Fucking Stalker!

იმ ბიჭმა დამასტუკა ინტერნეტში.

ჯერ ადნაკლასნიკებზე მიპოვა და უთვალავი მესიჯი გამომიგზავნა თუ როგორ გაუხარდა ჩემი პოვნა და როგორ უნდა რომ აღადგინოს ჩემთან მეგობრობა.

მე სულელმა ვიფიქრე, რომ მართლაც რა მოხდება სკოლის დროინდელ ნაცნობთან შიგადაშიგ საუბარი.

იმან ტელეფონის ნომერი მთხოვა.

ჩემი ინტერნეტში 8 წლიანი სტაჟის მქონეს ეს წინადადება ცოტა გოიმობად მეჩვენა.

ვის გაუგია პირდაპირ ტელეფონის თხოვნა? მითუმეტეს თუ “მეგობრობა” გინდა ადამიანს. ინტერნეტითაც მშვენივრად მოახერხებ მეგობრობას.

მე ვუთხარი რო გამორიცხულია ჩემს ტელეფონს ვერ მიიღებს და თუ ძალიან უნდა სკაიპში ჩავამატებ.

კაიო.

ნუ სკაიპში ვისაუბრეთ ცოტა ხანი. ძველ ამბებს ვიხსენებდით.

ერთი-ორი დღის მერე ისევ დააბრეხვა – ტელეფონი მომეციო.

მომენტალურად დავბლოკე!

მას მერე მისგან აღარ გამიგია არაფერი და მეგონა მოვიშორე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ შემთხვევით შევხვდი ქუჩაში. კიდევ კარგი თინისთან ერთად ვიყავი და იმდენი ვეღარ გაბედა ალბათ თორემ შეიძლება გაცილება შემოეთავაზებინა ან რამე მსგავსი…

რამდენიმე დღეში ფეისბუქზე ერთი ადნაკლასნიკელი და ფორუმელი მეგობრისგან მომდის მესიჯი, რომ ვიღაც ტიპი შენს ნომერს მთხოვს და რა ვქნა მივცეო?

სინაგლის დონეც ამას ჰქვია! გამოვშტერდი რა!

რა თქმა უნდა, იმ გოგოს ვთხოვე, რომ არავისთვის მიეცა ნომერი და მადლობაც გადავუხადე, რომ შემატყობინა ეს ამბავი.

იმ დღეებში ეტყობა ვაჟბატონმა დიდი ინტერნეტ გამოძიება ჩაატარა და ბლოგი იპოვა.

ყველა ბოლო პოსტზე კომენტარი დამიტოვა. ეტყობა არქივებს ვეღარ მიაგნო…

თან რაღაც გოიმური კომენტარები.

გამოქვეყნების შემრცხვა და ეგრევე სპამში გავუშვი.

comments

ბოლოდან იწყვება ქრონოლოგიურად

მივხვდი რომ ჩემი სკოლის დროინდელი ისევ სკოლის ასაკშია ჩარჩენილი.

ასეთ კომენტარებს 15-16 წლის ბიჭები აღარ ტოვებენ ბლოგებზე!!!!

კომენტარებით რომ ვერ მომწვდა იმეილზე დაიწყო წერა. შენი ტელეფონი მომყიდეო და მსგავსი მარაზმები.

გარკვევით ვუთხარი რომ არც მასთან მეგობრობა მინდა არც ურთიერთობა და ტელეფონსაც არ მივცემ, მაგრამ – არა!

რა თქმა უნდა ისევ არ მოისვენა და ემოციებზე დაიწყო თამაში:

WTF???

WTF???

ო, ღმერთო ჩემო! რა საწყალია! არავის მასთან მეგობრბობა არ უნდა! და რა თქმა უნდა ამის გამო მე მაინც უნდა მინდოდეს. საცოდავი ბიჭი! ეს რა დღეში ჩამიგდია!!!

ამაზე უკვე აღარ მიპასუხია.

აქვე ინფორმაციისთვის, ათასჯერ გავუსვი ხაზი იმ ფაქტს, რომ მყავს ქმარი, რომელიც ძალიან მიყვარს! მაგრამ არ ვიცი ამან საერთოდ მოახდინა თუ არა რაიმე ზეგავლენა მის ქცევაზე.

