Blogger.com with Custom Domain

large-hosting

მთხოვეს დაწერეო ტუტორიალი დომენის მიბმის შესახებ, მაგრამ რომც დამეწერა უმეტესობა ვერ გააკეთებდა.

ამიტომ გთავაზობთ ასეთ ვარიანტს…

მთელი მუღამი იმაშია რომ ბლოგსპოტზე ებმება ჰოსტი და არა დომენი.

თუ ჰოსტი გაგაჩნიათ მაშინ ვერ ვხვდები რად გინდათ ბლოგსპოტი, როდესაც შესაძლებელია ვორდპრესის ძრავის დაყნება და მშვიდად ცხოვრება.

თუ ჰოსტი გაგაჩნიათ, მაგრამ მაინცდამაინც ბლოგსპოტი გსურთ, ჰოსტინგის სერვისი რომელიც Sweet.ge-ს (ანუ მე), Spieler.ge-ს და Tiny.ge-ს ემსახურება, იძლევა უფასო შეუზღუდავ ჰოსტინგს ყველა ბლოგერისთვის და შეგიძლიათ მოგვმართოთ!

აქვე მივაწერ, რომ ვორდპრესის ბლოგების ინსტალაციას/გამართვა, დიზაინების შექმნ შეგიძლიათ მე შემიკვეთოთ.

ამ ამბავში ჰოსტი არაფერ შუაშია, ეს ჩემს მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი მომსახურებაა.

ანუ საბოლოოდ – თქვენ გაქვთ შემდეგი ვარიანტები:

მიბმა .Com დომენზე:

1) თუ დომენი შეძენილი არა გაქვთ, შეგიძლიათ პირდაპირ ბლოგსპოტის ადმინკიდან შეიძინოთ და ის ავტომატურად მიებმება ბლოგს.

2) თუ დომენი შეძენილი გაქვთ, იგი უნდა მიაბათ ჰოსტინგს. მიბმის პროცესის შესახებ ადმინკაში არის ტუტორიალი და ჰოსტინგის არსებობის შემთხვევაში ეს ძალიან მარტივი პროცესია.

მიბმა .Ge დომენზე:

1) თუ დომენი შეძენილი არა გაქვთ, შეუკვეთეთ registration.ge-დან NS-ებში ჩაწერეთ თქვენი ჰოსტის მიერ მოცემული NS-ები (თუ ჩემი ჰოსტი გინდათ, მომწერეთ და მე მოგცემთ NS-ებს!)

2) თუ დომენი შეძენილი გაქვთ უნდა შეიძინოთ ჰოსტი რადგან რეგისტრაციისას NS-ები დაგჭირდებათ. (ან ისევ და ისევ აიღოთ ჩვენი ჰოსტი, რომლის NS-ებია: ns.alva.ge და ns2.alva.ge)

ვიცი რომ ეს არ არის სრულყოფილი ტუტორიალი, მაგრამ ამაზე კონკრეტულად ვეღარ დავწერ. ყველა ჰოსტს თავისი ადმინკა აქვს და თავისებურად დასჭირდება მიბმა.

36 Comments

  1. ანუ გე დომენზე მივაბი ჰოსტის ნს-ები და მერე მივაბი ჰოსტი ბლოგსპოტს, ხო?

      1. ხო, კომი მივაბი უფრო ადვილად, მარა აი გე-ზე არ ვიცოდი როგორ უნდა.
        ისე, გე-ც მაქვს და რედაირექტი მიყენია.

        1. დვორ,

          გე.ს ვერ მიაბამ როგორც მე მივხვდი,
          გუშინ ვწვალობდი ზუსტად რეგისტრაცია.გე-ზე და წერია ქართული ჰოსტი თუ არ არის, .გე დომეინი არაო.

          მე მგონი სწორად გავიგე.
          ბლოგსპოტი კიდევ ხო არაა ქართული ჰოსტი ?

          თუ ეხლა, როგორც სვითის პოსტიდან ვვარაუდობ, შესაძლებელია ბლოგსპოტი გქონდეს ქართულ ჰოსტზე? რანაირად?

          1. რა დებილობაა, რატო არაო გე დომენიო?
            ანუ აიძულებენ ხალხს, თავიანთ ჰოსტინგი იყიდონ…

          2. არ არის მართალი, თუ გინდა უცხოური ჰოსტი იყიდე უბრალოდ ჰოსტზე უნდა მიაბა დომენი რომ ბლოგსპოტზე გამოიყენო…

            ბლოგსპოტს თავისი ჰოსტი არა აქვს.

