გამოკითხვა-კონკურსის შედეგები

ყველას მადლობას მოგახსენებთ გამოკითხვა-კონკურსში მონაწილეობისთვის.

მივიღე 68 სრულიად განსხვავებული და საინტერესო აპლიკაცია.

წუხელ ძალიან გვიანობამდე მე და ჩემი თანამშრომელი ამ პასუხებს ვაანალიზებდით და ზოგიერთი ისეთი საჭირო და სასარგებლო პასუხი აღმოვაჩინეთ, დავრწმუნდით, რომ მართლა ღირდა ამ გამოკითხვაზე ბიუჯეტის გამოყოფა.

რაც მთავარია, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ ჩემი ბლოგის მკითხველები ასეთი მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანები არიან.

გარდა ამისა, ზოგიერთი ისეთი პასუხი შემხვდა, გავიხიეთ სიცილით :D მინდოდა ამაზე ცალკე პოსტი დამეწერა და სასაცილო პასუხები გამომექვეყნებინა (რა თქმა უნდა ანონიმურობის სრული დაცვით), მაგრამ მეშინია ავტორებმა არ მიწყინონ და ამიტომ თავს ვიკავებ. :)

მართალია აპლიკაცია ძალიან გრძელი და ერთი შეხედვით რთული იყო (რაც ჩემი შეცდომაა!), მაგრამ გპირდებით, რომ მომავალში გავითვალისწინებ და ასე ძალიან აღარ გაგტანჯავთ.

ახლა ის, რაც ყველას ასე ძალიან გაინტერესებთ – გამარჯვებულების გამოვლენა.

თითოეული მონაწილის პასუხებს ვაფასებდით ორი კრიტერიუმით – კრეატიულობა და იდეის ჩვენი პროექტისთვის გამოსადეგობა.

თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პასუხები ფასდებოდა 1-დან 3-მდე ქულით. ამ დაჯამებული ქულების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.

ყველაზე კრეატიული და სასარგებლო პასუხებისთვის პრიზებით დაჯილდოვდებიან:

  1. ბექა – 6 ქულა

  2. ნანუკა – 6 ქულა

  3. კოკოლა – 5 ქულა

  4. თინი – 5 ქულა

  5. ცირა ვახანია – 5 ქულა

გილოცავთ და დიდი მადლობა ასეთი კარგი პასუხებისთვის!

ხუთივეს დაგიკავშრდებით აპლიკაციაში მითითებულ იმეილზე და პრიზებსაც უახლოეს დღეებში გადმოგცემთ.

დანარჩენებს გთხოვთ გული არ დაიწყვიტოთ, რადგან უახლოეს მომავალში იმდენ სასიამოვნო სიურპრიზს შემოგთავაზებთ, რომ ეს გამოკითხვა-კონკურსი აღარც გაგახსენდებათ.

20 Comments

  1. ვინ გაიმარჯვა ეგ ნაკლებად მაინტერესებდა აი რა ეწერათ ეგ უფრო საინტერესოა ^_^
    დადეტ რა ენაკვიმატი პასუხები :ჯუმპ:

  2. ვახსთ, ვთქვი, ლუზერი ვარ გათამაშებებში-მეთქი.. :D :D :D

    შემდეგ ტესტებს ველით მარ.. :))

  3. ვა რა მაგარია :love:
    ესე იგი დამიფასდა ყველა კითხვაზე რომ გულდასმით ვუპასუხე :user:

    მადლობა :love:

  4. ვა მოვიგე? :bis:

    მეილი სწორად მივუთითე ნეტა? :D

    ისე პირველზე როგორ ვერ გავედი :|

  5. ვუი… საოცრად გაოცებული ვარ. ცხოვრებაშI პირვლად მოვიგე რამე :)თორემ გამარჯვებით… ეს არც პირველი და არც უკანასკნელი გამარჯვება არ არის. :არათავმდაბალისმაილიკი:

    გმადლობ სვით

    1. პირიქით გმადლობთ იდეებისთვის.

      ვეცდებით, ყველა სურვილი შეგისრულოთ იმ სერვისების დანერგვით, რაც მოგვწერე :)

  6. გილოცავთ… :)

    კიდევ ბევრ გათამაშებებში გაგემარჯვოთ!

    სვით შენ კიდე წარმატებებს გისურვებ ახალ წამოწყებაში.. იმედია ბოოომ! პროექტი გამოვა :) ;)

  7. გილოცავთ გამრჯვებულებს :*:*:*

    ისე არამგონია ვინმეს ეწყინოს სასაცილო პასუხები რომ დადოო :D:D თან თუ ანონიმურობასაც დაიცაავ …. თაან დარწმუნებული ვარ ჩემიიც მოხვდება სასაცილოებშიი =))=))=)) ისეთი პასუხები დავწერე :)):)):)):)):))

  8. ისე,მარ,ყველაზე სასაცილო პასუხის ავტორიც რომ დაგეჯილდოებინათ ურიგო არ იქნებოდა,ბოლო-ბოლო შენს ჯანმრთელობაზე იზრუნეს(სიცილი კარგია ჯანმრთელობისთვის),უფრო სწორად,ვიზრუნეთ…მე ისეთი პასუხები დავწერე,თვითონ ვერ ვსულიერდებოდი,იმდენი ვიცინე.მასეთი პასუხები იმ დღეს ჩემმა კარგმა ხასიათმა გამოიწვია(მეც ვხალისობ ხოლმე,როცა კარგ ხასიათზე ვარ…)

  9. ვაა რა უცნაურია ასეთ გათამაშებაში რაღაცას რო იგებ :))
    როგორც წესი არ მჯერა ხოლმე ეგეთი რაღაცეების.. მადლობა დიდი ;) :))

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.