კორპორატიული გვერდი Facebook-ზე

საქართველოში Facebook-ი რომ #1 ვებ-გვერდი გახდა შემსვლელების მიხედვით, ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Alexa-ს პოპულარულ რეიტინგში აისახა.

ქართული კომპანიების და არა მარტო კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლობები Facebook-ზე დიდი ხანია გამოჩნდა, მაგრამ ვინაიდან  ძალიან ბევრი PR-ის, მარკეტინგის და პრეს-სამსახურის მუშაკი ჯერ ჯერობით ისევ ვერ ერკვევა სოციალური მედიის სფეროში, ზოგიერთ ასეთ ოფიციალურ წარმომადგენლობას ძალიან საცოდავი სახე აქვს მიღებული.

სანამ გავრცელებული შეცდომების განხილვას დავიწყებდე, მინდა განვაცხადო:

თუ გსურთ Facebook-ზე პროფესიონალური კორპორატიული გვერდის, ჯგუფის, ღონისძიების ან სხვა მსგავსი წარმომადგენლობის შექმნა მცირე საფასურის ნაცვლად, დამიკავშირდით – sweet@sweet.ge

ახლა კი მივხედოთ იმ გავრცელებულ შეცდომებს, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდები facebook-ზე ძრომიალისას.

შეცდომა #1 – პროფილი გვერდის მაგივრად

facebook-ზე ახლად გამოჩეკილი “პიარშიკების” ყველაზე გავრცელებული შეცდომაა პროფილი fan page-ის მაგივრად.

მინიმუმ ორი მიზეზი არსებობს თუ რით ჯობია გვერდი პროფილს:

  1. თუ თქვენი პროფილი პოპულარული გახდა, 5000 მეგობარზე მეტს მაინც ვერ დაიმატებთ. ხოლო გვერდზე გულშემატკივრების რაოდენობა შეუზღუდავია;
  2. სულაც არ არის სასიამოვნო კორპორატიული პროფილის მეგობრებისთვის ყოველ დღე Feed-ში იხილონ თუ ვის “დაუმეგობრდა” დღეს სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, ან როგორ შეუერთდა ლიტერატურული კაფე კაპუჩინო ჯგუფს სახელად “ლოთების პარტია”.

შეცდომა #2 – ერთი ტიპის მასალა

ძალიან ბევრ FB გვერდზე ქვეყნდება მხოლოდ ერთი ტიპის მასალები, მაგალითად სულ ლინკები, ან სულ სტატუსები, ან სულ youtube-ის ვიდეოები, რაც ძალიან მოსაწყენია.

ასევე მომაბეზრებელია ავტომატურად იმპორტირებული feed-ები (განსაკუთრებით ბლოგებიდან).

რამოდენიმე მაგალითი:

Lib.ge, Leonsio.Ge, Landish.ge, Weekend.ge, tiflisistyle, ამბები.ge

შეცდომა #3 – ზედმეტი მოდულები

ისევე როგორც შესაძლებლობების გამოუყენებელობაა შეცდომა, ამ შესაძლებლობების გამოყენებაში გადაჭარბებაც არ ვარგა.

არ დაამატოთ ზედმეტი ცარიელი ბოქსები.

არ დაამატოთ ვიდეოს tab-ი როცა არცერთი ვიდეოს ატვირთვას არ აპირებთ.

შეცდომა #4 – გამოუყენებელი შესაძლებლობები

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გქონდეს info-ს გვერდი აბსოუტურად ცარიელი facebook-ზე, როდესაც იქ ათასი მარკეტინგული მესიჯის “ჩატენვაა” შესაძლებელი. ან სულ უბრალო – საკონტაქტო ინფორმაციის მაინც!

Social Innovation Camp Caucasus

ასევე მიჭირს გააზრება, რატომ უნდა გქონდეს დისკუსიების tab-ი გამოტანილი და იქ არცერთი დისკუსია არ იყოს. იმ იმედით რომ იქნებ ვინმემ გახსნას ახალი დისკუსია? და თავად რატომ არ უნდა დაიწყოს გვერდის შემქმნელმა?

ასევე არ გარგებთ Landing Tab-ების ჩართვა-გამორთვით ზედმეტად გატაცება, ბათუმელების facebook-გვერდზე, მთავარი landing tab-ი სრულიად ცარიელია.

