Twitter – ბლოგერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩიტი

8ტვიტერი! ასეთი მკვირცხლი, საყვარელი და მოქნილი ჩიტია :D

რატომ მოხდა ისე, რომ წესიერად ვერცერთმა ქართველმა ბლოგერმა ვერ აიტაცა?

ძალიან დიდ ხანს ვიფიქრე ამაზე და ბოლოს დავასკვენი!

უმეტესობას დაეზარა, ან არ იცოდა, როგორ დაეყენებინა ბრაუზერის plugin/widget-ები!

არადა ტვიტერში ყოველთვის იმდენი საინტერესო ამბავი ხდება!

მაგალითად მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების ამბავი ზუსტად 2 საათში გავიგე ტვიტერის საშუალებით :D კიდევ ეშტონ კაჩერს, მაილი სირუსს, ბრიტნი სპირსს, ვორდპრესის დეველოპერ დონნჩას და ჩემს საყვარელ სინგაპურელ ბლოგერებს ვესაუბრები ხოლმე ^_^

მე მინდა რომ ტვიტერი აიტაცოთ და ისევე შეგიყვარდეთ, როგორც Facebook! და დაინახოთ თუ რამდენი შესაძლებლობა გააჩნია მას!

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ტუტორიალის დაწერა.

1. Firefox-ის მომხმარებლებისთვის:

რა გამოვიყენოთ?

არსებობს არაჩვეულებრივი plugin-ი TwitterFox.

როგორ დავაყენოთ?

  • შედიხართ ამ ბმულზე
  • აჭერთ Add to Firefox
  • აჭერთ Install Now
  • აჭერთ Restart Firefox

როგორ მოვიხმაროთ?

ტვიტერფოქსის ინსტალაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბრაუზერის მარჯვენა ქვედა კუთხეში უნდა გამოჩნდეს ტვიტერის ლოგო.

დააკლიკე!

გამოვა ამის მსგავსი ფანჯარა:

დააკლიკე Add Account…-ს

შეიყვანე შენი ტვიტერის username და password

დააკლიკე OK-ს

უფრო დაწვრილებით წაიკითხე აქ: How To Use


2. Opera-ს მომხმარებლებისთვის:

რა გამოვიყენოთ?

Twitter Opera widget

როგორ დავაყენოთ?

შედი ლინკზე და მარჯვენა მხარეს დააკლიკე Launch-ს

გამოხტება ორი პატარა ფანჯარა:

twitteroperawidget

დააჭირე Yes-ს

მეორე ფანჯარაში ჩაწერე შენი ტვიტერის Username და password

დააკლიკე Done-ს

როგორ მოვიხმაროთ?

Widgets > Twitter Opera Widget


3. Internet Explorer-ის მომხმარებლებისთვის:

რა გამოვიყენოთ?

CloudBerry TweetIE

როგორ დავაყენოთ?

შედი ბმულზე და დააჭირე Download-ს

მონიშნე ნებისმიერი ბურთულა და კიდევ ერთხელ დააჭირე Download-ს

გადმოწერილი exe ფაილი გახსენი

Next > Next >Next

როგორ მოვიხმაროთ?

თუ IE-ს ზედა პანელში არ ჩანს twitter-ის ცისფერი ლოგო ცარიელ ადგილას დააკლიკე მაუსის მარჯვენა ღილაკი და კონტექსტურ მენიუში დააკლიკე Cloudberry Twitter Plugin-ს

თუ ინსტალაცია სწორად გაქვს გაკეთებული, პანელში ტვიტერის ლოგო გამოჩნდება.

დააკლიკე ლოგოს, შეიყვანე მონაცემები და დააჭირე OK-ს


სულ ეს იყო! იმედია ყველა დააყენებთ თქვენი ბრაუზერის შესაბამის გაფართოებებს და აქტიურად იტვიტერებთ!

ბონუსი: 50 ტვიტერის რესურსი  და ხატულების სეტი

და ბარემ ჩემი ტვიტერიც და გამომყევით:

11

გამოიწერე ტუტორიალების კატეგორია RSS-ით

27 Comments

  1. კარგია, მაგრამ ყოველდღიურობისთვის არ მომეწონა :)

    თუმცა ვაპირებ ათვისებას :)

  2. ინფორმაციის მისაღებად არაჩვეულებრივი საშუალებაა, ასევე მის გასავრცელებლად. ბლოგის promotion-სთვისაც და ტრაფიკის მოსაზიდად კარგია (იმ პირობით რომ კონტენტი ინგლისურად არის).

    კიდევ ერთი რაც მომეწონა ის არის, რომ ყველა წიგნის ავტორს ვეკონტაქტები რასაც ვკითხულობ (მარკეტინგზე) :)

    ბრაუზერის პლუგ-ინს მე პირადად TwitterDeck მირჩევნია, ყველაფერი ერტად არის დალაგებული, შეგიძლია ტვიტტების კატეგორიებად დაყოფა და ფილტრების დაყენება ასევე ფეისბუკთანაც აქვს ინტეგრაცია (სტატუსების გამოსაქვეყნებლად).

