როგორ ვიხვევ თმას დიფუზორით?
- სველ თმას ოდნავ პირსახოცით შევამშრალებ
- ვისვამ wellaton-ის თმის ქაფ-მუსს. ვცდილობ ძირებში არ მოხვდეს – საზიანოა. უფრო ბოლოებში და მთელს სიგრძეზე.
- თავის წინ გადავხრი, ისე რომ მთელი თმა თვალწინ ვერტიკალურად ჩამომეყაროს
- ვიღებ დიფუზორიან ფენს და ვიჭერ ვერტიკალურად – დიფუზორით ზემოთ, ისე რომ თბილი ჰაერი სახეში მცემდეს
- თმის გარკვეული ნაწილის ბოლოებს ვათავსებ დიფუზორზე და ხელით ვიჭერ ზედ, რომ ჰაერმა არ გაფანტოს.
- ხელითვე ვცდილობ დიფუზორის “კბილებში” ჩავახვიო თმა და თან…
- ქვემოდან ზემოთკენ მოძრაობით ამაქვს დიფუზორზე დადებული თმის ბოლო შუბლამდე
- ასე ვიმეორებ რამდენჯერმე სანამ თმა არ გაშრება
- ბოლოს თუ მომინდა “ჩოლკას” სავარცხლით და ტუჩიანი ფენით ვისწორებ
- თუ არადა მაქვს ასე:
ვეძებ სპონსორ სილამაზის სალონს, ვინც ჩემს თმაზე პროფესიონალურად იზრუნებს!
დამიკავშირდით: sweet@sweet.ge










{ 9 comments… read them below or add one }
http://www.youtube.com/watch?v=c74BSImG4xM რატომღაც ჩავთვალე რომ მოგეწონებოდა…. მაპატიე თემასთან კავშირში რომ არაა
))
გიხდება
რატომ წაშალე, მარჯვნივ რამდენიმე ბლოგერის ლინკი რო გქონდა?
ასწორებდა უცებ გადავდიოდი ხოლმე
რავი, მომბეზრდა
მაგას რა უნდა. აბა მე მკითხე, ჯერ წყალი უნდა ვასხა. მერე შამპუნი უხვად, მერე თითები უნდა მოვღუნო და მაგრად ვუსვა სწორხაზოვნად ან წრიულად,
მერე ისევ წყალი ბლომად თან უნდა ვიფრუტუნო.. უღიღინოდ. მერე ხელის ფათურით პირსახოცი უნდა შემოვიხვიო და მაგად ვუსვა… მერე სავარცხელიდა ლანძღვა გინებით ვივარცხნო.
აააჰაჰ რამდენი ვიცინე : )))))
აუ თურმე რა ჩალიჩი უნდა უნდა, თან კაი გრძელი თმა კი გაქვს! მე ისეთი ხუჭუჭა ვარ დასახვევად მარტო თავის დაბანა მჭირდება
მეც მასეთი კაფელი მაქვს აბაზანაში