Dilato Fitness Club-ის გახსნა

ახლახანს შევქმენი რეკლამის გვერდი, სადაც მიწერია:

თუ თქვენ აწყობთ რაიმე ღონისძიებას(საღამოს, კონცერტს, მიღებას, პრეზენტაციას, გახსნას, პრემიერას) შეგიძლიათ გამომიგზავნოთ მოსაწვევი. ამის შესახებ მიმოხილვა აუცილებლად დაიწერება ბლოგზე.

ჰოდა რამოდენიმე დღის წინ პირველი მოსაწვევი მივიღე!

მოსაწვევი

მოსაწვევი

ძალიან მიყვარს ნამდვილი, ქაღალდის მოსაწვევები.

იმას კი არ ჰგავს, იმეილით რომ მოგივა და სანამ Display pictures from this sender-ს არ დააჭერ იქამდე საერთოდ არ ჩანს. :D

შემეძლო სავარჯიშო ტანსაცმელი წამეღო და იქვე გამომეცადა სავარჯიშო მოწყობილობა

შემეძლო სავარჯიშო ტანსაცმელი წამეღო და იქვე გამომეცადა სავარჯიშო მოწყობილობა

ეს მოსაწვევი დილატო ფიტნეს კლუბისგან მომივიდა.

10 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე მათ ოფიციალური საზეიმო გახსნა აღნიშნეს!დილატო ფიტნეს კლუბი

კლუბის შესახებ:

Dilato ფიტნეს კლუბი არის უახლესი იტალიური სავარჯიშო მოწყობილობებით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი.

აქ თქვენ შეგიძლიათ აღიდგინოთ კარგი ფიზიკური ფორმა, შემატოთ ჯანსაღი
ცხოვრების ელემენტები თქვენს ყოველდღიურობას და რა თქმა უნდა შეინარჩუნოთ ლამაზი სხეული.

Dilato ფიტნეს კლუბი აღჭურვილია იტალიური ფირმის TechnoGym-ის ინვენტარით, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. მხოლოდ აქ შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური სავარჯიშო დანადგარი, რომელიც TechnoGym – ის გამოგონებაა და უზრუნველყოფს სხეულის განჯანსაღებას.

Dilato ფიტნეს კლუბში თქვენს წარმატებას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები.” ~ გადმოწერეთ სრული ინფო ფასებით და პირობებით.

სადღესასწაულო გახსნა:

სამსახური სამშაბათს ისედაც ცოტა ადრე დავამთავრე და იმ წუთასვე ჩავხტი ტაქსში, რომ მომესწრო საზეიმო გახსნისთვის.

კლუბი პეკინზეა, სასტუმრო აჭარასთან, HSBC ბანკის გვერდით.

მეოთხე სართულზე ლიფტით ავედი და პირდაპირ განათებულ ჰოლში მოვხვდი.

ძალიან მომწონს, ის რომ ამ ფიტნეს-კლუბს დიდი შუშის ფანჯრები აქვს და ისეთ შეგრძნებას ტოვებს თითქოს ნიუ-იორკში, რომელიმე ცათამბჯენის სართულია და არა თბილისის 5 სართულიანი შენობის.

შესვლისთანავე მანჰეტენზე გგონია თავი

შესვლისთანავე თავი მანჰეტენზე გგონია

მსგავს პრეზენტაციებზე ყველას ყველაზე მეტად ალაფურშეტი უყვარს, მითუმეტეს თუ პირდაპირ სამსახურიდან მოდიხარ. ალაფურშეტი კი მართლა მაგარი იყო!

მეც სმა-ჭამა არ დამიკლია. განსაკუთრებით ხიზილალის მინი-სენდვიჩებმა გამიტაცა. :D

ალაფურშეტი

DSC03255

პრეზენტაციაზე შეკრებილი იყვნენ ჟურნალისტები, ტელე-რეპორტიორები, ცნობილი ადამიანები.