DSC01028

შენ, რასაც ქვია ჩამიჯვი მთელს ბავშვობის “სიყვარულში”!

დიდი მადლობა!

25 Comments

    1. მე არ გამიქექავს და არც მიძებნია არავინ.
      იმედია ჩანს ამ ისტორიიდან.

  1. სად არის ამ დროს შენი ე.წ. ქმარი? წოწ ში რომ უნგრევს თავ-ყბას ვეღაცეებს ამ ბიჭსაც მიხედოს :D
    პ.ს. ყოველთვის ქალის ბრალია როდესაც მის ცხოვრებაშI ვინმე ამოტივტივდება წარსულიდან

    1. ე.წ. არა რა!
      რა პონტში უნდა მიხედოს? მეც მშვენივრად ვუვლი ასეთებს…

      და არ მგონია რომ თავ0ყბის განგრევა – გამოსავალია!
      რომელ ქუჩაში ვდგავართ, უკაცრავად?

      რაც შეეხება პ.ს.-ს არაა მართალი.
      იმდენი ვინმე ამოტივტივებულა უეცრად სულ რომ არ მახსოვდნენ და ქალის ბრალიც არაა ყოველთვის.
      ნუ საკუთარი გამოცდილებით თუ გვეუბნები მაშინ ხო… აღარ შეგეკამათები.

  2. მომეშალა ნერვები!..

    რას შემოვდიოდი!..

    არა, მართლა მომეშალა ნერვები…

    ვერ ვიტან ასეთ შეუგნებელ “უმადურ ორფეხებს”..

  3. მაგარს ვკაიფობ ესეთებზე

    ვერ ატყობენ რომ ადამიანს აძულებენ თავს ?!

    ტვინი არ აქვთ და მაგის ბრალია

    ჰგონიათ თუ გოგოს შეუკიკინე ყველაფერი გამოვა

    აღარაა ეგრე მეგობარო

    წავიდე “მეშოკებით” მოტაცებების პერიოდი

  4. სად იპოვე :D :D :D
    დაიკიდე, მეც მყავდა ერთი ეგეთი ტურფა
    ერთხელ მაკრატელიც კი ვესროლე თვალში, მაგრამ არ გაამართლა
    იგნორია მხოლოდ გამოსავალი

    დააიგნორე ყველგან და ყოველთვის
    და თვითონ შეგეშვება :)

  5. მძიმე შემთხვევაა :| ისე გეთანხმები, არც მე მიყვარს ასეთი დებილური ისტორიების შეყვარებულამდე (მითუმეტეს, ქმრამდე) მიტანა. არც ისეთი მოძალადე მჭირდება გვერდით, მესიჯების გამო (თან მამენტ უწყინარის, შეყრაცხყოფა ხომ არც მოუყენებია) ცემოს, მოკლას და აგინოს :))

    რა ცუდია ისე მართლა მოგონებებს რო დაგიბინძურებენ :| ვერ ვიტან შეუგნებელ ხალხს :(

  6. ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა აი ესეთ მარტივ პრობლემებს თავისით ჩუმად მოაგვარებს და არ გამოფენს სახალხოდ,
    აზრს ვერ ვხედავ პროსტა
    ნასინგ ფერსონალ

  7. ვაიმეე : ჟჟჟ მეც შემხვდა ეგრე ჩემი პირველი სიყვარული, უნისთან, პადზემკაში იდგა და იფურთხებოდა. ისევ ის ნომერი გაქვსო? მეთქი კიიი :D უუჟას. წარმოვიდგინე თავი იგივე სიტუაციაში.

  8. აუ ამ თეონალას კომენტარმა დაგლიჯა რა. ბლაჰ…… :ვის:

  9. აი მაგიტომ მძულს ადნაკლასნიკები. ასეთი და ამაზე უარესი ნაროდია

  10. LOL Epic Fail!!!!!! :))))))))))))

    P.S. ცოტა დაკვირვებით მიხედე მაგ საქმეს, რამე პრობლემა არ გაგიჩინოს ;)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.