დაამარცხე ბლოგერი

გუშინწინ პირველად ვუყურე გადაცემას “დაამარცხე ვარსკვლავი” და თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ ამ შოუმ მართლა ჩამითრია.

მერე უცებ თავში გამიელვა, რა მოხდებოდა მსგავსი შეჯიბრი ქართველ ვარსკვლავებთან “ჩვეულებრივ მოკვდავებს” კი არა, ჩვენს საყვარელ ქართველ ბლოგერებს რომ გაემართათ. ჩემს იდეაზე მე თვითონვე გამეღიმა და უცებ ჩამოვწერე რამოდენიმე წყვილი, თუ რომელი ბლოგერი რომელ ვარსკვლავს შეერკინებოდა.

ხოლო ვინ ვის დაამარცხებდა, ამის გამოვლენა თქვენთვის მომინდვია!

წყვილი #1

ბლოგოსფეროს მამიდად წოდებული, ბლოგერი რომელიც სიტყვას წვერ წამახული ისარივით გესვრის და შიგ გულში მოგარტყამს, დიადი –

ჰექსე

@hexsunia

VS

ქართული გლამურის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ლევიტაციის განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული ქალი, რომელიც მიკროფონს ისე არ დაიჭერს თუ მიწას მინიმუმ 11 სანტიმეტრით არ არის აცილებული –

თიკო სადუნიშვილი

[polldaddy poll=3470052]

წყვილი #2

ბლოგოსფეროს დამსახურებული არტისტი –

ზურიუსი

@zurriuss

VS

ქართული შოუ-ბიზნესის დამსახურებული არტისტი

ანრი ჯოხაძე

[polldaddy poll=3470085]

წყვილი #3

ქალი თითები, ქალი დიასახლისი, ქალი PMS

თინი

@tinyge

VS

ქალი რომელიც ათენებს და აღამებს ქართული საზოგადოების სიმართლის სადარაჯოზე

ნანკა კალატოზიშვილი

[polldaddy poll=3470078]

წყვილი #4

ბლოგერი რომელსაც აღწერა არ სჭირდება –

დოდკა

@kissie

VS

მომღერალი, რომელსაც კატეგორიულად “არ უნდა ვანია”

ანი სირაძე

[polldaddy poll=3470230]

წყვილი #5

როგოოოოოორ?-ისტი

ლანდიშა

@landish

VS

მომღერალი რომელიც არასდროს “მალავს სახეს”

ჯაბა ქარსელაძე

[polldaddy poll=3470282]

წყვილი #6

ბლოგერი რომელსაც ყველაზე მარტივად აბოძებ და გაბოძებს –

გაბო

@gabo_ge

VS

პოპულარული პარაფსიქოლოგი და ექსტრასენსი

ირაკლი ლომაია

[polldaddy poll=3470293]

წყვილი #7

უნიჭიერესი ქართველი ბლოგერი რომელიც სულ ოოოოო-ს გაძახებინებს –

ეკატერინე

@katiee_ge

VS

უნიჭიერესი ქართველი მომღერალი რომელიც ოოოოოო-ს სულ თვითონ იძახებს

ქეთი მელუა

@katiemelua

[polldaddy poll=3470357]

P.S. მე რომელ ქართველ ვარსკვლავთან შემარკინებდით?

76 thoughts on “დაამარცხე ბლოგერი”

  1. ჰაჰ, მაგარი იდეაა.
    ერთი ეგ გადაცემა უნდა ვნახო -რა არის.

  2. აუ რამდენი ვიცინე :D ქარული პარაფსიქოლოგიის მამას კი დავამარცხებ , ბოლო ბოლო ერთი წონითი კატეგორია ვართ , მთავარია შოუს დაწყებამდე შელოცვილი ფოტოები არ გაყიდოს :D და შოუს მერე თახსირი არ მეძახოს :D

  3. შენი დონის ვარსკვლავი საქართველოში არაა :)

    ვინმე უცხოელი ავიღოთ, თუნდაც Xiaxue

    1. ნუ კაიფობ :D შემირჩიე ვინმე.