სანამ ისინი ერთმანეთს ინტერვიუებს უღებდნენ, საუბრობდნენ და გემრიელ შამპანურს სვამდნენ, მე სავარჯიშო მოწყობილობების დათვალიერებას შევუდექი.

გირებს შორის შამპანურს ვსვამ

გირებს შორის შამპანურს ვსვამ

თვით ტუალეტში და გასახდელშიც კი შევძვერი და აღმოვაჩინე რომ დილატო ფიტნეს-კლუბში ფუნქციონირებს საუნა.

თანაც ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე.

საუნა

საუნა

გასახდელებიც და საშხაპეებიც გენდერულად გაყოფილია და ძალიან მოწესრიგებული. აღჭურვილია ყველაფრით რაც კი შეიძლება დაგჭირდეს.

თვით პროფესიონალური თმის საშრობი ფენიც კი აღმოვაჩინე ქალების გასახდელში!!!

”შტეფსელში” შეერთებული პროფესიონალური თმის ფენი! - ამას ნამდვილად აღარ მოველოდი!

”შტეფსელში” შეერთებული პროფესიონალური თმის ფენი! - ამას ნამდვილად აღარ მოველოდი!

ძალიან მომეწონა ყველა ტრენაჟორში ჩამონტაჟებული ციფრული ეკრანი, საიდანაც აკონტროლებ როგორც ტრენაჟორის მუშაობას, სიჩქარეს და დატვირთვას, ასევე შეგიძლია უყურო ტელევიზორს (ინტეგრირებულია 6 ქართული და 39 უცხოური არხი) ან უსმინო რადიოს (თუმცა სასიამოვნო მუსიკა დარბაზში ისედაც არის ჩართული).  რა თქმა უნდა ყველა მოწყობილობას ინდივიდუალური ყურსასმენი აქვს, რათა სხვებს ხელი არ შეეშალოთ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ვარჯიშის პროცესში მოწყენის საშუალებას არავინ გაძლევს. თუ ტელევიზორში საინტერესო არაფერია და მუსიკაც დიდად ვერ გართობს, შეგიძლია სიმპატიური ინსტრუქტორების თვალიერებით ან მათთან ჯანმრთელი ცხოვრების წესზე საუბრით დაკავდე. ;)

ეკრანის გასააქტიურებლად მასზე თითის დაჭერაა საჭირო

ეკრანის გასააქტიურებლად მასზე თითის დაჭერაა საჭირო

როგორც აღმოჩნდა ეკრანის ფუნქციებით ჩემსავით აღფრთოვანდა ცნობილი სპორტული კომენტატორი – ჯამლეტ ხუხაშვილი.

ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს ბატონმა ჯამლეტმა ველო-ტრენაჟორიდან დაიწყო ფეხბურთის მატჩის კომენტატორობა, რომელიც ტელევიზორში ერთ სპორტულ არხზე იპოვა.

ასდ

ჯამლეტ ხუხაშვილი პირდაპირ ველო-ტრენაჟორიდან კომენტატორობდა

გახსნის ცერემონიალი კორპორატიული ხილის ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა, რომელიც ძალიან გემრიელი აღმოჩნდა!

მე დემონსტრაციულად მოვერიდე ლურჯ კრემს, ვიფიქრე რომ ძალიან ხელოვნური გემო ექნებოდა, თუმცა რამოდენიმე წუთის შემდეგ იქვე ბართან შეკრებილმა გოგონებმა მამცნეს, რომ ლურჯი კრემი ყველაზე გემრიელი იყო და მაშინვე ვინანე ჩემი ეს “თავხედური საქციელი” ტორტთან მიმართებაში.

უგემრიელესი ხილის ტორტი

უგემრიელესი ხილის ტორტი

შამპანურით ოდნავ შეზარხოშებული და გემრიელი ტორტით დამტკბარი პუბლიკა მხიარულად დაიშალა.

მე კი დილატო ფიტნეს კლუბის მარკეტინგის მენეჯერმა საჩუქრად კლუბის VIP ბარათი გადმომცა!

