Golightly, Bradshaw & NY

by Sweety on 25 თებერვალი, 2009 · 11 comments

in Sex and the City,დღიური,ფილმები

Carrie Bradshaw's House

ქერი ბრედშოუს სახლი: Perry Str, NY

ყველაზე მძაფრად ნიუ იორკი მაშინ შევიგრძენი და მაშინ შემიყვარდა, როცა Sex and the City-ს ვუყურე.

სერიალი, რომელიც ფილმების რანგში გადის ჩემთვის, იმდენად საპატივსაცემოა… რომელიც წარუშლელია ჩემი მეხსიერებიდან და ალბათ ვერცერთი სხვა სერიალი მსგავს შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს ვერასდროს… არასდროს არ იქნებიან სხვა ქერი, შარლოტა, მირანდა და სამანტა, ვინც მსგავს გრძნობებს გამიღვიძებენ… და არასდროს იქნება ნიუ იორკი ისეთი, როგორც ამ სერიალშია. თუმცა…

გუშინწინ ტელევიზორში ვუყურე ფილმს “საუზმე ტიფანისთან” – ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით და რატომღაც მომენტებში ნიუ იორკის სუნს ვგრძნობდი, განსაკუთრებით წვიმის შემდეგ და განსაკუთრებით იმ კადრების დროს, როდესაც ჰოლი გოლაითლი ბრაზილიაში გაფრენის წინა დღეს პოლ ვარჟაკთან ერთად სეირნობს და ეუბნება: “Oh, I love New York!”

(ვფიქრობ ჰოლი გოლაითლი ყველაზე უნიკალური პერსონაჟია, რაც კი ჰეპბერნს უთამაშია და მომენტებში მგონია, რომ ქერის პერსონაჟი ძალიან გავს გოლაითლის…

ჰოლი გოლაითლის სახლი:169 East 71st Street, NY

ჰოლი გოლაითლის სახლი: 71st Street, NY

“საუზმე ტიფანისთან” უსაზღვროდ მიყვარს. :love: )

გარდა იმისა, რომ “ტიფანის” ფინალზე ცხოვრებაში პირველად ვიტირე (არადა ერთი 3-ჯერ მაქვს ნანახი), დაუოკებელი სურვილი ამეკვიატა თავიდან ჩავუჯდე SATC-ს.

ამას ისიც დაემატა, რომ გუშინ ოსკარების დაჯილდოების მიმოხილვას ვუყურე კურიერში და ერთ-ერთ კადრში სარა ჯესიკა პარკერის ინტერვიუ იყო. სარას ხმა… სარას ხმა როგორც კი გავიგე, იმ წუთში “OMG, OMG!!!” დამემართა.

ხმა და სუნი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ყოველთვის ჩემს შეგრძნებეზე. ალბათ ყნოსვა და სმენა ყველაზე განვითერებული მაქვს გრძნობის ორგანოებიდან.

საშინლად მომენატრა, საშინლად ჩემია.

P.S. ამ სახლებიდან რომელიმეში თუნდაც ერთი დღით რომ მეცხოვრა, ბევრ რამეს გავიღებდი… :user:

{ 1 trackback }

რაც ყველაზე ძალიან მიყვარს | ბლოგი - Sweet.ge
25 ივლისი, 2010 at 9:28 pm

{ 10 comments… read them below or add one }

1 პერწკლი 25 თებერვალი, 2009 at 3:56 pm

თვითონ მოთხრობა მიყვარს ძალიან, ტრუმენ კებოტის, და ჰოლის პერსონაჟი.
წიგნში სულ სხვაა :მო:

პასუხი

2 Sweet Baby Girl 25 თებერვალი, 2009 at 4:17 pm

ხო, მაგრამ წიგნშI ცუდად მთავრდება :(

პასუხი

3 perwkli 25 თებერვალი, 2009 at 9:02 pm

არ მთავრდება ცუდად,უბრალოდ, გაუგებრად მტავრდება და ფანტაზიის საშუალებას გაძლევს.
პ.ს. ფილმი სრ მინახავს, წიგნის შთაბეწდილების გაფუჭების შიშიტ : ) ))

პასუხი

4 Sweet Baby Girl 26 თებერვალი, 2009 at 5:41 pm

მე არ მიყვარს ეგეთი გაუგებარი დასასრულები.. non-happy end = unhappy end :(

პასუხი

5 თაა (TT+) 28 აპრილი, 2009 at 5:01 pm

SATC ძააააააალიან მაგარი სერიალია
ვგიჯდები მაგ ქალებზე, ვგიჟდები საჭმელებზე რასაც ეგენი ჭამენ ხოლმე
პირველ სერიას რომ ვეზიარე რამდენიმე წლის წინ ავოეზე, ამის შემდეგ ყველა სერია გადმოვწერე და სახლიდან არ გავდიოდი სანამ ყველას არ ვუყურე

პასუხი

6 Natalia 27 ივლისი, 2009 at 6:52 pm

პირველ ფოტოზე რომ სახლია, მანდ ვიცხოვრებდიი :უსერ:

We love New York!

პასუხი

7 Sweety 27 ივლისი, 2009 at 7:10 pm

Yeppah!!!

პასუხი

8 Andy 26 ივლისი, 2010 at 11:38 pm

You’ve Got Mail – ფილმიდნ გადმოდის NY – ს სუნი , კეტრინის პერსონაჟი როგორ დაივლის დილაარდიან ნიუიორკის სკვერებს , ყვავილებს იყიდის მაღაზიაში , სტარბრუკის ყავის დასალევად როგორ შეირბენს და თავის პატარა წიგნის მაღაზიას როგორ გააღებს და კარებზე ჩამოკიდებს აბრას OPEN …

პასუხი

9 Sweety 27 ივლისი, 2010 at 6:40 pm

:/ გიგრძვნია ჩემსავით… :| (hug)

პასუხი

10 ruska 2 აგვისტო, 2010 at 12:55 pm

chemi ocnebaa new york_shi movxvde!!….miyvars es qalaqi sigijemde!…. ertxel aucileblad chaval iq darwmunebuli var… da agarasodes wamoval! dilit “the city”_is vuyurebdi da kidev ufro mominda chemi tvalit menaxa es qalaqi!! :* * chaval da daviyvireb “hello new york” :* :) :D

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</