ძალიან მომწონს PR School-ის ე.წ. Landing Page, ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა ნამდვილად დანაშაულია!

მეც უნდა გავაკეთო მსგავსი სინგულარის გვერდისთვის როგორც კი დიზაინერი მოიცლის!

შეცდომა #5 – მახინჯი მისამართი

ძალიან სამწუხაროა, რომ უმეტესობამ არ იცის, როგორ მოიშოროს თავიდან მახინჯი მისამართი.

რატომ უნდა გქონდეს:

http://www.facebook.com/pages/shua-kalakshi/111548972904

http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/SUNNY-WORLD/270152581649

http://www.facebook.com/pages/tsu-TSU/340472602232

http://www.facebook.com/pages/Tbilisi-Georgia/TBC-BANK-tibisi-banki/331543856187

როცა შესაძლებელია იგივე გვერდებზე წვდომა განახორციელო:

http://www.facebook.com/shua-kalakshi

http://www.facebook.com/SunnyWorld

http://www.facebook.com/TSU

http://www.facebook.com/TBC

– უბრალოდ შედით გვერდზე facebook.com/username, დანარჩენს თავადაც მიხვდებით!

შეცდომა #6 – არასწორი სახელი

facebook-ზე გვერდის სახელი არა მარტო ვიზუალურად ადვილი აღსაქმელი და დასამახსოვრებელი უნდა იყოს, არამედ საძიებო სისტემასთანაც უნდა მეგობრობდეს, რასაც ვერ ვიტყვით შემდეგი გვერდების სახელებზე:

არ დაარქვათ fan page-ს ვებ-გვერდის სრული მისამართი!

არ გამოიყენოთ ზედმეტი სიმბოლოები!

არ დაარქვათ გვერდს უაზროდ გრძელი სახელი!

ტელეფონის ნომრები რატომ უნდა ჩასვა სახელში, ვერ ვხვდები!

მისაბაძი გვერდები:

Singular.ge (ვამაყობ :D )

OffRoadersGeorgia – whoever did it, it’s perfect!

PRschool – Landing Page-ზე ვგიჟდები!

ნიჭიერი – რესპექტები დოდკას.

49 Comments

  1. RADIX-ის ფეიჯის საშინელი ფბ მისამართი მაქვს და ვერ ვცვლი, დაკავებულიაო :შ
    არ შეიძLება ორი იყოს? :/

  2. საქართველოში FB-ს ისე გაუკუღმართებულად ხმარობენ, უცხოელები რომ იგებენ, თვალები ყალყზე აუდით :))

  3. აქ ნახსენები შენიშვნები ძალიან კარგი და ყურადსაღებია ნამდვილად :უპ:

    სათაურების და მისამართების ისე დაწერა რომ ვერავინ მოგაგნოს, პროფილი ფან-გვერდის მაგივრად და ა.შ. ეგ მწარე რეალობა და ჩემი ტკივილია :D

    თუმცა ჩემი აზრით სანამ ამ საკითხამდე მივალთ, ძირითადი რაღაც გვრჩება მხედველობიდან. ეს რაღაც არის ასეთი გვერდის შექმნის მიზანი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, პასუხი შეკითხვაზე “რატომ?” ამის შემდეგ კი მეორე საკითხია როგორ ზომავენ ამ გვერდების წარმადობას და ROI-ს (დახარჯული დრო და ფული/ამ ქმედებებიდან შემოსული $$).

    მე თვითონ ვარ უმიზნო “კორპორატიული” ფან-გვერდის ამაყი მფლობელი თუმცა ეგ სხვა ამბავია :D მე არც მოგებას ვეძებ ჩემი ბლოგიდან და მიზნებს ამ ბლოგით ჯერჯერობით ვაღწევ. თუმცა კომპანია რომელიც ფული იკვებება და არა ენთუზიაზმით სხვა ამბავია.