ეს VIP ბარათი უზრუნველყოფს, რომ კვირაში სამჯერ ნებისმიერ დროს ნებისმიერ დღეს შემიძლია მისვლა და ვარჯიში.

ამის გარდა, კლუბის დირექტორთან უკვე მქონდა მოლაპარაკება, ფიტნეს რეალითი პროექტთან დაკავშირებით, რომლის შესახებ სულ მალე მოგიყვებით.

ჩემი VIP ბარათი Dilato ფიტნეს კლუბში

ჩემი VIP ბარათი Dilato ფიტნეს კლუბში

აქვე:

VIP ბარათს საჩუქრად მიიღებს ყველა მომხმარებელი, ვინც Dilato ფიტნეს კლუბში ერთწლიან აბონემენტს გააფორმებს!

კონტაქტი:

ტელეფონი: +995 32 36 56 76

E-mail: Office@DilatoFitnessClub.ge

WEB: DilatoFitnessClub.ge

Facebook: facebook.com/DilatoFitness

26 Comments

  1. აააა, საუნა თბილისში!! თან ისეთი, მერე გარჩევა რომ არ მოყვება, ნამდვილი საუნაა თუ “დამატებით დატვირთვიანი საუნა”. :D

    აუცილებლად წავალ, რომ ჩამოვალ, მარტო მაგ საუნის ხათრითაც :D

  2. დღეს რეალტვიში დაგინახე :D :D :D

    როგორც ყოველთვის იქ ხარ სადაც საჭიროა :)

    1. wow! :D არ მიყვარს ეკრანზე ჩემი თავი, ალბათ მსუქანი ვჩანდი :(

  3. ააა მაგარია, მიყვარს როცა ასეთი კლუბი განათებული და ხალისიანია და არა სადღაც კორპუსის სარდაფში.
    ფასებიც ნორმალურია. მითუმეტეს მის მდებარეობას თუ გავითვალისწინებთ. შევივლი აუცილებლად

  4. ძალიან მაგარი ნიუსია
    მიყვარს ყველა ფიტნეს კლუბი სადაც ნორმალური პირობებია
    საუნაზე ვაფანატებ, ჩემს წინა ფიტნეს კლუბშიც ასეთივე საუნა იყო ოღონდ კიდევ 1 სართული ქონდა და ძაან მაგარი იყო ხოლმე
    ახალშობილივით გამოდიხარ :)

  5. ერთი კითხვა გამიჩნდა – აი, ვთქვათ 2012 წახვედი და არ მოგეწონა (მე დღეს ვაპირებ) ან რამე პრეზენტაცია… ან სულ ერთია.
    შემდეგ ამას ბლოგზე დაწერ გულწრფელად და შეულამაზებლად თუ ნამუსს შეუნახავ მიმწვევებს?

    მე მქონია მსგავსი შემთხვევები, როდესაც ერთ პროდუქტთან “ვმუშაობდი” ასე ვთქვათ, მაშინ როდესაც თავად მეორის კლიენტი ვიყავი :)
    დილემაა უნდა გითხრა.

    P.S.
    ქართველი მოსახურე პერსონალი ხო ამ აპათიურ-მელანქოლიური გამომეტყველების დაჭერას ვერ გადაეჩვია რა…

    1. რთული საკითხია. და კარგია რომ შემეკითხე :)

      მგონი მკითხველს უფლება აქვს იცოდეს რას ნახავს ამ ბლოგზე.

      ჩემი ბლოგის პოლიტიკა ასეთია:

      თუ ეს “მიწვევა” არა-ანაზღაურებადია, ანუ უბრალოდ მიწვევაა მაშინ მე გულწრფელი ვიქნები, და თუ არ მომეწონება ეს event-ი ან გავლანძღავ ან საერთოდ არ დავწერ, იმიტომ რომ ბანძ ივენტებზე არავინ წერს.

      თუ “მიწვევა” ანაზღაურებადია, მაშინ ეს უკვე რეკლამაა (რომელზე დაწერილ პოსტსაც წინ წარუძღვება მინი სათაური “რეკლამა“).

