6 მაი 09

End of Highschool Drama

By Sweety at 12:46 am | წაიკითხულია 1135-ჯერ |
29

წუხელ დოდკამ მომწერა, ძალიან დავიღალე ამ დაძაბულობით და მოდი ვილაპარაკოთო.

დაახლოებით 3 საათი ვლაპარაკობდით.

მითხრა, ბევრ რამეში ხარ მართალიო… გავარკვიეთ ყველა ბუნდოვანი საკითხი, რაც გვქონდა ერთმანეთთან და დავასკვენით, რომ არაფერი არ გვაქვს გასაყოფი და საჩხუბარი.

პირიქით, საქმეში საუკეთესო გუნდი ვართ და ერთად იმდენი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია… ჩვენ კიდევ ამ დროს კონფლიქტში ვფლანგავთ, ნერვებს ვისახიჩრებთ, გარშემო ცუდ აურას ვქმნით…

ამოვისუნთქე ამ ლაპარაკის შემდეგ… ბოლო დღეები ისე ცუდად ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი დაძაბულობისგან, ათასი იდეა და საქმე მქონდა მოწოლიილ და გიჟივით F5-ს ვაჭერდი, აბა ვინ რა მომწერა და ვინ რა მიპასუხა.

რა ვისწავლე ამ კონფლიქტიდან:

  • არ უნდა ვენდო ადამიანებს ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს
  • სანამ სხვას რამეზე აგრესიულ პასუხს მივწერ უნდა ავდგე კომპიუტერიდან, გავიარ-გამოვიარო, კარაქიანი პური შევჭამო, ცივი წყალი დავაყოლო და თუ მაინც შემრჩება აგრესია, მაშინ ვუთხრა ის, რასაც მართლა ვფიქრობ…
  • რამდენიმე ადამიანზე რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა

განმიმტკიცდა რწმენა რომ:

  • გულწრფელობა ყოველთვის ყველაზე მთავარი ფარია
  • ადვილად არ უნდა ჩავიქნიო ხელი ყველაფერზე, როდესაც ჯერ არაფერი დამთავრებულა

human-emblem-handshake-pink-128ჩემი და დოდკას ურთიერთობა ყოველთვის ასე ზიგზაგურად ვითარდებოდა, ხან ვჩხუბობდით, ხან ერთად გენიალურ რაღაცეებს ვაკეთებდით.

ყოველი ზიგზაგის ფსკერზე ანუ / ასეთ მომენტში, ყოველთვის მაქვს მარაგში ერთი თერაპია, რომელიც დოდკამ 3 წლის წინ, ჩემს დაბადების დღეზე ცნობიერად თუ შეუცნობლად თავად მომცა და დღემდე მეხმარება მასთან კონფლიქტების მოგვარებაში.

არც ვიცი თვითონ თუ ახსოვს ეს ტექსტი, რაც მისი ერთი გრძელი პიემის ნაწყვეტს წარმოადგენს :

შენც ხომ მაგრად გიყვარს ჰაისქულებზე და კოლეჯებზე ფილმები. ჰოდა მანდ თითქმის ყოველთვის არის ხოლმე სკოლაში “მაგარი გოგოების” კლანი, დაჯგუფება, თუ რაცაა, რომელიც ხან სწერვები არიან, ხან საყვარლები, მაგრამ ყოველთვის – ყველაზე პოპულარულები, სხვა ყველა გოგო კი ან შურით უყურებს, ან ცდილობს დაუდაქალდეს. ბიჭების უმეტესობას კი მოსწონს. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში მთლად ასეთი მასშტაბებით არა, მარა მუდამ ამ “პოპულარული” გოგოს როლის თამაში მიწევდა და ფილმებშიც ჩემს თავს მაგ გოგოებთან ვაიგივებდი ხოლმე.

მოკლედ, შენ რომ გაგიცანი, მაშინვე ვიფიქრე, იქურ ჰაისქულში ერთად რომ გვესწავლა, ჩვენ ერთი კამანდა ვიქნებოდით-თქო, სულ ერთად, ერთიდაიგივე პრობლემებით. ან კიდ ორი კლანი გვექნებოდა ერთმანეთს მაგრად დაპირისპირებული.