    ამ პოსტში ხსენებულმა თუ სხვა კომპანიებმა იციან რატომ აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ მანდ? თუ უბრალოდ “ყველა მანდაა და მეც მანდ ვარ” სინდრომია? ზომავს ვინმე outcome-ებს ან conversion rate-ს მაგ გვერდებიდან? არსებობს ერთი დაგეგმილი Facebook-campaign ჩვენთან? თუ არსებობს იტეგება მანდ დადებული ლინკები შემდგომი ანალიზის საწარმოებლად? ხდება გაყიდვებთან(თუ გინდ RSS subscriber-ებთან ან დარეგისტრირებულ იუზერებთან)დახარჯული რესურსების შეფარდება?

    ჩემი აზრით კომპანიამ აქედან უნდა დაიწყოს ფიქრი… ხოლო ამდენი ფიქრის შემდეგ იმედია დაგეგმილ კამპანიაზე სწორი username-ს აღება და ფან-გვერდზე სათაურის დარქმევა აღარ იქნება პრობლემა :)

  4. წინა კომენტში გამომრჩა Profile instead of Page თემის ხსენება.

    გასაგებია, რომ ამის ერთერთი მიზეზი არის კომპანიების “ვებ-გაუნათლებლობა”. მაგრამ გარდა ამისა, იმასაც შეატყობდით, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლებიც ასევე “ვებ-გაუნათლებლები” არიან და ბევრად უფრო დიდი სიხარულითა და სიმარტივით “იმეგობრებენ” კომპანიებს, ვიდრე ხდებიან მათი “ფანები”. არ ვიცი სიტყვა არ მოწონთ, თუ რამე სხვა მიზეზია, მაგრამ რამდენიმე მაგალითზე გაიზომა ეს – ფეიჯს ფანები ბევრად ნაკლები ყავდა, ვიდრე იგივე ბრენდის “პიროვნულ” პროფილს მეგობარი.

    ასე რომ, გარდა კომპანიების გამასხარავებისა, ჩვეულებრივ იუზერებსაც რომ უთხრას ვინმემ, რომ ფანობა “ცუდი” არაა, ეგებ ასეთი პროფილები აღარც გაიხსნას :)

    1. მაგაზე მე ჩემი პატარა თეორია მაქვს :)

      ახლა რა ხდება.

      დამეგობრება ხდება ასე ვთქვათ აქტიურად. ანუ მოდის შ.პ.ს. ჭიჭიკო ჩემს პროფაილზე და მიგზავნის Friend request-ს, ნუ მე “უცნობ ძიებს” ჩემთან იშვიათად ვამატებ, მაგრამ არსებობს დიდი დოზით ხალხი რომელსაც აქვს Myspaceიმანია და ისინი მეგობრად ამატებენ ყველაფერს რაც მოძრაობს.

      ფან-გვერდი კი არის ასე ვთქვათ პასიური. ანუ მე უნდა ვნახო შ.პ.ს. ჭიჭიკოს გვერდი, უნდა მომეწონოს და უნდა გავხდე მისი ფანი. შ.პ.ს. ჭიჭიკო თუ ჩემი მეგობარი არ არის ის მე ვერ გამომიგზავნის მოწვევას ხოლო თუ ვინმე ამას მაინც გააკეთებს (ჭიჭიკო თუ სხვა რომელიმე ჩემი მეგობარი), ეს მოწვევა მოხვდება საერთო requestებში. საერთო requestები კი იმდენი მოდის ხოლმე ყოველდღიურად (მეგობრობის მოწვევებისგან განსხვავებით) რომ ხალხი მათ უბრალოდ მასიურად აიგნორებს, გარდა ამისა გვერდის ფანობა ზემონახსენები Myspaceიმანიის ჭიას ვერ ახარებს :)

      ამ ყველაფრის შედეგად კი ჩვენ ვხდებით შენს მიერ ნახსენები ფენომენის მომსწრენი.

  5. კარგი და დროული პოსტი იყო ვეთანხმები ზოგად პათოსს,
    მინდა დავამატო რომ განსაკუთრებით მაღიზიანებს “შ.პ.ს. ჭიჭიკო” ს requestები და მაქსიმალურად თავს შევიკავებ იმ პროდუქცია/სერვისის მოხმარებისგან რომლის მწარმოებელი კომპანია request გამომიგზავნის რათა მერე ჩემი ვოლი დასპამოს. მ:)

    პ.ს.
    მარი ტურიზმის დეპარტამენტის გვერდზე http://www.facebook.com/travelgeorgia რას იტყვი?

