“პრაგოსის” პირველი ელჩები

by Sweety on 1 მაისი, 2009 · 24 comments

in დღიური,სარეკლამო

დღეს ძალიან მაგარი რაღაც შეგვემთხვა მე და თინის! :love:

ექსტერიერი

ექსტერიერი

მას შემდეგ რაც კავკაზუსში 2 დომენი შევიძინე, პეროვსკაიაზე გავისეირნეთ. უფრო სწორად ფეხებმა წაგვიყვანა იქითკენ. ცოტა მოშიებულებიც ვიყავით და განზრახული გვქონდა სადმე ჩაი დაგველია. თორე პეროვზე რო წესიერად დანაყრდე შეიძლება სული არა მაგრამ ჯიბე გაგძვრეს :D თინის ვეუბნები მომშივდა მეთქი და თინიმ – აბა მარჯვნივ გაიხედეო. მარჯვნივ რომ გავიხედე თვალში მომხვდა დიდი აბრა სადაც გემრიელი საჭმელები ეხატა. :D

აღმოჩნდა, რომ ჩეხურ ბარს – “პრაგოსს“- მივდგომივართ კარს. ცხვირი შევყავით მორიდებულად და იმ წუთასვე მოგვეგება Host-ი ანუ “დიასახლისი”, რაც ქართულად ცუდად ჟღერს, ამიტომ ადმინისტრატორს ვუწოდებ ქვემოთ. მან იმ წამსვე შემოგვთავაზა ადგილი 3 სართულიდან ნებისმიერზე, აგვაცილა მესამე სართულამდე, დაგვირიგა მენიუები და მოკლედ გვითხრა მენიუს შესახებ, რომელიც საკმაოდ იაფი აღმოჩნდა პეროვზე არსებულ სხვა ბარებთან შედარებით!!!

ყურადღებიანი მენეჯერი

ყურადღებიანი მენეჯერი

მე და თინი შესვლისთანავე მოვიხიბლეთ სიტუაციით, ადმინისტრატორის და ოფიციანტების ყურადღებით, წყნარი მუსიკით, ინტერიერით და ვთხოვეთ ნებართვა, “თუ შეიძლება სურათები გადავიღოთ რომ ბლოგზე დავდოთ საღამოს-თქო”. ადმინისტრატორი დაინტერესდა ბლოგის რაობით და გვთხოვა აგვეხსნა. ჩვენც არ დავიზარეთ და ვუთხარით რა და როგორ, რომ პოპულარობას მოუტანდა ამ ბარს ჩვენს ბლოგზე დადებული ინფო. ძალიან გაუხარდა და პატარა შემოთავაზება გაგვიკეთა.

“რახან ბლოგერები ხართ და დაწერთ ამის შესახებ, გთავაზობთ ლანჩ-მენიუს, რომელიც საღამოობით არ გვაქვს ხოლმე და მხოლოდ 4 საათამდე შეიძლება შეკვეთაო. ” 6 ხდებოდა ჩვენ რო მივედით…

ლანჩ-მენიუ იმით არის გამორჩეული, რომ შეიცავს რამოდენიმე დასახელების ძირითად კერძს და სასმელს და ღირს მხოლოდ 5 ლარი.

ძირითად ჯერძად შეგიძლია აირჩიო რაც გინდა 4 სახის მენიუდან. ყოველ მათგანში სხვადასხვა კერძები შედის.

მნიამ!

მნიამ!

მე შევუკვეთე მენიუ რომელშიც შედის:

  • ომლეტი
  • მოხარშული სოსისი
  • სალათი

მაშინ როდესაც თინის წილად ხვდა გაესინჯა:

  • კარტოფილის ფრი
  • ორნაჭრიანი ქათმის სენდვიჩი.

პლიუს ამ კერძებს – ლანჩ-მენიუში შედის კოკა-კოლა და ყავა.

გარდა 5 ლარიანისა არსებობს 10 ლარიანი ლანჩ-მენიუ, რომელშიც შედის ისევ ძირითადი კერძი (იგივე 4 კომბინაციით) + ბერძნული სალათი + სასმელი (კოკა-კოლა და ყავა).

dsc01188

კიდე მნიამ!

ზუსტად 5 წუთში მოგვიტანეს ჩვენი ”ლანჩი-საღამოს-6-საათზე”.

ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. ჩუმ-ჩუმად თინის კარტოფილს ვპარავდი :D

გარდა ამისა შევისწავლეთ მენიუ და თურმე აქვთ 8 ლარიანი პიცა რომელსაც 2 კაცი ძლივს ერევა და ძლიან გემრიელი ყოფილა… შემდეგ სტუმრობაზე მე და თინი მაგ პიცას დავაგემოვნებთ აუცილებლად :)

მერე დაგვაინტერესა ნეტა ამის შესახებ რომ დავწერთ ბლოგებზე რამდენი ადამიანი მივიდოდა სინამდვილეში და მომივიდა გენიალური იდეა!!!

მოკლედ

↓ ↓ ↓ ↓ ↓

↓ ↓ ↓ ↓ ↓

↓ ↓ ↓ ↓ ↓

↓ ↓ ↓ ↓ ↓

ყველას ვინც ამ ჩანაწერს კითხულობს!!!!

მათ შორის შენც!!!!

შეგიძლია ხვალვე მიხვიდე ბარ ”პრაგოსში” და ისარგებლო ლანჩ მენიუს აქციით

უკვე საღამოს 5 საათამდე!!!

ამას გარდა შენ არ გადაგახდევინებენ მომსახურების საკომისიოს!!!

რა უნდა გააკეთო ამისათვის:

შენ ადმინისტრატორს უნდა უთხრა რომ სვითის და თინის ბლოგების მკითხველი ხარ და აქედან შეიტყვე აქციის შესახებ!!!

↑ ↑ ↑ ↑ ↑

↑ ↑ ↑ ↑ ↑

↑ ↑ ↑ ↑ ↑

↑ ↑ ↑ ↑ ↑

მიყვარს ეს სურათი

მიყვარს ეს სურათი

თუ მართლა შედეგს გამოიღებს ეს აქცია მერე სხვადასხვა მოლაპარაკებებზე წავალთ კიდევ…

ერთ სიტყვით ბარი ”პრაგოსი” და ბლოგერები დამეგობრდნენ :)

შემოთავაზება მაქვს რომ შემდეგი ბლოგერების სხოდკა სწორედ მანდ შედგეს! :love:

ბარი პრაგოსი მდებარეობს ახვლედიანის 9 ნომერში

რუკა

რუკა

ასეთი ამბებია… ;)

{ 1 trackback }

I wanted to be like Grace Kelly (c) Mika | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
23 მაისი, 2009 at 12:36 am

{ 23 comments… read them below or add one }

1 თინი 1 მაისი, 2009 at 12:46 am
2 ჩარლი 1 მაისი, 2009 at 1:16 am

ტექსტის ავტორო და თინათინ, ბარ “პრაგოსი”-ს ადმინისტრატორმა მიამბო თვენი ვოიაჟის შესახებ ჩემს ბარში, მოხარული ვარ რომ მოგეწონათ და კმაყოფილები ბრძანდებით, იმედი მაქვს მომავალში უკეთ ვითანამშრომლებთ…

პასუხი

3 Sweety 1 მაისი, 2009 at 3:01 am

არაფრის! მადლობა გამოხმაურებისთვის :)

პასუხი

4 utvino 1 მაისი, 2009 at 1:38 am

ჩეხური ჩეხური რა აქვთ მაგ პრაგოსში?
ჩეხური სუპი მაინტერესებს სიგიჟემდე და კიდევ ყველაფერი ჩეხური

პასუხი

5 ჩორვენი 1 მაისი, 2009 at 1:53 am

წოწ

მეც მომინდაა
აუ ახლა რომ არ მეზარებოდეს დავადებდი ტავს და წავიდოდიი
აუ მინდა მინდა მანდ იყოს რა ან სემდეგი სხოდკა იყოს მანდ!!
მმმ

პასუხი

6 ბას 1 მაისი, 2009 at 2:38 am

ე ბიჯო იარეთ ამ ბარში მასიურად :D

პასუხი

7 Sweety 1 მაისი, 2009 at 3:01 am

მეც მაგას არ ვამბობ??? :jump:

პასუხი

8 Secrets 1 მაისი, 2009 at 4:02 am

აბა, ბლოგერობის განსავითარებლად დავირაზმებთ და მივდივართ პრაგოსში, ჰა?

პასუხი

9 თაზო 1 მაისი, 2009 at 9:59 am

მე უკვე დამაინტერესა, თან საკმაოდ იაფიც ყოფილა. ერთხელაც ვესტუმრები, თუნდაც პიცის ხათრით.

პასუხი

10 ლექსო 1 მაისი, 2009 at 10:10 am

ვეცდები ნასყიდა შევაბა და “პრაგოსისკენ” გავისეირნოთ. wifi აქვთ?

