EuropeBet-ის პოკერ რინგის ფინალი და გასეირნება სიღნაღში

2 ივნისს ევროპა ბეთმა ბლოგერები სიღნაღში დაგვპატიჟა პოკერ რინგის ფინალზე დასასწრებად.

ღონისძიება ერთობ ექსკლუზიური და ხმაურიანი იყო. სიღნაღში თავი მოიყარა ქართული ბომონდის წარმომადგენლების და ტელეკომპანია იმედის ვარსკვლავების უმრავლესობამ.

სიღნაღში ჩასვლისთანავე კაზინო ევროპაში წავედით სადაც კრუპიესთან პოკერი ვითამაშეთ. ვინც თამაშის წესები არ იცოდა, იმათ – ვასწავლეთ.

თამაშის დასრულებისთანავე, სიღნაღის ცენტრისკენ გავემართეთ, სადაც “იმედის” ჟურნალისტების, ოპერატორების, პროდიუსერების და მსახიობების მთელი არმია დაგვხვდა.

აქვე იყო სპეციალურად დამონტაჟებული სცენა და პოკერის მაგიდა, რომელსაც გადაცემის ჩაწერისთვის ათამდე ტექნიკური პერსონალი ამზადებდა.

 

სტუმრები სცენის მახლობლად მდებარე სასტუმროში განგვათავსეს, სადაც სასიამოვნო ინტერიერი, ბევრი საჭმელი და სასმელი გველოდა.

გადაცემის ჩაწერა დაბნელებისას უნდა დაწყებულიყო, ამიტომ იქამდე უბრალოდ ფოტოების გადაღებით ვირთობდი თავს.

ცოტა ვიპაპარაცე კიდეც.

ნანიკო ხაზარაძე

ჯაბა კილაძე

ამ გოგოს სახელი არ მახსოვს

ქუჩის ბიჭები

ნანკა კალატოზიშვილი

ბლოგერების გადაღებამ გამიტაცა:

ჩორვენი

კნუტი და ადო

ჩორვენი, კიკიტო, ადო

კიკიტო

კიკიტო, კნუტი, ანნა, ქილიფა, გიორგი, გაბო, ადო

ამასობაში დაბნელდა…

სიღნაღის ცა

და გადაცემის ჩაწერაც დაიწყო. ყველა სტუმარი წითელ ხალიჩაზე გასავლელად მიიწვიეს.

შევეცადეთ წითელ ხალიჩაზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილები განგვესახიერებინა.

Sweet, Head, კიკიტო, ადო, ჩორვენი, ანნა, ქილიფა

თამაშს რესტორნიდან ვადევნებდით თვალყურს, სადაც სტუმრებისთვის რამდენიმე სუფრა იყო გაშლილი.

ბლოგერების სუფრა, სადაც 20-ზე მეტი ქილა ენერგეტიკული სასმელი დაილია:

თამაში გვიანობამდე გაგრძელდა. ყველას ალკოჰოლი მოგვეკიდა, ამიტომ თამაშის დასრულებას არ დავუცადეთ და თბილისში წამოვედით.

ესეც მე სელფშოტით:

 

5 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.