დიზაინის შეცვლა ბლოგსპოტზე!

დიდი ხანია მინდა ამ ტუტორიალის დადება და ძლივს მოვიცალე.

ესე იგი, რაშია ახლა საქმე.

ვინც ბლოგსპოტის მომხმარებელია, ხშირად ცვლის დიზაინს, აქედან გამომდინარე ეკარგება ბევრი წვალებით დამატებული ვიჯეტი.

როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?

  1. შედიხართ თქვენი ბლოგის HTML- კოდში.
  2. თქვენი არსებული(პირობითად ვუწოდოთ ”ძველი”) დიზაინი ჩამოტვირთეთ ბლოგიდან და შეინახეთ სადმე. (ეს იმ შემთხვევაში თუ რაღაცა შეგეშლებათ და ისევ ძველი დიზაინის დაბრუნება მოგინდებათ)
  3. არ დააჭიროთ Expand Widget Template-ს.
  4. მოძებნეთ ძველ დიზაინში სურათზე გამოსახულის მსგავსი ხაზები.(დააჭირეთ სურათს რომ გადიდდეს უკეთ დასანახად)widgets ამ მაგალითში ყველა ხაზი იწყება <b:widget–ით რაც კონკრეტული ვიჯეტის არსებობას ნიშნავს. ეს კონკრეტულობა გამოხატულია id-ით. ანუ ყველა ხაზს გააჩნია თავისი id. ეს სურათზეც ჩანს.
  5. ყველა ხაზი, რომელიც იწყება <b:widget –ით, დააკოპირეთ ერთად სადმე (მაგალითად Notepad-ში). არ დააკოპიროთ მხოლოდ <b:widget- ხაზი რომელსაც ჰქვია Blog1. ეს პოსტების ნაწილს ნიშნავს.
  6. ჩამოტვირთეთ სასურველი დიზაინი, სასურველი საიტიდან. (პირობითად ვუწოდოთ მას ”ახალი დიზაინი”)
  7. გახსენით ახალი დიზაინი რომელიმე ტექსტური ედიტორით. (საუკეთესოა Wordpad)
  8. მოძებნეთ იგივენაირი ხაზები. (ანუ რომლებიც იწყება <b:widget –ით)
  9. წაშალეთ ყველა არსებული ვიჯეტის ხაზი გარდა Blog1-ის და Header1-ის (ნუ გააჩნია ზოგი ვიჯეტი დატოვეთ თქვენი სურვილისამებრ მაგრამ make sure რომ დაკოპირებული ვიჯეტების კლასი არ მეორდებოდეს ახალი დიზაინის არსებულ ვიჯეტებში)
  10. ჩააპეისტეთ ეს დამახსოვრებული ვიჯეტები ახალ დიზაინში წაშლილი ვიჯეტების ადგილზე.
  11. დააჭირეთ Save-ს.
  12. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ ასეთი წიტელი ნაწერი არ უნდა გამოვიდეს.
  13. თუ მაინც გამოვიდა ასეთი წითელი ნაწერი არ დააჭიროთ Confim & Save-ს. თუ დააჭერთ ყველა ვიჯეტს დაკარგავთ. ამის ნახვლად დააჭირეთ Cancel-ს.
  14. ეს Error-ი მიგვანიშნებს რომ რომელიღაც ვიჯეტის დაკოპირება და ჩაპეისტება დაგვავაიწყდა ან გამოგვჩა. ამ მაგალითში ნაჩვენებია რომ Label1, HTML1, HTML2 არის ის ვიჯეტები რომლებიც გვაკლია. დაუბრუნდით ძველ თემფლეით და მოძებნეთ ის <b:widget-ხაზები რომელთა id-ებია Label1, HTML1 და HTML2, და ჩასვით მათი კოდები ახალ დიზაინში.
  15. თუ ამ ყველაფერს სწორად შეასრულებთ, არანაირ ერორს აღარ მიიღებთ და ბედნიერად შეძლებთ ახალი დიზაინის დასეივებას. შემდგომ ამისა უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ Page Element-ებზე და სასურველ პოზიციებზე განალაგოთ თქვენი ძველი ვიჯეტები უკვე ახალ დიზაინში.

