სიზმარი

ძალიან ბევრ სიზმარს ვხედავ ამ ბოლო დროს.

წუხელ თბილისი დაინგრა.

ჯერ რაღაც კორპუსის სახურავზე ვიდექი, ვცეკვავდი. მგონი roof-party-ს ვესწრებოდი, ხელში სასმელიც მეჭირა… მეგობრებიც იქვე ცეკვავდნენ.

უცებ თმაზე ხელი ჩამოვისვი და ნახევარი ხელში შემრჩა. ვუყურებ ამ თმას და შიშით ვივსები…

უცებ ფეხ ქვეშ სახურავი ორად გაიხლიჩა. შენობა მიწისკენ წავიდა, მე კი ვდგავარ როგორც ლიფტში და თმა და გული თავს ზემოთ, ჰაერში მრჩება… გარშემო ყველაფერი ფანტასტიკურად ლამაზია. იასამნისფერი ცა, დიდი ფაფუკი იასამნისფერი ღრუბლებით. შენობა კი იდგა მწვანე მინდორზე იდგა და ვხედავდი როგორ ვუახლოვდები მიწას.

დაასკდა ნანგრევები მინდორს, მე გადმოვბობღდი, არაფერი მტკენია. სიარული გავაგრძელე. გარშემო ყველა გაქრა, აღარც მეგობრები, აღარც მუსიკა, აღარც ჩემი კოქტეილის ჭიქა. თან ოდრი ტატუ ვარ.

უცებ დავინახე რომ შორიდან ჩემსკენ ლიანდაგი (!) მოდის. ამ ლიანდაგს ყვითელი ავტობუსი მოჰყვება, ოღონდ იცით როგორი ავტობუსი? უჭერო, “ამერიკულ მთებზე” რაც დადის აი ეგეთი ოღონდ ბორბლებიანი და ყვითელი.

მოკლედ მოდის ლიანდაგი და მოჰყვება ეს ვაგონებიანი ავტობუსი. ზუსტად ჩემს ფეხებთან შეყოვნდა ლიანდაგი. ავტობუსიც გაჩერდა…

სიზმარი
სიზმარი

ვიღაც ლურჯ ფორმიანმა კარები გამიღო ხელი მტაცა და სკამზე მიმაბა უსაფრთხოების ღვედით.

მე ვცდილობ, ვუთხრა, რომ ხურდა არ მაქვს და ბილეთს ვერ ავიღებ (?!), მაგრამ პირზე აკრული მაქვს უსაფრთხოების ღვედი და ხმას ვერ ვიღებ.

ვაგონში მიმოვიხედე. ვიღაც უცხო ხალხი ზის, ზოგი თვლემს, ზოგს ზურგზე ბავშვი ჰკიდია. ლურჯფორმიანი მეუბნება, რომ ყველაფერი დაინგრა და ამ ხალხის ევაკუაცია უნდა მოახდინონ. გული მისკდება. მაგრამ რაღაც  ყველა განსაკუთრებულად მშვიდადაა…

გადავწყვიტე გამეგო სად იყვნენ ჩემი მეგობრები ან ვინმე ნაცნობი მაინც. შევეცადე უსაფრთხოების ღვედისგან თავი დამეხსნა და უკანა ვაგონში გადამეხედა.

ძლივს გადავიხედე და დავინახე ერთი ჩემი კლასელი მიქნევს ხელს იქიდან და მიღიმის. (ამ გოგოს სურათს გუშინ შემთხვევით გადავაწყდი ფეისბუქზე! :D )

ის რომ დავინახე გული დამიმშვიდდა და გავჩერდი. გადავწყვიტე რომ მთელი საევაკუაციო ბანაკი შემომეარა და დანარჩენებიც მეპოვა.

მერე ჩავარდნა მქონდა მეხსიერებაში, არ მახსოვს სად წამიყვანეს, მაგრამ მახსოვს, რომ რაღაც community სამუშაოებს ვასრულებდი და თავგადაკლული ვცდილობდი ევაკუირებულთა შორის ჩემი შეყვარებული – ეშტონ კუჩერი (სულ მეგონა ამ ბიჭის გვარი “კაჩერი” იყო, თურმე ვცდებოდი) მომეძებნა, რომელიც მიწისძვრის დროს დაიკარგა.

იმ საღამოს როცა roof-party-ზე წავედი, ეშტონმა სადღაც სხვაგან დამპატიჟა და არ გავყევი და ახლა სასტიკად ვნანობდი. ვფიქრობდი, “ერთად რომ ვყოფილიყავით, ის მაინც ხომ მეცოდინებოდა ახლა სად არის”-მეთქი.

და ასე გრძელდებოდა ყოველ დღე, ვერა და ვერ ვპოულობდი ჩემს ეშტონს.

ერთ დღეს კი, ისევ იმ მწვანე მინდორზე საკერავი (???!) მქონდა გატანილი და დავინახე, რომ გორაზე პატარა სილუეტი გამოჩნდა და მიხვდი რომ ეს ეშტონია და წამოვხტი ფეხზე, მაგრამ ზუსტად ამ დროს ხელში (ცერა თითის ქვემოთ ყველაზე რბილი ადგილი სადაც არის ხელის გულზე) ნემსი შემერჭო ძალიან ღრმად და თან წვერით კი არა, არამედ იმ მხრიდან საიდანაც ძაფი უნდა გაუყარო!!!

სადაც ნემსი შემერჭო
სადაც ნემსი შემერჭო

ისე მეტკინა, ისე მეტკინა რომ თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და ამ დროს ეშტონი მოვიდა, გახარებული რომ მიპოვა როგორც იქნა და უნდოდა გადამხვეოდა და ეკოცნა…

მე კი ვტირივარ, რომ ხელში ნემსი შემერჭო.

და გამეღვიძა.

:(

33 thoughts on “სიზმარი”

  1. ისა, სადმე გაზეთი არ ეგდო ახალი? 2012 წელი ხომ არ ეწერა? :))

  2. გაგრძელება როდის იქნება? გავერთე კითხვით და როლებში შევედი :))))) ოხ ეს სიზმრები რააა, როგორ იციან ხოლმე გაწყვეტა საინტერესო მომენტში.

  3. ვაიიჰ, როგორ ვწვალდები ხოლმე ასეთი სიზმრებით, იცი? :( რომ ვიღვიძებ ძალა მაქვს გამოლეული… :( თითქოს ვებრძოდი ვინმეს… :(

    1. მე კიდევ ხელი მტკიოდა რომ გავიღვიძე საშინლად… :(

  4. მგონი ვიღაც ძაან გადაიტვირთაა.. მართალია ლამაზი სიზმარი იყო, უბრალოდ ძაან დატვირთულია ემოციურად და ძირითადად მაინც უარყოფითით…

    ჩემი რჩევაა დ ა ი ს ვ ე ნ ო , თან გემრიელად.. : )

    1. :( დასვენება რთული საკითხია ჩემს ცხოვრებაში ამ ეტაპზე. :|

  5. შენს სიზმარში ნგრევები და ეგეთები სავარაუდოდ ნიშნავს, რომ შენში შიგნით ცვლილებები ხდება
    აი ხალხთან დაკავშირებით ორი ვარიანტი მაქვს: ან ცვლილებების გამო ხალხი გეფანტება, ან შენი გვეცნობიერი თვლის, რომ შენ იმ ხალხზე ძლიერი ხარ და როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ, შენ შეგიძლია გადარჩე

    1. ვაა… რა მაგრად ახსენი…
      ნემსი რო შემერჭო ეგ რამეს ნიშნავს?

      1. ეგ ნემსი ალბათ იმას ნიშნავს, რომ შინაგანი ცვლილებები გარკვეულწილად ყოველთვის სტრესთან და ტკივილთან ასოცირდება (ხო გეტკინა რო შეგერჭო) :P

    1. კი ჩემი პატარა ხელებით დავხატე. ოღონდ პასტით და მერე გავაფერადე პასტელებით.

      ამაზე უკეთ ვხატავდი ბავშვობაში. ეს ბანძია ჩემი აზრით… :(

  6. უხ კაი ხანია სიზმარი არ გამკარებია ახლოს !
    ეს თმების შერჩენის მომენტი ბრრრრრ

  7. mar, chemi sizmrebic win uswrebs xolme chems cxovrebashi mosaxden mnishvnelovan(!) movlenebs, es dzalian kargia imitom rom cnobiereba ukve “shemzadebulia” cvlilebebistvis, shens sizmris dzalian martivad da sainteresod axsna ki shenve shegidzlia: kargia rom detalebi gaxsovs, purcelze chamowere yvela nanaxi simboloebi da gverdze miuwere ra mnishvneloba aqvt magat shens cxovrebashi, magalirad:
    tmebi – …
    bokali – …
    avtobusi – …
    eg mnishvnelobebi mxolod shenidan unda gamomdinareobdes da ara sazogadoebis azrisgan, anu dzalian individualuri unda iyos, me sheni blogis stajiani mkitxveli var:) me vici, rom sheni tmebi-sheni imijia, magram shenshi mat sheidzleba kidev sxva datvirtvac qondet, amitom sasurvelia marto tu gaaketeb, kidev magalitistvis:yvelam vicit, rom eshtoni msaxiobia xom? ai shen ki sheidzleba msaxiobze mets xedavde masshi, xasiatis shtrixebi, garegnoba da a.sh.da upro sxvagvari damokidebuleba sheidzleba gqondes mis mimart :)
    mokled: rogorc ki am simboloebs “gadaxarshav” yvelaperi tavis adgilze daladgeba da is modzravi rkinigzac agar gagaocebs…aba shen ici :)
    tviton sizmari dzalian grma da saintereso penomenia, arasdros endo axsnis mza pormebs :)

    P.S.gwer rogorc dzalian chemians, miyvarxar da gulit gisurveb warmatebebs :*

    1. ნემსის ხმარება სიზმარში მოახლოებული მწუხარების ნიშანია, რომელსაც განიცდით თქვენი ახლობელი ადამიანის სიმპათიის დაკარგვის გამო.

      ლოოოოოოოლ :D ზედაა :D

  8. “თუ ქალი სიზმარში მელოტდება, ბედი ზურგს აქცევს და თვითონ მოუწევს მუშაობა თავის სარჩენად.”

    დამანებეთ თავი ერთი… :(

    1. “თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ ცეკვავთ, ისეთი წარმატება გელით, რასაც დიდი ხანია ელით.”

      ეგრე ცუდადაც არაა საქმე :D

      1. “ფუმფულა ღრუბელი, რომლიდანაც მზის სხივი გამოსჭვივის–წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ.”

        :D :D

  9. ორი დღის წინ მეც ამდაგვარი სიზმარი ვნახე უფრო სწორედ სიზმრის გაგრძელება დიდი ხანია კოშმარები აღარ მაწუხებდა და ახლა ისევ დამეწყო .

  10. რა მაგარია, თულმე მე არ ვხედავ უცნაურ სიზმრებს მარტო :) კარგი სიზმარი იყო, საინტერესეო. ეშტონიიი….ოიიი მელას რაც ელანდებოდაოო…. :)) მეც ძალიან უცნაურ რამეებს ვხედავ ხოლმე

  11. აუ ჩემ სიზმრებს უნდა მივუძღვნა ერთი პოსტი. მე ყოველ დღე უცნაური სიზმრები მესიზმრება :D

  12. ალბათ ეს იმის ნიშანია რომ 2012 ში საქართველო დაგარჩება :D რავიცი… ისე მართლა მეშინია 2012 ის :(

  13. დავიშოკეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :)))))))))) ძალიან მაგარი სიზმარი იყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო :)))))))))))))))))) ეგეთ სიზმრებს შენნაირი რჩეულები ნახულობენ მხოლოდ :)))))))))))) არა შეიძლება თინიმაც ნახოს ბაზარი არაა :D:D:D :)))))))))))))))))) ვაი ჩვენ პატრონს

  14. აუ ძალიან ბევრი თაგვები მესიზმრა საHინელება იყო..და რით აიხსნება?

  15. სოფი ხო არ ცეკვავენ შენ სიზმარში თაგვებიი ? :(

Leave a Reply