cyxymu იტყუება?

მას შემდეგ რაც მრავალი სტატია და ბლოგი წავიკითხე წინა პოსტში ხსენებული cyxymu-ს შესახებ, უფრო და უფრო მიძლიერდება ეჭვი იმის შესახებ რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია.

ამ იდეის მხარდასაჭერად ჩამოვთვლი ყველა იმ საეჭვო ფაქტს რაც მედია-საშუალებებით გაშუქდა და ნელ-ნელა ერთად გამოვრიცხოთ ახალ წყაროებზე დაყრდნობით.

  1. Livejournal.com- რუსული საიტია. შესაბამისად რუსებს არაფერში აწყობდათ მისი  საქვეყნოდ “დაბომბვა”. შეეძლოთ რამდენიმე ზარი განეხორციელებინათ საიტის ადმინისტრატორებთან და ბლოგი ისედაც უკვალოდ გაქრებოდა.
  2. თუკი კიბერ-ტერორისტებს ბლოგის გაქრობა უნდოდათ, წესით მისი კონტენტი უნდა წაეშალათ ისე რომ აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო. ამას ისევ დაისევ ერთი ზარი გადაწყვეტდა KGB-დან. რაც ცხადია ასე არ მოხდა. ბლოგი რამდენიმე საათში დაბრუნდა შეცვლილი მისამართით.
  3. ერთადერთი მხარე ვინც ამ სკანდალური კიბერ-შეტევისგან სარგებელი ნახა ეს თვითონ ბლოგერი cyxymu-ა. რუსებმა ამით ვერაფერი სარგებელი ვერ ნახეს, პირიქით, ძალიან დიდი პიარი გაუკეთეს ამ ადამიანს. არა მგონია ისეთი სულელები ყოფილიყვნენ რომ ეს არ გაეთვალათ. და რა გარანტია არსებობს იმისა, რომ ყველაფერი წინასწარ არ ჰქონდა cyxymu-ს გათვლილი ჩვენს საყვარელ მთავრობასთან ერთად?
  4. ტვიტერს ძალიან დაუცველი და სუსტი სერვერები აქვს, რომლებიც ჩვეულებრივ დღეებში მსუბუქი გადატვირთულობის დროსაც ითიშება, არათუ DDOS  შეტევისას. იქნებოდა თუ არა პრობლემა კიბერ-ტერორიზმი ერთი ან თუნდაც რამდენიმე კომპიუტერიდან განხორციელებულიყო?
  5. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ამ თავდასხმაში რუსები იყვნენ გარეული თვითონ cyxymu-მ გაავრცელა.

ნუთუ ამ ადამიანმა ყველა გააცურა? :s

თქვენც დაწერეთ, როგორც საეჭვო ფაქტები ისე გამაქარწყლებელი.

12 Comments

  1. ყველა ვერსიას მოვისმენ და მერე გამოვიტან დასკვნას :D

  2. :))))))

    კაი რა სვითი. გშურს მისი პოპულარობის? :D

    რა დადგმა? იუთუბის და ფეისბუკის წარმომადგენლებმა განუცხადეს როიტერს, სინეტს და სხვა საინფორმაციო სააგენტოებს, რომ ამ ადამიანის გვერდებზე მიდიოდა რამდენიმე უზარმაზარი რუსული ბოტნეტიდან შეტევები.
    შენ გგონია, რომ ჩვენ შსს-ს რუსული ბოტნეტები ყავს? :D
    ან გგონია, რომ ეს რუსეთის შსს-მ ჩაიდინა?

    რამდენიმე გამოსლევებულ რუს ჰაკერს ამოუვიდათ ყელში და მიახტნენ ამ კაცის ყველა გვერდს და სულ არ გაუთვლიათ რა რეზონანსი მოყვებოდა. მარტო ლაივჯოურნალიდან რომ წაეშალათ, რა მერე? ფეისბუკს, იუთუბს და ტვიტერს რას უზამდნენ?

    ტვიტერს სუსტი სერვერები აქვსო კიდევ, რომ იძახი :D გამოდის, რომ ნებსიმიერ 100-200-იან ბოტნეტს მისი გათიშვა შეუძლია ნებისმიერ დროს? :D და იუთუბიც დაუნში ვარდება ხოლმე “მსუბუქი გადატვირთვისას”? წარმოგიდგენია მაინც, რა მასშტაბებზეა საუბარი?

    ლოლ რა :D

    1. მშურს კი არა კუტა! :D

      პირიქით მიხარია Mashable-ზე საქართველო რომ ახსენეს.

      რაც შეეხება ტვიტერს. თვითონ ამბობს ბიზ ზტოუნი რომ ჩვენი სერვერები არ შეესაბამება იმ დატვირთვას რაც ტვიტერზე მოდის ბოლო თვეების განმავლობაშიო.

