როგორ აშტერებენ ჯეო-გადაცემები ქართულ საზოგადოებას

by Sweety on 21 ოქტომბერი, 2009 · 35 comments

in გართობა,ცხელი პოსტები

საერთოდ რეალითი-შოუების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს თუკი ის გემოვნებითაა გაკეთებული. ასევე მუსიკალური კონკურსებიც ძალიან მიყვარს, თავადაც ვოცნებობდი რომელიმე კონკურსში მოხვედრაზე და “ვარსკვლავების აკადემიის” ერთ-ერთ კასტინგზეც გავედი, მაგრამ ის რაც ამ წუთას საქართველოში ხდება, ყველანაირ ჩარჩოს სცილდება.

ჩვენი რამდენიმე მილიონიანი საზოგადოება გადიდებული თვალებით უყურებს ტელევიზორში (და ახლა უკვე myvideo.ge-ზეც) ჯეო-სტარის ”პრიკოლებს”, რასაც სხვანირად ეწოდება – ”გაუგებარი არსებების ყროყინი კამერის წინ, 5 წუთიანი დიდების მოსაპოვებლად”.

ხოლო ჟიურის მარადმწვანე წევრი, ქალბატონი მარინა ბერიძე, ყოველ ახალ კასტინგზე, რომელიმე სოფლიდან ჩამოსულ მსხვერპლს ისეთ დამცირებას და ჯოჯოხეთის ქარ-ცეცხლს უწყობს, რომ ალბათ ის ადამიანი მთელი ცხოვრება ხმას ვეღარ ამოიღებს სასიმღეროდ.

და ეს ყველაფერი ქართველ მაყურებელს უხარია!

ყოველი ახალი “პრიკოლი” ვიდეო თქვენს დღეებს ალამაზებს, თქვენს უინტერესო ყოფას საინტერესოს ხდის, თქვენს უმიზნო ცხოვრებას უჩენს მიზანს და საბაბს რომ ვიღაცის დასცინოთ, შეურაცხყოთ, ფორუმებზე თემები გახსნათ, საკუთარი “მე” აიმაღლოთ, ვიღაცაზე მაგარი გამოჩნდეთ.

3033ნიკა მემანიშვილს ეყო ნამუსი და წავიდა ჟიურიდან. იმედია აღარ დაბრუნდება, თორემ მისამდი პატივისცემა სულ დამეკარგება. ნატო მეტონიძემაც ეტყობა ვეღარ გაუძლო ამ ”ნიჭიერების ოლიმპოს” და ნიკას მიჰყვა უკან.

მაგრამ დედა-ბერიძე ვერ მოიშორა ქართულმა მუსიკალურმა სამყარომ. ჯერ არ აუღია საკმარისი ქრთამები და ისე არ გაუსქელებია ჯიბეები, რომ წასვლა უღირდეს.

საცოდავი მონაწილეები კი რაღაც იდიოტურ სიმღერებს იზეპირებენ კვირიდან კვირამდე და ბოლოს ნერვებ დაწყვეტილები ელოდებიან, ამჯერად რას ინებებს ჟიური.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინმეს სადმე გინახავთ ჯეოსტარიდან გამოსული გავარსკვლავებული მომღერალი?

ყველაზე მაქსიმუმი, რასაც მიაღწიეს, რომელიმე ძვირადღირებულ რესტორანში საღამოობით სიმღერაა.

ნუთუ ამისთვის შედიან ამ პროექტებში, რომ მერე რესტორნებში იმღერონ? თუ – კი – ღმერთმა გაუმარჯოთ! უფრო და უფრო მეტი რესტორნები ჰქონოდეთ სასიმღერო ასპარეზად!

მეორე პროექტი, რომელიც მუდამ გაუგებარი იყო ჩემთვის – ჯეო-ბარი გახლავთ. აბსოლუტური ”ინტელექტის ზეიმი” და ”ორიგინალურობის პიკი”! უგემოვნო, ვითომ ექსტრავაგანტული, კუდაბზიკა მონაწილეებით.