    1. * ძალიან გრძელი სახელი აქვს, მაგრამ მაგას არაფერი ეშველება სამწუხაროდ.
      * ქართული ტექსტები უმჯობესია ქართული უნიკოდით დაიწეროს ხოლმე.
      * მარცხენა მხარეს გვერდით კარგი იქნებოდა ვებ-გვერდის მისამართი იყოს გამოტანილი.
      * Review და Box-ის tab-ები საერთოდ მოაცილეთ და Videos და Events გამოიტანეთ მათ ადგილას. ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

      სხვა ყველაფერი წესრიგში აქვს ჩემი აზრით :)

  6. OffRoadersGeorgia – whoever did it, it’s perfect!

    ლოლ ვფიქრობდი კომენტარებში დაწერას მეთქი ჩემი პირმშოთქო და ვუალა უცებ შენს ლისთში ვიპოვე და გავიჯგიმე :jump: :love:

    ესეიგი გენიალურია მე ვიცი როგორ გავაკეთო PAGE : )

    1. ყოჩაღ, კი ვიეჭვე მაგრამ მაგდენს არ იწვალებდა მეთქი :))

      ერთ რჩევას მოგცემ, ვებ-გვერდის მისამართი მარცხნივ sidebar-ში პატარა ბოქსი რომაა იქ გამოიტანე…

  7. მარი მე როცა ეს გვერდი შევქმენი მაშინ კი ჩავწერე http://www.facebook.com/shua-kalakshi <<< ესე მაგრამ მერე რატომღაც შეიცვალა ესე http://www.facebook.com/pages/shua-kalakshi/111548972904 ახლა კი შენი პოსტის წაკითხვის მერე ლინკი რომ გედო იქიოდან შევასწორე და ძალიან დიდ მადლობას გიხდი …. და ეხლა ესე გამოიყურება http://www.facebook.com/shuaqalqashi

    1. ოღონდ “შუა ქალქაში” წერია და როგორც ვიცი, ფან-ფეიჯის მისამართი მერე აღარ იცვლება :((

  8. მარი PRschool_ის გვერძე მეც ვგიჟდები მშვენირათ აქვთ მოწყობილი ყველაფერი თავ თავის ადგილას =))

      1. ჰქონდათ გუშინწინ :) წინა კვირაში ჩასწორდა ეგ ხარვეზი, კერძოდ – ხუთშაბათს

  9. მინდა გითხრათ, რომ პროფაილის გაკეთება ”გვერდის” მაგივრად ჩემი ორგანიზაციიათვის აბსოლუტურად შეგნებულად გადავწყვიტე და ”პრ-შიკების” უცოდინრობა არაფერ შუაშია. პოპულარიზაცის პირველად ეტაპზე, როცა სახელი ან ბრანდი ძალიან ცოტ ადამიანმა იცის, – ფან-გვერდის გაკეთება ქართულ რეალობაში (და მგონი სხვაგანაც კი) – არაეფექტურია. ანუ – ბევრად უფრო ადვილად ”იმეგობრებ” თუნდაც უცნობ ადამიანს/ორგანიზაციას, ვიდრე იგივე ადამიანის/ორგანიზაციის ფანი გახდები. მაგალითად, მე ვიცი რომ მაღაზია ”§§§” ყიდის კარგ ტანსაცმელს, მაგრამ მთლად ფანიც არ ვარ, ”დამეგობრების” შემთხვევაში ვიცი, რამე ახალი კოლექციების ან სეილების ინფოს გამომიგზავნიან. მაშინ, როდესაც ვხვდები მისი ფანი, ჩემი მეგობრების წინაშე გარკვეულწილად მათ რეკლამირებასაც ვუკეთებ.

    და მეორე და მნიშვნელოვანი – დიდ და სერიოზულ ორგანიზაციებს აქვთ დიდი და სერიოზული ვებ-საიტებიც (თავისი სტაისტიკით, და ა.შ.), სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინფრომაცია, ფეისბუქს კი ვიჱენებთ არაფორმალური ურთიერთობისთვის ჩვენს ”მეგობრებთან” რითიც ვირებთ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან feedbacks.