ხოდა, ამის მერე 3 წელი გავიდა.

რამდენჯერაც ერთმანეთს დავცხებთ, იმდენჯერ ვკითხულობ ამ პიემს და მახსენდება ჩემს მიერ ნანახი ფილმები ჰაისქულზე და მაგარ გოგოებზე.

ისინი ხომ ყველა კარგად მთავრდება!!!!

და მერე ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩხუბებიც კარგად დამთავრდება ხოლმე.

Kissie says:

we may not be the best friends, but we are the best partners

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

29 კომენტარი

ფაინალი

თავიდანვე გექნათ ეგრე რა

 

ძяალოგი შედგა! ვაშა!

 
 

ვა პრო ტეს ტებ!!
ასე უინტერესოდ რათ დაასრულეთ??

მე რისთვის დავდგი საკნები და ტყრიბუნა ჩემთან!!

ომგ არა რა არაფერი თქვენგან არ გამოვა!!

ათასი პლიუსი, ვის გაუგია ეს??

დოლგა ტაკ ვი ნე პრაწიანიწე!!!

 

დაიცა არ მოხსნა, მე ჩავჯდები…

ოკ არ მოვხსნი მაშ ჯერ! მოდი ჩავჯდეთ და გავაპროტესტოთ შერიგება :D

 
 
 

ფუ ბლიად

ვერ ვიტან ჰეპი ენდებს!

ინტრი-გა

სკანდა-ლი

——–

i bet გაწი გამოწიე 1 თვეა შემდეგ კონფლიქტამდე ვადა :დ

ჰაუსი და ვილსონი არ მეყოფა ბლია?

 

თვალზე ცრემლი მომაწვა… შემდეგი სეზონის გადაღებას როდის გეგმავთ?

 

ესეთი ფილმები ტრადიციულად რამდენიმე გამოდის ხომე!

ენდ ოფ ჰაისქულ არა, ენდ ოფ ჰაისქულ – თუ ბი ქონთინიუდ!

 

ფუუ..
რა გინდათ რა…
დავიღალე უკვე…

 
 

ვსო,ვსუნთქავ აწი.. ბიჯოს.. :user:

 

DVD-ები ალბათ ჩამიწვება…

 

აუ სწიიით ჰაისქულებზე და კოლეჯებზე როა მასეთ ფილმებზე ვგიჯდები და ზაან გტხოვ რა ან ლინკები დადე თუ იცი ან კიდე უბრალოდ ფილმების ახელები… თუ არ მაქ ნანახი ვნახავ :* ოკ?

სწიტ მაგარი იყო :D :D სვიით უნდა დამეწერა სორი :D

 

კაი იდეა მომაწოდე პოსტისთვის ახლა შენ ;)

მიყვარს ეს გოგო რა….. :*

 
 
 
 
 
ტროლჩეგი
at 2009-05-06 15:20:29

DVDrip არის სადმე?

P.S. კისიეს ტყულად ედრები, მართალია მიშისტია მაგრამ კი გსხლავს

 

:)

ესე იგი, დღეს კარგი დღეა :)

 

слава Богу я сидела и молчала, будто дела не моё.:)

გოგო შენ თუ მალჩალა ჩემზე რაღა უნდა ითქვას? :lol:
პ.ს. ისე ჩუმებს ყველაზე გრძელი აქვთო…. (c) crow :D

ეჰ, ისევ დოდი რა..:2kiss:

 

ეგ ფრაზა ჩემი ფრაზიდან შექმნა ყვავამ, ასე რომ მეც მეკუთვნის ნაწილობრივი ქოფირაით.

 
 
 

რა სამწუხაროა.
რითი გავერთო აწი? :D

 

უნდა გავმეორდე მარა მაინც, სლისშკომ მელკო . მასე სარკეც პოპულარული ჟურნალია მაგრამ საშინლად დიშოვი

ძალით ვის შემოყავხარ? :D

 
 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: