დილატო – ვიზიტი #1

by Sweety on 7 თებერვალი, 2010 · 29 comments

in სილამაზე & მოდა

ეს პოსტი წარმოადგენს 2 ნაწილს 2 ნაწილიან სერიაში ფიტნეს-შოუ

მას შემდეგ რაც დილატო ფინტეს კლუბისგან VIP საშვი მივიღე საჩუქრად, ერთ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ვერაფრით მოვახერხე იქამდე მიღწევა. ხან სამსახური მიშლიდა ხელს, ხან ამინდი არ მომწონდა, ხან რას დავაბრალე და ხან რას…

თუმცა იმ დღეს, როგორც იქნა, ავწიე დილის 10 საათზე თავი, თან დილით ნატალიმ გამომიარა მანქანით (რისთვისაც დიდი მადლობა!), თორემ ნაღდად დამეზარებოდა დღესაც.

ზუსტად 12 საათზე, პეკინზე, დილატო ფიტნეს-კლუბის სავარჯიშო დარბაზში, (სრულიად ახალ ნაყიდ) სპორტულებიში გამოწყობილი ვიდექი და ინსტრუქტორის რჩევა დარიგებებს ვუსმენდი.

ნეტავ ამ მომენტში რას ვამბობდი?

ნეტავ ამ მომენტში რას ვამბობდი?

გადავწყვიტე, რომ საერთო ჯამში 8 კილო მაქვს დასაკლები. ახლა 66 კილო ვარ და ჩემი მიზანი ორ თვეში 58 კილომდე დაკლებაა. შემდეგ ვიზიტზე, გარშემოწერილობებს გავიზომავ და თვის ბოლოს ერთად შევადაროთ, რა შეიცვლება და რამდენად სწრაფად. ამ ყველაფერს თქვენ დეტალურად ამ ბლოგზე გაეცნობით.

მაგარი მოტივაცია მაქვს!!! ძალიან მინდა დაკლება. ოღონდ იმიტომ არა, რომ ცუდად გამოვიყურები, ან საკუთარი თავი არ მომწონს. პირიქით, ძალიანაც მომწონს ჩემი თავი, მშვენიერი ჩასაკბეჩი გოგო ვარ :P

უბრალოდ მინდა, რომ შოპინგზე სიარულისას ჩემი ზომა ტანსაცმელი ადვილად ვიპოვო ხოლმე და ყველა ჯინსი კარგად მომერგოს, რომელსაც ჩემი ზომა ეწერება.

ერთი სიტყვით, 4 საათის განმავლობაში როგორ ვივარჯიშე არც გამიგია.

ინსტრუქტორმა, რომელიც სხვათაშორის ძალიან სიმპატიური ბიჭია (დაირაზმეთ გოგოებო! :D ), ჯერ მუცლის პრესის გასავითარებელი ვარჯიშები გამაკეთებინა, შემდეგ კი ტრენაჟორებზე გადამიყვანა.

როგორც აღმოჩნდა ყველაზე დაუტვირთავი მუცლის კუნთები მაქვს. 5 ცალი პრესის გაკეთებისას კინაღამ მოვკვდი და სარბენ ბილიკზე კი ორი საათი ვიარე ჩქარი ნაბიჯით.

ტრენაჟორების უმეტესობა თვითონ გითვლის რამდენი წუთია რაც ვარჯიშობ, რამდენი კილომეტრი გაიარე, რამდენი კალორია გაქვს დახარჯული, რამდენია მოცემულ მომენტში შენი გულის ცემის სიხშირე და თან შეგიძლია პარალელურად მოდების ჩვენებას უყურო.

ტრენაჟორების უმეტესობა თვითონ გითვლის რამდენი წუთია რაც ვარჯიშობ, რამდენი კილომეტრი გაიარე, რამდენი კალორია გაქვს დახარჯული, რამდენია მოცემულ მომენტში შენი გულის ცემის სიხშირე და თან შეგიძლია პარალელურად მოდების ჩვენებას უყურო.

ყველაზე მეტად რაც მსიამოვნებს დილატოში ვარჯიშისას არის ტრენაჟორებში ჩამონტაჟებული ტელევიზორი / რადიო.

ამის გამო ვარჯიშისას დრო ისე გადის, ვერც ვიგებ. სარბენ ბილიკზე ვარჯიშისას ვუყურე ძალიან მაგარ ფილმს The Holiday – კამერონ დიაზი, ქეით უინსლეტი და ჯუდ ლოუ რომ მონაწილეობენ. It was love!

მერე საუნაში დავყავი 15 წუთი. უმაგრესი საუნაა! დილაობით თითქმის არავინ არ გაწუხებს. ზიხარ სიცხეში და ზედმეტ უსარგებლო ნივთიერებებს ბედნიერად გამოყოფ. :) )

ერთი სული მაქვს მეორედ როდის მივალ.

შემდეგზე თმას შევიკრავ. ცოტა არ იყოს მიშლიდა.

P.S. მეორე ვიზიტის ამბებს უფრო დაწვრილებით მოგიყვებით. ეს პირველი იყო და თან მოთელვა. :)

Update: კომენტარებში რამოდენიმეჯერ ახსენეს ფასები და პირობები. გაეცანით აქ: ფასები და პირობები.

{ 29 comments… read them below or add one }

1 Dil 7 თებერვალი, 2010 at 3:28 pm

vaa Zaan magaria

პასუხი

2 ლილიანი 7 თებერვალი, 2010 at 4:43 pm

ქუულ!!

კარგია კარგი : ) )))

მიდი მარ მიიდიი!!

პასუხი

3 Curly Eko 7 თებერვალი, 2010 at 4:43 pm

არ მჯერა რომ მაგას ოდესმე მოვაბავ თავს, არადა დაახლოებით იგივე მიზანი მაქვს :) აბა შენ იცი წარმატებები, მთავარია სისტემატიური ხასიათი მიიღოს ამ შენმა წამოწყებამ ;)

პასუხი

4 ნატალი 7 თებერვალი, 2010 at 5:45 pm

@ Curly Eko
მოგეხმარებით, რა პრობლემაა…
გზად შენც გამოგივლით ხოლმე და ერთიანი ძალებით :)

@sweety
გუდ ლაქ, დავგეგმოთ შემდეგი, ჩამოვედი ბაკურიანიდან

პასუხი

5 Curly Eko 9 თებერვალი, 2010 at 5:29 pm

ra sayvarlebi xart :) :) :)

პასუხი

6 ნაკო 7 თებერვალი, 2010 at 9:43 pm

აუ, მეც მინდაა! :D :D :D მაგარიაა

პასუხი

7 zurriuss 8 თებერვალი, 2010 at 8:49 am

ვაბშე–ტა ამ სურათებშიც მაგარ ვიდზე მომეჩვენე, მარა შენი კილოგრამებისა შენ იცი :) )

პასუხი

8 Sweety 8 თებერვალი, 2010 at 1:13 pm
9 Bas 8 თებერვალი, 2010 at 5:11 pm

ვა მაგარია ტო :)

ფასები ხო არ იცი? :)

პასუხი

10 Sweety 8 თებერვალი, 2010 at 5:28 pm

100 გელადან იწყება მგონი…

პასუხი

11 Bas 8 თებერვალი, 2010 at 6:28 pm

თვე? :) ვაბშე ინფო იშოვება ვებზე? :) პაკეტები რომ ვნახო :)

პასუხი

12 Sweety 9 თებერვალი, 2010 at 10:48 am

ვებ-გვერდი: Dilato Fitness Club
პრაისი: დილატო – price list

:)

პასუხი

13 შორენ 9 თებერვალი, 2010 at 9:15 am

რამდენიმე დღის წინ ელვისში გნახე საღამოს. მშვენივრად გამოიყურებოდი

პასუხი

14 Sweety 9 თებერვალი, 2010 at 10:47 am

მადლობა :)

უკვე მესამე ბლოგის მკითხველი ხარ ვინც ელვისში დამინახა :) )

პასუხი

15 გლადი 9 თებერვალი, 2010 at 12:21 pm

მაგარიააა.. ასწორებს.. აბა შენ იცი .. დაკლებას გისურვებ ტკბილო ….

პასუხი

16 თინი 9 თებერვალი, 2010 at 1:35 pm

რა ლამაზი ხარ ძეტკა :love:

პასუხი

17 Kristi 9 თებერვალი, 2010 at 6:41 pm

და ეგ ფიტნეს კლუბი სადა ? და რა ფასებია ?

პასუხი

18 mrcheveli. 10 თებერვალი, 2010 at 9:15 pm

dzalian kargad gamoikurebi bolo suratebidan gamomdinare. shesanishnavi xar! :P :) )
cota dietasac tu daicev cudi ar ikneba.
xshirad iare mag fitness clubshi. baseinzec tu shexval kargia da naklebad gaamariaje axal shedzenili ragaceebi romlebic arafrismtkmelia da veravistan ver gaamariajeb :) chemtan mainc :) miyvarxar magram kritikaa chemi cxovreba da ra vkna? :*

პასუხი

19 ნატალი 10 თებერვალი, 2010 at 11:22 pm

@Kristi
კლუბი მდებარეობს პეკინის 5 ნომერში, მალსის და hsbc ბანკს შორის, მეოთხე სართულზე. ფასები 100 ლარიდან 250 ლარამდე დღეების რაოდენობისა და არჩეული დროების მიხედვით.

წარმატებებიი

პასუხი

20 თაა 11 თებერვალი, 2010 at 2:43 pm

სად დაიკარგე?
რატომ აღარ წერ?

პასუხი

21 თეონალა 11 თებერვალი, 2010 at 8:29 pm

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ გაშლილი თმებით ვარჯიშI არაჰიგიენურია.
შეიკარი ხოლმე :)

პასუხი

22 Sweety 12 თებერვალი, 2010 at 12:19 pm

რა აზრი აქვს, მაინც შხაპში შევდივარ ვარჯიშის მერე :D

ერთადერთი შეიძლება ხელი შეგიშალოს, თორემ არაჰიგიენური არანაირად არაა…

პასუხი

23 ჩეშირსკაია 11 თებერვალი, 2010 at 9:43 pm

ნატალი,

Friend & Family ფასდაკლება რას გულისხმობს? :)

Sweety

მერე რამდენიმე კითხვა მაქვს, სუფთა “მომხმარებლის” აზრი მაინტერესებს და :) სადმე მესსნჯერში თუ დაგიჭერ, გკითხავ ))

პასუხი

24 Kate 12 თებერვალი, 2010 at 12:12 am

ოთოს ჯერ კიდევ როდის ვგულშემატკივრობდი მაგ ამბავში.

პასუხი

25 ჯანო 12 თებერვალი, 2010 at 12:49 am

დავიწყე ვარჯიში.
პლიუსი ისაა, რომ ჩემთვის სამსახურის მარშრუტს ემთხვევა რაც დროის ეკონომიის საშუალებას მაძლევს.
სარბენი ბილიკები ძალიან კარგი ხარისხისაა.
ინსტრუქტორები ძალიან კარგად იქცევიან.
საშხაპეები ძალიან კარგია.
მუშაობს კარგი ბარი.
დასალევი წყალი უფასოა.
საუნა ყოველთვის მზადაა და ყოველთვის კარგი ტემპერატურაა.
ფასი ოდნავ პატარაა სხვა ფიტნეს კლუბებთან შედარებით.
——————————–
მინუსები:
“ტრენაჟორები” ცოტაა. ბევრი არჩევანი არ არის. საერთოდ არ არის ზოგიერთი კუნთის (მაგალითად ტრიცეფსის ან მხოლოდ ბიცეფსის) ტრენაჟორი.
პარკინგი პრობლემაა.
ფართის სიმცირე აშკარად იგრძნობა
პატარა დარბაზია და ზოგჯერ ვარჯიშის დროს ხელი მეშლება.
გასახდელი ძალიან პატარა და არაკომფორტულია.
საუნა ძააალიან პატარააა.

პასუხი

26 ალისა 12 თებერვალი, 2010 at 12:53 am

რა ფასებია ისე? სექტემბრიდან უნდა დავიწყო სიარული და.. :)

პასუხი

27 Sweety 12 თებერვალი, 2010 at 12:20 pm

პოსტის ბოლოს წერია ფასები და პირობები

პასუხი

28 გიორგი 15 თებერვალი, 2010 at 12:09 am

ჯანო. რაც შეეხბა შენ დასახელებულ მინუსებს.

1)პირველ მინუსში ვერ დაგეთანხმები,აბსოლიტურად ყვეა კუნთისაა ტრენაჯორები. ყველა კუნთი შეგიძლია ავარჯიშო.

2)ვერც მეორეში დაგეთახმები. არანაირი პრობლემა არაა პარკირების. უბრალოდ შენ არ იცი ლაბთ სად უდნადააყენო მანქანა. კლუბის შენობის უკან არის ეზო და შეგიძლია მაქ დააყენო უპრობემოდ.

3)ფართის სიმცირეში გეთანხმები თუ მცა არაფერია საგანგაშო.

4)ვერც იმაში დაგეთანხმები რო გასახდელი პატარა… მეტი რაგა გიდნა კაცო იმხელა გასახდელია :D

5) ასევე საუნა. რატოა ვითომ პატარა?? ვერ ეტევი შენ? თუ ფეხბურთის თამაში გინდა??

http://dilatofitnessclub.ge/

პასუხი

29 ვიღაც 2 მარტი, 2010 at 1:02 pm

მეც მეც მეც დავიწყე სიარული დაა ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარრ , რათქმაუნდა ამ ბლოგის დამსახურებაა, რომ ამ ფიტნეს კლუბის არსებობა შევიტყვე ;;) დაა დიდი მადლობაა ;;)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</