      ნინა წკრიალაშვილს შევერკინებოდი დიდი სიამოვნებით :D

      1. რაში ერკინები ან არკინებ ამ ხალხს?

        არ მინახავს ეგ გადაცემა არსოდეს

  4. ლომაიამ არ დაწყევლოს გაბო, რას ერჩI მარ :D

    იქით კიდევ ჰექსეს ფან კლუბს ვხსნი :D

  5. ლოლ და რა გადაცემაა ვაბშე ეგ? რომელ არხზე გადის? რომელ საათზე, რა დღეებში?

    წყვილები საკაიფოა, მარა ბლოგერების აღწერა უფრო მაგარი : ))

  6. My offers:
    სვითი VS მაია რჩეულიშვილი (შავი და წარმატებული)
    საბა VS შალვა რამიშვილი
    ყვავა VS ვახო სანაია

    დოდკას ვერსუსი აშკარად მოისუსტებს. ბევრად უკეთესი იქნებოდა:

    დოდკა VS მზექალა შანიძე

    1. დოდკას ვერსუსის იდეა მაგის ვოლიდან მომივიდა რამოდენიმე დღის წინ დაპოსტა მაგ კლიპზე დედის გინება :D

      და მზექალა შანიძე ვინაა?

      1. მზექალა შანიძე, აკაკი შანიძIს ქალიშვილი
        ქართUლი “ენის დედა” მამამისი “მამა” იყო .
        5 იანს გამოცდაშI არავის უწერდა მზექალა, ასე ამბობდა 5 იანზე მარტო მამაჩემმა იცოდა ქართUლიო,
        მოკლედ აჩერედნოი მარაზმ

      2. შენ დოდიეს მზექისობა აღარ გახსოვს? :) თან იმენნა მზექალასავით აცრილია შეცდომებზე პოსტებში :)

      1. პრიჩომ და… მაგის რეპორტაჟებს რო ნახავ, მიხვდები რო ნი2-ში მუშაობს :)

  7. აააააააააააააააა
    სვით, გენიალურია :D :D
    უმაგრესი :D
    მაგრამ მელუაზე და ეკატერინეზე დავფიქრდი, მაინც ეკატერინეს მივეცი :D
    აი, მეექვსე მართლა მაგარია :D

  8. ჩემი ყველა vote ბლოგერებს ერთის გარდა, ქეთი მელუა ძალიან მიყვარს. ეკატერინე pardon ma cherie
    გაბოს ერთი კი არა ორი ხმა და კიდევ კარუსელი არ შეიძლება?

  9. ჰექსე დააწიწკნის ძალით გაკეთებულ დალალებს თიკო სადუნიშვილს. ფორევა და აწ და მარადის.

  10. დოდკა, ლოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლლლლლლ :დდდდ ჩავიჯვიიი

  11. ბირმან +1
    სვითი +100 :)))
    უჯიგრესი პოსტია… და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ანრის ბეჭებზე დავცემ :))

    1. რაში?

      ბლოგერობაში თუ სიმღერაში?
      თუ ჭიდაობას აპირებთ? :D

  12. აუუუ, რა მაგარია! დებილებს ყოველთვის ჭკვიანები სძაბნიან, და ჰექსეს არ გაუჭირდება გამოპრუტუნებული ქალბატონის დამარცხება, და ისე, ეჭვი მეოარება ზურიუსმა ჯოხაძე დასჯაბნოს.

    დანარჩენ შედარებებს, სიმართლე გითხრა, ვერ ჩავსწვდი… :)

  13. თინი რა იყო კალატოზიშვილი ვერ დაგიმარცხებია :/ ეეეეე
    ეკა სორი მაგრამ ქეთევანი მოგერევა :*

  14. ვუჰ 85 ადამიანი ფიქრობს რომ მე დავამარცხებ თიკოს :)))

    და ზურიუსის და ანრის შერკინება იქნება უსერიოზულესი
    მოვითხოვოთ ასეთი შოუს დადგმა

    1. შენ მგონი ვარსკვლავების მხარეს გამოდიხარ უფრო ვიდრე ბლოგერების :D :)

  15. ყველას ვეთანხმები
    მაგრამ აი ქეთი მელუასგან ვის რა უდნა, არ მესმის :D

    კარგი გასარტობ-შემაჯამებელი პოსწიკი იყო ^

    1. იიფ, რას ვითრევდი თმით :D
      სულ შინამანიკენას ვაძახებინებდი :D

      რას ვერჩი მარა მაინც. :D

  16. სვითი (ქართული ბლოგინგის დივა) VS ლელა წურწუმია (ქართული შოუბიზნესის დივა) :D :D :D :D :D

    1. ლოოოოოლ ია ზა :D
      აააააუ მაგარია ყველაზე მეტად ჰექსეს დუეტზე ვიცინე :D

  17. უუფ პირველზე დავიშოკე, ჰექსე მოუგებს კი არა თმასაც კარგად დააწიწკნიის :D

    სვითის შევარკინებდი ნინა წკრიალასშვილთან ან შორენასთან სკანდალურიო პირადიო, სექსკიო როკ-ენ-როლიო და :D

  18. უიფ გადავიკითხე კომენტარები სვითის თვითონაც დომია ნინას დამარცხებაა!! ჰუუჰ! მიდი მარიი :D

  19. სვით ბევრი ვიფიქრე და დავსკვენი
    სრულიად ბლოგოსფერო მოითხოვს და უკან დასხევ გზას არ გიტოვებს

    ლელა კაკულია უნდა ითრიო თმით :D

    1. ვააააი :)))))))))) რა კაი იყო :D

      მაგას ყოველდღე ვამარცხებ… TOP.ge-ზე ოღონდ :D :D :D

      1. უფ მასე მეც ვამარცხებ თიკოს ჩემს ბლოგზე ყოველ ხუთშაბათს მაინც
        მაგრამ კაცობრიობის პროგრესი მოითხოვს რომ ვირტუალური რეალურად იქცეს :)

  20. მე კიდევ შევარკინებდი ლინგვისტუსსა და ლევან ბერძენიშვილს..
    :P

  21. და რაში ერკინებით დააკონკრეტეთ თორე კომენტარების შინაარსს ავცდი უკვე :დ

  22. ADMINISTRACIAS TXOVNIT: MAGARI SAITIA DzAAN MARA ERtI RAGAC UTEXAVS ERTI POSTI MTEL GVERDZEA GACHIMULI AD MAsHTABEBI RO SHEMCIROT KAI IQNEBA TORE GOIMOBAAA… ;)

      1. რადა პოსტები მტავარზე მთლიან გვერძე არ გააკეთო გაგრძელებაში ჯობია იყო ს დანარჩენი ……იმედია გამიგე ეგრე ჯობს მართლა :*:*

  23. ამ საიტს პატრონი ყავს?? ვერ გავიგე მე რო მოგმართAვთ პასუხი არ უნდა მივიღო ან პირდაპი შედეგი?? ჰა??

    1. პერსონალური გვერდია და ასე მოსწონს ადმინს…
      რა პრობლემაა???
      თვითონ დაგისვა კითხვა, ვერ მიგიხვდა და იმიტომ, შენ კი არ პასუხობ…

  24. ლოლ კიარა, ცუდად ვარ…
    ძალიან მაგარი პოსტია…
    :))))))))))))))))))))))))
    ხოდა წყვილები ხომ ძალიან სახალისოა, მაგრამ დახასიათებები გენიანური.
    ყოჩაღ მარ. :*

  25. რადა პოსტები მტავარზე მთლიან გვერძე არ გააკეთო გაგრძელებაში ჯობია იყო ს დანარჩენი ……იმედია გამიგე ეგრე ჯობს მართლა :*

    1. რას ნიშნავს “სპეციალურად”?
      ყველას პარტნიორი სპეციალურადაა შერჩეული :D

  26. აუ ზურიუსის და ანრის ჯოხაძის შერკინება მაგარი იქნება… @katiee_ge და @ketimelua როგორ გავან ერთმანეთს :D:D:D. საღოლ მარ. მაგარი პოსტია!

Leave a Reply