ჩხუბი

by Sweety on 1 დეკემბერი, 2008 · 6 comments

in დღიური,ოჯახი,ურთიერთობები

წუხელ ძალიან ვიჩხუბეთ.

იმდენ ნალექს ტოვებს ეს ჩხუბები რომ დედამიწიდან მოწყვეტილი ვხდები. არაფერი აღარ მინდა. არც ცხოვრება, არც ძილი, არც ჭამა არც სახლიდან გასვლა.

მიზეზები? მისი მხრიდან 24 საათი ლ2-ის თამაში, სამსახურის დაკიდება, სისკოს დაკიდება, დიპლომის დაკიდება, სახლში რაღაცეების კეთება=0, გატრაკება სახლში დაგვიანებაზე და ასეთი წვრილმანები.

ჩემი მხრიდან? ალბათ ის, რომ არ ვმუშაობ ისე, როგორც წესი და რიგია. მინდა აქედან წასვლა. ჯერ არ მინდა ბავშვის გაჩენა. არ ვალაგებ სახლს ყოველდღე. ხანდახან მეზარება საჭმლის გაკეთება. მობილურზე ყოველ 2 საათში ერთხელ არ ვურეკავ. ბლოგს ვუთმობ ამდენ დროს.

და მერე ყველაფერი იზრდება ერთ დიდ დავიდარაბაში.

წუხელ დილის 8 საათამდე ვლაპარაკობდით, ვჩხუბობდით, ვტიროდი.

საბოლოოდ მგონი გავუგე. იმანაც გამიგო მგონი.

შევთავაზე, რომ რახან ასე მობეზრდა სამსახური, დაანებოს თავი ცოტა ხანი. ახალი წლიდან ახალი ფიქრებით და აზრებით დავიწყოთ ცხოვრება. მე კიდევ ვეცდები, რომ უკეთესი დიასახლისი გავხდე. ხელი შევუწყო დასვენებაში.

ოღონდ ლინიჯის თამაშს თუ დაიწყებს ისევ, ყველაფერი დამთავრდება. :(

საბერძნეთში წასვლას ვერ ვახერხებთ მაგრამ იქნებ ბაკურიანში წავიდეთ… თაფლობის თვეც კი არ გვქონია თავის დროზე. რაღაც საშინელი ტემპით ვიცხოვრეთ ბოლო 8 თვე.

ასე თუ გაგრძელდება, ჩვენი ქორწეინებიდან არაფერი დარჩება.

არ მინდა ეს მოხდეს.

ჯერ კიდევ მიყვარს, იმასაც ვუყვარვარ.

ვეცდებით გადავარჩინოთ…

 

ყველაფერს დავიკიდებ რაც საჭირო გახდება, რომ ბედნიერად ვიყოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარ პიროვნებას ხაზს გადავუსვამ და ოჯახს შევწირავ. ჩემთვის მთავარი სიყვარულია და არა ”ოჯახის შენარჩუნება”.

თუ დავინახავ, რომ არაფერი გამოდის…

ჯერ ხომ ახალგაზრდა ვარ?…

divorce1

{ 6 comments… read them below or add one }

1 gayguy 1 დეკემბერი, 2008 at 6:29 pm

სიყვარულია სწორედ ისეთი რაღაცა, როცა სხვა რაღაცის დათმობა გიწევს. ხშირად სიყვარული მოითხოვს მსხვერპლს და ამას ვერსად გაექცევი… ნუ იჩქარებ ნურაფერში, ცხელ გულზე ნურც გადაწყვეტილებებს მიიღებ და ნურც დაწერ.. მგონი ეს ნამეტანი ინტიმურია.. ხალხი კი ჭრელია, არ არის აუცილებელი ყველამ ყველაფერი დეტალებში იცოდეს. და სიყვარულს გაფრთხილება უნდა :)
რა თქმა უნდა სხვა საქმეა, ვინ როგორ აიგივებს სიყვარულს ოჯახთან და მის შენარჩუნებასთან. თუ მიყვარს, მისი გულისთვის ბევრ რამეს დავთმობდი, მაგრამ თუ მას არ ვუყვარვარ, აქ ნამდვილად დაფიქრება ღირს.
უბრალოდ ნუ აჩქარდები :)

პასუხი

2 Secrets 1 დეკემბერი, 2008 at 6:32 pm

აუ…..

აქ ვერ გეტყვი.

პასუხი

3 me 1 დეკემბერი, 2008 at 6:34 pm

yvelaferic gamodis geyot axla depresiobana :D

You are too young to be so fool :kiss: :love: :)

grmad chaisuntqet da bevri akocet da akocet da akocet ertmanets

პასუხი

4 ntvare 1 დეკემბერი, 2008 at 7:36 pm

კომპიუტერული თამაშები მავნებელია რეალური ცხოვრებისათვის :yes:

პასუხი

5 Sweet Baby Girl 1 დეკემბერი, 2008 at 8:02 pm

@gayguy, ცხელი მგონი არაფერი დამიწერია ხო? პირიქით… მაქსიმალურად თბილად. :love:

უბრალოდ ნუ აჩქარდები

Yes, Sir! :)

@ntvare, :yes: 100%

პასუხი

6 Secrets 1 დეკემბერი, 2008 at 10:15 pm

სკაიპში შემო თუ გინდა.

დაუჯერებელი ამბავი მაქვს :)

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</