Diary Page

გუშინ საღამოს წავედი იმ გაცდენილ ვიკალის გაკვეთილზე. კარგი იყო.

მასწავლებელმა მითხრა წინა გაკვეთილტან შედარებით ბევრად უკეთესად მღერიო. სანამ სიარულს დავიწყებდი, ჩავწერე ის სიმღერა საუნდრექორდერით რომელსაც ვამუშავებთ.მერე მინუსი ავაჩქარეთ და ერთი ტონით დავწიეთ.

ერთ თვეში კიდე ჩავწერ და განსხვავებას შევხედავ. თუ მართლა უკეთესი იქნება, გავაგრძელებ მეცადინეობას. თუ არადა ხელს ჩავიქნევ :(

ის წინა ჩანაწერი არის საშინელება :( არც ვიცი ამ სიმღერას რატო მოვკიდეთ ხელი :( მაინც დავდებ აქ საგინებელი მასალად:

oh-darling.mp3

სახლში რომ მოვედი, [Esther]-ს წერილი მივწერე ემესენში ჩამამატე მეთქი. ჩემი სურათიც გავუგზავნე და ბლოგის ლინკიც. ვერაფერს ვერ გაიგებს ქართულად მაგრამ მაინც. ჯერ არ ჩავუმატებივარ. :(

__________

[საბუნია]-მ გახსნა ახალი ბლოგი. უფრო სწორად ძველი განაახლა.

It’s a dream blog about America.

შეკითხვებს ვუსვამ ხოლმე სკაიპში ეს როგორ არის ის როგორ არის მანდ თქო და მერე თანდათანობით პოსტებად მცემს პასუხებს.

I love his Blog!

___________

ტოტოს და დვორსკის არ სცალიათ. ბლოგკატალოგს თავი ვერ მოვაბით. ან იმათ მოაბეს და მე მომტეხეს საქმიდან :(

ყოველთვის ეგრე რატო ხდება :(ან თავს ვერ აბამენ არ გტეხავენ. ცოტა მეტი მაინც ვიცოდე მე თვითონ გავაკეთებდი ყველაფერს. არ მიყვარს როცა სხვაზე ვარ დამოკიდებული.

გუშინ კოსმოს რედაქტორს ისევ გავუგზავნე წერილი. 3 თვეა არ შევხმიანებივარ. მაინც არ დავანებებ თავს სანამ პასუხს არ მივიღებ. თუნდაც უარყოფითს. გაურკვევლობა ნერვებს მიშლის. თუ მაგათ უარი მითხრეს მერე წავალ და სხვა ჟურნალს დავეკონტაქტები ;)

როგორ მინდა ისევ დიეტაზე გადასვლა. იმ დიეტის შემდეგ რომელიც წარმატებით დავიცავი დაახლოებით 3 კილო დავიკელი. მაგრამ კიდე მინდა :(

და ვარჯიშიც მინდა მაგრამ როგორ მეზარებააა :vis:

საერთოდაც ძალიან ნოსტალგიურ და სასოწარკვეთილ განწყობაზე ვარ. ჯენიმ – მაგნიტური დღეების ბრალიაო. :vis:

ერთი კვირაა რაც გადავწყვიტე რომ ჰაჩიკო კი არა ნანა ვარ. აიაიაიაიაი :vis: neeee Hachiii! <3

ვაკვირდები რომ ამ ბლოგზე პირად ემოციებს ვეღარ ვწერ. უკვე იმდენი შემოდის. გუშინ 300 ნახვა მქონდა. ეს მგონი რეკორდია. ახალი ბლოგი უნდა გავაკეთო დახურული სადაც გულს მოვიოხებ ხოლმე. პმსის დროს მაინც.

Feel Like This:

zveli

დღეს [Secrets]-მა მომახსენა რომ ჩემს ადმინკაში შესვლა შეუძლია. wtf? თურმე საბსქრაიბერებს შეუძლიათ და მე ჩართული მქონია.

მერე გადავამოწმე და კიდევ 3 უცხო ადამიანი მყოლია დარეგისტრირებული.

გავთიშე საბსქრაიბერები.

რა სირცხვილია :D

ფენშუიზე გავფრიკე. დავდივარ სახლში და გადასაყრელ ნივთებს ვაგროვებ. :D

2 სტატია გადავთარგმნე კიდე. ერთი ხვალ გამოქვეყნდება ერთი – ზეგ. :jump:

~~~

~~~

Update: სეკრეტამ მაკროს ფრანტიერის ყურება დაიწყო! :jump:

~~~

~~~

Update: აუ ვოკალში რამდენი სამეცადინო მაქვს :(

Update: aaaaaaaaaaaaaaaaaaaa! Esther-მა მიპასუხა და ემესენში ჩამამატა! ვაშაააა! :love:

5 Comments

  1. ამ პოსტს რომ ვკითხულობდი და ნუ ახლაც ვუსმენ devics-ის heaven please-ს,ჰოდა აი პირად ემოციებზე რომ წერ მერე ხომ ფოტო მოდის გიტარით და კომენტარით “Feel Like This ” და უცებ მეგონა რომ ამ სიმღერას შენ მღეროდი, უცნაური იყო …

  2. @utvino, Wow, აბა გადმოვწერ ერთი მაგ devics-ის heaven please-ს :2kiss:

    აუ. ვერ ვიპოვე და გამომიგზავნე რა :(

    @Secrets, ცოტა ვიცი… :user:

  3. “პმსის დროს მაინც.”

    ჩემს ბლოგს უზადოდ ენძრევა პმს-ს დროს :ბის: არა მარტო ბლოგს :უსერ:

    სიმღერას ვუსმინე :გოოოდ:

    მაგნიტური დღეები არის :ყეს: სადაც გავიხედე ყველა ისეა….რაღაცნაირად :გივი:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.