როგორ გადავიტანოთ დაშორება სოც. ქსელების გარემოცვაში?

ეს სტატია კოსმოში გამოქვეყნდა რამდენიმე თვის წინ და გადავწყვიტე მეთარგმნა.

ეძღვნება “გოგოშკურ” ჯგუფს.

OK. დაშორება sucks! რა მნიშვნელობა აქვს შენ მიატოვე, იმან მიგატოვა თუ ერთ მშვენიერ დღეს ორივემ ერთდროულად გადაწყვიტეთ, რომ “ეს ის არ არის, რაც თქვენ გჭირდებათ”?
ნებისმიერ შემთხვევაში დაშორებას მოჰყვება ცრემლები, სიცარიელის შეგრძნება, წყენა, სიბრაზე, უხასიათობა და გულის ტკივილი.

დღეს ყოფილის დავიწყება უფრო რთული გახდა ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიები დავიწყებისთვის წინაღობაა. Facebook და twitter განსაკუთრებულად ართულებენ ჩვეული ცხოვრების გაგრძელებას, რადგან ყოველდღიურად იბომბები შენი ყოფილის სტატუსებით, ტვიტებით თუ ფოტო/ვიდეო-განახლებებით.

თუმცა თუ გაითვალისწინებ ამ სამ წესს, შეიძლება მისი დავიწყება უფრო გაგიადვილდეს.

წესი 1: სასწრაფოდ დაა-Hide-ე/დაბლოკე Facebook-ზე

წარმოიდგინე facebook-ზე შენი ყოფილი ბიჭი დატაგეს ფოტოზე, სადაც ვიღაც გოგოს ეხვევა – დარწმუნებული ხარ, რომ ეს ისაა რისი ნახვაც გინდა?
თუნდაც ასეთ ფოტოებს არც კი წააწყდეს, newsfeed-ში მისი ყოველდღიური სტატუსები და განახლებები მუდმივად გაგახსენებს თქვენს ურთიერთობას.
გარდა ამისა, ძალიან მარტივია ამ დროს შეგიპყროს მისი განახლებების და ონლაინ აქტივობების ინტერპრეტირებამ და მის პატარ-პატარა ცხოვრების ნაგლეჯებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა მიანიჭო – მაგალითად თუ ის ღამის ორ საათზე გამოჩნდა ჩატში, იფიქრო, რომ მას შენზე ფიქრი არ აძინებს, სინამდვილეში კი ის უბრალოდ ღამეს ათენებდეს.

თუ თქვენი ურთიერთობა ნორმალურად დასრულდა (მაგალითად არ უღალატია, ან რამე ძალიან საშინელება არ ჩაუდენია), მეგობრების სიიდან მისი წაშლა საკმაოდ აგრესიული ნაბიჯი იქნება. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე თვეში, შესაძლოა მოგინდეს მისი ისევ დამატება და ერთად გატარებული დროის კეთილად გახსენება. ამიტომ დაბლოკვის ნაცვლად (რაც მას ტექნიკურად მეგობრებიდანაც წაგიშლის) უბრალოდ Hide გაუკეთე მის განახლებებს და მომავალში, როცა თავს უკეთ იგრძნობ, შეძლებ მის “განბლოკვას”.

როგორ?

დაჰაიდება:

ლადოს არ ვერჩი დესცავარ :D

განჰაიდება:

ნაბიჯი 1

ნაბიჯი 2

წესი 2: დააკვირდი, რას პოსტავ ინტერნეტში

როცა ტირილის და ისტერიკების პერიოდი გადაგივლის, როგორც წესი “გაბრაზების” სტადია დგება. შენ ბრაზობ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა და გსურს დაანახო მას, რომ უკეთესადაც შეგიძლია ურთიერთობის წარმართვა, ან მინიმუმ ჩვენება, რომ უკვე ყველაფერი გადაიტანე. ამიტომ სოციალურ ქსელებში ამის დემონსტრირება ყველაზე ადვილ გზად გეჩვენება. მაგრამ ჯობია ეს არ გააკეთო!
ისეთი სტატუსის გამოქვეყნება როგორიცაა – “დღეს საღამოს პაემანზე მივდივარ!” ან სადმე ბარში გადაღებული შენი და შემთხვევითი სიმპათიური ბიჭის ფოტოს ატვირთვა, შესაძლოა უკან ძალიან ცუდად დაგიბრუნდეს და რეალურად წინსვლაში ხელიც კი შეგიშალოს.
ძალიან მარტივია თავის მოტყუება სტატუსებით და ფოტოებით, რომლებიც ასახავენ თუ რა გადატვირთული გრაფიკი და მხიარული ცხოვრება გაქვს, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს იმ იმედით პოსტავ, რომ შენი ძველი ექსი ან მისი რომელიმე მეგობარი წააწყდება და ინერვიულებს, უბრალოდ თავს იტყუებ და სინამდვილეში ისევ ძველი ურთიერთობის ბადეში ხარ გახვეული.

