Fast Update

სიახლე #1.

სახლში ინტერნეტი აღარ მაქვს. მაგთიფიქსი მქონდა და ისე ცუდად მუშაობდა რომ გადავწყვიტე აღარ გადავიხადო 45 ლარი. ველოდები როდის მოვლენ კავკასუსიდან და ჩამირთავენ ჯელინკს. სავარაუდოდ ეს მოხდება შაბათს. იქამდე მხოლოდ სამსახურიდან შემოვდივარ.

სიახლე #2.

ისევ ვეძებ ბინას საქირავებლად. დღე ვნახე ორი. ერთი ძალიან პატარა და მოუწყობელია, მაგრამ სამსახურის გვერდითაა ზუსტად და ძალიან იაფია. მეორე დიდია, მოწყობილი, მაგრამ უფრო ძვირია, ცოტა შორსაა და თან სახლის პატრონი ცხოვრობს გვერდით თავისი ოჯახით და ეგრე არ მინდა. ვერ გადავწყვიტე რა ვქნა…

სიახლე #3.

წიგნის წერა დავიწყე. საკუთარ თავზე. იმედია ბოლომდე მივიყვან.

სიახლე #4.

ახალ თემატურ ბლოგს ვაკეთებ. ამ დღეებში იქნება პრეზენტაცია. დაელოდეთ!

სიახლე #5.

Sweet.ge-ს რებრენდინგისთვის ვამზადებ იდეების დონეზე. ვნახოთ რა გამომივა.

ერთიც ფოტო

რა მშვენიერი ხედია ფანჯრიდან არა? :)

9 Comments

  1. ისა და… პატარა, მოუწყობელი და იაფი ბინა სად არის? სერიოზულად მაინტერესებს. :)
    თემატურ ბლოგს, წიგნს და განახლებულ sweet.ge-ს ველოდები! :)

  2. საინტერესო სიახლეებია. განსაკუთრებით წიგნის დაწერის იდეა მომეწონა.

  3. იყოს პატარა და მოუწყობელი, დადებითი ის არის რომ შენი გემოვნებით მოაწყობ………. თან სამსახურთან ახლოს ყოფილა,,,,
    წიგნმა დამაინტრიგა და დამაინტერესა!!!!!!!!!!!!
    შენი ბლოგი ისე მიყვარს (და რათქმაუნდა შენც…), ყველას ვუყვები შენს შესახებ….არადა როგორ მიკვირს ცხოვრობს ხალხი და ბლოგი რა არის ჯერ არ იცის…..
    წარმატებული ხარ აშკარად და აღიარება გიჭირს!!!!!!!!
    წიგნის პრეზენტაცია არ გამომაპარო!!!!!!!

  4. [ქუოტე]ერთიც ფოტო

    რა მშვენიერი ხედია ფანჯრიდან არა? :) [ქუოტე]

    წინა პლანზეც მშვენიერი ხედია, ჩემი აზრით ;)

  5. ნეტა ვისი გადაღებულია ეგ ფოტო? :)))

    ლამაზები ხართ.. წარმატებულ სტარტს გისურვებ :*

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.