Free Style Event

დღეს ალდაგმა დედაენის პარკში Free Style Event გამართა, სადაც კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ჭადრებზე ალერგია მაქვს… პირდაპირი მნიშვნელობით!
არანაირი წამალი არ მშველის. :( დღეში 2 აბ “ალერტეკს” ვსვამ და შედეგი – 0. რამე იქნებ მირჩიოთ? :(

დიეტის მეორე თვეს მოვრჩი და ერთ კვირიანი “შვებულება” მაქვს. მარჯვენა სვეტში ის მარწყვის ნაყინიც მაგ “შვებულების” შედეგად მოხვდა.

უი, მართლა…
ვერაფრით ვერ ვხვდები, როგორ უნდა ჩავრთო email-ით პოსტვა wordpress-ზე, თორემ MMS-ებით დავპოსტავდი რაღაცებს. რამდენჯერაც ვცადე, არადა არ გამოდის.
იქნებ ვინმეს კარგი ტუტორიალი მოგეძებნებოდეთ? მინდა რომ პოსტები მობილურიდან გამოვაგზავნო, თავის ფოტოებით.

ესეც ცოტა სურათები დღევანდელი ივენთიდან.
საინტერესო არაფერი, ცოტაოდენი ბლოგერი ვიყავით და “ცვრიან ბალახზე” ვეყარეთ რამდენიმე საათი.

10 Comments

  1. რამე პლაგინი იქნება სელფ-ჰოსტედზე, კომზე პირდაპირ აქვთ ფუნქცია

      1. ეს არ გამოდგა? http://codex.wordpress.org/Post_to_your_blog_using_email

        (მე ხო იცი, ვპ.კომზე გადავედი, სამსახური ვპ სელფ ჰოსთედ მაქვს, აიფონზე დავაყენე კიდე ვპ და კაროჩე გადავიქეცი მაგათი ფორუმის ჭიად :)

        1. არა ეგ არ გამოდგება.
          ჩერეზ flickr-ით ვიჩალიჩე რაღაც და ხვალ დავტესტავ…

  2. მეც ალერგია მაქვს ჭადრებზე :(
    აუჰ.. მინდოდა მაგ ივენთზე წამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე

  3. რამდენი კილო დაიკელი ?)) და რითი თუ საიდუმლო არაა :)))

Leave a Reply to ვანიჩკა Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.