საახალწლო საჩუქარი ქართველი ბლოგერებისგან – Part II

როგორც შეგპირდით, ვიდეო დამონტაჟდა და Youtube-ზეც დაიდო.

უკვე იმდენჯერ ვუყურე, სიმღერაც მომბეზრდა და თქვენი სიფათებიც :D თავიდან ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოსკენ უკვე აბსოლუტურად უემოციოდ ვუყურებდი. (ერთადერთი, 1:42-ზე რატომღაც გული მეკუმშება…)

აი ეს არის რეჟისორის / ორგანიზატორის ხვედრი. They can never enjoy their own art. :D

საბოლოო ჯამში ამ ემოციების გათვალისწინებით მგონია, რომ ბანძია. იმედია თქვენ მაინც მოგეწონებათ.

სანამ ჩართავთ –

პირველ ყურებაზე გამორთეთ ანოტაციები მარჯვენა ქვედა კუთხიდან (მანდ მხოლოდ თქვენი ბლოგების ლინკებია, რაც მგონი ისედაც იცით)

გაუშვით FullScreen-ზე! ზოგიერთი ეფექტი პატარა ფანჯარაში არ ჩანს. :)

* * *

სასიამოვნო ყურებას გისურვებთ..

:)

* * *

გილოცავთ ახალ წელს!

P.S. სიმღერის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან. :) All-I-Want-For-Christmas.mp3

64 Comments

  1. აუუუ ძალიან მომეწონაა, რა მაგარიაააააააა
    საღოლ მარ, ძალიან კარგი ხარ ასეთი რაღაც რო წამოიწყე :*

  2. ძალიან მომეწონა
    თბილია და მხიარული და საყვარელი
    ვინანე რომ ვერ მოვახერხე :(
    მაგრამ რას ვიზამ, შემდეგში უფრო დიდხნიანი დედლაინები დაგვიწესე ხოლმე ასეთ საინტერესო წამოწყებებში

  3. ვაიმე რა მაგარია აააა
    ცრემლი მომადგა სიხარულისგან

    ვამაყობ შენით მარუს :user: :love:

  4. აუუუუ მაააარ რა დზალიან მაგარიააააააააააააააააააააა!!!!! აი ძალიან მომეწონააა!!!! დიდი მადლობაააააა :*:*:*:*:*

    1. რატომღაც გაგსპამა აკისმეტმა :)))

      აკისმეტიც კი გიცნობს ტომა :*

  5. ვაიმე აი ძალიან ძალიან ძალიან მაგარი იყო
    სიტყვები არ მყოფნის

  6. მეორედ ვუყურე ახლა და აი, გულისამაჩუყებლად საყვარლები ხართ :უსერ:

    სვით, კარგი გოგო ხარ შენ ასეთი იდეისთვის : )

    პ.ს ყველას რაღაც კარგად აქვს გაკეთებული, და 1:42 უსაყვარლესი კადრია :ლავ:

  7. ნახვად ღირდა, კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.. გილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს!!!

    // P.S. არ ვარ სპამერი, და მიხარია! ჩემი ცეცხლაკუდას ბრალია :P //

  8. მარ მაგარი ხარ!!
    მაგარია!!
    ვაფშე ძალიან გაასწორა და აუუ
    კაია მოკლედ
    და ხო თაზოს და კიდევ რამდენიმე ბლოგერს საგოლ იმენა ზალიან მაგარი რამეები იჩალიჩეს
    მარა ნუ არა თაზო მაინც გენიალურია!!!

  9. მე ლანდიშას იდეა მოომეწონა :D უკეთესადაც შეიძლებოდა გაკეთება, მაგრამ ეგ დამამახსოვრდა ყველაზე ძაან :D
    ნუ თაზოც :))))

  10. … ისეთი ისეთი მაგარია.. მარა “სიტყვები არ მყოფნისო” ამაზეა ნათქვამი ეტყობა.. მადლობა,მარი :)

  11. ეეე რა მაგარია რო ყველას მოგეწონათ!!!! <3

    მიყვარხართ ბავშვებო! <3 ასეთი კომენტების ხათრით კიდე გავაკეთებ რამე ეგეთს <3

    <3 <3 <3

    ამ ვიდეოს რო ვამონტაჟებდი ყველა განსაკუთრებულად შემიყვარდით, და ყველას მიმიკებში, ყველას ფოტოებზე რაღაც დამალულ ემოციებს ვკითხულობდი და ყველა თქვენგანი განსაკუთრებულად დავაფასე!

    მართლა ვიგრძენი ბლოგოსფეროს ძალა, ერთიანობა და რაც მთავარია - ახალი წლის მოახლოება!

    და კიდევ ის რომ რაღაცის შეცვლა ყველას ერთად მართლა შეგვიძლია! თუ სამყაროს ვერ შევცვლით, ადამიანებს კეთილ ემოციებს მაინც მივანიჭებთ და ერთმანეთს მაინც გავათბობთ!

    40 განსვავებული ადამიანის გასათბობად კი მართლაც ღირს ცხოვრება!

    მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით! (და ნუ ჩემი თავითაც, რომ არ დამეზარა ამ ყველაფრის თაოსნობა :D )

  12. ძალიან, ძალიან კარგი გამოვიდა.

    არც კი გამოვყოფ არავის, იმიტომ, რომ ყველანი ერთად ძალიან საყვარელ რაღაცაში გავერთიანდით.

    :)

    :პოლიტიკოსისსპიჩი:

    :D

  13. რამდენჯერ ვუყურე უკვე აღარც ვიცი! და რაც მთავარია, ყველას ბლოგი რომ გვაერთიანებს, ეგ არის კიდე მაგარი! თითქოს ერთი ადამიანის შვილებივით ვართ… :$ მიყვარხართ სულ ყველაააააააა!

  14. ოქრო ხარ, ოქროოოო!!!!
    ძალიან მაგარი გამოვიდა. მერამდენედ ვნახე… ნუ რა ვიცი :)))
    დღეს ტელეფონში ისეთი სასიამოვნო ხმა გქონდა, ერთ დღესაც პოდკასტად რომ არ აქციო, მთელს შენს ფანობას გაუტყდება :D
    აბა ჰე და აბა ჰო, გილოაცავ შობა-ახალ წელსო :)))

  15. The Best Vidiu Ever – ბლოგერის გენიალიზმის ნიმუში. :)

    და აქვე: ბლოგროლზე ვერ ვრეგისტრირდები, ნაზლო არ მიგზავნის მეილს. თავიდანაც ვერ ვრეგისტრირდები, ეს იმეილი არისო უკვეო..

  16. სვიიიით, ძალიან ძალიან მაააგარია! ყოჩაღ! :D გადავირიე, ისე მომეწონა… გამამხიარულა და კარგი განწყობა შემიქმნა:) ვნანობ, რომ არ შემოგიერთდით :შ:* მაგარი რაღაცაა:):)

  17. კაი იყო მეც როგორც ყველას ძალიან მომეწონა… ორიგინალური მხიარული და საყვარელი რაღაც იყო კაია მართლა :* :) კარგები იყავით ყველა ყველა :)

Leave a Reply