ამ პროექტს არ ჰქონდა არც მიზანი, არც სტრატეგია. მთელი იდეა იყო იმაში, რომ რომელიმე ვაჭრობა-ჩავარდნილი კლუბი აეღორძინებინათ, მაგრამ საბოლოოდ ყველა კლუბი დააქციეს, სადაც შევიდნენ.

თბილისელი ახალგაზრდობა კი რიგებში იდგა(!) ამ პროექტის კასტინგებზე მოსახვედრად, ისევ და ისევ 5 წუთიანი დიდებისთვის. myvideo.ge-ს სერვერი გადაიტვირთა მულატკას სექსუალური სცენის ნახვების რაოდენობისგან.

საბოლოოდ კი ფინალამდე ის მიდიოდა, ვისაც უფრო მეტი წინასწარ ნაყიდი მონო-ბარათები ჰქონდა გარეთ დატოვებული. უმეტეს შემთხვევაში კი, რაღაც მანქანებით, გამარჯვება მაინც აუცილებლად ვინმე ლტოლვილს ერგებოდა ხოლმე.

მახსოვს რეალითი შოუების ბუმი მამუკა ღლონტმა დაიწყო თავისი პირველი ქართული რეალითი-შოუთი ”ამტანი”, რომელსაც თითქმის ყველა უყურებდა.

”ამტანის” ერთ-ერთმა ფინალისტმა შავტუხა გოგომ, რომლის სახელიც არ მახსოვს, მაგრამ თავი მხოლოდ იმით დამამახსოვრა, რომ ყველა მონაწილე ბიჭს ეტმასნებოდა, განაცხადა: “ეს პროექტი წარმატებას, ბევრ შემოთავაზებას და დიდებას მომიტანსო“.

დღეს ის გოგო სად არის, კაცმა არ იცის. მან შესაძლოა მოიპოვა ცნობადობა, მაგრამ არა – პოპულარობა, ფული და წარმატება.

ჰოდა, რატომ ხარჯავდით დღეში თუნდაც ორ საათს იმ უნიჭო მონაწილეების ყურებით, რომლებმაც შოუდან გამოსვლის შემდეგ ვერაფერი ვერ მოახერხეს ცხოვრებაში, რომ მიღებული პოპულარობა შეენარჩუნებინათ?

იგივე ბედი ეწია ნებისმიერ ჯეობარელს – ვინ სად წავიდ-წამოვიდა ვერავინ გაიგო. ისევე ჩაიკარგნენ ხალხში, როგორც ერთ ღამეში გახდნენ პოპულარულები და ცნობადები.

შოუს სპონსორებმა კი ბლომად ფული მოხვეტეს ახალ “ფულის მახე” პროექტებზე დაიწყეს ფიქრი.

{ 1 trackback }

Justsimpleguy's Blog
21 ოქტომბერი, 2009 at 10:02 pm

{ 34 comments… read them below or add one }

1 mr.picasso 21 ოქტომბერი, 2009 at 7:39 pm

აუ გაიხარე მარ მეც მაწუხებს ყველა ამ უნიჭოების კონცერტზე რომ ლაპარაკობს ხოლმე საშინელებაა

პასუხი

2 LუX 21 ოქტომბერი, 2009 at 7:47 pm

ბერიძე კაია.
დებილმა უნდა იცოდეს რო დებილია :ყეს:

:P

პასუხი

3 irinka 21 ოქტომბერი, 2009 at 7:49 pm

კარგით რა, თეიქ ით იზი, რეალით–შოუები მთელ მსოფლიოშია და ყველგან დაბალ დონედ ითვლება, ყველგან მასაზეა ფოკუსირებული. ეს აპრობირებული მეთოდია მაყურებლის მოსაზიდად და რეიტინგის ასაწევად. მით უმეტეს კომერციული ტელევიზიები არასოდეს ამბობენ უარს რეალითი–შოუებზე, არც აქ, და არც მსოფლიოში. მასა ყველგან მასაა და ასეთ სისულელეებს ყოველთვის ექნებათ რეიტინგი. სამწუხაროა, მაგრამ ამაზე გულის წასვლები და ვენების გადაჭრები არ ღირს, უარს ამის გაშვებაზე და ყურებაზე მაინც არავინ იტყვის. ხალხს ყოველთვის ჭირდებათ ეგეთი შტერი განტევების ვაცები ;) ან საერთოდ, ვინ ეხვეწება ამ ხალხს მიდი და კასტინგში მონაწილეობა მიიღეო? 5 სეზონი მაინც ხომ არის რაც ეს მარინა ბერიძე ერთ ამბავშია კასტინგებზე? ვერ ისწავლეს ჭკუა? თუ ვეერ ისწავლეს და უარესი მათთვის, რუსთავი 2 ფულს აკეთებს და ასეთ იოლ რეიტინგზე და ფულზე უარს არავინ იტყვის:)
(ნუ სამწუხარო რეალობა რომაა, ამაზე არ ვდაობ)

პასუხი

4 geoskeptic 21 ოქტომბერი, 2009 at 8:04 pm

პიკოლინასაც ჰქონდა ზუსტად მაგ თემაზე ბლოგი რასაც საკმაოდ გრძელი დისკუსია მოყვა კომენტარებში :)

პასუხი

5 Sweety 21 ოქტომბერი, 2009 at 8:15 pm

ჩვენ პიკოლინას ბლოგს არ ვკითხულობთ ;)

პასუხი

6 Landish 21 ოქტომბერი, 2009 at 11:11 pm

ვინ “ჩვენ”? შენ თუ არ კითხულობ, არ ნიშნავს რომ “თქვენ/ჩვენ” არ კითხულობენ მაგას… :)

http://landish.ge/2009/10/21/re-sweet-ge-rogor-ashtereben-jeo-gadacemebi-qartul-sazogadoebas/ :)

პასუხი

7 ucnobinacnobi 21 ოქტომბერი, 2009 at 8:06 pm

ნუ ჯეობარზე გეთანხმები აბსოლიტურად ერთი ორ სიტყვას კიდევ წავამატებდი, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ თქვა თავის სიტყვა და რა სიტყვა ეს ჩანს :)

ჯეოსტარის “პრიკოლებზეც” გეთანხმები მაგის ჩაწერა მაგის ხალხისთვის ჩვენება და ფულის კეთება რათქმაუნდა არასწორია.

მარინა ბერიძეს რაც შეხება მისი “იმიჯი” შელახა უკმაყოფილო ხალხმა,
ეს უკმაყოფილება კი რომ არასწორია ზემოთ ხსენებული “პრიკოლებიდანაც” ჩანს

ხოლო რაც შეხება იმას რომ ჯეოსტარელები იკარგებიან. ეგ რათქმაუნდა არა გასაკვირი მაშინ როდესაც საქართველოში ესტრადა მკვდარია( შეადარეთ რუსეთს იქ მსგავსი გადაცემებიდან მართლაც არის შედეგი)

ვოტ :)

ეხლა ყვავა მოვა და ის გიპასუხებს ჯეობარზე :)

პასუხი

8 Sweety 21 ოქტომბერი, 2009 at 8:27 pm

ყვავა აქ ვერ აკომენტებს! :D

პასუხი

9 ანკა სტურუა 21 ოქტომბერი, 2009 at 8:10 pm

მემგონი ასეთი ჩაღრმავებაც არ ღირდა ამ თემაზე:) რეალითი შოუები კეთდება ზუსტად იმ ხალხისთვის ვინც ასე მონდომებით უყურებს მათ. ფაქტი ერთია, ძალიან ბევრი ადამიანი ჩართულია შოუებში და ძალიან კმაყოფილი უყურებს ამ ყველაფერს, ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია. რეალურ შოუებს საკმაოდ დიდი რეიტინგი აქვს.
ხოლო რაც შეეხება ნიკა მემანიშვილის და ნატო მეტონიძის ჟიურიდან წასვლას, არ შეიძლება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ესეთი განცხადებების გაკეთება,რომ მათ ვეღარ გაუძლეს…და ნამუსი ეყოთ.. და ასე შემდეგ. არავინ არ იცის, ყოველშემთხვევაში ესე სახალხოდ არასოდეს არ უთქვამთ არც ნიკას და არც ნატოს რატომ დატოვეს ჟიური და ყოველგვარი მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია არასანდოა:)

პასუხი

10 Alexander 21 ოქტომბერი, 2009 at 8:20 pm

სვითი, დედუნას რას ერჩი?? :) :):) ხალხი თუ ერთობა, რა პრობლემაა მერე? გართობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რაღაც ხომ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაზე, აბა მარტო ჩვენი ბლოგებით ხომ ვერ ისულდგუმელბს ხალხი, მით უმეტეს ვისაც ინტერნეტი არ აქვს და კომპიუტერი არ იცის :)
გართობა კაი რამეა და თუ რამე სახალისოდ კეთდება, ცუდი რატომაა ვერ ვხდები მაინც მთელი პოსტის წაკითხვის შემდეგაც.
მართალია დედუნა ზოგჯერ ნამეტანი “იაზოა”, მარა რას იზამ, აბა იაზო რომ არ იყოს, არც საყურებელი იქნებოდა ეს შოუ :)
ჩემი ფავორიტი ზესტაფონელი “ბოშათა ბანაკია” და დიშინი დინინის მაგივრად მთელ ბანაკს დავპატიჯებდი ახალი სეზონის გახსნაზე :)
აბა ცუდია? ვინ ამღერებდა დშნ დნნ-ს სხვა სიტუაციაში ფილარმონიაში :) ძალით ხომ არავის ექაჩებიან.
კი, გასაგებია რომ ხარისხი ზოგჯერ საკმაოდ დაბალია გადაცემების, ბევრი რამ საეჭვოდაც გამოიყურება ხოლმე, და შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ჩვენ რომ ვიყოთ მათ ადგილზე უკეთ გავაკეთებდით, მაგრამ აბა წარმოიდგინე ერთი წამით, ეს გასართობებიც რომ არ იყოს, რას ვუყუროთ, უფრო სწორად ხალხმა რას უყუროს? აქუბარდიას? ისედაც გარეკილი გაქვს მოსახლეობის უმეტესობას, და ასე სულ გავრეკავდით :)
ასე რომ რაც არის არის. ხარისხზე შევედავოთ, გავაკრიტიკოთ, და მოვითხოვოთ, რომ რაც მეტი იქნება მით უკეთესი. არც ჩვენს ჯიბეში ძვრება ძალით ვინმე დაამესიჯეთო.
დიდი “კრიტიკა” კი გამომივიდა შენი პოსტის, მაგრამ ია ტაკ დუმაიუ :) :):) იმედია შენ არაფერი გეწყინა :)

პასუხი

11 ნატ0 21 ოქტომბერი, 2009 at 8:30 pm

ჯეოსტარს რაც შეეხება მე მაგ შოუს ვერ ვუყურებ, ძალიან მოსაწყენი რამე და ალბათ ‘შოუ’ ხმამაღალი ნათქვამია.

აი კასტინგს კი ვუყურებდი და მართლა სასაცილო იყო. აუ თუ ვერ ხვდები რომ არ შეგიძლია სიმღერა რატო მიდიხარ ვიღაცა ხარ, მთელი ქვეყნის სასაცილო გაიხადეს თავი. :D

პასუხი

12 გიოოო 21 ოქტომბერი, 2009 at 9:08 pm

ბოდიში მაგრამ ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. ზუსტად ვაპირებდი ბლოგზე დამეწერა სტატია რეალითი შოუების შესახებ და ფაქტიურად პასუხად გამოვა შენი სტატიისა :)

პასუხი

13 zurriuss 21 ოქტომბერი, 2009 at 9:38 pm

ძალიან საინტერესო თემა წამოჭერი! მოკლედ, არის ასეთი ადამიანი, სახელწოდებით საიმონ ქოუელი, რომელსაც მთელი მსოფლიო უხდის ფულს “ჯეოსტარის” მაგვარ შოუებში. http://en.wikipedia.org/wiki/Simon_Cowell
სხვათა შორის “ჯეოსტარიც” მისი იდეის ნაწილია. Britain’s Got Talent–ში, თუ დააკვირდებით, ჟიურის სამივე წევრი გაცხარებული მსჯელობს და არგუმენტებით ასაბუთებს თითოეული კანდიდატს ყოფნა–არყოფნას. რა ხდება ჩვენთან? იტყვის დედუნა და ჭოლაცა და ჟიურის სხვა წევრიც, სხვადასხვა ტერმინოლოგიის გამოყენებით, ეთანხმება მის მოსაზრებას. რატომ? ან კიდევ, განსხვავებული აზრის გამოთქმა ასე მიუღებელია მათთვის? თუ სამივე ზუსტად იდენტურ მოსაზრებას ქადაგებს, მაშინ რა საჭიროა სამი ჟიური? იყოს ერთი მარინა და მორჩება ამით ყველაფერი.
მაგრამ კიდევ არის სხვა რამეც, რასაც სვითი ასევე შეეხო: ქნ. მარინა ბერიძეს, როგორც “ჯეოსტარის” მხატვრულ თუ მუსიკალურ მენეჯერს, ევალება, ყველა ეს ანთებული ვარსკვლავი და მათგან ბევრი კარგი მომღერალი “დააფრთიანოს” და პროფესიონალურ სცენაზე დააყენოს. დღესდღეობით ასეთი სცენა რესტორნებისას არ სცილდება. ერთ–ერთი უკვე პირადად გავიცანი…
გიორგი მეფისაშვილსაც კარგად ვიცნობ. იგი ამჟამად არ მღერის, სწავლობს. სიმღერაზე რომ ვკითხე, თუ ფული არ გაქვსო, არც არავის უნდიხარო. ნუ აღრ გავაგრძელებ.
პ.ს. ახალი ბლოგი გავაკეთე, რომელიც ჟურნალისტურ თემატიკაზე იქნება და იქაც შემოიარეთ! ;)

პასუხი

14 კიკიტო 21 ოქტომბერი, 2009 at 10:04 pm

ჯეოსტარიდან ამ პრიკოლებით გამოსული საზოგადოება უფრო პოპულარულია ვიდრე მონაწილეები და გამარჯვებულები :D აბა ვინ მღერის დღეს რომელიმე ჯეოსტარელის სიმღერას??? მაგრამ ზატო ყველა დნნნ დშნს გაიძახის :D

პასუხი

15 Andy 21 ოქტომბერი, 2009 at 11:01 pm

ჯეოსტარის მიზანი მეც ვერ გავიგე , ვინც იმარჯვებს რაა მერე ???

არადა რუსულ მსგავს პროექტებში მართლა არის შედეგი და თან ძალიან დიდი !

ეს უბრალოდ სამწუხაროა ქართულ რეალობისთვის !

პასუხი

16 Dissolved Girl 21 ოქტომბერი, 2009 at 11:14 pm

მიზანი? მსუყე თანხა :D

პასუხი

17 Sweety 22 ოქტომბერი, 2009 at 12:47 am

რა მსუყე თანხა, ვარსკვლავების აკადემიაში რა ხდებოდა იცი?

ქეთი ორჯონიკიძის ოჯახმა ფული ისესხა რომ ფინალში გაეყვანათ, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ლაგვილავას თავისი “ლტოლვილობა” ძალიან დიდ ქულებს უწერდა.
ამ ქვეყანაში, ან ლტოლვილი უნდა იყო ან ინვალიდი, რომ მხარი დაგიჭირონ!

ქეთი მაინც მეორე ადგილზე გავიდა, რა თქმა უნდა ლაგვილავამ მოიგო, რომელიც აბსოლუტური იდიოტია.

იმასაც მისცეს მანქანა და ამასაც.