თუ რამე შეკითხვები დაგებადათ კომენტარებში მომმართეთ! :)

წარმატებულ ბრაუზინგს გისურვებთ!

23 thoughts on “დიზაინის შეცვლა ბლოგსპოტზე!”

  1. error message: The element type “b:includable” must be terminated by the matching end-tag “”

    ვაიჰ ნევროზი დამმართა , რა ჭირი უნდა ვა :(

  2. დააქანსელე და თავიდან გააკეთე ყველაფერი.
    b:includable-ს მოეშვი. b:widget-ებს მიხედე :yes:

  3. უი კაია ეს, გამომადგება შემდეგში, თუმცა ჯერ არ ვაპირებ დიზაინის შეცვლას, მარა მაინც.

    კაი გოგო ხარ :*

  4. აუ მართლა გამოდის ამ მეთოდით???
    პოსტები ხომ არ გაქრება???
    ან რამე???

  5. ახალი დიზაინი რომ გადმოვწერე არ არის იმაში ეს <b:widget ები და რა ვქნა?

  6. We were unable to preview your template
    Please correct the error below, and submit your template again.
    Your template could not be parsed as it is not well-formed. Please make sure all XML elements are closed properly.
    XML error message: The element type “img” must be terminated by the matching end-tag “”.

    ამას წერს

  7. სვით, ეხლა ორჯერ ჩანს ეს წარწერა :D

    აუ წორდპრესზე მინდა თემფლეითის დაყენება, ეს ვნახე შენი პოსტი მაგრამ 2 სიყვით ვორდპრესზეც მომწერე რაა

  8. დიზაინების პოვნა რომელ საიტებზე შეილება ეგეც დაწერე რა… კარგი და ლამაზი დიზაინები სად მოიპოვება?

  9. აუ ვერ გავუგე ჰტმლ კოდის პანელი სადაა იქნებ ამიხსნატ???ან სიახლე როგორ დაამატო?

  10. გავაკეთე მაგრამ ეხალ კატეგორები როგრ უნდა გააკეთო ესეც რომ დაგეწერა ძაან მაგარი იქნებოდა :შ იქნებ დაწერო :(

  11. ბლოგგერერზე shout boxის ან რაიმე მსგავსის, comment boardის დამატებას ვერ მასცავლი? :s :)gmadlob.

  12. საკმაოდ გამომადგა ეს მეთოდი. მადლობელი ვარ

  13. ლოლ აწი უკვე ახალი ტემპლეიტის ატვირთვისას გეკითხება არსებული ვიჯეტები დავტოვო თუ არაო, აკლიკებ დატოვებას და ვუალა – ახალი დიზაინი ძველი ვიჯეტებით :bis:

    ასე რომ ეს ტუტორიალი უკვე აქტუალური აღარაა :)

  14. მოკლედ, ეს გაკვეთილები მე ძალიან მეხმარება. მადლობა შენ.

    ჩემი კითხვა: ჩემს ბლოგზე მინდა მხოლოდ და მხოლოდ დავამატო ერთი დამატებითი column, ანუ როგორც ამ ბლოგზეა, ერთი ფართო ზოლი პოსტებისათვის და გვერდით ორი ვიწრო ზოლი სხვადასხვა მინი “ნავაროტკებისთვის”. ანუ მხოლოდ ზოლის დამატება მინდა, და არ მინდა შეიცვალოს ბლოგის თემა, ფონი, ფერი, სხვა რაღაცეები.

    შესაძლებელია ეს თუ ჩავიქნიო ხელი? ნეტში ვეძებ ვითომ რაღაცეებს, მაგრამ ან არასწორად ვეძენ ან შეუძლებელია.

    მადლობა ყურადღებისათვის :)

Leave a Reply