ეკონომია

სამსახურის კაფეტერიაში ჩაი ღირს 1 ლარი. ანუ ყოველ დღე რომ დავლიო, თვეში 30 ლარი ჩკა!

ჰოდა, ამას წინათ ♥-მ მიყიდა ლიპტონის earl grey-ს 9 ლარიანი ყუთი, რომელშიც 100 ცალი პაკეტია! მთელი 100 ცალი!!!

ახლა ჩაის დალევისას სინდისი აღარ მქენჯნის. ხანდახან დღეში 2–ჯერაც კი ვსვამ ♥

ამდენი ჩაი რომ კაფეტერიაში დამელია, დამეხარჯებოდა – 100 ლარი. გამოდის, რომ დავზოგე – 91 ლარი.

91 ლარად შემიძლია ვიყიდო ახალი ფეხსაცმელი ან მივამატო ჩემს ვადიან ანაბარს.

9 Comments

  1. მე ძალიან სასაცილო ისტორია მაქვს სამსახურთან და ჩაი-ყავასთან. სამსახური მისუ ბიუჯეტით ყიდულობს ჩაის და ყავას, მაგრამ ჩვენი ძუნწი მენეჯერი იპარავს და მის უჯრაში კეტავს, ჩვენ რომ არ დავლიოთ :))))))))))
    პ.ს ჩვენი მენეჯერი “სიმპატიური” ახალგაზრდა მამაკაცია :))))

  2. მშვენიეირ ბლოგი გაქვს, ვკითხულობ ხოლმე… ^^ ისე ჩაი მეც ისე მიყვარს უნდა გავითვალისწინო … :)

  3. დღეში ხუთ ჭიქა ჩაის ვსვამ და წარმომიდგენია რამდენი ლარის ეკონომიას ვაკეთებ ჩაი, რომ არ მაქვს კაფეტერიაში საყიდელი :) სამსახურშიც სხვის ჩაის ვსვამ ხანდახან :) სახლში მიყვარს ჩაის სმა :)

  4. თვეში 30 დღე არ მუშაობ :D
    იმ უბრალო და მარტივი მიზეზის გამო, რომ შაბათ-კვირას ისვენებ :D

    მაგ ვადიან ანაბარზე კი 91 ლარს ვერ შეიტან მისი პირობებიდან გამომდინარე. :D

    ხოდა, კი, ნამდვილად კარგია ეკონომია. მითუმეტეს საჭმელში და მითუმეტეს სამსახურში. კიდევ კარგი ჩვენ ჩაი უფასოდ გვაქვს, თორემ როგორ გავიყიდებოდი, არც კი მინდა წარმოვიდგინო.

    1. ხანდახან დღეში ორჯერ ვსვამ. შესაბამისად ეგ 30 დღე დამრგვალებულია.

      რაც შეეხება პირობებს – სხვა შესატან ფულს დავამატებ ;)

Leave a Reply to LUI Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.