      იქ უკვე ვეცდები დავწერო ჩემი პირადი დამოკიდებულება, მაგრამ თან დავურთო ის აუცილებელი ხაზგასასმელი დადებითი მახასიათებლები რაც გამზადებული მოვა რელიზით.

      მაგალითად:

      მე პირადად ელ-დეპოს ხინკალი არ მიყვარს, მაგრამ გავიგე, რომ პარის ჰილტონი გიჟდება თურმე ელ-დეპოს ხინკალზე.

      ყოველთვის შეიძლება რაღაცის ისე დაწერა, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. ბლოგერის მთელი ნიჭი ამაში მდგომარეობს.

      თუმცა დამკვეთების გასაგონად ვიტყვი, კომენტარებში მკითხველი მაინც გაასაზიზღრებს ამ პროდუქტს, თუ ის ცუდია.

      ასე რომ ბლოგებზე და ზოგადად ინტერნეტში როდესაც რაღაცას არეკლამებ, ღმერთმა ნუ ქნას რომ ის “რაღაც” უხარისხო იყოს.

  6. მარ, შენი დახმარება მჭირდება
    რო გეცლება პლიზ პლიზ პლიზ
    მასწავლე ჩემს ბლოგზე ქართულად როგორ იწერებოდეს კომენტარები

    და კიდევ ერთი შეკითხვა, აი საიდბარში ბექგრაუნდის შეცვლა შეიძლება? ფერების გაღიავება მინდა

    1. მმმ

      ეგ მგონი შენთან არ გამოვა. შენ ხო self hosted ვორდპრესი არ გაქვს არამედ wordpress.com-ზე გაქვს მიბმული დომენი.

  7. მოსაწვევი მეც მომივიდა, ორონდ სახალხო დამცველის ოფისიდან :) ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით “შერატონ მეტეხი პალასში” ღონისძიება იმართება ორშაბათს და მიმიწვიეს. მოკლედ, თემატურ მოსაწვევებს გვიგზავნიან, რაც ძალიან კარგია. ასეტი აკრგი ამბები არ მოგვკლებოდეს! :)

  8. მე კი დილატო ფიტნეს კლუბის მარკეტინგის მენეჯერმა საჩუქრად კლუბის VIP ბარათი გადმომცა!

    ეს VIP ბარათი უზრუნველყოფს, რომ კვირაში სამჯერ ნებისმიერ დროს ნებისმიერ დღეს შემიძლია მისვლა და ვარჯიში.

    როდის აპირებ მაგ ბარათის გამოყენებას?
    გინდა გავიდეთ ამ კვირაში ერთ საღამოს და მეც ვნახავ სიტუაციას, თუ მომეწონება ავიღებ აბონემენტს,
    მინდა უკვე ვარჯიშის დაწყება

    1. როდის და იდეაში ამ კვირაში :) ოღონდ მე დიალობით მინდა სიარული. შენ გაწყობს დილით? ასე 10-სთვის.

  9. მასწავლე ჩემს ბლოგზე ქართულად როგორ იწერებოდეს კომენტარები

    და კიდევ ერთი შეკითხვა, აი საიდბარში ბექგრაუნდის შეცვლა შეიძლება? ფერების გაღიავება მინდა

        1. იმიტომ, რომ ვორდპრეს.ქომზე ხარ და არა დაინსტალირებულ ვორდპრესზე.

          აქამდე თუ არ შეგეძლო შეცვლა ახლა დომენის მიბმით რა შეიცვლება?

            1. აა, ვსიო მოგვარდა ესე იგი?

              ვორდპრეს ორგზე თუ ხარ აქედან რომელიმე თემა დააყენე:

              Lifestyle
              ;)

  10. მეც ძალიან მიყვარს ქაღალდის მოსაწვევები (ქარალდის წერილებიც)
    ბოლოს მოსაწვევი საგამოცდო კონფერენციიდან მივიღე, თითქოს იქ წასვლა სავალდებული არ ყოფილიყო :D :D

Leave a Reply