    ჩვენი მეგობრების რიცხვი უკვე 3500 გადააჭარბა, მაგრამ სანამ ლიმიტს არ მივაღწევთ, არ ვაპირებთ გვერდად გადაკეთებას. ამ დროისათვის სახელიც და ორგანიზაციაც ბევრად უფრო ცნობილი გახდება და მისი ”ფანობის” მსურველიც ბევრად მეტი, ვიდრე 6 თვის წინ.

  10. ჩემთვის ძალიან პრობლემატურ საკითხს შეეხე
    ვმუშაობ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში
    ჩემს მისვლამდე გააკეთეს ფბ-ზე პროფილი იმის გამო, რომ ფანობას მეგობრები გვყავდეს გვირცჰევნიაო და შემდეგ შევეჯახეთ იმ რეალობას, რომ 5000 კაცზე მეტს ვერ ვამატებთ.
    მე მერე სხვა პროექტი დამაწვა და ფბ სხვას გადააბარეს, გადაწყდა პეიჯის გაკეთება და ახლა დაბნეულები ვართ, საბავშვო ნახატების კონკურსი დავიწყეთ იქ და პეიჯზე გაგრძელება გვიჭირს, სპეციალური ფასდაკლებაც შევთავაზეთ იმ უსერებს ვინც ჩვენი გულშემატკივარი (ფანი) გახდება და ნუ მოკლედ
    რამე კო კონრეტული რჩევა არის? ან რით შეგიძლია დაგვეხმარო : )

    1. ვერაფერს ვერ გააკეთებ. ყველა “მეგობარი” თავიდან უნდა მიიპატიჟო “ფან-კლუბში”.

      “ჯგუფის” გაკეთებაც ერთ-ერთი ვარიანტია თუ მაინცდამაინც “ფანობა” არ გაწყობთ…

  11. “ფანობაში” რა არის კონრკეტული პრობლემა?!

    (უბრალოდ სხვაგან არ შემხვედრია არასოდეს ასეთი არაფერი)

    1. არ ვიცი, ალბათ რაღაც “თავის დამცირების” მომენტია ფსიქოლოგიური. აზრზე არ ვარ :)

  12. საინტერესო პოსტია. კარგია ამ საკითხს რომ შეეხეთ.

    რაც შეეხება კრიტიკას, რაღაც მისაღებია, თუმცა აკრიტიკებთ რაღაც იმდენად უმნიშვნელოსაც, რომელიც მარტო პროფესიონალის თვალს რომ არ აამებს. მაგალითად, დარწმუნებული ვარ რიგით ფეისბუქელს მაგრად ჰკიდია http://www.facebook.com/pages/shua-kalakshi/111548972904 იქნება თუ http://www.facebook.com/shua-kalakshi :))

    რაც შეეხება http://www.ambebi.ge/-ს, რომლის საფანოს თავად ვამუშავებ:
    თქვენი კრიტიკული შეფასება გამოიწვია ტვიტერფიდმა. მარი, შესაძლოა ბანკების, სავაჭრო ცენტრების ან პოპულარული ადამინების საფანოსათვის ამ ფუნქციის მიბმა სრულიად უაზრო იყოს, მაგრამ საინფორმაციო პორტალისათვის ეს აუცილებელიც კია. სწორედ ტვიტერფიდის წყალობით ამბები.გე-ზე განთავსებული ახალი მასალა ოპერატიულად ვრცელდება ტვიტერსა და ფეისბუქზე. სტატისტიკა მკაფიოდ მიჩვენებს რამდენად საჭიროა ეს ფუნქცია ამბები.გე-ს იმ მკითხველთა სწრაფი ინფორმირებისთვის, ვინც სარგებლობს სოციალური მედიით და “დაქონექთებულია” ამბები.გესთან ამავე სოციალური ქსელებით. სწორედ ამიტომაა მიუღებელი თქვენს კრიტიკულ პოსტში ამბები.გე-ს მაგალითი.

