საახალწლო საჩუქარი ქართველი ბლოგერებისგან – Part I

by Sweety on 27 დეკემბერი, 2009 · 24 comments

in ბლოგოსფერო,განცხადება,კრეატივი

რამდენიმე დღის წინ, თავში გენიალური იდეა მომივიდა: გამეკეთებინა ქართველი ბლოგერების საახალწლო მილოცვა დანარჩენი სამყაროსადმი.

იდეა ერთ-ერთ უცხოურ ბლოგზე ნაპოვნმა პოსტმა შთამაგონა, მაგრამ იქ ცოტა უფრო ბანძად იყო გაკეთებული და ამიტომ მათი შეცდომის გამოსწორება მე განვიზრახე. (პოსტის ლინკს შეგნებულად არ ვდებ, რომ ჯერ-ჯერობით  სიურპრიზის ეფექტი არ გავაფუჭო!)

მოკლედ 50-მდე ბლოგერს გავუგზავნე ამ პროექტში მოწვევის წერილი და უმრავლესობამ დასტურით მიპასუხა.

ყველას დავუგზავნე გარკვეული ფრაზები და მათი დავალება იყო რომ ამ ფრაზების მონაწილეობით გადაეღოთ კრეატიული ფოტოსურათები.

20-მდე ბლოგერის ნამუშევარი უკვე ჩემს ლეპტოპში ძევს და დამონტაჟებაც დავიწყე.

ისე მიხარია ვერ აღგიწერთ. კლიპის დამონტაჟებულ ნაგლეჯებს რომ ვუყურებ თვალზე ცრემლი მადგება…

უბედნიერესი ვარ, რამე ასეთ გრანდიოზულს რომ ვიწყებ და ხალხიც ამყვება ხოლმე.

დღეს ველოდები უმრავლესობის ფოტოსურათებს.

გთხოვთ არ დაიზაროთ და რამე უბრალო მაინც გადაიღოთ, თორემ ეს ვიდეო 10,000 ნახვას რომ გადააჭარბებს youtube-ზე, მერე გული დაგწყდებათ. :D

თანაც ყველა ბლოგერის ფოტოზე მისი ბლოგის ლინკი განთავსდება.

მაშ ასე, ყველამ გამოიგზავნეთ ფოტოები და დაელოდეთ ქართული ბლოგოსფეროს ისტორიაში ყველაზე ლამაზ და ამაღელვებელ მუსიკალურ ვიდეო-კლიპს!

ერთ-ერთი სურათი რომელიც ძალიან მომეწონა:

თორნიკე

თორნიკე

P.S. ვინც ჯერ კიდევ არ იცით ამ პროექტის შესახებ, მომწერეთ კომენტარებში და ვეცდები ჩაგსვათ სცენარში. ზოგმა ბლოგერმა უარი თქვა გუშინ და ფრაზები ჯერ კიდევ დარჩენილია…

(მონაწილეობისთვის აუცილებელია ბლოგის ქონა!)

P.P.S. კლიპი პირველ რიგში გაჩნდება Sweet.ge-ს ოფიციალურ Youtube-ს არხზე. ასე რომ თუ youtube-ზე დარეგისტრირებული ხართ, დამ--ეთ და თვალი ადევნეთ განახლებებს.

{ 24 comments… read them below or add one }

1 თინი 27 დეკემბერი, 2009 at 7:00 pm

:love:

ვკვდები ინტერესით რა გამოვა და ზუუსტად ვიცი იქნება საუკეთესო საახალწლო რამე ბლოგოსფეროში :love:

პასუხი

2 piccolina 27 დეკემბერი, 2009 at 8:27 pm

ვუი, ვუი
მისამართი თუ იქნება მითითებული, მე piccolina.ge მიმითითე
რამდენიმე დღეში იქნება უკვე :ჯუმპ:
მე ძალიან მომეწონა იდეა

პასუხი

3 ლიშთოთა 27 დეკემბერი, 2009 at 8:32 pm

ველით, ველით…

პასუხი

4 ლილიანი 27 დეკემბერი, 2009 at 8:34 pm

ჰაჰააა ბლინჩIკი რა ვიდზეა ფოტოში :) ))
ქუულ :D მე ეტყობა ზე რეაქტიული ვარ მოერე დღესვე რომ ვცადე გაკეთება :D

პასუხი

5 კოსმოსურ სივრცეებში.. 27 დეკემბერი, 2009 at 8:41 pm

მაინტერესებს მე :)

პასუხი

6 კიკიტო 27 დეკემბერი, 2009 at 8:46 pm

ძალიან ძალიან ველი :) )

