით.

სხვათა შორის, რაც წავიკითხე ძალიან მომეწონა და მოვუწოდებ ავტორებს – გააგრძელონ წერა!!! ეს ბლოგი შესაძლოა ძალიან კარგი დასაწყისი აღმოჩნდეს ახალი თაობის სექსუალური განათლებისთვის.

P.S. მე რა თქმა უნდა ვიცი ვინც არის ავტორი/ები, მაგრამ ადმინისტრატორის პასუხისმგებლობა მავალდებულებს ანონიმურობა შევინარჩუნო და აქვე სხვებსაც იმავესკენ მოგიწოდებთ! ;)

Komisia.blog.ge

- “ერთი სტუდენტის გამომცემლობა წარმოგიდგენთ…” ეს სიტყვები აწერია ბლოგის ჰედერს.

ავტორი გიორგი ბერიკელაშვილია. ბლოგის აღწერაში კი ეს წერია:

— ვინაა კომისია? —რა წილი აქვს მას სასტუმრო მერიოტების ქსელში? —რატომ ითვალისწინებს სოროსი მის რჩევებს? —ვინაა რეალურად საქართველოს პრეზიდენტი, რატომ გაჩნდა ხალხში აკვიატებული კითხვა – მიშა თუ ბერიკელა? — რატომ აქვს თვალი ჩალურჯებული რუსეთის პრეზიდენტ – მედვედევს?

ამ ყველაფერზე პასუხს — რეკლამის შემდეგ შეიტყობთ, არ გადართოთ! ან გადართეთ და რეკლამა რომ დამთავრდება გადმორთეთ ისევ…

კონტენტი – ბოლო პოსტები ძირითადად ანიმაცია/მულტიპლიკაციაზეა. უფრო უკან გადასვლა დამეზარა…

Rveuli.blog.ge

– ოდესმე დაფიქრებულხართ რას ნიშნავს სიტყვა “რვეული”? რა თქმა უნდა, ეს არის ერთად აკინძული 8 ფურცელი.
ამ ბლოგზე კი ერთად აკინძულ 8 დაქალის დღიურს ნახავთ!!!

8 სკოლის მოსწავლე გოგო! ერთ ბლოგზე!

ყვავა, აისხი აბჯარი და შეესიე :lol:

Diet.blog.ge

- ბლოგი დიეტის შესახებ, რომელიც ჩვენმა მეგობარმა ბლოგერებმა – ნატოშამ და ლილიანმა წამოიწყეს. მშვენიერი ბლოგია, არ მიატოვოთ რა!

და ბოლოს ყველაზე დიდი აღმოჩენა და აბსოლუტური ფავორიტი:

IDea.blog.ge

– ძალიან საყვარელი და ნიჭიერი ბიჭის პირადი ბლოგი.

დარწმუნებული ვარ ცოტა პატარა ასაკის გოგონებისთვის საინტერესო იქნება, this guy is really handsome! ;)

ამ ბლოგზე ვნახე ვიდეო პოსტიც, მოპატიჟებული ბლოგერიც, ფოტო-ფილმებიც და რავიცი… ყველაფერი რაც კარგ ბლოგს შეშვენის!
თამამად შემიძლია განვაცხადო რომ თუ ეს ადამიანი ბლოგინგს სერიოზულად მოკიდებს ხელს, ერთ-ერთი ყვეეელაზე პოპულარული ბლოგერი ბიჭი იქნება თბილისში! Good Luck!

P.S. ძალიან მაგარი იქნება თუ პარასკევს ბლოგ-კემპზე გვეწვევა. ;)

{ 12 comments… read them below or add one }

1 მარი 18 მაისი, 2009 at 3:48 pm

ვაუ რა მააგრია ჩემი ბლოგი პირველივე :* :*:*

პასუხი

2 მარი 18 მაისი, 2009 at 3:51 pm

მარ რვეული-ს ბლოგზე კარგა ხანია ვცდილობ შEსვლას და რამდენიც შევედი ეს დამიწერაა

Blog Access Denied

This blog may only be viewed by users who are subscribed to this blog.

რრაა ჭირს

პასუხი

3 Sweety 18 მაისი, 2009 at 11:30 pm

really??? o_O
ანუ მე რატო ვხედავ? რახან ადმინი ვარ?
:S

უი სორრი გოგოებო :( (

პასუხი

4 მარი 18 მაისი, 2009 at 3:52 pm

ანუ მარტო მაგის მეგობრებს შეუძლიათ ნახავ თუ რა პონტიააა

პასუხი

5 Natalia 18 მაისი, 2009 at 8:14 pm

უი,ეს ჩემი ბიძაშვილის ბლოგია – humor.blog.ge :)

ადრე შევედი და მერე მიმავიწყდა,ლისტშიც კი არ მყავს :P

პასუხი

6 Natalia 18 მაისი, 2009 at 8:27 pm

ბლაჰ,წეღან დავპოსტე და მგონი არ დაიპოსტა,ან მოგვიანებით გამოჩნდება :D

იმას ვამბობდი რომ,humor.blog.ge ჩემი ბიძაშვილისაა-თქო და კიდევ რაღაცეებს :P :D

პასუხი

7 Landish 18 მაისი, 2009 at 10:31 pm

პარასკევს რა ხდება რო?

პასუხი

8 ტასო 19 მაისი, 2009 at 1:34 pm

IDea.blog.ge < მაგარია ძაან

პასუხი

9 Secrets 19 მაისი, 2009 at 8:19 pm

ჰუმორ ბლოგ ჯიზე მეექვსე ტურში გავედი, პასუხიც ყველანაირ ლოგიკაში ჩავსვი და მაინც არ გადის.. შეიძლება სპელინგში მაქ შეცდომა :?

ჩემი ფავორიტი ბლოგია ბლოგჯიებში ჰუმორი :)

პასუხი

10 თათია 20 მაისი, 2009 at 12:28 am

რვეული.ბლოგ.ჯი-ზე არ შედის…

პასუხი

11 ნუცა 28 მაისი, 2009 at 4:05 pm

ჰო rveuli.blog.ge პირადი გავხადე, ეს დანარჩენი შვიდეულის თხოვნა იყო :) და ამიტომ არ შედის :(
მადლობა, sweety ჩვენი ბლოგის დაფასებისთვის.. ოღონდ ერთი შესწორება.. სკოლის ასაკს დაახლოებით 5 წელია გამოვცდით :) უკვე დიდი გოგოები ვართ :D

პასუხი

12 kate_alukard 23 აგვისტო, 2009 at 4:50 pm

Serafim.blog.ge ამ ბლოგზე ვგიჯდები ძალიან მიყვარს =)))) ვერაფრით ვიფიქრებდი რომ 19 წლის გოგოს დაწერილია!!!

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</