      როდესაც არც შეტევაა და არაფერი და ტვიტერი ჩვეულებრივად მუშაობს გადატვირთულ რეჟიმში – მაშინაც ითიშება ხოლმე. ასე რომ ჩაიხედე საკითხში ცოტათი… :D

      რატომ არ უნდა მეგონოს რომ შსს-ს რუსული ბოტნეტები ჰყავს. :D
      შენ რატო არ გგონია ეგრე?
      მე მარტო ის კი არ დამიწერია რასაც მე ვფიქრობ, არამედ ის რაც რამდენიმე საიტზე დაიწერა პოსტებში და კომენტარებში.

      თუ არ იცოდენენ რა რეზონანსი მოჰყვებოდა მაშინ თავდასხმა რატო გრძელდება ახლაც? ახლა ხო ხედავენ რომ პირიქით გააკეთეს. მაინც გათიშულია ტვიტერი ზოგიერთ ქვეყანაში, მაინც არ მუშოაბს სოხუმის ბლოგი.

      ხო და კიდე…

      მე რატო მებრძვი? :D
      უბრალოდ განსხვავებული არგუმენტები მოვიყვანე.

  3. პიზდეეც =))

    facebook-ის და twitter-ის ერთდროული გათიშვა, გუგლის სერვერების დაბომბვა და მთელ მსოლფიოში, ყველა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადგმულის სპექტაკლია?? :D :D :D

    რა ბაზარია ვერ გავიგე :D ვაღიაროთ და გაგვიხარდეს, რომ cuxumy არის პირველი ქართველი ბლოგერი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო. რატომ არ გიხარია?

  4. საქართველოში მაგის რესურსი არავის აქვს. ეს შარშანაც გამოჩნდა, საპარიკმახეროს საიტების გარდა ვერაფერი წააქციეს ჩვენებმა (ლენტა.რუ-ს ჰქონდა თითქოს კიდე პრობლემა, დიდი არაფერი).

    სოხუმზე თავდასხმა კიდე აფრეც განხორციელდა, 2ჯერ თუ არ ვცდები.

    ლივეჯუტნალი კიდე არაა მთლად მასე, კრემლის ჯიბის საიტი რომ როცა აუდგებათ მაშინ დაბლოკონ ჟურნალები.

    ეგ რუსეთის მთავრობის გაკეთებული ნაკლებად მგონია. ნაში და რამე კიდე ხო.

    1. საქართველოში მაგის რესურსი თუ არავის აქვს მაშინ ჩვენების გაკეთებული რატომ გგონია. რაღაც კარგად ვერ გავიგე შენი პოზიცია…

      1. ნაში, ვსმისლე “Наши” – პუტინიუგენდი. ესტონეთზე თავდასხმები მაგათ ბრალდებოდათ მაგალითად, თუმცა მემგონი სუხუმი-ს შემთხვევაში უარყვეს თავისი მონაწილეობა

  5. ფეისბუქიდან წაშალეს ეგ სოხუმი? გიშინ ვეძება და კი ვნახე მარა პროფილს არ ხსნიდა ჭედავდა და დღეს საერთოდ ვერ ვიპოვნე, იცით ვინმემ რამე? გყავთ სიაში?

  6. სამწუხაროა თუ მართლა თვლი რომ იტყუება, და კიდევ უფრო სამწუხაროა თუ კიდევ ვინმე ფიქრობს ასე. მე ვთვლი რომ არ არის კარგი ყველაფერში ეჭვის შეტანა, მით უმეტეს როცა ამდენი ფაქტი ადასტურებს ამ ფაქტს, ფეისბუქმაც, ტვიტერმაც და თითქმის ყველამ განაცხადა რომ უზარმაზარი ზეწოლა იყო მათ სერვერებზე. livejournal-ი ადრეც გაუთიშეს და რაღაც პერიოდი cyxymu-ზე ძებნის საშუალებასაც კი არ იძლეოდა, ანუ შეტევის ინიციატორებმა მაშინ მიზანს მიაღწიეს, რადგან livejournal-ის ადმინისტრაციამ მაშინ უბრალოდ დაბლოკა საიტი და ამ სახელზე ძებნა, რადგან მასზე ზედმეტად დიდი ტრეფიკი მოდიოდა. თუნდაც იმის გახსენებაც საკმარისია, რა გაუკეთეს ქართულ საიტებს ომის პერიოდში, DDOS შეტევა ისეთია რომ თუ იგი ბევრ კომპიუტერს მოიცავს მასთან გამკლავება ძალიან რთულია და ძალიან ძლიერი სერვერები უნდა იყოს, ამ შემთხვევაში შეტევა იმდენად ძლიერი იყო რომ ტვიტერი გათიშა რამდენიმე საათი და ფეისბუქს ხარვეზები შეუქმნა.

    მე მინახია cyxymu-ს დაპოსტილი ვიდეოები და კომენტარები youtube-ზე, და არანაირად მატყუარის ან ჰაკერის შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. რომელიმე რუსულ საიტზე რომ შემხვედროდა სტატია სათაურით cyxymu იტყუებაო არ გამიკვირდებოდა, მაგრამ აქ ძალიან საწყენია :(

  7. მე ვერ ვერკვევი ესეთ რაღაცეებში,მაგრამ ვფიქრობ,რომ “სოხუმზე” მართლა განახორციელეს შეტევა.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.