პასუხი

7 მბლოგავი 27 დეკემბერი, 2009 at 9:48 pm

კარგი იქნება ნამდვილად :u: არ წაეთრია ჩემს ძმას ციფრული ეგვიპტეში, მეც ხომ ვიქნებოდი :user:

პასუხი

8 თაზო 27 დეკემბერი, 2009 at 9:53 pm

ვაიმე დედა! :D :D :D :D

პასუხი

9 Kate 27 დეკემბერი, 2009 at 11:28 pm

ზიზია რა საყვარელია…..
:*

აუ ჩემი ციფრული მეგობარს აქვს, თორემ დიდი სიამოვნებით გადავიღებდი :მო:

პასუხი

10 კუდა 27 დეკემბერი, 2009 at 11:50 pm

ჩემი კაცი <3
ჩემი შეღებილი კაცი <3
მოუთმენლად ველოდები ვიდეოს :ჯამფ:

პასუხი

11 antimelancholy 27 დეკემბერი, 2009 at 11:59 pm

mec minda fraza, ikneb rame movifiqro ))

პასუხი

12 28 დეკემბერი, 2009 at 12:23 am
13 თათია 28 დეკემბერი, 2009 at 1:21 am

50 ქართველ ბლოგერში არ მოვხვდი :(
:ბუტ:

პასუხი

14 ნატოშა 28 დეკემბერი, 2009 at 2:53 pm

ბუტ კი არადა.. გასაროზგი ხარ. ბოლოს როდის განაახლე ბლოგი? :)

პასუხი

15 OTO 28 დეკემბერი, 2009 at 1:23 am

Тема, you’re the MAN : P

ძალიან კარგი გამოვა დარწმუნებული ვარ : )

გილოცავთ წინასწარ ( :

პასუხი

16 utvino 28 დეკემბერი, 2009 at 2:08 am

მე გუშIნ ვნახე მეილი : ( ((((((((

პასუხი

17 Sweety 28 დეკემბერი, 2009 at 3:35 am

@ უტვინო, ქეით, თათია,

იმეილი მოგწერეთ და ნახეთ :)

პასუხი

18 Dissolved Girl 28 დეკემბერი, 2009 at 12:25 pm

ra kargi gogo xar ro gadaitane dedlaini:X udzaanesad minda, sagamos gamogigzavni :* :*:*

პასუხი

19 iBok 28 დეკემბერი, 2009 at 12:43 pm

ჰეჰე, კაი რაღაც იქნება. მთელი სულით და გულით ველოდები ვიდეოს :P

პასუხი

20 გიორგი 28 დეკემბერი, 2009 at 2:09 pm

ძალიან მაგარია.. :) რამდენიმე წუთში მეც გამოვგზავნი.. :) :)

პასუხი

21 utvino 28 დეკემბერი, 2009 at 6:47 pm

მე გამოვგზავნე :წითლ:

პასუხი

22 Dil-Ell-BFF 28 დეკემბერი, 2009 at 11:18 pm

ეს იქნება საუკეთესო ქართული ვიდეო

პასუხი

23 თაა 29 დეკემბერი, 2009 at 12:49 pm

აბა 27_შია დედლაინიო?

პასუხი

24 tb_parazitka 1 იანვარი, 2010 at 7:17 pm

აჰმ.. ცუდია.. ეხლა ვნახე ეს პოსტი თინისგან ტუ თინიდან თუ ჩერეზ ტუნი
ნუ ერთი ჩორტია მტავარია ტინია შუამავალი რომ მე ეს მენახა
არა მამენტ ვის აღელვებს მარა მაინც :D

ჰო თორნიკეს ფოტო მეც მომწონს :D ჰაჰ… არ ველოდი ბლოგზე თუ წავაწყდებოდი ჯერ უნიში მერე სამსახურში ახლა ბლოგზეც..
კაია..
მიყვარს ეგ ბავშVი <3

რა შუაში იყო ეხლა ეს. რატომ ვპოსტავ საერთოდ.
ა ხო, ის უნდა მეთქვა…

ცუდია რომ არ გიცნობთ ბლოგერებს [იქნებ კარგიცაა რევიც..] არა მეც ბლოგერი ვარ სეიძლება ითქვას. ნუუუ გარკვეულწილად :D ხოდა ცუდი რატომაა? ან კარგი რატომ უნდა იყოს.
მოკლედ. ესეც ერთი ჩორტია..

პრივეტ სწეეტ გილოცავ ახალ წელს.

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</