დიტომ ის მანქანა 2 თვეში ააფეთქა – კუს ტბაზე. ვიღაც ნაშასთან ჟიმაობის დროს შემთხვევით ნახევრად ჩამქრალ კოცონზე გააჩერა მანქანა. ძლივს გადმოასწრეს ცოცხლებმა.

ქეთის ოჯახი კი გაყიდვას აპირებდა, რომ ვალები გაესტუმრებინა. (საბოლოოდ არ ვიცი გაყიდეს თუ არა)

იქიდან ვინც გამოდის, გინდ გამარჯვებული იყოს და გინდ დამარცხებული, მაინც დიდ მატერიალურ ზარალს იღებს მისი ოჯახი!

პასუხი

18 Alexander 22 ოქტომბერი, 2009 at 2:17 pm

ვაააჰჰაჰაჰაჰაჰაჰა, მანქანა აფეთქდაო ჟიმაობის დროოოს? ჰააჰაჰაჰაჰა რა მაგარიაა :) :) ასეთი რაღაცეები მომწონს :)

პასუხი

19 Dissolved Girl 27 თებერვალი, 2010 at 2:47 am

მსუყე თანხა არა მონაწილეებისთვის, არამედ ორგანიზატორებისთვის: )) რა კარგ დროს ვნახე პასუხი? :) )

პასუხი

20 Candy 21 ოქტომბერი, 2009 at 11:03 pm

ის ხალხი უფრო დაბალი დონეა ვინც ამ გადაცემებს უყურებს, ჩემი აზრით..ან რავიცი, “პრიკოლებს” და რაღაც ესეთ მარაზმებს.

პასუხი

21 ლილიანი 21 ოქტომბერი, 2009 at 11:12 pm

გოგო გაგიჟდი :D მაგრამ იმიტომ არა ეს რომ დაბლოგე სხვა რამის გამო :)

აგრესია ბადებს აგრესიას!

პასუხი

22 Sweety 21 ოქტომბერი, 2009 at 11:20 pm

მთაწმინდიდან მაგარი ხედია და თან დაღმართი… :D

პასუხი

23 Spieler 22 ოქტომბერი, 2009 at 7:23 am

მე ქვემოთ არავის დავხვდები და შენ კიდე რო დახვდე რა…

პასუხი

24 თაზო 21 ოქტომბერი, 2009 at 11:14 pm

ცოტა გაერთეთ, გაიცინეთ და გადართეთ. მოგეშვებათ :)

პასუხი

25 როდრიგო სანტორო 21 ოქტომბერი, 2009 at 11:46 pm

კარგით რაა? ისეთი უდონო ხალხი მართლაც გასალანძღია. თან იცი რომ პრიკოლებში მოხვდები!!!

მაპატიეთ, მაგრამ ვერხვის მაგივრად უერხვს რომ იტყვი და “ლ”-ს პრობლემა გაქვს ამხელა აუდიტორიის წინაშე არ უნდა გამოდიოდე!! შეგნება არ აქვთ. თან წარმოდგინე მანანა რამდენ ასეთს ისმენდა. მე მაგალიტად გავრეკავდი.

საერთოდ დაბალი დოენა ზალიან საქართველოში, გაუნათლებელი ახალგაზრდობა.

დნნდშნს რომ გაიხდიან გმირად და ვიღაც სოფლელებს.ჭოლველებს და ნარკოანებს და ლოთებს. ფუჰ

პასუხი

26 Sweety 22 ოქტომბერი, 2009 at 12:39 am

უნიჭოები თუ ვართ და გაუნათლებელი ახალგაზრდობა გვყავს ჯეო-სტარი კი არ უნდა გვქონდეს, განათლების რეფორმებს უნდა ვატარებდეთ შესაბამისს :D

პასუხი

27 Landish 22 ოქტომბერი, 2009 at 12:05 pm

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ჯეოსტარი და ჯეობარი ნაგავიაო და ვარსკლვავების აკადემია აი რაღაც ძაან მაგარიო რა… :D

პასუხი

28 თაა 22 ოქტომბერი, 2009 at 2:55 pm

დნნ, დშნ
ფერიჩიტააააააააა
დნნ, დშნ

პასუხი

29 აკო 22 ოქტომბერი, 2009 at 3:10 pm

სალამი ყველას.. მეც ნერვებს მიშლის მარინა ბერიძე, სხირტლაძის უნიჭო, კახური ხუმრობები ყელში ამომივიდა უკვე.. საშინელებაა..