    სხვა მხრივ პოსტი საინტერესო და შემეცნებითიც კი იყო ;)))

    დაბოლოს, კეთილი რჩევა თქვენი ბლოგის “ხანდახან” მკითხველისგან, “ყველაზე გამორჩეული ბლოგი ქართულ ინტერნეტში!!!” 3 ძახილის ნიშნის გარეშე რომ დაწეროთ, გაცილებით დამაჯერებელი იქნება ;)))

    1. ალბათ შენიშნეთ რომ ambebi.ge-ს ფეისბუქ გვერდი შეცდომა #2-ის ქვეშ იყო მოხსენიებული, რომელსაც ვუქოდე – “ერთი ტიპის მასალა”

      ჩემი შენიშვნა twitterfeed-მა კი არ გამოიწვია, არამედ იმან რომ tweeterfeed-იდან გადმოტანილი მასალის გარდა სხვა არაფერი იწერება ambebi.ge-ს ფეისბუქზე.

      ეს რა თქმა უნდა სასიცოცხლო მნიშვნელობის შეცდომა არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ნებისმიერი გვერდის ავტორებს უნდა სურდეთ “ფანების” მაქსიმალური engagement-ი ნებისმიერ პოსტში.

      ჩემი (და არა მარტო ჩემი) რეკომენდაციით, სჯობს გვერდზე შერეული “ქონთენთი” დაიპოსტოს (რაშიც იგულისხმება როგორც twitterfeed, ისე – ფოტომასალა, ვიდეო-მასალა, სტატუს-მესიჯები, თუ საჭიროა Poll-ებიც) რაც უზრუნველყოფს ყველა “ფანის” ჩართვას გვერდის აქტივობებში. ხოლო, როდესაც გვერდზე მხოლოდ რაღაც ერთი სერვისიდან იმპორტირებული feed ჩანს ის გვერდი ცოტათი “მიტოვებულის” შთაბეჭდილებას ტოვებს ხოლმე.

      აი, ამაში მდგომარეობდა ჩემი შენიშვნა…

      თვითონ twitterfeed-ის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით მიხარია, რომ არსებობს ხალზი, ვინც იცის social media tool-ების გამოყენება და ამისათვის რესპექტი თქვენ :)

      რაც შეეხება ძახილის ნიშნებს, როგორც ამ ბლოგის “ბლოგერმა” 5 წლის განმავლობაში, ალბათ ცოტათი უკეთ ვიცი რა იქნება ჩემი მკითხველისთვის დამაჯერებელი :))))

      1. მარი, პატივს ვცემ თქვენს 5 წლიან გამოცდილებას ; ))

        აქვე, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მივესალმები კრიტიკულ შეფასებებს და იმასაც, რომ ყურადღება გაამახვილეთ ქართულ ინტერნეტ პიარზე, რომელიც ეს-ესაა “იქოქება” და ბუნებრივია, დროთა განმავლობაში მას უფრო ჩამოყალიბებული სახე მიეცემა.

        რაც შეეხება თქვენს რეკომენდაციებს: ამბები.გე-ს საფანოზე განთავსებულია როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალა. მეტიც, 13 მარტს , ამბები.გე-ს საფანო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ააავბედითი(საკაიფო სიტყვაა ; )))მოდელირებული ქრონიკის ჩანაწერი გაავრცელა სოციალურ მედიაში, რომელიც 1004-მა ფანმა ნახა ამ გვერდის მეშვეობით…
        რაც ეხება ერთფეროვნებას: მარი, ნააამდვილად არ არის ამბები.გე-ს საფანო ერთფეროვანი ინფორმაციის ბუდე. არ მინდა ჩემი მხრიდან ეს ყველაფერი თავის გასამართლებელი კომენტარების ციკლს დაემსგავსოს, მაგრამ ამბები.გე -ეს არის სატი, სადაც არის ამბები ყველაფერზე (შესაბამისად ყველაფერი – აამბებზე ; ))).
        [საიტის კონცეფცია სწორედ მრავალფეროვნებაზეა აწყობილი: პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, მსოფლიო, შემთხვევა, კონფლიქტები, სამართალი, სამხედრო, სპორტი, ავტო, მედიცინა, შეკითხვა ექიმს, ტექნოლოგიები, მასმედია, კულტურა/შოუბიზნესი, მოზაიკა, წიგნები, უძრავი ქონება]

        რაც შეეხება ”პოლს”, მისაღებია თქვნი ეს რეკომენდაცია. გავითვალისწინებ…

        გისურვებთ წარმატებებს!

