დიეტა – ნაწილი 3

ბოლო დიეტის განმავლობაში 8 კილო დავიკელი. ხოლო შემდეგ პერიოდში დღემდე 2 მოვიმატე. დღესასწაულებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამიტომ…

მეშვიდე დღეა დიეტაზე ვარ. წინ კიდევ 21 დღე მაქვს. წესით ვადის ბოლოს ისეთი გამხდარი უნდა ვიყო, როგორიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ.

კი, ისევ იმ დიეტაზე, შარშან გაზაფხულზე რომ ვიყავი.

ეს არის ჩემი საკვები კვირის დღეების განმავლობაში

არა, მასაჟებს აღარ ვიკეთებ, თუმცა, ვფიქრობ ვიარო სადმე, თუ რამე კარგი ცენტრი იცით ცელულიტის მასაჟებს ეფექტურად რომ აკეთებდნენ და თან ცეცხლის ფასიც არ ედოს, მომწერეთ კომენტარებში.

კი, უკვე ორი კილო დავიკელი პირველი კვირის განმავლობაში.

არა, არც ერთხელ არ დამირღვევია.

კი, ისევ 8 კილოს დაკლებას ვაპირებ.

არა, ჯერ არ ვვარჯიშობ, მაგრამ ვაპირებ დაწყებას. თან სამსახურში უფასო სავარჯიშო დარბაზი გვაქვს და ტყუილად ვაცდენ.

კი, ძალიან მშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს გარშემო ვინმე გემრიელ ნამცხვარს და ტკბილეულს მიირთმევს.

დიეტას 2 თებერვალს ვასრულება. 6 თებერვალს ჩემი დაბადების დღეა.

ეს ალბათ საუკეთესო საჩუქარი იქნება, რასაც საკუთარ თავს გავუკეთებ სანამ 25 წლის გავხდები.

3 Comments

  1. ასე სწრაფად რომ იკლებ, მერე ადვილად არ აკრიფო ისევ. თან, როგორც ვიცი, არ არის მიზანშეწონილი ჯანმრთელობისათვის სწრაფი კლება.

    1. სწრაფი არაა კვირაში 2 კილო :( ნეტა უფრო სწრაფად შემეძლოს.

      წინა დიეტის მერე მარტო 2 კილო მოვიმატე 6 თვის განმავლობაში. ანუ არ მოვიმატებ.

  2. წარმატებები მარი, მე 15-13 კილოს დაკლება მინდა 30 აპრილამდე. (კვირაში 1 კილო). უნდა დავიკლო კალორიების დიეტით. ფეხმძიმობისას აკრეფილი წონაა და მიჭირს სწრაფად დაკლება.

Leave a Reply