თავად დაფიქრდი, გარეთ გასვლა, გულის გადაყოლება და გართობა მაგარია, მაგრამ სახლში სირბილით მისვლა მხოლოდ იმის გამო, რომ facebook–ზე სტატუსი განაახლო ნიშნავს, რომ შენი საქციელი მთლად ჯანსაღი არ არის.

ამას გარდა, ინტერნეტში განთავსებული ლამაზ-ლამაზი პოსტები მომავალში თავს საშინლად გაგრძნობინებს. დაიმახსოვრე, რომ რასაც შენ აკეთებ ყველა შენი მეგობარი და ზოგ შემთხვევაში სრულიად უცნობი ადამიანები ხედავენ. დარწმუნებული ხარ, რომ გსურს შენი სახალხო გამოხტომები მათი გართობის საგნად იქცეს?

თუმცა, რა თქმა უნდა, არარეალურია სრულიად მოწყდე სოციალურ ქსელებს, მაგრამ შენ შეგიძლია აკონტროლო ის თუ რას პოსტავ. ამიტომ ცოტა ხნით შეისვენე პირადი ხასიათის სტატუსების, ფოტოებისა და ტვიტების გამოქვეყნებისგან.

წესი 3: რაც არ უნდა მოხდეს, არ მისწერო!

ბუნებრივია, დაშორების შემდეგ გაგიჩნდება მონატრების გრძნობა, რაც როგორც წესი ხდება დაშორებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ამ დროს შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც ის მიზეზები, თუ რის გამო დაშორდით ან ამ მონატრების ფონზე ყველა მიზეზი შეიძლება უმნიშვნელოდაც მოგეჩვენოთ (მე პირადად სულ ასე მემართება – Sweet-ის შენ.). შესაბამისად ამგვარმა შეგრძნებებმა შეიძლება უდიდესი შეცდომა დაგაშვებინოს.

შედარებით ძველ დროში, როცა არც facebook-ი არსებობდა და არც სკაიპი, მსგავს სიტუაციაში გოგონები სიმთვრალეში ყოფილებს ტელეფონზე ურეკავდნენ. ამის გაკეთება კი საკმაო გამბედაობას და ძალისხმევას მოითხოვდა, რადგან თუნდაც მისი ხმის გაგონება და რაიმე სათქმელის მოფიქრება უწევდათ.
დღეს კი მარტივი მიწერა ჩატში ან სკაიპში მსგავს ემოციურ “ინვესტიციას” არ მოითხოვს. რამდენიმე სიტყვის სწრაფად აკრეფა და Enter ღილაკზე დაჭერა ძალიან ადვილია. თუმცა მისი შედეგები შეიძლება უფრო რთულად გადასატანი აღმოჩნდეს.

გარდა იმისა, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმით ასე ვთქვათ “თავს იმცირებ”, მასაც იძულებულს ხდი გიპასუხოს, მაშინ როცა შეიძლება ამისთვის მზად სულაც არ იყოს, შესაბამისად მისმა არა მონდომებულმა პასუხმა ნერვები მოგიშალოს. ამას გარდა მისი მონაწერი დაარქივებულია და მის ასჯერ და ათასჯერ გადაკითხვას დაიწყებ.

ყველაზე მეტად კი შეიძლება SMS-ის მიწერა მოგინდეს და განსაკუთრებით მაშინ, როცა მთვრალი ხარ, ამიტომ წინასწარ მოემზადე ამისთვის: საღამოს დასაწყისშივე მიეცი ტელეფონი რომელიმე მეგობარს და გააფრთხილე რომ არ დაგიბრუნოს ან მკაცრად აკონტროლოს ვის უმესიჯებ. ან შეცვალე შენი ექსის სახელი ტელეფონში/სკაიპში “არ მიწერო!”-ზე. ეს ყოველ ჯერზე გაგახსენებს რომ სინამდვილეში სულაც არ გინდა მისთვის მიწერა და უბრალოდ ალკოჰოლის ან მოზღვავებული ემოციების გავლენის ქვეშ ხარ.

თუკი ის თვითონ მოგწერს, ეს ისეთივე რთული გადასატანი იქნება, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი. შენ უეცრად ორ ცეცხლ შუა აღმოჩნდები: მისი დაიგნორება არ გინდა, მაგრამ არც ახლოს გინდა მოუშვა.

ცხადია, მისი მოწერილი ტექსტი განაპირობებს იმას, თუ რა უნდა უპასუხო, მაგრამ მთავარია შეინარჩუნო მეგობრული ტონი. მისწერე რამე ასეთი – “სასიამოვნოა, რომ მომწერე. ეხლა მართლა დაკავებული ვარ, მოგვიანებით შეგეხმიანები”. ამრიგად, შენ ზრდილობიანად აგებინებ, რომ მისთვის არ გცალია. ამის შემდეგ კი ისევ ფოკუსირება მოახდინე მის დავიწყებაზე.

26 Comments

    1. რა არის აქ რთული? ყველაფერი მარტივია. სამი უბრალოდ რჩევაა:

      1. დაბლოკე!
      2. ტრაკი დააყენე!
      3. არ მიწერო!

  1. საინტერესო რჩევებია., მე დაბლოკვას ვამჯობინებ ხოლმე . დანარჩენი პრობლემები მერე აღარ მაწუხებს .

  2. “შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც ის მიზეზები, თუ რის გამო დაშორდით ან ამ მონატრების ფონზე ყველა მიზეზი შეიძლება უმნიშვნელოდაც მოგეჩვენოთ (მე პირადად სულ ასე მემართება – Sweet-ის შენ.) ”

    ამ სიტყვებზე დეჟავუ მაქვს :D

  3. ზუსტად მაგ ეტაპზე ვარ ეხლა… თუმცა დაჰაიდება არც ისე კარგი იდეაა, მაინც ყოველ წამს შეხვალ მაგის ვოლზე და შეამოწმებ : ))
    მე უბრალოდ ჩეთში შევუქმენი ცალკე ლისთი და off-ზე გავედი, ისიც გუშინ, იმიტომ რომ მანამდე მთელი ერთი თვე მწერდა და ისე მელაპარაკებოდა, ვითომც არაფერი…

  4. ძნელია ამ რჩევების გათვალისწინება, ამ დროს აუცილებლად გჭირდება კარგი მეგობარი რომ გვერდით გედგას. აი მე რომ დავშორდი ეგრევე ავდექი და დაქალს დაურეკე:) სახლში მისვლისთნავე ყველა ნივთი რაც მის თავს მახსენებდა გავანადგურე. ეს ყველაზე კარგი საშუალებაააა. გამოცდილებით გეუბნებით:0

  5. და რა საჭიროა ყველაფრის ამ დონეზე გართუელბა? – გინდა?- მიწერე. მოგწერს? – თუ გენდომება, უპასუხე.

    ეს დოგმებში ცხოვრება რა არის? გაბუტული ბავშვის საქციელს გავს: “მე გადავწყვიტე, რომ აღარ შევურიგდე”. რატო ატყუებთ თავს ხალხო :D

    თუ ისიც გადაწყვეტს შერიგებას და შენც იცი, რომ გინდა ეს, რატოა რ უნდა შეურიგდე ვთქვათ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტე? :დ

    ძალით იფუჭებთ ცხოვრებას, იუბედურებთ თავს და მერე მოთქვამთ ამაზე :დ

    ხო, მორიგი მიწერ-მოწერის შემდეგ ბოლო-ბოლო მოხდება რაღაც ისეთი, რის მერეც პროსტა თვითონ გაგიქრება სურვილი მასთან კონტაქტის და პრობლემაც გადაწყდება.

    ეს თავის ქაჯურად დაფასება-აკვიატება-დაჯერება რა მაზოხისტობაა :დ

    1. ეს მაშინ, როცა ყველაფერი მართლა დამთავრებულია.
      მაგალითად სხვა შეუყვარდა…
      ან უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად.

