From Taa With Love

ახლა ისეთ განწყობაზე ვარ სტუმრად წავიდოდი …

ლიფტს დავაიგნორებდი, კიბეებზე ავიდოდი და კარზე დავაკაკუნებდი.
შევიდოდი თბილ ოთახში სადაც რამდენიმე ისეთი ადამიანი დამხვდებოდა თვალს და გულს რომ
გაუხარდებოდა.
მერე ცხელი ყავა, სიგარეტი, სასუსნავები და ტლიკინი. ბევრი და ტვინის წამღები. უამრავი სიახლე უამრავი ინფორმაცია,უამრავი ემოცია.  რამდნი რამე დამიგროვდა სათქმელი და ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არ მცალია, იმიტომ რომ სამსახურში იმდენი საქმე მაქვს საათები წუთებივით გადიან. შუა აურზაურში და მუშაობაში რომ ვარ მაშინ მოდის ხოლმე 7ის ნახევარი და სახლში წასვლის დროა..

ხოდა მოკლედ ადამიანები მაკლია, ჩემნაირი ადამიანები, მეგობრული შეხვედრები, არაოფიციალური და თბილი.

ამ ბოლო დროს ბევრს ვწერ და სხვებიც წერენ ქართულად ორგანიზებულ ივენთებზე, სადაც არაფერი
დროში არაა გაწერილი, ყველაფერი ნული დონეზეა და ყველა უკმაყოფილო მოდის. მე მათ Made in  Georgia Events დავარქვი :) და ყოველთვის ვცდილობ რომ ის ხარვეზები რომლებიც სხვაგანაა მე არ  გავიმეორე.  რა შუაშიაო ეხლა იკითხავთ, რა შუაშია და იმ შუაშია რომ სურვილი მაქვს ბლოგერული  შეხვედრები გახშირდეს: 1. ფართო შეხვედრები 2. მინი ბლოგერული შეხვედრები 3. თემატური  ბლოგერული შეხვედრები 4. გოგოშკური ბლოგერული შეხვედრები 5. და @Taa – ბლოგერული  შეხვედრები

1. ფართო – გულისხმობს ისეთ დიდ შეკრებებს რომელშიც უმეტესობა მიიღებს მონაწილეობას,მაგალითად ანუშკასთან რომ გვქონდა შეხვედრა, მაშინ ვთქვi რომ – რო დათბება ერთი  დიდი პიკნიკური შეხვედრა მოვაწყოთ სადმე ბუნებაშითქო. იგივე ამირანში რომ იყავით.

2. მეორე რაც შირად ხდება ისედაც – ბლოგერები რომლებიც იცნობებ ერთმანეთს ისედაც იკრიბებიან  დ საუბრობენ ბლოგებზე

3. ერთ თემატიკაზე მწერალი ბლოგერების შეკრებa, მაგალითად ხელოვნებაზე ვინც წერს და ასე  შემდეგ.

4. ეს ყველაზე საყვარელი შეკრებაა ჩემთვის, სვითი დალინკავს ანუშკასთან ჩატარებულ ასეთი  შეკრების ისტორიას, საიდანაც ყველა ძალიან კმაყოფილი წამოვედით. (”დალინკა სვითიმ!” ~ სვითი)

5. ეს კიდე სიახლეა, რის  შესახებაც ერთი ორ ჩემს პოსტში ისედაც ვახსენე. ეხება როგორც მდედრ ასევე მამრ ბლოგერებს,  რომლებიც ჩემთან ერთად გააკეთებენ “დო ი პოსლე” ვიდეო პოსტებს სალონებში ან სადმე სხვაგან. მონაწილეობისათვის მომმართეთ.

გარდა ამისა ვიცი რომ სვითი რაღაც გათამაშებას თუ რაღაცის ჩატარებას აპირებს და მინდა რომ  taa.ge _ ს სახელით რამე პრიზი დავაწესო. უბრალოდ ცოტა ვერ ვფიქრობ, მინდა რამე თავის  მოვლის საშუალება იყოს, მაგრამ მამრობითმა რომ გაიმარჯვოს?

სასაცილო იქნება რამე მდედრულს ხომ არ გადავცემ.  მოკლედ ვფიქრობ, ვფიქრობ  და რაღაცას  მოვიფიქრებ.

პოსტის დასასრულს ფოტო განწყობისათვის:

ვიკი
ვიკი

14 thoughts on “From Taa With Love”

  1. თაა, უმაგრესი იდეაა! სიამოვნებით მოვალ ყველა შეხვედრაზე, მთავარია პარასკევ საღამოდან შაბათ საღამომდე არ იყოს!!! :)

    ვიკი – ბლოგოსფეროს პრინცესა!!!!!

    პოსტიც ძალიან კარგია… სილამაზის პრიზები ყველას სჭირდება, განსაკუთრებით მე, დღეს თმა ისეთ დღეში ჩავიგდე :( :|

  2. სვით და შენ ერთ პოსტში თქვი რომ ჯობია არავინ იცოდეს ვინ დგას ბლოგის შემქმნელის უკანო. ხოდა ედ იდეა ჭკუაში დამიჯდა. არავის ვიცნობ და არც არავინ იცის ვინ ვარ მე. მგონი უფრო თავისუფალი ვარ ამით და უფრო საინტერესოა პოსტვა.

      1. არადა სწორია, მეც ზუსტად მაგ პრინციპით გავაკეთე “გრეჩიხა”
        ბლოგი, ამ პოსტში არა, ადრე გეწერა 80 რჩევაში :)

  3. ვაიმე ვგიჟდები ვიკიზე :love:
    პოსტს რაც შეეხება, მეც ძალიან მინდა, რომ მასეთი რამეები იყოს ხოლმე ხშირად :user: ია ზა! ‘

    : ))

  4. მოკლედ და კონკრეტულად, ახალ წელს გილოცავთ ყველა აქ შემომსვლელს. პირველ რიგში შენ, სვით! შენ ხომ ჩემი პირველი ბლოგერ-მეგობარი ხარ და ამას ძალიან ვაფასებ :)))

Leave a Reply