          3. ზუსტად დღეს ჩავატარე ეგ ოპერაციები

            .გე დომაინზე არანაირი შეზღუდვა არ არის ჰოსტზე. მთავარია NS ები უყის გაწერილი სწორად და მერე გაკეთდება ეგრევე

            ისა და სვით მერე შეგიძლია რო რამე პლაგინებში თუ გამიჭირდა რო დამეხმარო? ვორდპრესი არ ვიცი კარგად სამწუხაროდ:(

            1. დრო თუ მექნება შევხედავ…

              ისე ვორდპრესის ჰელფი გამოიყენე ;)

  2. ხო, კიდევ რა მინდა გკითხო იცი,
    ბლოგროლზე ფავორიტებიდან ბლოგის ამოშლა არაა შესაძლებელი ?
    უცნაური.კო დავამატე და კაი საიტია, მაგრამ მანდ იმდენი ინფო იდება, ფავორიტებს რომ ვხსნი მარტო ეგ ვარდება და სხვებისთვის ადგილი აღარაა , ბოლო 1238172361 ცალი სულ უცნაურიდანაა :((
    არადა ვერსად ვერ ვიპოვე ფავორიტებიდან ამოშლა :(
    10X ინ ედვანს …

    1. ფავორიტებში რომ შეხვალ, სიაში მაუსს რომ მიიყვან მაგ საიტზე, გვერდით პატარა იქსი ჩანს და ეგაა წაშლა

  3. არც დომენი მაქვს და არც ჰოსტი : )
    მინდა .ge ზე…..

    და პირველ რიგში რა ეტაპები უნდა გავიარო?

    1. დომენი უნდა დაარეგისტრირო და NS-ებში უნდა მიუთითო:

      ns1.wordpress.com
      ns2.wordpress.com
      ns3.wordpress.com

  4. მადლობ : )

    ანუ ჩვეულებრივ 30 ლარს გადავიხდი და ვიყიდი დომენს : )

    და ჰოსტი?

    და კიდე რარაც უნდა გკითხო : D

    ეხლა რა მისამართიც აქვს ჩემს ბლოგს, დომენს რო ვიყიდი მისამართი სხვა მინდა და ბლოგი ისევ ჩემი ანუ პოსტებიანად. ნუ თუ არ მოხერხდება არ არის პრობლემა ახლიდან დავწერ პოსტებს ან გადავაკოპირებ.

    და დიზაინის აწყობა რა ღირს? : )

    1. რეგისტრაციისას NS-ების ველში უნდა შეიყვანო

      ns1.wordpress.com
      ns2.wordpress.com
      ns3.wordpress.com

      დანარჩენს მერე დაგაკვალიანებ.

      ისევ ეგ ბლოგი გექნება იგივე პოსტებით.

      რისი დიზაინი გინდა? ვორდპრეს.ქომზე დიზაინი არ გაკეთდება.

      თუ ჰოსტიანი ვორდპრესი გინდა თავის დიზაინით და ყველაფრით დასკაიპში მომწერე… :)

  5. Sweety

    კაი და ვთქვათ ვიღებ ქომ დომენს მაგრამ მსურს რომ საკუთარი ვიჟეტებით გავმართო საიტი ამ შემთხვევაში ჰოსტინგი მჭირდება ხო?

    1. იმეილი მაქვს მითითებული მარჯვენა საიდბარში ;)

  6. მე ვის დავკარგვივარ ჩემი ბლოგიანად, მაგრამ მაინც გამიჩნდა ერთი კითხვა … რომ წერია რაღაც უფასოო ეგ რას ნიშნავს???
    —————————————-
    დანართი

    ზოგადი ტიპის დომენური სახელების რეგისტრაციის მომსახურებათა ღირებულება:
    ერთ რეგისტრანტზე დარეგისტრირებული დომენური სახელების რაოდენობა
    ერთი დომენური სახელის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაგრძელების ფასი წელიწადში*

    1
    უფასოდ

    2-5
    10.00
    ———————–

    აი ამას ვგულისხმობ

  7. სვით რომელს მირჩევ ჯი დომეინზე ბლოგსპოტს თუ წორდპრესს? მგონი ბლოგსპოტი ჯობს ხომ თემების მხრივ?
    თუ აქედან რომელიმე მექნება მაშინ აღარ მჭირდება ხო ჰოსტი (მგონი სწორედ მახსოვს სახელი)
    შენი Nს უფასოა?ან თუ არა რა ღირს?
    გთხოვ მაილზე გამაგებინო თუ არ შეწუხდები :*

  8. 1) ამას საკუთარი გამოცდილებიდან ვწერ:
    – თუ blogger-ზე გინდათ .ge დომენის მიბმა, ჰოსტად არ გამოიყენოთ http://hosting.ge/, რადგან მაქ ბლოგის თემები არ ყენდება (ანუ დაგპირდებიან თანხას გადაგარიცხიებენ ჰოსტის შეიძენთ და მერე არაფელი გამოვა), სხვა ჰოსტებზე ვერაფელს გეტყვით.
    – კავკასუს ონლაინში .ge დომენს არ მოგანიჭებენ blogger–ის ჰოსტებით (ვგულისხმობ ns1 blogspot.com და ns2 blogspot.com, სხვა ჰოსტი თუ აქვს ბლოგერს არ ვიცი, მე ესენი ვიცოდი მარტო)

  9. 2) ეხლა რა მაინტერესებს მე თუ შეიძლება wordpress პირდაპირ ჰოსტის გარეშე მივაბა .ge დომენი ? (wordpress–ში ჯერ ვერაფელს ვერ ვხვდები…)

  10. ხვლ მინდა .ge დომაინი ავიღო, კავკაზუსში. დღეს ვრეკავდი და არ მიპასუხეს, ეგებ თქვენ იცოდეთ, Tumblr-ის ჰოსტით მომანიჭებენ .ge დომაინს? და NS ველში რა ჩავწერო?

Leave a Reply to Landish Cancel reply