უკულტურო ხარ და აღიარე!

გასაგებია, რომ ადამიანს, რომელიც თავის გადამუშავებულ ნაგავს არ აგდებს ურნაში –  არა აქვს ამის ჩვევა და კულტურა.

გასაგებია, რომ ის არ ფიქრობს ამ შემთხვევაში გარემოს დაბინძურებაზე და მსგავს ’გლობალურ თემებზე’.

გასაგებია, რომ ის არ ფიქრობს ელემენტარულად გარემოს ესთეტიურობაზე და ლამაზად შენახვაზე.

მაგრამ გაუგებარია რატომ სწყინს, როცა მას ვინმე უკულტუროს დაუძახებს? რატომ უჩნდება პროტესტის გრძნობა?

ხო დაყარე ნაგავი? ხო არ შეიწუხე თავი ურნამდე მიტანით? ხო არ გაქვს სილამაზის ან ესთეტიკის გრძნობა? ხომ არ უსწავლებიათ და ჩაუნერგავთ შენთვის ელემენტარული ჩვევები? ხომ მოგწონს ნაგავში ცხოვრება?

მაშინ რატო გწყინს ერთი ბეწო სიმართლე? რატო გამოთქვამ პრეტენზიებს?

დაყარე? გაჩუმდი! და აღიარე!

უკულტუროვ!

13 Comments

  1. მართალი ხარ Sweety ამ კონკრეტულ საკითხზე გეთანხმები ის ვინც ყრის ნაგავს არ ააქვს მნიშვნელობა სიგარეტის ნამწვია თუ მზესუმზირის ნაფცქვენი , ყველა არის უკულტურო …

    მაგრამ ცოტა მკაცრები ხომ არ ვართ ? :(

  2. რის მიმართ და აგერ მეგობრების საზოგადოებაში მზესუმზირა მივირთვით და დავანაგვიანეთ მიდამო . ვის მიმართ და იმ ადამიანის მიმართ , რომელიც ღამე მოდის მარტო სიგარეტით ხელში , ამ დროს ვერ იპოვა ნაგვის ურნა ამიტომ ერთი ამის დედაც და მიაგდო ბნელ კუთხეში ”ბიჩოკი” … რათქმაუნდა ეს და სხვა უფრო დიდი მაშტაბების მქონე ფაქტები დასაგმობია , მაგრამ როგორ ფიქრობ ეს ადამიანი უკულტუროა ან ოჯახში კულტურა არ ასწავლეს ამ ხალხს ? ვფიქრობ ასე უკულტუროს ძახილი ყველას მიმართ ცოტა … გამიგე Sweety ? ეს ყველაფერი IMHO და მოგონილი მაგალითები :)

    1. ტაქსის მძღოლის მიმართაც, რომელიც მანქანის ფანჯრიდან გარეთ ისვრის სიგარეტის ცელოფნებს და კოლოფს?

  3. აააააააა
    ვაიმე, როგორ მეშლება ნერვები
    თან დღეს ზუსტად ერთმა ქალმა ავტობუსის ფანჯრიდან ისროლა ნაგავი და მეორემ კარიდან
    აუ ძაან გავბრაზდი
    თან პარკებს რომ ყრიან კიდევ უფრო ვბრაზდები, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ცუდად იხრწნება პარკები :/
    არადა არ ვარ მწვანე ))

  4. ვგიჯდები ვინმე ქუჩაში რომ ყრის ნაგავს
    იმიტო რო მე ჩანთა მაქვს ხოლმე გამოტენილი ნაგვებით

  5. ხო, მაგრამ უკულტუროს ძახილს სჯობს მიუთითო, რომ აი რატომ ყრი?
    ან თუ შეიძლება ქუჩაში ნაგავს ნუ ყრით და ა.შ.
    ეგრევე უკულტუროს წოდება უტაქტობაა ჩემი მოკრძალებული აზრით ))

    1. არც მიწოდებია არავისთვის არც ეგრევე და არც ახსნის შემდეგ.

      უბრალოდ ჩემთვის ვბრაზობ. :(

  6. კულტურა სულ სხვა რამეა და ესთეტიკა სულ სხვა რამე. უკულტურობა სხვა ადამიანის შეურაწყოფაა მითუმეტეს მაში როცა ასეთი საქციელი შენც ჩაგიდენია ოდესღაც ; )

  7. კიდევ… საბურთალოს მაგდონალდსში აივანზე რომ ვეწევიან და ბიჩოკებს აივნიდან აგდებენ… აი ისე ვღიზიანდები რომ რა ვიცი… თან სპეციალურად დევს ხომ საფერფლეები… ერთი ადგილის განძრევა ყველას ეზარება… :|

    P.S. გუშინ დაგინახე ზემოთხსენებულ დაწესებულებაში siyvarliki

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.