  3. ფეისბუქის სტატუსში ჩაწერ რაც გინდა და ეგაა ტვიტერი :)

  4. არასოდეს ვკითხოლობ ტვიტერში რას წერენ სხვები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სხვები ყოველთვის კითხულობენ, რას ვწერ მე :))))

    პრინციპში არამარტო ტვიტერზეა ეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეგრეა. ფრომოუშენისთვის კი მართლაც კარგი რამაა, მაგრამ რა შუაშია აქ ბლოგერები მაინცდამაინც?

  5. წეღან დავრეგისტრირდი ტვიტერში,მაგრამ ბევრი ვერაფერ გავიგე…ფეისბუქი ნამდვილად ჯობს…ისე დარეგისტრირებაზე იმდენი ვიწვალე,რომ შევედი აღარ მჯეროდა…ალბათ თანდათან გავერკვევი…

  6. დიდი ხნის განმავდლობაში მიწერდა ”კიდევ სცადეო”,ხან გადატვირთულიაო და ასე შემდეგ…ეხლა გადმოვიწერე და დავაყენე…ბევრი ბლოგერია დარეგისტრირებული?…

    1. ეგ უკვე სხვა საკითხია. ეს ტუტორიალი იმისთვისაა ვისაც უნდა გამოიყენოს მაგრამ ვებ-გვერდზე შესვლა სულ ეზარება ხოლმე :)

      ტვიტერის ყველაზე კარგი პლიუსი ის არის რომ მობილურიდან შეგიძლია განახლება. ოღონდ საქართველოში მხოლოდ 3 თაობის ტელეფონებია დაშვებული და აიფონი.

  7. დავაყენე სვით, იმედია ეხლა მაინც გამოვიყენებ, რამდენი ხანია დავრეგისტრირდი და არ შევსულვარ.

    პ.ს I’m following you :)

  8. A-I
    ბლოგის promotion-სთვისაც და ტრაფიკის მოსაზიდად კარგია (იმ პირობით რომ კონტენტი ინგლისურად არის).

    ინფორმაციის გავრცელებაზე მაქვს კითხვა: შესაძლებელია თუ არა ლინკების ჩასმა კონტენტში, და რამე მოდერაციას თუ გადის შენი დამატებული სიახლე ? და კიდევ ერთი : დაახლოვებით რამდენ ადამიანს შეუძლია ნახოს შენი ტექსტი – ესეც საინტერესოა : ) თუ ამ ყველაფერზე დადებითი პასუხია, მაშინ ძალიან საჭირო რაღაც ყოფილა და ყურადღებას არ ვაქცევდიი(თ) : ))

    1. @სასტუმრო

      ლინკები მოდერაციას არ გადის, და ფაქტიურად პოსტავ რასაც გინდა (ნუ თუ აშკარა სპამერი ხარ ბოლო ბოლო მოგაქცევენ ყურადღებას და დაგბანენ). ლინკების მოდერაცია ტვიტერში მოცულობის გამო არამგონია შესაძლებელი იყოს, თუმცა აქ უკვე იქმნება პრობლემები ტვიტერში Malware-ს გავრცელებასთან დაკავშირებით.

      რაც შეეხება იმას თუ რამდენი ხალხი ნახავს თქვენს ტექტს, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი Follower გყავთ. რაც მეტი მით უკეთესი. რადგანაც ამ შემთხვევაში ა) ისინი ნახულობენ თქვენს ლინკებს ბ) თუ კონტენტი საინტერესოა აკეთებენ ე.წ. Retweet-ს ეს კი იმას ნიშნავს რომ მათი Follower-ებიც ნახულობენ მას.

      აქვე უნდა აღვნიშნო უბრალოდ რომ ხარიასიანი Followerების მოპოვებას დრო და მოთმინება სჭირდება. ასე რომ რაც ადრე დაიწყებთ ტვიტინგს მით უკეთესი :)

      1. მადლობა პასუხისთვის!!!
        ესეიგი რაც შევამჩნიე ის არის რომ, პოსტის გაკეთება კატეგორიებში არ შემიძლია, და მხოლოდ HOME გვერდზე გამოაქვს სადაც არ უნდა დადო ტექსტი, ეს როგორ გამოვასწორო ჯერ-ჯერობით ვერ გავიგე, კიდე მარჯვენა მხარეს სულ რამდენიმე კატეგორია ჩანს და ეგ არის სულ?
        Follower – ებს რაც შეეხება ვიპოვე რაღაც ტურ ოპერატორი რომელსაც ყავს დაახლ.4000 და იმის Follower-ებს ვუგზავნი მოთხოვნას. აი ეს არის traveldeals. თუ რამის რჩევა შეგიძლია არ დაიზარო რაა

        1. ხო ეხლა მივხვდი, ეს მთავარი გვერდი არის ერთი და არანაირი კატეგორია არ არსებობს სადაც ცალკე დადებ ტექსტს. და რამდენი Follower-იც გყავს იმდენი ნახავს მაგ მთავარ გვერდზე შენ ტექსტს. მაგრამ ეს Retweet ჯერ ვერ გავიგე : ) ჩემთან არ ჩანს

          1. კატეგორიები არ არსებობს, არსებობს ე.წ. ჰეშტეგები. პოპულარული ტეგები გამოდის გვერდის მარჯვენა მხარეზე. მათი პოპულარულობა კი დგინდება მომხმარებლების მიერ მათი ხსენების მიხედვით.

            ნახვით ნახულობენ ფოლოვერები. რეტვიტი კი არის უბრალოდ სხვისი დაწერილი პოსტის (A.K.A. ტვიტი, მესიჯი…) კოპირება და გადაპოსტვა, მომხმარებლის სახელის (@სახელი) და RT-ს მითითებით. ეს მიღებული პრაქტიკაა და იმის გამოსახატავად არის გაკეთებული რომ მომხმარებლის ეს პოსტი მოგწონს და როგორც წესი ასეთ ჟესტებს შესაბამისი პასუხიც მოჰყვება და მომხმარებელიც შემდეგში ცდილობს თქვენი საინტერესო პოსტები გაავრცელოს.

            “კარგი” ფოლოვერები არიან ისინი, ა) რომლებიც პასუხობენ თქვენს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს (ამ შემთხვევაში ალბათ ტურ ოპერატორები, მოგზაურები და ა.შ.) ბ) არიან რაც შეიძლება ავტორიტეტულები (მეტი ფოლოვერი), თუმცა სხვების უგუნვნებელყოფაც არ შეიძლება.

            და უნდა გვახსოვდეს ოქროს წესი, მარკეტინგი მარკეტინგია მაგრამ ამავე დროს უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად საინტერესოები ვიყოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის.

  9. მე გეთანხმები, რომ ტვიტერი კარგი ხილია, მაგრამ ყვავასი არ იყოს, ბლოგერები რა შუაშია. მეც მეზარება სხვების სტატუსების კითხვა. მიჩვევა უნდა ალბათ, თავიდან ფეისბუქიც დიდად არ მომწონდა.
    მადლობა ტუტორიალისთვის, გამოსადეგია ნამდვილად.

    1. Exactly!

      ფეისბუქიც არავის მოსწონდა თავიდან, მაგრამ იმხელა ტუტორიალი რომ დავწერე და ხალხმა ცოტათი დაამუღამა ბუმი დაიწყო.

      ასევეა ტვიტერიც. თავიდან ვერავინ ამუღამებს მაგრამ მერე addicted გახდები :)

  10. ძაან საყვარელია ტვიტერი. Love Itttt. გუშინ დავრეგისტრირდი და უკვე ჩავჯექი. ბევრი ცნობილი ადამიანია. ერთი ეგაა ქართველებს ერთი სამი წელი დაგვჭირდება რომ ავითვისოთ. ეს სტატიაც დამეხმარა – მადლობა SweeeeT. უბრალოდ მე ჯერ არავინ არ მომყვება :( ახალი ვარ და . . . იმედია კიდევ სხვა ბევრ სტატიას შემოგვთავაზებტ ტვიტერზე ნუ თამაშებს და ა.შ. კიდევ კარგი იქნება ცნობილი ადამიანების სიას თუ შევადგენთ ვინც ტვიტაობს.

    ტვიტობა გუშინ იმიტომ მომინდა რომ Teen Choice Awards-ს ვუყურე. იქ დაჟე კატეგორიაც იყო Best Twit ელენმა აიღო. კომიკოსი რომაა – 3 მილიონი კაცი მიყვება – ვაუუ. მაგარი გვერდი აქვს ძაან. მოკლედ მომწონს რა და უკვე შენც მოგწყვები Sweet

  11. დამამატეთ რააა twitterzeee Anii51 followerebi mchirdeba :D:D tan exaaa dzaan gachituli ara maraa cota var raa :D

  12. უფ რამდენი ხანია ტვიტერზე ვარ მარა წერილის მიწერა ჯერ ვერ დავამხეცე
    თუ გინდათ გამომყევით http://twitter.com/xBchify

  13. google chrome-თვის ვერაფერს მირჩევთ? chromes ბევრი პლიუსი აქვს სხვა ბროუზერებთან შედარებით და უფრო მიადვილდება იქ მუშაობა.
    მადლობა წინასწარ

Leave a Reply