გაფრთხილება: ეს არის ძალიან გრძელი პოსტი ბევრი სურათებით!

დღეს10$ ჩამერიცხა PayPal-ზე. ხვალ კიდევ 10 უნდა ჩამერიცხოს წესით. :) თვის ბოლოს 20 $-ს ველოდები კიდევ. :) )

Dear Mari ********,
Lang Tech Corp just sent you money with PayPal.


Payment details

Amount: $10.00 USD
Transaction Date: Apr 2, 2009

უკვე შეიძლება ითქვას, რომ პირველი ბლოგერი ვარ, ვინც ბლოგინგიდან რეგულარულად იღებს შემოსავლებს :D

გუშინ Weekend.ge-დანაც ავიღე ჰონორარი (50 GEL). რომელიც საღამოს დაქალებთან ერთად კოსმოპოლიტენის წრუპვაში მივახარჯე. I am happy :user:

satc1პირველად გავსინჯე “კოსმოპოლიტენი”. მოტკბო მომწარო გემო და ვარდისფერი, გლამურნი ვიდი ჰქონდა. :user: გამისწორდა… ოცნებად მქონდა გადაქცეული.
ლოლამ დილით რომ დამირეკა დღეს საღამოს ბარში ვხვდებითო, ცოტა დავიზეთე. დედაჩემს ვიყავი შეპირებული გამოვალ და დავრჩები მეთქი, მაგრამ მერე ლოლა მეუბნება – “კოსმოპოლიტენი უნდა დავლიოთო” და ტვინში Alarm! Alarm! Alarm! სიგნალები ჩამერთო :D

კოსმოპოლიტენი ქერი ბრედშოუს და მისი დაქალების ფავორიტი კოქტეილია სერიალში Sex and the City. <3

რეცეპტი ვიპოვე ინტერნეტში:

ინგრედიენტები

+ 1,5 წილი ციტრუსის არაყი
+ 0,5 წილი კვანტრო (ლიქიორი ყოფილა ფრანგული, ხშირად გამოიყენება კოქტეილებში)
+ 3/4 წილი შტოშის (cranberry) წვენი
+ ახლად გამოწურული ლაიმი

მომზადება

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი დამტვრეულ ყინულთან ერთად, შეანჯღრიეთ და ჩამოასხით კოქტეილის ჭიქაში.

pg01-4051561dtკოქტეილის ჭიქა ვახსენე და ვდებ კოსმოპოლიტენის ჭიქებს რომლებიც sex and the city-ს ოფიციალურ საიტზე იყიდება, სერიალის ოთხივე გმირის სახელების წარწერით. თითოეულის ფასი: $13.

დროა Wishlist-ს მივამატო :D

სხვა რაღაცეებიც მინდა გამოვიწერო (დაახლოებით $50-ის ნივთები) და თუ ვინმეს გსურთ შემომიამხანაგდეთ, მომწერეთ. 15 აპრილამდე 25%-იანი ფასდაკლებაით შემიძლია ვისარგებლო. იგივე მაღაზიაში იყიდება ‘სოპრანოს კლანის’ Merchandise. და კიდევ ბევრი სერიალის.

ოთხივე ჭიქა როცა მექნება, მერე დავპატიჟებ სამივეს და ჩემი გაკეთებული კოსმოპოლიტენით გავუმასპინძლდები. :user: რაც მთავარია SATC-ს როლები დანაწილებული გვაქვს… :D

მე და ჩემი კოსმოლოლა და მისი მარგარიტამარო და მისი სტრანნი კოქტეილიdsc004411

ბარში ძალიან კარგი საღამო გავატარეთ. დიდი ხანი არ გვენახა ერთმანეთი.

ჩვენს გვერდით 6-მდე გოგო იჯდა და ლოლამ ჩუმად მითხრა ’შეხედე, ყველას ერთნაირი პრიჩოსკები აქვთო და რო შევხედე მართლა ყველას ერთნაირი გრძელი, უკან შეკრული თმა ჰქონდა. :D

მერე უკან გავიხედე და იქით კიდე მეორე სასტავი იჯდა, ასე 5-ნი და – იმათაც ერთნაირი პრიჩოსკები.
5-ვეს კარე ჰქონდა შეჭრილი :D გავგიჟდი. :D

ძალიან მინდოდა სურათი გადამეღო ჩუმად რამენაირად, მაგრამ არ დამანებეს გოგოებმა. :D

ცოტა სურათები:

ლამაზი მენიუა...

ლამაზი მენიუა...

ცოტა შევზარხოშდი და ასეთი სახე ეტყობა მაგიტომ მაქვს :D

ცოტა შევზარხოშდი და ასეთი სახე ეტყობა მაგიტომ მაქვს :D

ჩადრიანი მარუსა ^_^

ჩადრიანი მარუსა ^_^

გუანჩა :D

ძალიან მომწონს ეს ფოტო... <3

მე და ლილიანი

მე და ლილიანი

dsc00394

Privacy-ს დარღვევის მცდელობა *_^

ძალიან მიყვარს სამივე… :user:

ჩემი სეკსენდზესიტიკოსმოპოლიტენ გოგოები :love:

Things I can’t live without lately:

♥ მიჯაჭვული ვარ Facebook-ის თამაშზე – Pet Society :D

pet1pet3pet2pet4pet5

♥ მიჯაჭვული ვარ Last.fm-ის რადიოს ფაიეფოქსის დამატებაზე – Fire.FM.

{ 1 trackback }

Shopping is My Cardio | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
23 აპრილი, 2009 at 2:05 am

{ 27 comments… read them below or add one }

1 Pink Panthere 3 აპრილი, 2009 at 10:59 am

მეც გადმომირიცხეს ფული :) :დანს:

და აპრილის ბოლოს კიდევ 25 $ ველოდები, საბლოოდ რაღაც 55$ გამოვიდა :D :D :D მარტი აპრილი :D

ნუ დასაყისისთვის კარგია :)

პასუხი

2 Sweet Baby Girl 3 აპრილი, 2009 at 1:34 pm

ხო მეც სადღაც 40$ გამომივიდა. ისე ერთი 3 თასკი დავადიქლაინე; ძაან დებილობები იყო დასარეკლამებელი და უზომოდ დამეზარა… ერთზე კიდე ეწერა US and English bloggers only-ო. ვერ გავიგე რაღას მიგზავნიან, იქ ხო მიწერია რო საქართველოში ვარ.

პასუხი

3 ანუკ 3 აპრილი, 2009 at 11:10 am

აი ყველაზე კარგია, ღამის ორ საათზე რო წახვალთ სადმე და აი სად წავიდეთ სად წავიდეთ და ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც მართლა ჟურნალის რედაქტორია და მართლა ძალიან ჰავს ბრედშოუს, ამბობს, ნუ, წამო კოსმო დავლიოთ და მერე ყველას დილის 6 მდე ღვიძავს :)

მომენატრა ყველა და ყველაფერი. შენ უფრო თავისუფალი ხარ ვიდრე მე, ვსმისლე მე დრო არ მაქ ხოლმ ე გადაბმულად სამი თვე :D

პასუხი

4 ანუკ 3 აპრილი, 2009 at 11:11 am

ჰო, კიდე, ლამაზუნა ხარ ამ სურათებში :ლოვე:

პასუხი

5 Sweet Baby Girl 3 აპრილი, 2009 at 1:40 pm

გმადლობ <3

პასუხი

6 piccolina 3 აპრილი, 2009 at 4:22 pm

ეეეე
ძაან მაგარია, გილოცავ )))
ისე, მეც ხომ არ მეცადა?

პასუხი

7 ჩორვენი 3 აპრილი, 2009 at 4:35 pm

სულელცჰიიიკ :კისს:

პასუხი

8 Pink Panthere 3 აპრილი, 2009 at 4:36 pm

მე 2 ზე ვთქვი უარი, ერთი იმიტომ რომ პირდაპირ ტექტი მომცეს და ეს დაწერეო, სათაურიც თავად განსაზღვრეს და თავი შეურაწყოფილად ვიგრძენი :D

და მეორე კიდე ვერ გავიგე საერთოდ რაზე იყო საიტი :D :D :D ჰეჰეე. და უარი ვთქვი :)
ერთზე კიდე თვითონ თქვეს უარი :D არ მოეწონათ ჩემი დაწერილი :D

“US and English bloggers only” მასე რომ გიგზავნიან , უნდა უკან გაუგზავნო წერილი და უთხრა რა და როგორ, მასე ჯობია ვიდრე ეგრევე უარი სტკიცო.

პასუხი

9 Sweet Baby Girl 3 აპრილი, 2009 at 5:14 pm

უარს რომ ეუბნები იქ ხო არის ჩასაწერი ფორმა რატო ამბობ უარს. და იქ ჩავწერე რომ არ ვარ ინგლისში და არც ამერიკაში მეთქი. იმედია გამიგებენ :mo:

პასუხი

10 Pink Panthere 3 აპრილი, 2009 at 5:23 pm

უიჰ, მე არ ვწერ ხოლმე არაფერს :D :D :D
მეც აი რომ გითხარი ტექსი მომწერეს თქო იმათ ქონდათ 7.50 :D :D :D

პასუხი

11 Pink Panthere 3 აპრილი, 2009 at 4:37 pm

პ.ს. ჩვენ რა მაგრები ვართ ისე :P უარითაც რომ ვისტუმრებთ ხო აზრზე ხარ :D :D :D

პასუხი

12 Sweet Baby Girl 3 აპრილი, 2009 at 5:14 pm

ხო იასნია. რა არის გასაკვირი.

თვითონ მომწერეს რომ რომელიც არ მოგეწონება დიქლაინი მიეციო. და მეც ვაძლევ დიქლაინს რაც არ მომწონს. თან 1-ს ძაან დაბალი ფეიაუთი ჰქონდა 6 დოლარი თუ რაღაცა.

პასუხი

13 ბას 3 აპრილი, 2009 at 7:04 pm
14 ჩორვენი 3 აპრილი, 2009 at 7:15 pm

გოგ კაი ფოტოებიმ კიდევ იყო რათ მოჟმოტე??? :უსერ: :D

პასუხი

15 Sweet Baby Girl 3 აპრილი, 2009 at 7:35 pm

არ მომიჟმოტავს. მაგრამ ლოლას გამო არ დავდე :(

პასუხი

16 ჩორვენი 3 აპრილი, 2009 at 9:47 pm

ეგ დებილია რა უნდა????

პასუხი

17 Sweet Baby Girl 3 აპრილი, 2009 at 9:50 pm

Privacy ერღვევა :D :lol:

პასუხი

18 ბას 4 აპრილი, 2009 at 2:40 am

მეც მინდა Fული!!! :D

მარა ჩემი სტატისტიკა დაბალია და ცოტას გადამიხდიან :(

პასუხი

19 Kate 4 აპრილი, 2009 at 4:27 am

ძალიან მაგარია.
მშვენიერია.
მეც ვფიქრობ ისე.
ხომ არ მეცადამეთქი, მაგრამ რავი აბა .

პასუხი

20 Sweet Baby Girl 4 აპრილი, 2009 at 4:30 am

დაიწყეთ ხალხო, დაიწყეთ!
ხომ უნდა დაინახონ რომ ქართUლი ბლოგებიც რაღაცის მაქნისები არიან :) ))

პასუხი

21 Landish 4 აპრილი, 2009 at 1:02 pm

ox es vardisferi fseli (c) lilian )))))

პასუხი

22 ჩორვენი 4 აპრილი, 2009 at 7:21 pm

ტფუჰ დებილი ხარ :D

პასუხი

23 თაა (TT+) 23 აპრილი, 2009 at 2:09 pm

შეკითხვები მაქვს :)

1. Pay Pal რანაირად გაქვს? საიდან გაქვს? მე და ჩემი ქმრის სუსტი წერტილია მაგის უქონლობა

2. სად ხართ ამ სურათებზე? რომელ ბარში? ნაცნობი კედელია და ვერაფრით გავიხსენე :)

პასუხი

24 Sweety 23 აპრილი, 2009 at 9:55 pm

1. Paypal-ი გრძელი და საიდუმლოებით მოცული ისტორიაა. ბევრი ვიჩალიჩე მაგისთვის… თუ გინდა მერე მოგიყვები უფრო არახალხმრავალ გარემოში.

2. ეისიდ ბარია ვაკეში. (მგონი აბაშიძე ჰქვია მაგ ქუჩას…)

პასუხი

25 თაა (TT+) 23 აპრილი, 2009 at 10:47 pm

კიი, აუცილებლად მინდა :)
რა ვქნა კიდევ ვიქტორიადან გამოვიწერო რამე და მერე გინახულო? :D

პასუხი

26 Sweety 24 აპრილი, 2009 at 12:17 am

არა ეგ არ გიშველის. აღარ ვიწერ მე არაფერს…
აი ფეისბუქში დამამატე ჯერ და… :P

პასუხი

27 სტუმარი 26 აპრილი, 2009 at 3:48 pm

მაინტერესებს PAYPAL – ში როგორ დავრეგისტრირდე. უკვე რამდენი წელია ამას ვცდილობ, ძალიან გთხოვ მეილზე მომწერე – რა როგორ უნდა, არ დაგეზაროს რაა

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</