პასუხი

11 jordano 1 მაისი, 2009 at 11:06 am

პრაღაში მიჭამია “დღის სუპი”. შუადღისთვის, როცა მთელი ჰალსტუხიანი პროლეტარიატი გარეთ გამოდის საჭმელად, ააკეთებენ ერთ საარაყე ქვაბს. იაფიც გამოდის, გემრიელიც და თან უცებ მოაქვთ. თანაც ყოველდღე სხვადასხვაა.

ეგრე იქნება ეგ ლანჩ-მენიუც და იმიტომაცაა იაფი. შევივლი ერთი როგორმე შუადღისას, თუკი მოვახერხებ…

პასუხი

12 თაა (TT+) 1 მაისი, 2009 at 11:21 am

მარი გავიგე სალათა გიჭამია
აბა მოყევი როგორი იყო?
და რა სალათა ჭამე

პასუხი

13 Sweety 1 მაისი, 2009 at 3:30 pm

რავი კაი იყო… კიტრის და პამიდორის ჩვეულებრივი სალათა :) )

პასუხი

14 ნასყიდა 1 მაისი, 2009 at 2:16 pm

ლექსო, ოკ… ოღონდ ჯადოსნური სიტყვა “სვითი და თინი” შენ ახსენე… თუ გავბანძდით მერე ჯობს.გე-ს ბლოგზე დავდოთ საპასუხო პოსტი :D

პასუხი

15 თინი 1 მაისი, 2009 at 2:26 pm

ლოლ :D

რატომ უნდა გაბანძდეთ კაცო :user:

პასუხი

16 Tolia 6 მაისი, 2009 at 10:46 pm

vaa, kargi rameaa, aucileblad vestumrebi am bars ;)
madloba informirebistvis :)

პასუხი

17 კახა 17 მაისი, 2009 at 1:40 am

რა ლუდი აქვთ? თუმცა რას აქ რას ვწერ მივალ და ვნახავ :) ისე ჩეხურ რესტორანზე სტატია ლუდის გარეშე ნამეტანი მაკდონალდსი გამოვიდა ;)
http://www.mypraha.info/

პასუხი

18 Sweety 17 მაისი, 2009 at 2:18 am

ნაააჰ! მე ლუდი არ მიყვარს საერთოდ.

ისე კი კარგი ჩეხური ლუდი აქვთ ვიცი. ჩემმა დაქალებმა დალიეს და ძალიან მოეწონათ.

პასუხი

19 კახა 17 მაისი, 2009 at 12:40 pm

ჩეხური ლუდი ყველა კარგია :) უბრალოდ მაინტერესებს რა ლუდი აქვთ :) ისე შენც გირჩევ ერთი კათხა ამოუსუნთქავად დალიე და მერე ნახავ როიგორ მოგეწონება :)

პასუხი

20 კახა 17 მაისი, 2009 at 2:47 pm

რა მაგის პასუხია და ლინკები ხომ არ გაგვეცვალა?

პასუხი

21 Sweety 17 მაისი, 2009 at 5:50 pm

წინააღმდეგი არ ვარ ;)

პასუხი

22 კახა 17 მაისი, 2009 at 9:25 pm

მე უკვე ჩაგამატე პარტნიორებში :)

პასუხი

23 კახა 18 მაისი, 2009 at 10:57 pm

დღეს ვიყავი თქვენს ნაქებ პრაგოსში :) მართლა მომეწონა სიმყუდროვეც და 5 ლარიანი მენიუც. გული დამწყდა, რომ ჩეხურ სამზარეულოს კარგად არ იცნობენ. გულიაში რა იყო ოფიციანტმა საერთოდ არ იცოდა და მითუმეტეს მენიუშიც არ ჰქონდათ. გულიაში კიდევ ჩეხებისთვის საცივივის მსგავსად ეროვნული იდენტიფიკატორია.

აი ლუდი კი კარგი იყო. გავსინჯე “ბერნარდი” მხოლოდ შავი ჰქონდათ. ეს მართლაც კარგი ლუდია. კიდევ ჰქონდათ “სტაროპრამენი” ესეც კარგი ლუდია ოღონდ ამ ბოლო დროს უკრაინული წარმოებიდან შემოაქვთ საქართველოში და ის მთლად ისეთი არაა როგორიც ჩეხეთში ჩამოსხმული, თუმცა არ ვიცი პრაგოსში რომელი სტაროპრამენი აქვთ, მეორე ვიზიტისას გავსინჯავ.

კიდევ არ მომეწონა ის რომ კედლებზე რამდენჯერმე მეორდება პრაღის ერთი და იგივი ფოტო. არადა პრაღაში რომ სასურათე ადგილებია…

მიუხედავად ამ ყველაფრისა იქ სიარულს მაინც ვაპირებ :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</