წამლები, Top.ge & დიზაინი

by Sweety on 12 აგვისტო, 2009 · 5 comments

in დღიური,ინტერნეტი

დერმატოლოგთან ვიყავი დღეს…

4 დასალევი წამალი და 3 სახეზე წასასმელი დამინიშნა :( ნაღვლის ბუშტი გაქვს გაღიზიანებულიო და სახეზე იმიტომაც გაყრისო. თან ერთი შეხედვით დამისვა დიაგნოზი. მაგრები არიან დერმატოლოგები, სახეზე შემოგხედავენ და უკვე იციან რა გჭრის :)

ძალიან მკაცრი დიეტა უნდა დავიცვა 2 კვირის განმავლობაში. ბოსტნეული და ხილიც კი არ შეიძლება (მხოლოდ მწვანე ფერის არის დაშვებული, მაგალითად კიტრი, კომბოსტო, ვაშლი). მაწონზე და ხაჭოზე უნდა ვიყო.

ცალკე გინეკოლოგის წამლებიც მაქვს დასალევი 3 ნაირი.

ამდენს როგორ მოერევა ჩემი საცოდავი ორგანიზმი?

ამდენი წამლებიდან მხოლოდ ერთი მათგანია ვარდისფერი :(

ვერ ვიტან ავერსს! ვერა ვერა ვერა! რატო შევედი არ ვიცი! ისე მეუხეშა გამყიდველი კინაღამ თავზე დავაფშვენი სალიცილის მჟავიანი ხსნარი!

ვარდისფერი აბები მიყვარს <3

ვარდისფერი აბები მიყვარს <3

როგორც იქნა ახალ ჰოსტზე გადავდივარ, თან ქართულზე. ნუ გეშინიათ, საიმედოა :) ) ზედ კიდევ ბევრი დიდი პროექტი უნდა დაიდგას. მეც პატარა ადგილს გამომიყოფენ მეგობრები :love:

რაც მთავარია, სწრაფი იქნება!!! :jump: დღეს ალბათ გადავალ უკვე.

წუხელ მთელი ღამე ერთი ახალი პროექტის დიზაინს ვხატავდი. ცხოვრებაში პირველად მოვკიდე ვებ-დიზაინს ხელი და აღფრთოვანებული ვარ საკუთარი ნამუშევრით.

პატარა კვადრატს გაჩვენებთ იმიტომ რომ მთლიანად გასაიდუმლოებულია პროექტი. უბრალოდ დიზაინი შემიფასეთ :love:

დიზაინის ნაწყვეტი

დიზაინის ნაწყვეტი

გუშინ Top.ge-ზე კატეგორია შევიცვალე.

მინდა დავტესტო რამდენიმე კატეგორია, სად რამდენი ხალხი შედის და საიდან უფრო მეტი გადმოვა ჩემთან. მერე სტატისტიკასაც დავდებ :D

ახლა გავვარდი ისე მშია ვკვდები და მერე ისევ ამ დიზაინის ხატვას უნდა ჩავუჯდე…

P.S. WordPress-ს კიდე ახალი ვერსია გამოუშვია. გააჭირეს საქმე, ყოველ კვირას ანახლებენ. uFF!

{ 5 comments… read them below or add one }

1 კიკიტო 12 აგვისტო, 2009 at 9:18 pm

au ra sayvareli wamlebis chasadebi gaqvs :D

პასუხი

2 Sweety 12 აგვისტო, 2009 at 10:20 pm

უი ეგ დოლარ სტორში ვიყიდე 3 ლარად :)

პასუხი

3 willis acid 12 აგვისტო, 2009 at 10:03 pm

truxaa es wamlebi da dermatologebi :(

პასუხი

4 ანა 13 აგვისტო, 2009 at 4:49 pm

exla Zalian swrafad itvirTeba ukve da aRar Wedavs :D

პასუხი

5 თათია 15 აგვისტო, 2009 at 1:12 am

რა მაგარი წამლების ყუთია. ძაან მომწონს.
:) )

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</