პასუხი

30 Ladybird 25 ოქტომბერი, 2009 at 8:54 pm

ასეთი შოუები მთელს მსოფლიოში გადის. ყველგან არის უნიჭოც და ნიჭიერიც. არაა აუცილებელი, რომ ყველა გამარჯვებული დასაქმებული და ცნობილი იყოს. გასართობი გადაცემაა და თავისი მაყურებელი ჰყავს. ვისაც არ მოსწონს არ უყურებს, ვისაც მოსწონს უმესიჯებს კიდეც. ასე ძალიან გულთან მისატანი ამბავი ნამდვილად არაა ეგ. აბა სულ კურიერს ჩემმა მტერმა უყურა :) ))
ჰო, რაც შეეხება ქვეყანაში განათლების დაბალ დონეს, მაგ თემაზე მართლა დისერტაცია შეიძლება დაიწეროს. მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ არაა აუცილებელი ყველა განათლებული იყოს (აბა ყანა ვიღაცამ ხო უნდა დაბაროს? მზესუმზირა ვინმემ ხომ უნდა გაყიდოს?). ხოლო ვისაც მეტი ინტელექტის შეძენა სურს, მთავარია მონდომება და ყვეალფერი შესაძლებელია. და კიდევ ერთი და მთავარი: წიგნი, წიგნი და ისევ წიგნი!!! (ინტერნეტი მხოლოდ გართობისთვის)და ბოლოს, არც ისეთი გაუნათლებელი ერი ვართ, ამ მხრივარ მთლად კატასტროფულად არაა საქმე, თორემ არც რა?სად?როდის? და არც ჩვენი ბრწყინვალე მოაზროვნეები გვეყოლებოდნენ ;)

პასუხი

31 Gvaancaaa 3 ნოემბერი, 2009 at 8:30 pm

წავიკითხე აბსოლუტურად ყველაფერი,ზოგს ვამართლებ ზოგს არა,მარინა ბერიძე საკმაოდ სამართლიანად იქცევა,ააბა მიდი და დაჯექი და 3000 უაზროს მოუსმინე როგორია.. თუნდაც ეს ჯეო–შოუები,ეს რო არა მთელი დგე მართლა კურიერს ხომ არ უყურებდი ანდაც სერიალებს :) ) მე პირადად მარინა ძალიან მომწონს,სამართლიანი და ძალიან მაგარი ქალია :) და ჯეო–სტარიც საკმაოდ კარგი პროექტია, იქედან გამოსული შეილება დგეს არავინ არ ციმციმებს როგორც ვარსკვლავი მაგრამ ეს იმის ბრალია რო საქართველოში არი დაბალი დონე :) )

პასუხი

32 khatiaa 27 თებერვალი, 2010 at 7:11 pm

სვითი რატომ აყენებ ხალხს შეუარცხყოფას? თუნდაც ამ ფრაზით ”იდიოტი ლაგვილავა”. ვინ ნახა რომ ჟიმაობდა? მე შენგან სხვანაირ პოსტებს ველი.
ან არ ამოგივიდათ ყელში სულ იმის ძახილი, რომ ქართველებს ყველაფერი ცუდათ გამოგვდის? აბა მაშინ გადართეთ ”mezzo”-ზე და უყურეთ დახვეწილ ხელოვნებას. ასეთი შოუები ყველგან არსებობს და იქნება სულ, მიუხედევად იმისა მოგვწონს თუ არა საზოგადოების რაღაც ნაწილს. ე.წ. პრიკოლები სხვა ქვეყნის ჯეოსტარის მსგავს გადაცემებსაც აქვთ და უშვებენ ხოლმე იმავე მიზნით როგორც რუსთავი2.

პასუხი

33 Sweety 27 თებერვალი, 2010 at 7:28 pm

არ მევასება ეგ ლაგვილავა და მიმაჩნია რომ იდიოტია, ჰოდა ვწერ ჩემს პირად დღიურში. ვისი რა საქმეა…

პ.ს. მაინც როგორ პოსტებს ელი ჩემგან, ძალიან მაინტერესებს! :)

პასუხი

34 khatiaa 27 თებერვალი, 2010 at 11:18 pm

და ასე აგრესიულად რატომ? :) ესე იგი ჩემი რა საქმეა? მგონი ცოტა აგრესიული მიმართვაა არა?
მოდი თავდაპირველად შევთანხმდეთ იმაზე რომ არ მეჩხუბები და აგრესიით არ მომმართავ. შევამჩნიე შენს კომენატრებში რომ ოდნავ ვინმეს შენგან განსხვავებული აზრი თუ აქვს ზოგჯერ შეურაცხყოფასაც აყენებ ხოლმე შენი პასუხით, ან აგრესიას ავლენ, ეს ეტყობა თვითნებურად ხდება. მოდი უბრალოდ ვიკამათოთ ამ თემაზე როგორც შეშვენის ორ წესიერ, საღად მოაზროვნე ადამიანს :) მეგობრებთანაც ხომ გიკამათია? განა აგრესია გამოგივლენია მათ მიმართ იმიტომ რომ განსხვავებული აზრი აქვთ შენგან? მგონი არა ხომ? ხოდა წარმოიდგიენ რო უბრალოდ შენი ერთ-ერთი მეგობარი ვარ და ვკამათობთ რაღაცაზე, რათა საბოლოო დასკვნამე მივიდეთ.
პირველ რიგში ჩემო სვითი, შენ ერთ-ერთი ყველაზე წარმტებული ბლოგერი ხარ ქართველ ბლოგერთა შორის და ამიტომ ეს გვერდები შენი პირადი დღიური აღარაა, რადგან უამრავი ადამიანი კითხულობს და მათ შორის მეც. ასე რომ ძალიან ბევრის საქმეა აქ რას დაწერ. ლაგვილას არც პირადადა ვიცნობ და არც მისი მხარდამჭერი ვყოფილვარ მაგრამ ადამიანს ასე მოურიდებლად ეძახო ”იდიოტი”მართებულია? გასაგებია დაწერო რომ ნეგატიურად ხარ განწყობილი, მაგრამ ეგ სიტყვა ხომ შეურაცხყოფაა? მითუმეტეს უმიზეზოდ. წარმოიდგინე მე ვწერ ჩემს ბლოგზე ”სვითი იდიოტია”, აი ყველ;ანაირი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ვხსნი, რომ არ მევასება და მაგიტომაა იოდოტი?! მოგეწონება? არა ხომ? და მართალიც იქნები. რა უფლება მაქვს რომ იდიოტი გეძახო როცა პირადად არ გიცნობ და ჩემს მიმართ არაფერი ცუდი ჩაგიდენია.
რაც შეეხბა იმას რომ მკითხე ჩემგან როგორ პოსტებს ელიო. ველი ისეთებს როგორსაც წერ ხოლმე, მიუკერძოებელს, სწორს და მართალს, თუნდაც ჩვენგან, შენი მკითხველებისაგან ბევრად განსხვავებული აზრი გონდეს მაგრამ ლამაზად და კარგად გადმოსცე. არა ისე ვიღაცეები შეუარცხყო.
სიამოვნებით დაგიწერდი ჩემს აზრს მაგ შოუებთან დაკავშირებით, მაგრამ მგონი ისედაც ბევრი ვწერე ხომ? :) ბლოგზე გავაკეთებ ჩანაწერს მაგის შესახებ.
არ გეწყინოს სვითი, მე კარგი გულით დაგიწერე და არა ცუდათ. მიიღე სხვისი აზრი და რჩევა, ნუ გგონია რომ აუცილელბად ყველა ბოროტულად მოგწერს. წარმატებები :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</