        1. კარგი მაშ მოდი ასე ვთქვათ,

          ამ პოსტში ამბები.გე-ს ფეისბუქის ხსენება მოხდა არა იმიტომ რომ არ მომწონს გვერდი, არამედ იმიტომ რომ პირველივე გვერდზე როცა შევედი, დავინახე ერთგვაროვანი მასალა რაც ჩემი პოსტის ერთ-ერთ პუნქტს შეესაბამებოდა და დავსკრინე თვალსაჩინოებისთვის.

          ძალიან მიხარია თუ ამ პუნქტს არამც და არამც არ შეესაბამებით :love:

  13. სვითი, ლ’ამაზი ლენდინგ ფეიჯის გაკეთება, აი, იქ რომ არის, PR სკოლის, როგორ კეთდება?

    1. 1. დიზაინერს დაახატვინებ
      2. HTML-ში ააწყობინებ როგორც ჩვეულებრივ Web-გვერდს
      3. FBML plugins დააყენებ ფეიჯზე
      4. FBML პლაგინში ჩაწერ 2 პუნქტში მიღებულ HTML კოდს
      5. ახალ ტაბად დაამატებ FBML-ს
      6. Setting-ებშ მიუთითებ Landing Page -> FBML

      მოკლედ კაი ჯახირი უნდა… :|

      დაგუგლე -> how to add facebook page landing tab HTML

      1. ჰო… მეც ეგრე წარმოვიდგინე, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ ვცდები თქვა :D

        მადლობა :)

  14. ამ პოსტმა ბლოგის გვერდის შექმნა გადამაწყვეტინა :)
    მადლობა მარიამ :)
    ისე მახინჯი მისამართები მართლა საზიზღრობაა :(

  15. ძალიან, ძალიან დიდი ხუთიანი ამ პოსტისთვის.
    ნუ მე არ ვაპირებ არანაირი გვერდის შექმნას, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ძალიან კარგი პოსტია.

    ჩემი მისამართი მაშინ შევცვალე, როდესა დაანონსდა, თუ გინდათ შეცვალეთო.
    http://www.facebook.com/k8coldplay

    აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები. ყოჩაღ.

    და რათქმაუნდა ეს კომენტარი არ დაიპოსტება, რადგან აკისმეტი გაქვს ჩართული ჩემზე.

    1. გოგოუ, მე კი არ მაქვს ჩართული :))))

      თვითონ არ მოსწონხარ რატომღაც :(

      ვერაფრით ვერ გამოვრთე. მარტო შენზე შვება…

      ან შენი იმეილი არ მოსწონს, ან ბმული ან არ ვიცი… :(

  16. ნუ ეს რომ ძალიან სასარგებლო პოსტია, ჩემი კომენტირება არ ჭირდება :)
    სწორედ დღეს მივუთითე ეს ლინკი ამ პროფაი-მანიის წინააღმდეგ ჯგუფში და მოწვევები ამ კომენტატორთაგან ზოგიერთს მიღებული გექნებათ.

    პ.ს. მე სხვა კითხვა მაქვს, ბლოგებს რაში ჭირდება ფან-გვერდები? მგონი არცერთის ფანი არ ვარ, არა იმიტომ რომ მშურს, ვიბოღმები და არ მიყვარს, უბრალოდ ვერ ვხვდები, ერთი და იგივე ნიუსი 3-4-5 სხვადასხვა წყაროდან რატომ უნდა მივიღო: ბლოგროლი, ჩემი ბლოგი, ფბ-ყე ბლოგის ავტორის პერსონალური გვერდიდან ლინკი, ნეთვორქბლოგზი და კიდევ fan-page?

    1. ჩემი ბლოგის ფან-პეიჯი ახალი პოსტების გავრცელების ფუნქციას დიდი ხანია აღარ ასრულებს.

      რისთვის ვიყენებ მე ფან-პეიჯს:

      პირველ რიგში, მე იქ ვტვირთავ მობილურით გადაღებულ სურათებს – MMS-ის მეშვეობით, რის საშუალებასაც ბლოგი არ მაძლევს.
      ამით ჩემს მკითხველთან მუდმივ კონტაქტში ვარ ხოლმე…
      და შეიძლება დღეების განმავლობაში ახალი პოსტი არ დავწერო მაგრამ ბლოგის მარჯვენა მხარეს ჩასმული ფეისბუქის ვიჯეტი მუდმივად მაინც განახლებულია.
      ასე რომ ყოველდღე აქ შემოსვლას მკითხველისთვის აზრი არ ეკარგება.
      ან თუნდაც არ შემოვიდეს ვინმე ყოველდღე, შეუძლია ახალი ამბები ჩემს შესახებ პირდაპირ ფეისბუზე გაიგოს.

