23 იან 10

გიგანტური ბორში

By Sweety at 8:21 pm | წაიკითხულია 28682-ჯერ |
29

დილით კოტემ ჩემ გაღვიძებამდე საუზმე მოამზადა. “ყიყლიყოები” განსაკუთრებულად ოქროსფერი გამოუვიდა – ვინც არ იცის, “ყიყლიყო” კვერცხში ამოვლებული შემწვარი პურია.

ვერ აგიღწერთ, როგორ გამიხარდა.

ბოლო დროს ცოტა დაგვეძაბა ურთიერთობა და რამდენიმე დღის წინ სერიოზულად ვილაპარაკეთ. იმის მერე ძალიან კარგად ვართ.

მაკდონალდსშიც დამპატიჟა, კინოშიც (ოღონდ არ წავყევი :P ძალიან დამეზარა ), სტუმრადაც ვიყავით, ფილმსაც ვუყურეთ ერთად, მაღაზიაში ჩასვლაც არ ეზარება, სახლში საქმიანად ფუსფუსებს, ადრე წვება, ადრე დგება და დღეს დილით საუზმეც მოამზადა.

მაკდონალდსში: სანამ კოტეს მოაქვს მენიუ, მე როგორც ყოველთვის - ვსლეფშოტერობ

მაკდონალდსში: სანამ კოტეს მოაქვს მენიუ, მე როგორც ყოველთვის - ვსლეფშოტერობ

მეც უფრო ნაყოფიერად ვმუშაობ და საქმესაც მეტ დროს ვუთმობ და პირად ცხოვრებასაც.

განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, ვინც ყველაფერში მხარს გიჭერს და გეხმარება.

მიყვარს! :love:

* * *

ამ ბედნიერების პერიოდში საჭმლის კეთება დავიწყე აქტიურად. ლეპტოპი მაინც სულ სამზარეულოში მიდევს. მომწონს სამზარეულოს აურა. თან ვჩეტაობ/ვმუშაობ/ვბლოგავ/ფილმებს ვუყურებ და თან სამზარეულოში ვფუსფუსებ.

წეღან 13 სმ სიმაღლის და 30 სმ დიამეტრის ბორში გავაკეთე. (სახაზავით გავზომე!)

სულ 4 ლარი დამიჯდა მასალის ყიდვა და ალბათ 2 კვირა მოგვიწევს ჭამა.

ეკონომია, მეგობრებო!

გიგანტური ბორში

გიგანტური ბორში

P.S. Header-ი გვაქვს შესაცვლელი. შეგვახმა, ბლოგო, ნაძვის ხე! :)

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

29 კომენტარი

arleccino
at 2010-01-23 20:37:08

ვა არ მჯერა პირველად პირველი ვწერ შენ პოსტზე კომენტარს :D :D
დარწმუნებული ვარ ეთადერთი ქართველი ქალი ხარ ვინც სამზარეულოში თან ჩეტაობს და თან საჭმელს აკეთებს :D
და ბოლოს წარმატებები პირად ცხოვრებაში :)

“ქალი ქუხნაში”-ო, არ გაგიგია? :D მაგ იდეას აწვება :D

 
 
Curly Eko
at 2010-01-23 20:53:18

ეეე არადა მე მომწონს ნაძვის ხე, ეგ კი არა ჩემს დესკტოპს ვერ ვაშორებ საახალწლო “wallpaper-ს” :P მაკდონალდსში მეც მინდა, მაგრამ დიეტა დიეტაააა… ამოვიდა ყელსჰი :P :)

დიეტას ჯობია ვარ-ჯი-ში!

Curly Eko
at 2010-01-23 21:00:57

ეჰ კი ხარ მართალი, მაგრამ აი ძალიაააან ზარმაცი ვარ ვარჯიშისთვის :P :D

 
 
 

არ მიყვარს ბორში, მაგრამ ეს მადისაღმძვრელად გამოიყურება ^^

მე კიდევ საშინლად მიყვარს! მგონი ნახევარი ქვაბი შევჭამე უკვე სანამ თქვენ აკომენტებდით :D

 
 

როგორ მიყვარხართ შენ და კოტე, ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გაქვთ :love:

ჩვენც გვიყვარხარ! :2kiss:

 

გინდა გიშვილოთ? :D :D :D

 
 

ყოჩაღ მარი კაი ბორშია. :) ისე როგორ ვერ ვიტან წვნიანებს.. მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც მიწევს ჭამა :D

 

მარ კაკ რაზ მე ლოლა და გვანცა ვფიქრობთ ხვალ რა ვქნათ და შენ არ გინდა შენთან დაგვპატი
ჯო???

