ეს ბოლო იქნებოდა

by Sweety on 4 ივნისი, 2005 · 0 comments

in დღიური

რა მკაცრია ბედი?! რატომ? რატომ? ხანდახან ადამიანები თავს იტყუებენ, იჯერებენ იმას რისი დაჯერებაც თავად სურთ, ეშინიათ სიმართლის…
მეც მეშინოდა სიმართლის, თავს ვიტყუებდი რომ ყველაფერი ოცნებასავითაა, ისე როგორც ფილმებში ხდება… ახლა უკვე აღარ მეშინია, მივხვდი, აზრი არა აქვს თავის მოტყუებას როცა გიყვარს… გული მეფერფლება… სიმართლე ყველაზე მწარეა.
• ერთი საათის წინ გავიგე სიმართლე, მივხვდი ყველაფერს…
• ერთი საათის წინ თავზე დამემხო ოცნება…
• ერთი საათის წინ გავწყვიტე ჩვენი მაკავშირებელი ერთადერთი ძაფი…
• ერთი საათის წინ ვფიქრობდი რომ სიცოცხლე არც ისე ტკბილია…
• ერთი საათის წინ შემძულდა ერთი ადამიანი…
• ერთი საათის წინ…
ახლა?
ახლა ვზივარ ჩემი კომპიუტერის კლავიატურასთან, თითები თავისით დარბიან კლავიშებზე… თვალები ცრემლით მაქვს სავსე… ეს ჩემი ბოლო ჩანაწერი იქნება… ყველაზე ბოლო…
როცა არავის არ ვახსოვარ… რა საჭიროა ვინმემ იცოდეს რომ ვარსებობ ამ ქვეყნად, რომ ისევ მიფეთქავს გული… ხანდახან ცხოვრებაში მქონია წამები როცა სიცოცხლე არ მინდოდა, ეხლაც ასეთი წამი დგას… განა თავის მოკვლაზე ვფიქრობ, უბრალოდ მინდა სადგაც სიცარიელეში გადავიდეს ჩემი სხეული… გავირინდები… არავინ იქნება ირგვლივ, არცერთი სულიერი, შენს ხმას მოვუსმენ, და ვიქნები ძალიან ბედნიერი…
მინდა ვიყვირო რომ არ მიყვარხარ, მინდა ყველა დავაჯერო, და საკუთარ თავსაც დავუმტკიცო რა ძლიერი ვარ, მაგრამ ახლა… ამ წამს, ჩემს ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს… ეს ცრემლი ყველაზე მძიმე ცრემლია რაც კი ოდესმე ჩემს თვალს მოსწყვეტია… მე მიყვარს… ცხოვრებაში პირველად და ძლიერად… და არავინ არ იცის ჩემი სიყვარული…
და ვერც გაიგებს ვერავინ…

ყველაფერი დამთავრდა…

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</