      კარგად არც ვიცი როგორ აგიხსნა მაგრამ მე ძალიან მჭირდება ფეისბუქის გვერდი.

  17. გამარჯობათ ბატონებო;
    ძალიან საინტერესო თემაა და ალბათ აქტუალური იქნება კიდევ დიდხანს. აფსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჩვენთან იმატებენ ყველას და ყველაფერს.
    ტელეფონის მითითებას გვერდის დასახელებაში თავისი მიზეზი ქონდა და ამაზე არ დავკონკრეტდები.
    “ჯგუფი” თუ “გვერდი”, რომელია ბიზნესისთვის უფრო მისაღები? ჩვენ გვქონდა ჯგუფი http://www.facebook.com/group.php?gid=196879517707&ref=ts
    წევრების საკმაო რაოდენობით, მაგრამ მასზე აპრილის დასაწყისში უარი ვთქვით და გავაკეთეთ გვერდი, http://www.facebook.com/ANKcomputers რაც შეეხება მის ინფორმაციულობას ეს გამოსწორდება.
    ერთი დისკომფორტი, რომელიც აქვს გვერდს არის ის, რომ მის მიერ გამოცხადებული ღონისძიებები ხვდება გვერდის წევრების “გზავნილები/ახალი ამბებ”-ში და არა “მთავარში”
    მეორე, და ეს შეიძლება პრობლემად იქცეს ნებისმიერი გვერდისათვის. გვერდის წაშლის უფლება აქვს ნებისმიერ ადმინს, განურჩევლად იმისა შემქმნელია თუ არა ის ადმინი იმ გვერდის (ესეთი უფლება ჯგუფის შემთხვევაში მხოლოდ მის “შემქმნელს” აქვს). თუ ამ პრობლემის გამოსწორების გზები იცით და გვიკარნახებთ მადლობლები დაგრჩებით.

  18. ძალიან საინტერესო სტატიაა.

    აღნიშნული შეცდომა თავის დროზე komuna.ge-მაც დაუშვა და შედეგად ახლა 4999 დამეგობრებული ადამიანი ჰყავს.

    ასევე საინტერესო იქნებოდა Groups და Page-ების შედარება.

    დღეს ჩავეძიე და ბევრი ისეთი განსხვავება აღმოვაჩინე რომელზეც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა.

  19. ამ თემასთან დაკავშირებით ჩემმა ძმამ გამოაქვეყნა პოსტი. აი: http://eventlenta.wordpress.com/2010/06/11/kultura-facebook-sazogadoeba/ ცუდს არ უწოდებ, უბრალოდ რაც არის ის დაწერა. მირჩევნია Like მივცე ვიდრე ვინმე მასეთი მეგობრებში დავიმატო.

  20. სვითის ვეთანხმები ყველა საკითხში.
    ბოდიშს ვიხდი, რომ ვერაფრით გადავიყვანე ჯეპრას გვერდი ფან-პეიჯზე.
    ეს ჩემი თავმოუბმელობის (უფრო სწორად უდროობის) ბრალია.
    მადლობა ყველას ვისაც ჩვენი პიარ სკოლის გვერდი მოსწონს. ფეისბუქის მიერ პარამეტრების შეცვლის გამო ცოტა კი დამახინჯდა, მაგრამ გპირდებით, რომ მალე ამასაც გამოვასწორებთ. :)

  21. სვით გამომადგა ეს სტატია. დღეს გავაკეთე მამაჩემის კომპანიის გვერდი ფეისბუქზე. დღესვე 50მდე ლაიქი მაქვს უკვე. სერიოზული გვერდი გავაკეთე საკმაოდ და ასე ვაპირებ გაგრძელებას. გამომადგა რჩევები, თუმცა პიარ სკოლას რაც აქვს თავის გვერდზე არვიცი ჯერ როგორ კეთდება. მაგასაც მივხედავ. მადლობა პოსტისთვის.

Leave a Reply