თან ბოდიალი არ მოგიწევს თან შედევრს გაგვასინჯებ?? ^_^ : ))

მობრძანდით :D

 
 

არა, რა… ქალი რომ საჭმელს აკეთებს მაინც სულ სხვაა! მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო მეც მაგრად მევასება, ქალს მგონი ეგ სისხლში აქვს. დედაბუნებასთან უფრო ახლოს ეგაა (იცით, რატომაც).
პ.ს. სვით, თავიდან შენს ბლოგზე რომ შემოვდიოდი და ყველგან კექსებს რომ ვხედავდი, მაგარი კულინარი მეგონე :) :) :)

მაგარი კულინარი ვარ :D იშვიათად ვაკეთებ, მაგრამ თუ გავაკეთე… იფ… იფ… იფ…

:D

არ ითვლება? :(

 
 

კონკურსზე რა ხდება? :?

 

აუ, მე კი არ მიყვარს ბორში, მაგრამ, ძალიან მომინნდა ახლა! :D

 

რა ნაცნობი სიტუაციაა, ჩვენც ზუსტად ეგრე, ცოტა პრობლემები გვქონდა, მერე დიდხნიანი გარჩევნები და ეხლა ერთმანეთს ვასწრებთ დილით ვინ გაამზადებს საუზმეს :)

ვნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება ან ჩემი, ან შენი ოჯახური იდილია :)

გოგო, ჩვენი ვიზიტის მერე ხო არ დაემართა ეგ? :D :D არგო მგონი წამალმა :D :D

 
 
 

ჩემმა ცოლმა პირველივე დღეს უნდა დაივიწყოს, რომ იცის ბორშის, სუპის და ამოლესილი ლობიოს კეთება. დანარცენ საჭმელზე პრობლემა არ მაქვს. :)

ამოლესილი ლობიო არ ვიცი, არ მიჭამია
მაგრააააააააააააამ

ბორშის არ სიყვარული ბლოგის ღალატის ტოლფასია :D :D :D

 
 

ჰაჰ თაზო ცოლად მოგყვები :D :D :D მეზიზღება სამივე საჭმელი, პირველი და მესამე განსაკუთრებით :(

ჩემს ბლოგზე მოაწყვეთ ქორწილი… :D ცალკე page-ს გამოგიყოფთ. :P

 
 

ბოლო დროს ცოტა დაგვეძაბა ურთიერთობა

ხოო, რთულია ოჯახი
ყველაზე იდეალური ურთიერთობებიც კი არ არის იდეალური :(
მეც ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად აღმოვჩენილვარ ოჯახურ გაურკვევლობაში

საინტერესოა, მაინც რამდენი წლის უნდა იყოს ადამიანი რომ ოჯახის შექმნისთვის მზად იყოს
მე ჯერ კიდევ არ ვყოფილვარ მზად :( :( :(

ხოდა კიდე შტერუკა ხარ
კინოში როგორ არ გაყევი ადამიანო, დღეში 7ჯერ რომ მითხრან წამოდიო 7ჯერვე წავალ :)

 

kargi rchevaaa….. mec gavakeTeb borshs….

ძალიან გემრიელად გამოიყურება მომინდა

 

მიყვარს ბორში და წავედი ეხლა გავაკეთო ის ჯობია…….;)

 

axali var da ბევრი რამ არ ვიცი. ვნახოთ თუ დავპოსტე?

 
ერთი
at 2010-03-11 01:49:12

რა ცუდია რო დაშორდით..მაგრამ შერიგდებით ნახე..ბოდიში ვინ მეკიტხება ბოDიში რაა

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: