Flickr Slideshow: tutorial

SlideShow
SlideShow

Flickr არის ცნობილი გალერეების განსათავსებელი სერვისი, რომლითაც ბევრი ბლოგერი სარგებლობს და სწორედ ამიტომ პოპულარულმა ბლოგ-ჰოსტინგებმა დაიწყეს მისი ინტეგრირება.

ახლა ვწერ თუ როგორ უნდა ჩასვათ Flickr-ის სლაიდშოუ ბლოგის საიდბარში.

Blogger.com-ის მომხმარებლებისთვის:

* შედიხართ: Dashboard → Layout → Add a Gadget

* შემდეგ ირჩევთ SlideShow-ს.

* გაიხსნება ფანჯარა სადაც უნდა შეიყვანოთ შემდეგი პარამეტრები:

  1. სლაიდშოუს დაარქვით სახელი
  2. შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა სლაიდშოუს სერვისები. თქვენ აირჩევთ Flickr-ს.
  3. მონიშნავთ user-ს
  4. ჩაწერთ თქვენს მომხმარებლის სახელს ანუ Flickr-ის account-ი
  5. აირჩევთ სლაიდშოუს სისწრაფეს: slow, medium, fast
  6. მონიშნავთ პტიჩკებს: პირველი მონიშნული პტიჩკა მიუთითებს რომ სურატზე დაჭერისას იგი უნდა გაიხსნას ახალ ფანჯარაში, ხოლო მეორე მიუთიტებს რომ სურატები არეულდარეულად იყოს ნაჩვენები და არა ერთმანეთის მიყოლებით.
  7. დააჭირეთ შენახვას.
Slideshow-ს პარამეტრები
Slideshow-ს პარამეტრები

WordPress.com-ის მომხმარებლებისთვის:

* შედიხართ: Dashboard → Widgets → Add Flickr

Flickr-ის პარამეტრები
Flickr-ის პარამეტრები

* შეგყავთ შემდეგი პარამეტრები:

  1. სლაიდშოუს დაარქვით სახელი
  2. შეიყვანეთ Flickr-ის RSS ბმული*
  3. მიუთითეთ რამდენი სურათი გამოჩნდეს
  4. დააჭირეთ Done-ს
  5. დააჭირეთ შენახვას

*Flickr-ის RSS ბმული წერია თქვენი Photostream-ის გვერდზე სულ ქვევით.

Flickr RSS
Flickr RSS

შენიშვნა: თუ გაინტერესებთ რაიმე ტექნიკური საკითხი ბლოგინგთან დაკავშირებით, შემიკვეთეთ პოსტი, ბლოგის მარჯვენა მხარეს განთავსებული ღილაკის მეშვეობით, რომელსაც აწერია “Suggestions?” და თუკი ის დააგროვებს ბევრ ხმას, აუცილებლად დავწერ ამის შესახებ დეტალურ ტუტორიალს. :)

6 thoughts on “Flickr Slideshow: tutorial”

  1. მე რაღაც ახალი მთვლელის პონტი დავაყენე ჩემს ბლოგზე
    LIVE TRAFFIC FEED ქვია
    ხოდა აღმოვაჩინე რომ თურმე ჩემთან გორიდან და დუშეთის რაიონიდანაც კი შემოდიან თბილისის გარდა და ძალიან გავოცდი.
    მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო რომ ვიღაცა დაფიქსირდა ტულუზიდან, საფრანგეთიდან :)
    არადა უცხოურ ბლოგებთან დღემდე არ მქონია შეხება

    1. მანდ ორი ვარიანტია, ვიღაც ან პროქსის ხმარობს, ან კიდე გუგლში დაისერჩე :)

    1. სურათების ასატვირთად და დასაშეარებლად :)

Leave a Reply