  6. ძალიან კარგი რცევებია :დ ამ დილით წავიკიტხე და ერთი უკვე გამოვიყენე :დ
    დაბლოკვა მართლა ყველაზე კარგი რამაა, რაც ალაჰს მოუგონია. მობილურზე მიწერ-მოწერას რაც შეეხება, რამდენიმე შეცდომის მერე, მისი ნომერი საერთოდ წავშალე, ზეპირადაც მახსოვდა, მაგრამ იქიდანაც წავშალე :) ჰოდა, ვარ ახლა ბედნიერი. აღარც კი მახსოვს (თითქმის) რომ არსებობდა. ცოტაც და სულ აღარ მემახსოვრება და მერე რომ განვბლოკო კიდეც, სულერთი იქნება
    პ.ს. ძალიან საჭირო და გასათვალისწინებელი რჩევებია. კარგია, რომ თარგმნე :)

  7. ტრაკის დაყენებაში განსაკუთრებით ვეთანხმები.
    მეგობარს დავულინკე :D

  8. ძალიან კარგი რჩევებია. საინტერესოა პრაქტიკაში როგორ მოქმედებს :)

  9. ასეთ უაზრო პოსტი ცხოვრებაში არ წამიკითხია და იმედია არც წავიკითხავ მომავალში. ამ პოსტს სახელდა უნდა ერქვს: “პრიმიტივი”!

  10. ძალიან მომეწონა!! რჩევებს ვიღებ დარწმუნებული ვარ მომავალში გამომადგება!

  11. აუცილებლად მივიგებ და გავითვალიწინებ ამ რჩევებს იმედია გამოამდგება ჩემს საქმიანობაში მადლობა

  12. მეც მაქვს კარგი რჩევები შემოდით და გირჩევთ ჩემი გამოცდილებით რაგაც რაგაცეებს. ამ რჩევებს რაც შეეხება ძალიან კარგი რჩევებია და იმედია გამოამდგება

  13. 1. დაბლოკე! <- სანამ თვითონ დაუბლოკიხარ ან ისეთი მაგარი news-ები გაავრცელე რომ აქეთ დაფიქრდეს ჰაიდზე
    2. ტრაკი დააყენე! <— თვითონ აათამაშებს თავისას შენ რომ დააყენებ
    3. არ მიწერო! <— აქეთ მოგწეროს!

    true

  14. სოც.ქსელებზე რა გითხრათ მაგრამ ცხოვრებაში (პირადი გამოცდილებით)
    რაც უფრო შეეცდები რო დისტანცია დაიჭირო, მით უფრო ცუდად იგრძნობ თავს
    ადამიანური ურთიერთობის შენარჩუნება უნდა მოახერხო…
    ეხლა დამალვა და რაღაც სისულელეა… თავის მოჩვენება თითქოს არასოდეს ყოფილა, ეს ხომ სისულელეა, ადამიანებმა უნდა ისწავლონ თავის წარსულის მიღება ისეთის, როგორიც ის არის.
    მეორე პუნტქს ნამდვილად ვეთანხმები : )))

  15. მე შორს ყოფნით უარესი მომდის, უფრო მენატრება. პირიქით, სულ უნდა ვუყურუ მის “ბედნიერ სტატუსებს” (შეიძლება მაზოხისტი ვარ) და ერთხელაც დგება ისეთი მომენტი, როდესაც საბოლოოდ იმდენად მაღიზიანებს, რომ “ვუშვებ”.

  16. მართალია, რაც უფრო ახლოს გყავს მით უფრო რწმუნდები რო აღარ გიყვარს :)

  17. პოსტი სამწუხაროდ გვიან წავიკითხე, მაგრამ ასეთი პრობლემა ალბათ ბევრს აწუხებს და დრო მას არ აქვს. მე 9თვე ვწამობდი და ვცდილობდი დისტანციითაც, დაhideბითაც, დაბლოკვითაც, არდარეკვითაც, არდარეკვით სიმთვრალისას..როგორც კი ამ ყყველაფერს შევეჩვეოდი დარეკავდა რაღაც რჩევის საკითხავად, რაც ჩემს პროფესიას ეხებოდა, არადა ჩემნაირი ბევრი ჰყავდა მცოდნე და ყველაფერი ისევ თავიდან…მაგრამ ყველაფერი ჩემში მაშინ დამთავრდა, როდესაც თავის გოგოსთან სამსახურში მომაკითხა…მართალია მაშინ სიკვდილი გავიარე, სამაგიეროდ ეხლა თვითონაც ალბათ ბედნიერია მის უკვე ცოლთან და მეც ვიპოვე ის ვინც უნდა მეპოვა :)ამიტომ რჩევები კარგია, მაგრამ ამის გასაკეთებლად ნებისყოფაა საჭირო :(

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.