კიოლნი და დუსელდორფი (გერმანია)

ბოლო 6 კვირის განმავლობაში მივხვდი, რომ მოგზაურობა, და განსაკუთრებით მარტო მოგზაურობა, ის თავგადასავალია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველამ უნდა გამოსცადოს.

როცა მარტო მოგზაურობ, ყველაფერს უფრო მძაფრად აღიქვამ, საკუთარ თავს მეტ მოთხოვნას უყენებ, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ და, რაც მთავარია, ხშირად ხვდები ისეთ სიტუაციაში, როცა საკუთარი თავის გამოცდა გიწევს, შიშს თვალებში უყურებ და ხვდები, როგორი უსუსური ხარ.

იმის აღიარება, რომ სუსტი ხარ, გიბიძგებს საკუთარ თავს შეებრძოლო და შიშები გადალახო. ზუსტად ასეთი გადამწყვეტი მომენტი დამიდგა დუსელდორფში, როდესაც 164 მეტრის სიმაღლეზე გამჭვირვალე შუშაზე გადავეკიდე და ჩემს ქვემოთ უფსკრული დავინახე.

ეს მინის ფანჯარა დაახლოებით 45 გრადუსით არის დახრილი. ზედ თუ დაეყრდნობი, ადრენალინი აუცილებლად მოგაკითხავს.
ეს მინის ფანჯარა დაახლოებით 45 გრადუსით არის დახრილი. ზედ თუ დაეყრდნობი, ადრენალინი აუცილებლად მოგაკითხავს.

თავიდან ვერ ვბედავდი, მერე კი, როცა გავბედე, დამცხა, ხელის გულები გამიოფლიანდა, პულსი ამიჩქარდა და ისტერიკული ტირილ-სიცილი ამიტყდა. პანიკური შეტევის ყველა ნიშანი.

dusseldorf view 2

თუმცა თანმიმდევრობას ნუ დავარღვევთ:

გერმანია

ერთ მშვენიერ დღეს დავადე თავი და გერმანიაში წავედი.

მატარებლით ჯერ ხრონინგენიდან ზვოლეში, ზვოლედან არნემში, არნემიდან კი დუსელდორფში ვიმგზავრე. ხრონინგენი-ზვოლეს მატარებელმა 6 წუთი დააგვიანა და ზვოლე-არნემის რეისს ვერ მივუსწარი, ამიტომ საერთო ჯამში ორი საათით მეტი ვიმგზავრე.

მატარებელში ერთ ჰოლანდიელი კაცს დავემგზავრე, რომელიც ჯერ ფრანკფურტში, იქიდან კი ბანგლადეშში მიდიოდა. ბევრი ვისაუბრეთ ჩემი და მისი მშობლების შესახებ, იმეილებიც გავცვალეთ (მომწერა ერთხელ, მაგრამ მეორედ აღარ მიპასუხა, იმედია იქ არ დაიკარგა…).

დუსელდორფის რკინიგზის სადგურში დაახლოებით 2 საათისთვის ჩავედი, სადაც ჩემი ძმა დამხვდა. მისი ნახვა ძალიან გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ ვმეგობრობთ, მაინც ძალიან მენატრება ხოლმე. თან მისი ნახვის შემდეგ სახლის და მშობლების მონატრებაც ცოტათი გამიუფერულდა. ევროპაში მივლინებით ჩამოვიდა და ახლა ერთი კვირის განმავლობაში თავისი კლასელის, გიორგის სახლში რჩებოდა. მეც იქ უნდა დავრჩენილიყავი მომდევნო სამი დღე.

GMMR

ჩვენი მასპინძლები – გიორგი და მედი – უსაყვარლესი წყვილია. კარგად დამხვდნენ, ცალკე ოთახი მომიჩინეს, სადაც ყველაზე ნერდული საათი კიდია.

nerdy clock

კიოლნი

ცოტა ხანს ვისვენებ და შემდეგ ყველანი კიოლნში მივდივართ. იქ გიორგის ბერძენი კურსელი, მარინა ცხოვრობს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. დაბადების დღეზე 9 საათიდან ვართ დაპატიჟებულები, მანამდე კი კიოლნის დათვალიერებას ვგეგმავთ.

Cologne_love_bridge

სიყვარულის ხიდი

კიოლნის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა საკათედრო ტაძარია, მაგრამ მასთან მისასვლელად სიყვარულის ხიდი უნდა გადავიაროთ, სადაც შეყვარებული წყვილები ბოქლომებს ტოვებენ, გასაღებს კი მდინარე რაინში ისვრიან, რათა მათი სიყვარულიც ამ ბოქლომივით შეუვალი გახდეს.

ამინდი ფრიად უჟმური გამოდგა, ამიტომ ხალისიანი ფერები ვერ დავაფიქსირე
ამინდი ფრიად უჟმური გამოდგა, ამიტომ ხალისიანი ფერები ვერ დავაფიქსირე

დომი

Cologne_Domკიოლნის საკათედრო ტაძარი, იგივე “დომი”, უზარმაზარი, პირქუში შენობაა, რომლის აშენებასაც სპეციალურად არ ამთავრებენ. არსებობს ლეგენდა, რომ ტაძრის არქიტექტორმა სული ეშმაკს მიჰყიდა, თუმცა მისი ცოლის დამსახურებით ეშმაკი მოტყუვდა ტაძარი დაწყევლა. ლეგენდის მიხედვით, როდესაც ამ ტაძრის მშენებლობა დასრულდება, მეორედ მოსვლაც მაშინ მოხდება.

Cologne_Dom2

Dom2

Rost_Dom_Cologne

Dom

ტაძრის ყოველი ქანდაკება და ქონგური უნიკალურია. არ ვიცი, როგორ ეყოთ ფანტაზია ამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული სკულპტურის მოსაფიქრებლად.

საშენ მასალად მუქი ფერის ქვაა გამოყენებული, რაც ტაძარს შემზარავ იერს ანიჭებს, განსაკუთრებით ღამით.

ტაძარს რომ ვათვალიერებდით, ეზოში ლესბოსელი წყვილის ქორწილს შევესწარით. მაგარია!

weddung of a lesbian couple
ორი თეთრი კაბა და არცერთი კოსტუმი

 

Cologne_Dom_Yard
ტაძრის ეზო

კიოლნში ბევრი სხვა არაფერია სანახავი, თუკი მხოლოდ ერთი დღით ხარ ჩასული.

დუსელდორფი

დუსელდორფში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ეკონომიკა იმდენად ძლიერია, რომ ხალხი მეზობელი ქალაქებიდან დადის აქ სამუშაოდ.

აქაურობა მედიისა და ტელეკომუნიკაციების სამოთხეა. 400-ზე მეტი სარეკლამო კომპანია, 200-ზე მეტი საგამომცემლო სახლი, 170-ზე მეტი საფინანსო ორგანიზაცია, 130-ზე მეტი სადაზღვევო კომპანია, 18 ინტერნეტ პროვაიდერი, 4 მობილური კავშირგაბმულობის კომპანია და გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქციების ბირჟა – სამუშაო მართლაც ბევრია.

 

ლეგო

 

Lego LegosbyweightDusseldorf magic

dusseldorf view

 

 

dusseldorf view me

 

Dusseldorf_Bridge

Dusseldorf_green_grass

dusseldorf graas portrait

Family_style

ice-cream rooftop

Lego wall Legosbyweight

Dusseldorf_street_concert

Leave a Reply